15/07/2025
მესტიის საავადმყოფოს ოფთალმოლოგი მედეა ვიბლიანი ეწვევა! 💥
📣თვალთან დაკავშირებულ ყველა პრობლემაზე მობრძანდით მესტიის საავადმყოფოში, პარასკევს, 18 ივლისიდან- დილიდანვე ✅️
📣ამმეტაპზე მედეა ვიბლიანი, მოგიყვებათ ახლომხედველობისა და მისი კორექციის მეთოდების შესახებ!
👉 "მხედველობის პრობლემები 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით გაჯერებულ ყოველდღიურობაში საკმაოდ ხშირია.
👉 რეფრაქციის ანომალიებიდან განვიხილოთ მიოპია, ანუ ახლომხედველობა, როდესაც პაციენტი ახლომდებარე საგნებს კარგად ხედავს, დაშორებულს კი ბუნდოვნად. მიოპია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ახლომხედველობა ძირითადათ ვლინდება სასკოლო ასაკში (6-8 წლიდან).
👇 დამახასიათებელი სიმპტომებია:
🔹 ცუდი მხედველობა შორ მანძილზე
🔹 თვალწინ მოძრავი წერტილები
🔹 თვალების დაღლა
🔹 ხშირად გარეთა სიელმე
👇 მიოპიას ასევე შეიძლება მოჰყვეს გართულებები, რომლებიც ვლინდება შემდეგი სახით:
🔹 ამბლიოპია
🔹 მინისებრი სხეულის დესტრუქცია
🔹 ბადურის დეგენერაციული ცვლილებები
🔹 ბადურა გარსის ნახთქები
👉 ოფთალმოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ - სწორი სათვალისა და კონტაქტური ლინზის შესარჩევად აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი. დიაგნოსტიკა საჭიროებს ხარისხიან, თანამედროვე ტექნოლოგიებს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში მხედველობა SHIN-NIPPON - ის უახლესი თაობის აუტორეფრაქტომეტრით შეგიძლიათ შეიმოწმოთ.