შემოქმედებითი სტუდია „მოალა“ იწყებს 6-დან 14 წლამდე შემოქმედებითი უნარების განვითარების მსურველ მოზარდთა მიღებას.
ცენტრში ჩატარდება გაკვეთილები:
✍️ მე ვიწყებ წერას;
️🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს;
️🎯 გართობა და შემეცნება.
✍️ მე ვიწყებ წერას - ემსახურება მოზარდებში შემოქმედებითი უნარების (წერის, აზროვნების, შეფასების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის, წაკითხული ნაწარმოების გაანალიზების და მწერლის ქვეტექსტების ამოცნობის) განვითარება - დახვეწას. ამ უნარების გამოყენებას მათ შემოქმედებაში (ზღაპარი, ლექსი, მოთხრობა, ესე).
💁♀️ პროგრამას უძღვება - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო, პროფესიული თეატრის მარკეტინგის მენეჯერი, საბავშვო ლექსებისა და ზღაპრების ავტორი, მწერალი, დრამატურგი - დალი თედორაძე;
️🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს - შეისწავლება ხატვა, ძერწვა, ილუსტრაციის შექმნა (წაკითხული ნაწარმოების მიხედვით). ხელნაკეთი ნივთების დამზადების ტაქნიკა, თეატრალური მხატვრობა: ესკიზი, თოჯინა, რეკვიზიტი, დეკორაცია, მაკეტი.
💁♀️ პროგრამას უძღვება - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მხატვარი, ილუსტრატორი - მირანდა გურგენაძე;
🎯 გართობა და შემეცნება
სამაგიდო თამაშები: (ლოგიკური, სტრატეგიული, გუნდური);
შემეცნებითი თამაშები: (სწრაფი აზროვნება, ალტერნატიული გზების პოვნა);
გრამატიკული სახალისო თამაშები (მეტყველების განვითარება და დამკვიდრებული ბარბარიზმების აღმოფხვრა).
გასართობი თამაშები ამაღლებს და ზრდის ბედნიერების ჰორმონთა რაოდენობას, დადებითი ენერგიით მუხტავს მოზარდებს, ზრდის ენერგიასა და პროდუქტიულობას.
💁♀️ პროგრამას უძღვება - სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემეცნებითი და გასართობი პროექტების მართვის განყოფილების უფროსი თამთა ფაღავა.
🧩 ცენტრში ჩატარებული ყველა აქტივობა ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ემსახურება საერთო მიზანს: მოზარდების ინდივიდუალობის წინ წამოწევა, ყურადღების კონცენტრაცია, მოსმენისა და წერის კულტურა, ფიქრისა და განსჯის უნარი, კრეატიული აზროვნების განვითარება, სტრატეგიისა და ტაქტიკის სწორად შერჩევა.
🏕️ ხშირად ჩატარდება გასვლითი ღონისძიებები თეატრებში, მუზეუმებში. დაიგეგმება ლაშქრობები.
ჯგუფები დაკომპლექტდება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.💜 სტუდია იმუშავებს შაბათ-კვირას. სამი აკდემიური საათის განმავლობაში. სასწავლო წლის ბოლოს დაიგეგმება ნამუშევრების გამოფენა.
სწავლების საფასური 130 ლარი. საფასურში შედის სწავლების მეთოდებისთვის საჭირო მასალა.