10/04/2025
დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ.
მხრები მოუშვით და გაიშალეთ. მხრებში და ზურგში არ უნდა არ მოიხაროთ და მთელი ვარჯიშის განმავლობაში ზურგი სწორი დატოვეთ.
ხელებს შეიძლება რამდენიმე პოზიცია ჰქონდეთ. პირველი – შეგიძლიათ წინ გაშალოთ, ხელისგულებით დაბლა. მეორე – მოხრილია იდაყვებში და ტანზე გაქვთ მიბჯენილი . მესამე – თავზე გაქვთ დალაგებული. მეოთხე – წინ მკერდთან გიჭირავთ შეკრული. მეხუთე – თეძოებზე დოინჯით.
თეძოები წაიღეთ უკან და დაიწყეთ მუცლებში მოხრა და ჩაჯდომა. დააკვირიდით, ამ დროს ზურგი სწორი უნდა დარჩეს და მხრები არ უნდა ამოიწიოს.
თქვენი მუხლები არ უნდა გამოვიდეს ფეხის წვერებზე წინ. მუხლები არც შიგნით მხარეს უნდა ჩავარდეს, არც გარეთ იწეოდეს.
ისე დაეშვით ქვევით, თითქოს თქვენს უკან სკამი დგას და ცდილობთ თეძოებით მიწვდეთ და დაჯდეთ.
ჩადით იატაკის პარალელურად.
დატვირთვა ფეხის ქუსლებზე გადაიტანეთ, რომ დუნდულა კუნთებმა იმუშაოს.
#ჩაჯდომები #ტექნიკა #ვარჯიში #სპორტი #დუნდულაკუნთი #ბარძაყისვარჯიში #აერობიკა #პილატესი #პერსონალურიმწვრთნელი #ინსტრუქტორი #ნუტრიცია #დიეტასტრესისგარეშე #ჯანსაღიცხოვრებისწესი #ჯანსაღიცხოვრება #ჯანსაღი