05/04/2021
🚼ბავშვის ფსიქო_მოტორული განვითარება ასაკის მიხედვით🚼
რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა🚺🚹
ნაწილი 2 ⬇️
▶️ყველა ბავშვი ინდივიდუალური და განსხვავებულია , თუმცა არის ნორმალური განვითარების გარკვეული საერთო ნიშნები ყველა ბავშვისთვის:
🚼2 თვის ასაკში:
✅მოძრაობა-მოტორიკა:
🔸️თავის დაჭერა უფრო ხანგრძლივად , თავს ამოძრავებს მარჯვნივ და მარცხნივ ზურგზე წოლისას. თავს აყოლებს საგნებს რასაც ხედავს და აინტერესებს. უფრო აინტერესებს კონტრასტული ფერები და ნაცნობი ადამიანების სახეები.
🔸️აქტიურად ამოძრავებს ფეხებს და ხელებს, ფეხებით ველოსიპედის მოძრაობას აკეთებს. საგნებს ხელს უტყაპუნებს და ცდილობს მოეჭიდოს, თუმცა ჯერ ვერ კიდებს და ვერ იჭერს ხელში.
🔸️მუცელზე წოლისას ცდილობს თავის აწევას რამოდენიმე წამით და აბრუნებს ორივე მხარეს.
🔸️ზურგზე წოლისას, როცა თქვენ უახლოვდებით ცდილობს მხრების და კისრის მოძრაობით თქვენსკენ წამოიწიოს.
🔸️ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში როცა გიჭირაᲕთ ვერ უჭირავს თავი სტაბილურად. თუმცა უფრო სტაბილურია ვიდრე 1 თვის წინ.
🔸️ გვერდზე წოლისას შეიძლება შეᲛთხვევით გადატრიალდეს ზურგზე ( დაეცეს ზურგზე)(ამიტომაც ნუ გათამამდებით და უმეთვალყურეოდ ნუ დატოვებთ ნურც ერთ პოზიციაში, ამ ასაკში იმდენს მოძრაობს , რომ თავისუფლად შეიძლება გადაადგილდეს )
🔸️ აქვს უნებლიე მოძრაობები ჯერაც, რადგან რა თქმა უნდა ჯერ სრულად მომწიფებული არ არის და ყველაფერს ვერ აკონტროლებს .
✅ ნატიფი მოძრაობა:
🔸️ თვალს აყოლებს მისგან 30 სმ დაშორებულ მოძრავ საგანს
🔸️ ხელები ისევ მუჭად აქვს შეკრული, ნელ-ნელა იწყებს გახსნას
🔸️ აქტიურად ამოძრავებს ხელებს, მაგრამ ჯერ არ ეჭიდება საგნებს
✅ კომუნიკაცია და ემოცია
🔸️ თავის ემოციას გამოსცემს სხვადასხვა ბგერებით და სხვადასხვა ტონალობის ტირილით
🔸️შეუძლია თავისით დამშვიდეს მატყუარას ან ცერის წოვით.
🔸️ მას უფრო ართობს აქტივობები ადამიანებთან ვიდრე სათამაშოებით.
🔸️ საპასუხო ღიმილი :)
🔸️უყვარს და სიამოვნებს , როცა მასთან ხართ და ეთამაშებით, უმღერით ან უბრალოდ ესაუბრებით, უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
✅ ინტელექტუალური განვითარება
🔸️ იწყებს ღუღუნს
🔸️ რეაგირებს იმაზე რაც ესმის, რასაც ხედავს და რასაც ეხება
🔸️ ამჩნევს, რომ სხვადასხვა მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია, მაგალითად დედა ნაზად ესაუბრება ხელში აყვანამდე.
🔸️ იწყებს ნაცნობი სახეების და ხმების გარჩევას/ცნობას.
✅როგორ დავეხმაროთ ჩვენს პატარებს ამ ასაკში განვითარებაში?
🔸️როცა ღვიძავს მოათავსეთ მუცელზე, დარჩით მის გვერდით და მიეცით საშუალება თᲐვისუფლად იმოძრაოს(ზურგის, კისრის, ხელ-ფეხის კუნთების განვითარება, საჭმლის მონელების გაუმჯობესება, გაზების და ბოყინის გაადვილება, მუცლის დისკომფორტის შემცირება )
🔸️ თქვენს მუცელზე დაიწვინეთ მუცლით თვქენსკენ ( გათვალიერებთ სხვა კუთხით, ავარჯიშებს კისრის კუნთებს )
🔸️ ხელზე ნაზი შეხებით შეეცადეთ გახსნათ მისი მუშტი, მისი გახსნილი ხელებით მოეფერეთ თქვენს სახეს(შეეხეთ თქვენს თვალებს, ცხვირს, პირს), ამით ხელს უწყობთ მისი ხელების პროგრესულად გახსნას და ავარჯიშებთ მის ნატიფ მოტორიკას
🔸️ ამოძრავეთ საგანი ან თქვენი სახე მის წინ, ახლოს, ასე თქვენი პატარა ავარჯიშებს კოორდინაციას-მხედველობა-მოტორიკა (თვალს-თავს აყოლებს მოძრავ საგანს )
🔸️ თქვენი ცერა ან საჩვენებელი თითით შეეხეთ მის ხელისგულს , ის შეეცდება მოეჭიდოს.
🔸️ ეცადეთ გამოიცნოთ მისი არტიკულაციით მისი ემოცია და საჭიროება და შესაბამისად მოიქეცით( უპასუხეთ რათა დააკმაყოფილოთ მისი საჭიროება), ამით ის უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს და დაკმაყოფილებულია და უფრო მეტად ეცდება თქვენთან კომუნიკაციას.უჩნდება მიჯაჭვულობის და სიმშვიდის განცდა, როდესაც თქვენს მას უგებთ
🔸️ აჩვენეთ სხვადასხვა ემოცია მიმიკებით, თან ესაუბრეთ და აუხსენით თითოეული ემოცია, ის ეცდება გაიმეოროს.
🔸️ აუხსენით და ელაპარაკეთ რაც შეიძლება მეტი.მაგ."აი ეს ხმაური რამაც შენ დაგაფრთხო, აგატირა არის ხმა , რომელსაც გამოსცემს დიდი მანქანა , რომელმაც სახლის წინ ჩაიარა, შენ უსაფრთხოდ ხარ."
🔸️გაახმოვანეთ და აკეთეთ ერთიდაიგივე ჟესტები და რიტუალები ყოველდღე, ერთიდაიგივე თანმიმდევრობით, ამით ის ისწავლის რის შემდეგ რა მოდის და იქნება მეტად მშვიდად და უსაფრთხოდ
🔸️ მოუყევით ამბები, ზღაპრები, უმღერეთ, გაახმოვანეთ ყველაფერი რასაც აკეთებთ.ელაპარაკეთ მეტი :)
🔸️იყავით ფიზიკურად და გონებრივად მასთან , როცა მასთან ხართ ( ანუ არ დაკავდეთ პარალელურად ტელევიზორის ყურებით ან თქვენი ტელეფონით), რეალური კონტაქტი, რეალური ღიმილი მხოლოდ მისკენ მიმართული, რეალური ყურადღება , ეს სჭირდება მას განვითარებისთვის.
ეს არის სიყვარული :)