მე ვარ ქეთევან ჟორდანია, მწვრთნელი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. მრავალწლიანი გამოცდილებით, სხვადასხვა ადამიანებთან მუშაობისას, მე შევიქმენი ძლიერი საფუძველი ფსიქოლოგიის სფეროში, კონკრეტულად კი ჯანმრთელობისა და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით.
ჩემს შესახებ:
უკვე 10 წელზე მეტია ვსწავლობ, ვმუშაობ და ვცხოვრობ გერმანიაში, ქალაქ მაინცში. აქ დავამთავრე კოლეჯი, შემდეგ მეცნიერებათა ბაკალავრი, ამის შემდეგ მივიღე სამეცნიერო მაგისტრის წოდება კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგის ხარისხით და ბოლოს ვისწავლე კოგნიტიური-ქცევითი თერაპია ფრანკფურტის ინსტიტუტში. ჩემი უნივერსიტეტი გუტენბერგის სახელობის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსტეტია, სადაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკას. ჩემს უნივერსტეტში მიმდინარეობს უამრავი კლვევა და უდიდესი ყურადღება ექცევა იმას, რომ ყველა მეთოდი მტკიცებულებაზე იყოს დაფუძნებული და ჩვენ მხოლოდ ყველაზე აქტუალური მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდებით ვიმუშაოთ პაციენტებთან.
ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკებში, ფსიქოლოგიურ კაბინეტებში და გავდიოდი პრაქტიკებს მსოფლიოს წამყვან ფსიქოლოგებთან. დღეს ასევე ვმუშაობ წითელი ჯვრის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.
ჩემი მისწრაფება, ისევე როგორც დიდი სურვილი, ყოველთვის იყო, რომ ჩემი გერმანიაში შეძენილი ცოდნა გამომეყენებინა ქართველი ხალხისთვის და ვფიქრობ ონლაინ ფსიქოთერაპია დღესდღეისობით საუკეთესო შანსს მაძლევს ამისთვის.
როგორც ფსიქოთერაპევტი, კარგად ვიცნობ სხვადასხვა თერაპიულ მიდგომას, მათ შორის კოგნიტურ-ქცევით ფსიქოთერაპიას, რომლიც არსიც აქ და ახლა ყოფნაზეა დაფუძნებული. ჩემი მიზანია მხარი დაგიჭიროთ და გაგიწიოთ ფსიქოლოგიური თანადგომა რთულ სიტუაციებში, დაგეხმაროთ თქვენი ემოციების სიცხადის მოპოვებაში და ცხოვრებისეული აღმავლობისა და ვარდნის ნავიგაციაში.
ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და ჩვენ ყველანი ვხვდებით ხოლმე რთულ სიტუაციებს. მიუხედავად იმისა, განიცდით სტრესს, შიშს, ბრაზს, დაბნეულობას, სევდას თუ სხვა ემოციას, რომლებიც შეიძლება გვირთულებს ცხოვრებას. მე აქ ვარ, რომ დაგეხმაროთ.
რატომ უნდა ამირჩიოთ მე?
წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა ასაკის ადამიანთან, ვმკურნალობდი სირთულეებისა და ფსიქიური აშლილობის ფართო სპექტრს. სწავლისა და მუშაობის განმავლობაში ჩემი ფართო კლინიკური ფოკუსის წყალობით, მივიღე ღირებული გამოცდილება ისეთი სირთულეებთან მიმართებაში, როგორიც არის ფობიები (მაგ. ობობების, დახურული სივრცეების შიში), პიროვნული აშლილობა(მაგ. Borderline, დამოკიდებული პიროვნულობა) , დამოკიდებულება (მაგ. ნარკოტიკი), დემენცია, პანიური აშლილობა, ქრონიკული გადაღლილობა და დეპრესია.
ჩემი პროფესიული გამოცდილების გარდა, ჩემს პრაქტიკაში მაქვს დიდი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება. ვაღიარებ თანაგრძნობის, გაგების და მიმღებლობის მნიშვნელობას. მე შევქმნი თქვენთვის უსაფრთხო, გამგებ და მიმღებლურ სივრცეს. მე მტკიცედ მჯერა, რომ ყოველი პროფესიის უკან დგას ინდივიდი - ადამიანი. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ თქვენი უნიკალური გარემოებების უკეთ გაგებაზე და მათ მიღებაზე.
გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ ამ მოგზაურობაში - ჩვენ ერთად ვართ!
მე მოხარული ვიქნები თქვენი მოსმენით და სიამოვნებით დავიწყებ ამ მოგზაურობას. მოდით შევქმნათ ლამაზი, უსაფრთხო სივრცე, სადაც ყველა თქვენი ემოცია, აზრი და საკითხი იქნება მისასალმებელი და მოწონებული. მომმართეთ და დავიწყოთ თქვენი კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას.