Skin Medical

Skin Medical Skin Medical is a leading dermatology cabinet located in Tbilisi, Georgia.

Dr.Marina Otarashvili-Abashidze
Dermatovenereology
Cosmetology
Trichology
Clinical Dietetics
Nutrition Science

რატომ შეიძლება იყოს გარუჯვა სახიფათო: რეალური რისკები კანისა და დნმ-ისთვისზაფხულში ბევრს მოსწონს გარუჯული კანი, მაგრამ მ...
07/08/2025

რატომ შეიძლება იყოს გარუჯვა სახიფათო:
რეალური რისკები კანისა და დნმ-ისთვის

ზაფხულში ბევრს მოსწონს გარუჯული კანი, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება UVA და UVB - პირდაპირ აზიანებს კანის უჯრედების დნმ-ს და აჩენს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აძლიერებს ოქსიდაციურ სტრესს.
ეს დაზიანებები დროთა განმავლობაში გროვდება და ზრდის მელანომის, ნაადრევი დაბერების, ჰიპერპიგმენტაციისა და ფოტოდაბერების რისკს.

თავისუფალი რადიკალები აზიანებენ უჯრედის მემბრანებსა და ლიპიდურ ბარიერს, რაც იწვევს კანის გაუწყლოვანებასა და დამცავი ფუნქციის მოშლას.
ანტიოქსიდანტები (ვიტამინები A, C, E, ომეგა‑3 მჟავები, ქოლესტერინი) კვების საშუალებით ამცირებს დაზიანებას, მაგრამ ისინი ვერ ჩაანაცვლებენ სანდო მზისგან დაცვას.

მსუბუქი რუჯიც კი, თუნდაც დამწვრობის გარეშე, არ გამორიცხავს ზიანს სრულად . იგი მხოლოდ ამცირებს რისკს.

ამიტომ მნიშვნელოვანია:
• მოერიდეთ მზეს პიკის საათებში (10:00–17:00)
• გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები შესაბამისი SPF-ით
• მიიღეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები და დიდი რაოდენობით სითხე.

გაგვიზიარეთ პირადი რჩევები კომენტარებში.
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, რომლებიც მზეზე დიდ დროს ატარებენ , მათ ნამდვილად უნდა იცოდნენ ეს ინფორმაცია.

ნუ ჩახტებით  წყალში გარუჯვის შემდეგ - ეს შეიძლება დაგიჯდეთ სიცოცხლის ფასად !☀️ გარუჯვის შემდეგ კატეგორიულად არ შეიძლება ...
07/08/2025

ნუ ჩახტებით წყალში გარუჯვის შემდეგ - ეს შეიძლება დაგიჯდეთ სიცოცხლის ფასად !

☀️ გარუჯვის შემდეგ კატეგორიულად არ შეიძლება სწრაფი, მომენტალური ჩაყვინთვა ცივ წყალში. ეს ორგანიზმში მკვეთრ რეაქციას იწვევს: სისხლძარღვების მომენტალურ სპაზმს, ტვინში სისხლის მიწოდება შეფერხდება, გამოიწვევს თავბრუსხვევას და შესაძლოა - გონების დაკარგვას წყალში

განსაკუთრებით საშიშია მაშინ
- თუ არტერიული ჰიპერტენზიაა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- თუ დალიეთ ალკოჰოლი
- თუ მზეზე იყავით 1–2 საათზე მეტი პაუზის გარეშე

ცხელი სხეულისთვის ცივი წყალი - სტრესია. მკვეთრმა ტემპერატურულმა სხვაობამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი (კრუნჩხვა), რაც ღრმა წყალში სიკვდილის პირდაპირი რისკია.
ასევე, გარუჯვის შემდეგ კანი დასუსტებულია და ანთებითია - ცივი ან მარილიანი წყალი აძლიერებს მიკროტრავმებს, იწყებს აქერცვლას და აჩქარებს კანის დაბერებას

როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად:
- წყალში შედით ეტაპობრივად
- ნუ შეხვალთ +18°C-ზე ცივ წყალში
- მოერიდეთ წყალში შესვლას ჭამისა და ალკოჰოლის მიღების შემდეგ
- პირველი შესვლები უნდა იყოს მოკლე დროით და ზედაპირული

ფრთხილად იყავით და დაისვენეთ გონივრულად!

გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს - შეიძლება ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს.

მარილიანი და ტკბილი ფაფაჩაატარეს ექსპერიმენტი . ექსპერიმენტის არსი:ბავშვებს აძლევენ ფაფას დასაგემოვნებლად და სთხოვენ ხმა...
07/08/2025

მარილიანი და ტკბილი ფაფა

ჩაატარეს ექსპერიმენტი .
ექსპერიმენტის არსი:
ბავშვებს აძლევენ ფაფას დასაგემოვნებლად და სთხოვენ ხმამაღლა ეპასუხათ ფაფა ტკბილია თუ მარილიანი.

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო . წარმოიდგინეთ, რომ ფაფის თეფში 5 ნაწილადა გაყვეს. 4 ნაწილს მოაყარეს შაქარი, მეხუთეს – მარილი.
ბავშვები რიგრიგობით აგემოვნებდნენ ფაფას. ბუნებრივია, პირველმა ოთხმა ბავშვმა, რომლებსაც ტკბილი ნაწილი შეხვდათ, თქვეს, რომ ფაფა ტკბილია. მეხუთე, რომელმაც მარილიანი ნაწილი გასინჯა – ვერ გაბედა განსხვავებული პასუხის თქმა და უმრავლესობას მიემხრო: “ფაფა ტკბილია” – განაცხადა.

თუმცა, “ტკბილი” ფაფის დამატებაზე მან უარი თქვა.

დასკვნა:
ეს ექსპერიმენტი იმავე პრინციპზეა აგებული, როგორც ცნობილ ექსპერიმენტებში “შავი და თეთრი”. მისი მიზანი იყო დაენახვებინა, რამდენად შეუძლია ადამიანს საკუთარ აზრზის შენარჩუნება, ან რამდენად ემორჩილება ჯგუფის გავლენას და არ სურს უმცირესობაში ყოფნა.

ხშირად, ადამიანი ამჯობინებს საერთო აზრს დაეთანხმოს, თუნდაც შინაგანად დარწმუნებული იყოს საპირისპიროში , ოღონდ არ გამოირჩეოდეს სხვებისგან.

06/08/2025

ხშირად მსმენია რეკლამები იმის შესახებ , თუ რამდენად ეფექტურია PRP თერაპია სხვადასხვა პრეპარატებთან შერევით , მაგალითად მელსმონთან, თუ ლაენეკთან თუ ჰიალურონის მჟავასთან თუ ამინომჟავებთან და ა.შ .
ეს ყველაფერი რომ გავიაზროთ და სწორი დასკვნა გავაკეთოთ , უნდა წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, თუ რაში მდგომარეობს პრპ სა და ასევე ცალკე აღებული პრეპრატების მოქმედების მექანიზმი . ( რომლებიც ცალკე აღებულიც იდეალურად მუშაობს სხვასთან შერევის დამოუკიდებლად ) .

( პოსტი ეკუთვნის უფრო მეტად სპეციალისტებს )

გთავაზობთ PRP თერაპიის მოქმედების პრინციპებს სადაც ვეცდები არგუმენტირებულად ავხსნა , რატომ არ შეიძლება მისი შერევა სხვა პრეპარატებთან.

დავიწყებ ზოგადად იმით, რომ
PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) (Platelet-Rich Plasma) – ეს არის აუტოლოგიური პრეპარატი, რომელიც მიიღება პაციენტისავე სისხლისგან და შეიცავს მაღალი კონცენტრაციის თრომბოციტებსა და ბიოლოგიურად აქტიურ ფაქტორებს.

ძირითადი მოქმედების მექანიზმები:
ესენია - რეგენერაციისა და უჯრედული სტიმულაციის გაძლიერება.
თრომბოციტები აქტივაციისას გამოყოფენ ზრდის ფაქტორებს:
• PDGF - თრომბოციტული ზრდის ფაქტორი
• VEGF – სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორი
• TGF-β – ტრანსფორმირებადი ზრდის ფაქტორი
• EGF – ეპიდერმული ზრდის ფაქტორი
• IGF – ინსულინმსგავსი ზრდის ფაქტორი

ამ ფაქტორების მოქმედება
• ააქტიურებს ფიბრობლასტებსსა და მეზენხიმალუნ ღეროვან უჯრედებს , რაც ეხმარება კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის სინთეზში, უჯრედების სტიმულაციაში.
• ასტიმულირებს კერატინოციტების გაყოფასა და მიგრაციას
• იწვევს ანგიოგენეზს – ახალი კაპილარების წარმოქმნას.

- ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება-
PRP ამცირებს პროანთებითი ციტოკინების დონეს და არეგულირებს იმუნურ პასუხს. მნიშვნელოვანია:
• ატროფიული ნაწიბურების,
• ანდროგენული ალოპეციის,
• ქრონიკული ანთებების დროს.

- მიკროცირკულაციის გაუმჯობესება
VEGF-ის მეშვეობით იზრდება ქსოვილთა სისხლით მომარაგება, აიროვანი ცვლა და უჯრედების კვება.

- შენების და შეხორცების დაჩქარება.
თრომბოციტული ფაქტორები ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას – როგორც კანის, ასევე შემაერთებელი ქსოვილის დონეზე.

PRP-ის გამოყენების ძირითადი სფეროები:
• კოსმეტოლოგია – კანის გაახალგაზრდავება, ტექსტურის გაუმჯობესება, წვრილი ნაოჭების შემცირება
• ტრიქოლოგია – ანდროგენული და ტელოგენური თმის ცვენა
• დერმატოლოგია – ნაწიბურები, პოსტ-აკნე, სტრიები
• სპორტული მედიცინა – კუნთოვანი და იოგოვანი ქსოვილების აღდგენა
• ორთოპედია – ოსტეოართროზი, ტენდინოპათიები

რაში მდგომარეობს PRP ის ეფექტურობა?
• ის , რომ გამოიყენება პაციენტის საკუთარი სისხლი , არ იწვევს ალერგიას ან იმუნურ პასუხს
• შეიცავს თრომბოციტების მაღალ კონცენტრაციას და აქტიურ ბიომოლეკულებს
• მოქმედებს უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე , ასტიმულირებს ბუნებრივ რეგენერაციულ პროცესებს

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე .

რატომ არ შეიძლება PRP-ის შერევა სხვა პრეპარატებთან?
1. ის , რომ შესაძლებელია გამოიწვიოს თრომბოციტების არასტაბილურობა, რადგან
თრომბოციტები მგრძნობიარენი არიან pH-ის, ოსმოლარობისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ. სხვა პრეპარატებთან შეხებისას შეიძლება:
• დაიშალოს (ლიზისი),
• ნაადრევად გააქტივდნენ (პრეპარატში, არა ქსოვილში),
• დაკარგონ ბიოლოგიური აქტიურობა.
2. შეიძლება მოხდეს ზრდის ფაქტორების ინაქტივაცია
PDGF, VEGF, EGF და სხვა ცილოვანი მოლეკულები მარტივად იშლება ან იშლება შერევისას:
• ანესთეტიკებთან,
• ვიტამინებთან,
• მეზოკოქტეილებთან და სხვა ფარმაკოლოგიურ ნივთიერებებთან.
3. შეიძლება მოხდეს ფიზიკური თვისებების ცვლილება.
შერევით იცვლება პრეპარატის სიბლანტე და ფიზიკური სტრუქტურა:
• რთულდება ზუსტი ინექცია,
• მცირდება პრეპარატის თანაბარი განაწილება ქსოვილებში.
4. კლინიკური ეფექტის გაურკვევლობა
შერეული შემადგენლობის გამოყენებისას გართულებულია შეფასება – სად არის რეალური ეფექტი და სად – არასასურველი შედეგი.
5. და ისიც , რომ შერევები საერთაშორისო პროტოკოლებს ეწინააღმდეგება

ESAPS, ISAPS, AAAM და სხვა ორგანიზაციები მკაცრად ურჩევენ PRP-ის შეყვანას მხოლოდ „სუფთა“ სახით ან მხოლოდ ავტოლოგიურ კომპონენტებთან ერთად (მაგ. PRF, ფიბრინის გელი).

აქედან გამომდინარე
PRP არის ბიოლოგიურად აქტიური, ცოცხალი პრეპარატი, რომელსაც აქვს ძლიერი რეგენერაციული პოტენციალი. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება პირდაპირ დამოკიდებულია სწორად მიღებასა და შეყვანაზე.
- PRP უნდა იყოს სტერილური, სუფთა და შეურეველი.

ახლა ჩემი კითხვაა კოლეგებო: - კიდევ გაქვთ სურვილი PRP რამე სხვა ნივთიერებაში შეურიოთ? ( თუ რა თქმა უნდა მიზანი არ ემყარება პროცედურის გაძვირებას)

 #ყელისგაახალგაზრდავება .რატოა იმაზე რთული , ვიდრე გვეჩვენება? ყელი- ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ზონაა, სადაც ასაკი ყვე...
05/08/2025

#ყელისგაახალგაზრდავება .

რატოა იმაზე რთული , ვიდრე გვეჩვენება?

ყელი- ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ზონაა, სადაც ასაკი ყველაზე ადრე იჩენს თავს. თხელი კანი , სუსტი კანქვეშა ცხიმოვანი შრე და განსაკუთრებული კუნთოვანი ანატომია (პლატიზმა) ამ ზონას რთულად კორექტირებადს ხდის.

ყელის ანატომიური თავისებურებები:

- თხელი კანი, სადაც თითქმის არ არის ცხიმოვანი ჯირკვლები → მიდრეკილია სიმშრალისა და ნაოჭებისკენ.
- სუსტი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი → იწვევს კანის სწრაფ მოდუნებას.
- პლატიზმა - არის ზედაპირული, თხელი, ფართო კუნთი, რომელიც ეკუთვნის სახისა და კისრის მიმიკური კუნთების ჯგუფს. ( იწყება
მეორე–მესამე ნეკნის მიდამოდან, გულმკერდის ზედა ნაწილიდან და ლავიწის ქვედა ზონიდან (თორაქალური და დელტოიდური რეგიონი).
ემაგრება -
ქვედა ყბის ძვალზე (mandibula), ქვედა ტუჩის კუთხესთან და ლოყის კანისქვეშა ქსოვილებთან.)
- ⁠სუსტი სისხლისმომარაგება → ანელებს რეგენერაციას და განახლებას.

🔻 შედეგი:

✔️ყელის რეტენციული რკალები , ე.წ. “ვენერას რგოლები” - ჰორიზონტალური ნაოჭები
✔️ ვერტიკალური ხაზები (ე.წ. „ინდაურის კისერი“)
✔️ კანის მოდუნება და კონტურის დაკარგვა

ყოველთვის რატომ არ მუშაობს ზოგადი მეთოდები?

🔺 კრემები და მასაჟი - მხოლოდ ზედაპირული, დროებითი ეფექტია
🔺 ფეისბილდინგი - არაეფექტურია, თუ პლატიზმა თანდაყოლილად( გენეტიკურად) სუსტია (25%-ში)
🔺 ქირურგიული ლიფტინგი - რთულია თხელი კანის და ნაწიბურების რისკის გამო

რომელი თანამედროვე მეთოდები არსებობს ყელის კორექციისთვის?

- ინექციური მეთოდები:
➡️ ბოტულოტოქსინი - მოადუნებს პლატიზმას და ათანაბრებს ვერტიკალურ ხაზებს
➡️ ჰიალურონის ფილერები - ავსებს დაკარგულ მოცულობას და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს

- აპარატული ტექნოლოგიები:
➡️ (RF) რადიოტალღური ლიფტინგი (Thermage, Accent Prime) - აღადგენს და ჭიმავს კანს
➡️ ულტრაბგერითი SMAS-ლიფტინგი (Ultherapy) - მუშაობს უფრო ღრმა შრეებზე

- ძაფებით ლიფტინგი:
➡️ PDO ძაფები ქმნიან ბიოკარკასს და ასტიმულირებენ ახალი კოლაგენის წარმოქმნას

ყელის დაბერების პრევენციისთვის საჭიროა :

✅ ყოველდღიური მოვლა: კრემები რეტინოლით, პეპტიდებით, SPF დაცვა 30+
✅ პლაზმოთერაპია (PRP) - აუმჯობესებს კანის ტექსტურას
✅ კურსული პროცედურები: (ყოველი 6- 12 თვეში - შედეგის შესანარჩუნებლად)

არ დაგვავიწყდეს, რომ ყელის გაახალგაზრდავება მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და მრავალმხრივ კომბინირებულ ტექნიკებს.

! პოსტი დავწერე სტატიებზე დაფუძნებით - ჟურნალი „ახალი მიდგომა დელიკატური ზონების კორექციაში“ (Les Nouvelles Esthétiques, 4-5/2020)

ქვემოთ წარმოდგენილი თემა ეხება მხოლოდ სპეციალისტებს ,,გამეორება ცოდნის დედააო’’ უკვე რამდენჯერ მოვისმინე კოლეგებისგან სი...
04/08/2025

ქვემოთ წარმოდგენილი თემა ეხება მხოლოდ სპეციალისტებს

,,გამეორება ცოდნის დედააო’’

უკვე რამდენჯერ მოვისმინე კოლეგებისგან სინჯარების შესახებ შეკითხვა , - ეს სინჯარა რომელია ?- in vivo თუ in vitro ?

კი , რა თქმა უნდა კარგია პროფესიონალურ ენაზე , ტერმინოლოგიით საუბარი , მაგრამ ამ ტერმინების გამოყენება უკეთესია მიზნობრივად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ტერმინები უკვე ცარიელი სიტყვა გამოდის, არაფრის მომცემი.

მაშ ასე :

როდესაც საუბარია ცალკე სინჯარაზე “in vivoა” ან “in vitroა” - ეს არასწორია.

რატომ?
“In vitro” და “in vivo” არის პროცესის ან მეცნიერული მეთოდის, კვლევების აღწერის ტერმინები, და არა ნივთის, მაგალითად როგორიცაა სინჯარის.
სინჯარა უბრალოდ ინსტრუმენტია შიგნით რაც ხდება და რისთვის გამოიყენება - იმას განსაზღვრავს, არის ეს პროცესი in vitro თუ in vivo.

სწორი ფორმულირება იქნება :
სინჯარაში მიმდინარე პროცესები (მაგალითად, სისხლის ცენტრიფუგირება , პლაზმის გამოყოფა) - in vitro.
სინჯარიდან ამოღებული ნივთიერების ორგანიზმში შეყვანა - უკვე იწყება in vivo ეტაპი.

სწორად ვიტყვოდით :
„ეს სინჯარა გამოიყენება in vitro პროცედურებისთვის.“
„პლაზმა მომზადდა in vitro, შემდეგ ინექცია შევიდა in vivo რეჟიმში.“

არსებობს ლაბორატორიული სინჯარები , და შემდეგ უკვე კვლევის თუ პროცედურის მეთოდები , თუ ეტაპები ორგანიზმში და ორგანიზმს გარეთ. ანუ in vitro და in vivo

უფრო მარტივად:
In vitro ( შუშაში) = მომზადება
In vivo ( ორგანიზმში)=მოქმედება

ასე რომ
არასწორია გამოთქმა : „ეს სინჯარა in vivo -ა
🙏🙏🙏

სირინგომები (Syringoma)სირინგომა არის კეთილთვისებიანი, ზედაპირული წარმონაქმნი, რომელიც წარმოსდგება ექრინის სვეტური ჯირკვ...
02/08/2025

სირინგომები (Syringoma)

სირინგომა არის კეთილთვისებიანი, ზედაპირული წარმონაქმნი, რომელიც წარმოსდგება ექრინის სვეტური ჯირკვლების სადინარებისაგან.

კლინიკური ნიშნები:
• მცირე ზომის (1–3 მმ)
• მყარი, მრგვალი ან ოვალური
• მოყვითალო ან კანისფერი
• გლუვი ზედაპირით
• უმეტესად ლოკალიზებულია ქუთუთოებზე (განსაკუთრებით ქვედა)
• სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, არის ესთეტიკური პრობლემა

( დიფერენცირება ყოველთვის აუცილებელია შემდეგ მდომარეობასთან როგორიცაა :
- მილიუმები - კეთილთვისებიანი, პატარა კისტაა, რომლის დიგთავსი რარმოადფენს კერატინ მკვრივ, თეთრ ცილოვან მასას
- სებორეული კერატოზი- ხშირად ბაცი-ყავისფერი და ქერცლოვანია
- ტრიქოეპითელიომა (Trichoepithelioma) - ეს არის კეთილთვისებიანი კანის ნეოპლაზია, რომელიც ვითარდება თმის ფოლიკულის უჯრედებიდან. ის შეიძლება იყოს ერთეული ან მრავალრიცხოვანი და ზოგჯერ გენეტიკური, მემკვიდრეობით გადაცემადი. იშვიათია, თუმცა მსგავსი ფორმა შეიძლება ჰქონდეს)
- Verrucae planae, ბრტყელი/ახალგაზრდული მეჭეჭები) - ეს არის კანის ზედაპირიდან ოდნავ ამოწეული, გლუვი, მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნები, რომლებიც ხშირად გვხვდება სახის, განსაკუთრებით თვალის ირგვლივ, შუბლზე, ლოყებზე და ზოგჯერ ხელის ზურგზე.)

სირინგომების მკურნალობა ტარდება (სურვილისამებრ, ესთეტიკური მიზნებისთვის), ზოგადად არ საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა შესაძლებელია მათი მოშორება :
• CO₂ ლაზერით
• ელექტროკოაგულაცია / დიათერმია
• ქიმიური პილინგები (TCA) - სიფრთხილით
• დერმაბრაზია
•. ქირურგიული ექსციზია (იშვიათად გამოიყენება, ნაწიბურების რისკის გამო)

რეციდივი ხშირია, რადგან სირინგომას აქვს ღრმა მდებარეობა . ხშირად აქვთ მრავლობითი მიკროკვანძოვანი კერები, რომლებიც შეიძლება მოცილების მომენტში ვიზუალურად არ ჩანდეს .
ერთი კვანძის მოცილების შემდეგ, მეზობელი უჯრედები აგრძელებენ ზრდას.

გენეტიკური ან ინდივიდუალური მიდრეკილება
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით მრავლობითი სირინგომების დროს, არსებობს მემკვიდრეობითი ფონი (მაგალითად, ბრუკ-შპიგლერის სინდრომი), რაც ზრდის ტენდენციას ხელახლა წარმოქმნისკენ.

28/07/2025

რას გვირჩევს „ატოპიური დერმატიტის სკოლა“ :

ატოპიური კანის მოვლის წესები

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის
(მაგრამ აქ უფრო ბავშვის ასაკზე გავაკეთებთ აქცენტს, რადგან ატოპიური დერმატიტი პირველ რიგში ბავშვთა მდგომარეობაა)

კანის წმენდა , როგორ და როდის?

- ბანაობა ნებადართულია და აუცილებელიცაა.
შეიძლება იბანაოს კვირაში 3-ჯერაც, ყოველდღიურადაც, ან დღეში 2-ჯერაც, თუ ბავშვი დაისვარა ან ძლიერად გაიოფლა.

„იბანავე იმდენჯერ, რამდენიც გჭირდებათ. მთავარი კომფორტია - როგორც ბავშვისთვის, ისე მთელი ოჯახისათვის.“

როდის არ შეიძლება ბანაობა:
- ბალახების ნახარშებში, კალიუმის Permanganat-ში („მარგანცოვკა“) , რადგან ეს აშრობს კანს და შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან გააუარესოს ატოპიური დერმატიტი;
- თუ ატოპიურ კანს დაერთო ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია და კანი გამოჰყპფს ექსუდატს;
- თუ ბავშვი ცუდად იტანს წყლის პროცედურებს - შფოთავს, ტირის, აღიზიანებს.

როგორ უნდა აბანავოთ ბავშვი:
- აბაზანა თუ შხაპი? – როგორც თქვენ და ბავშვს მოგეწონებათ.
ხანგრძლივობა - არაუმეტეს 5–10 წუთისა;
- წყლის ტემპერატურა – არ უნდა იყოს ცხელი! მხოლოდ თბილი: 35- 36°C
‼️ ცხელი წყალი და ხანგრძლივი ბანაობა აკრძალულია!

რისი გამოყენება შეიძლება ბანაობისას?
- სპეციალური გელები ან ზეთები ატოპიური კანისთვის:
- გელები სჯობს რემისიის დროს (როდესაც დამშვიდებულია კანი),
- ზეთები - გამწვავებისას და ზამთარში.
ეს საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელებისთვის, სახისთვის, ინტიმური ზონისთვის და თმის დასაბანადაც კი , რადგან უნივერსალურია.

- არ არის საჭირო წყლის გაფილტვრა ან გადადუღება. უბრალოდ დაამატეთ ზეთი ან გელი ვანაში.

მთავარი აკრძალვები:

🔻 არ გამოიყენოთ უხეში პირსახოცი, უხეში ღრუბელი, სკრაბი;
🔻 ბანაობის შემდეგ კანი არ უნდა გაიწმინდოს - მხოლოდ მსუბუქად შეიმშრალოს;
🔻 3 წუთში უნდა შეიზილოს დამატენიანებელი ემოლენტი - ეს ე.წ. „წესის წესი“ა ატოპიური კანისთვის.

ზრუნვა ატოპიურ კანზე - ეს არა მხოლოდ მკურნალობაა, არამედ ყოველდღიური რუტინა, რომელიც იცავს ბავშვის კანს და ამშვიდებს მთელ ოჯახს.

ატოპიური დერმატიტი - ეს არის ამოუწურავი და აქტუალური საკითხი, ამიტომ განვაგრძობთ ამ თემის განხილვას და გაწვდით ინფორმაცი...
28/07/2025

ატოპიური დერმატიტი - ეს არის ამოუწურავი და აქტუალური საკითხი, ამიტომ განვაგრძობთ ამ თემის განხილვას და გაწვდით ინფორმაციას მისი განვითარების მიზეზებზე, ფაქტორებსა და ნიუანსებზე.

დღეს ვისაუბრებთ შემდეგზე:

👉 რა განსაზღვრავს ატოპიური დერმატიტის ადრეულ განვითარებას?

სტატისტიკურად:
▪ 76,4%-ს დაავადება ბავშვობის ასაკში ეწყება
▪ 44,2%-ს სიმპტომები ვლინდება 2 წლამდე ასაკში
▪ მათგან კი 32,6%-ს პირველი ნიშნები აღენიშნება ცხოვრების პირველ 6 თვეში

ატოპიური დერმატიტის ადრეული დაწყების რისკ-ფაქტორები:
- მემკვიდრეობითი მიდრეკილება (ოჯახში ალერგიული დაავადებების არსებობა);
- საკეისრო მშობიარობა;
- იმუნური სისტემის დისრეგულაცია, Th2-პროფილის გააქტიურებით (წონასწორობის დარღვევა იმუნურ პასუხში);
- სასუნთქი ვირუსული ინფექციები ბავშვის პირველ 18 თვეში;
- პარაცეტამოლისა და ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება პირველი წლის განმავლობაში;
- თამბაქოს კვამლთან, გამონაბოლქვთან და ქიმიურ ნივთიერებებთან (ლაქი, საღებავი და სხვ.) კონტაქტი;
- ბინაში ნესტისა და ობის ზემოქმედება ადრეულ ასაკში;
- ხანგრძლივი კონტაქტი ქლორიან წყალთან და აგრესიულ საწმენდ საშუალებებთან, რომლებიც აზიანებენ კანის დამცავ ბარიერს და არღვევენ pH-ს;
- ძუძუთი კვების არარსებობა, დედისა და ბავშვის კვების შეზღუდვა, არასწორი და გადაჭარბებული კვებითი აკრძალვები, რაც თრგუნავს საკვების მიმართ ტოლერანტობის ჩამოყალიბებას.

ბავშვის კანის და იმუნური სისტემის სწორი განვითარება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე - როგორც გენეტიკურ, ასევე გარემოსთან დაკავშირებულზე.
რაც უფრო მეტ დამცავ ნაბიჯს გადავდგამთ ადრეულ ასაკში, მით უფრო ნაკლები იქნება დერმატიტის განვითარებისა და გამწვავების რისკი.

გააზრება პირველი ნაბიჯია პრობლემის სწორ მართვაში.

თუ საინტერესოა - თქვენი მხარდაჭერა ❤️ ით .
ჩემგან კი საინტერესო, ღირებული ინფორმაცია მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე .

28/07/2025

ატოპიური დერმატიტი

( გაგრძელება)

ატოპიური დერმატიტი - სიხშირით გავრცელებული, მაგრამ ხშირად არასწორად გაგებული მდგომარეობა

დღეს უამრავ მშობელს აწუხებს ბავშვის კანის მდგომარეობა: სიწითლე, სიმშრალე, ქავილი… და თითქმის ყველა შემთხვევა ავტომატურად მიიჩნევა ატოპიურ დერმატიტად. ხშირად მწერენ პირად შეტყობინებაში, ერთსა და იმავე კითხვებით, ამიტომ გადავწყვიტე ვუპასუხო ერთიანად, ყველასთვის

არ იჩქაროთ!
არ არის საჭირო ბავშვის ყოველი გამონაყარის გამო ალერგოლოგთან მიმართვა. პირველ რიგში, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს - შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს ატოპიური დერმატიტი. დღესდღეობით ხშირია ატოპიური დერმატიტის ჰიპერდიაგნოსტიკა, როდესაც ნებისმიერი გამონაყარი ავტომატურად მიიჩნევა ატოპიის გამოვლენად.
გაითვალისწინეთ: ბავშვთა ასაკში კანის დაავადებები უამრავია და ყველა მათგანი არ უკავშირდება ატოპიურ დერმატიტს.

არ გაამკაცროთ კვება დაუსაბუთებლად!
მაშინვე, როგორც კი გამონაყარი ჩნდება, არ უნდა შეიზღუდოს კვება , მით უმეტეს, არ შეიძლება დიეტაზე გადაყვანა როგორც ბავშვის, ისე ზრდასრულის.

ატოპიური დერმატიტის გამომწვევი უამრავი ფაქტორია: ტანსაცმლის მიერ კანის გაღიზიანება, გადახურება, ოფლიანობა- მაცერაცია, სტრესი, ვირუსული ინფექციები და სხვა.
საჭიროა თითოეული შესაძლო გამომწვევი გაანალიზდეს, ვიდრე მარტივი და ხშირად მცდარი გზა ავირჩიოთ - კვების შეზღუდვა.
საკვები იშვიათად არის მთავარი დამნაშავე:
1 წლამდე ბავშვებში საკვების ალერგია თანდაყოლილ ატოპიასთან ერთიანდება მხოლოდ 20–30% შემთხვევებში
სკოლამდელებში - 5 - 10%
ზრდასრულებში - მხოლოდ 1- 2%.
გარდა ამისა, ხშირად საქმე გვაქვს ტრიგერების კომბინაციასთან - რატომ მიგაჩნიათ, რომ გამწვავება მხოლოდ ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული?

არ აიღოთ საკუთარ თავზე დიაგნოსტიკა!
არ არის რეკომენდებული ანალიზების ჩაბარება ალერგენებზე ექიმის დანიშნულების გარეშე - ეს უმეტეს შემთხვევაში ფუჭად დახარჯული ფულია.
ალერგენებზე გამოკვლევები ტარდება მხოლოდ მკაფიო სამედიცინო ჩვენების არსებობისას და დერმატოლოგის ან ალერგოლოგის კონსულტაციის შემდეგ.
გააკეთეთ „გამწვავების დღიური“ - აღნიშნეთ გარემოებები, მდგომარეობა, კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და სხვა.
ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ, არის თუ არა საერთოდ კავშირი საკვებსა და გამწვავებას შორის - ან იქნებ პრობლემა სულ სხვაა: ბავშვი გადახურდა , დიდი ხნით აბანავეთ და ა.შ.

არ გაამკაცროთ მენიუ ძუძუთი კვების პერიოდში!
ძუძუთი კვებისას დედის მიერ მიღებული ალერგენების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა ხვდება რძეში და რეაქციას იწვევს ბავშვების მხოლოდ 1%-ში.
არ არსებობს ალერგია დედის რძეზე - ეს მითია.
დედამ უნდა იკვებოს სრულფასოვნად და მრავალფეროვნად - ბავშვის პირველი “შეხება” სხვადასხვა პროდუქტთან სწორედ დედის რძის მეშვეობით ხდება.

არ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება გამონაყარის გამო!
არ არსებობს არცერთი კანის დაავადება, რომლის დროსაც ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ლაქტაციის შეწყვეტა ატოპიური დერმატიტის ან სხვა კანის დაავადების ფონზე - არის დიდი შეცდომა და ზიანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის!

ინსტრუქცია ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვების მშობლებისთვის⠀პირველი ვიზიტი ექიმთან.🔹 დაინიშნა მკურნალობა და რეგულარული ...
25/07/2025

ინსტრუქცია ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვების მშობლებისთვის

პირველი ვიზიტი ექიმთან.
🔹 დაინიშნა მკურნალობა და რეგულარული დატენიანება , ინსტრუქცია შესრულებულია სრულად!
🔹 კანს რაც უფრო ხშირად ვატენიანებთ , მით უკეთესი.
🔹 არ ვიწყებთ დიეტას თვითნებურად.
🔹 არ ვაქრობთ პროდუქტებს მენიუდან უნებართვოდ.
🔹 ვწერთ გამონაყარის დღიურს (ეს ჩემი მოდიფიცირებული ვერსიაა საკვები დღიურისა).

ხშირად მშობლები კონცენტრირდებიან მხოლოდ კვებაზე და ავიწყდებათ, რომ ატოპიური დერმატიტის გამწვავება შეიძლება სხვა მრავალი ფაქტორებით იყოს გამოწვეული.

დღიურში ვწერთ ყველაფერს:
• რა ჭამა, დალია ბავშვმა,
• ჰქონდა თუ არა ცხელება,
• ზედმეტად გაცხელდა? ოფლიანი იყო?
• იყო ავად?

ბავშვს გამოაყარა კვერცხის მიღების შემდეგ? ვიწერთ და ექიმთან ერთად გავაანალიზებთ!

გახსოვდეთ: ატოპიური დერმატიტის გამწვავება შეიძლება ალერგენიდან 48 საათის შემდეგაც გამოვლინდეს.

🛑 ასე რომ, თუ რძე შვიდი დღის წინ დალია და დღეს გამოაყარა - ეს არ არის რძეზე ალერგია.
“დაგროვებითი ალერგია” - არ არსებობს!

მეორე ვიზიტი ექიმთან

1) ვარიანტი პირველი ყველაფერი გაუვიდა -
შესანიშნავია! ექიმთან ერთად ვაანალიზებთ დღიურს. ვადგენთ გამომწვევ ფაქტორებს - ეს შეიძლება იყოს თუნდაც ხანგრძლივი აბაზანა, და მიზეზი სულაც არ იყოს საკვები.
🔸 ვასწორებთ მკურნალობას.
🔸 დატენიანებას ვაგრძელებთ გრძელვადიანად - ხშირად წლების განმავლობაშიც.
🔸 ვიცავთ ინდივიდუალურ გამწვავების გამომწვევებს და ვცხოვრობთ ხანგრძლივ რემისიაში

2) ვარიანტი მეორე - გამონაყარი არ გადის ,
მკურნალობა სრულფასოვნად ტარდება, მაგრამ გამონაყარი მაინც რჩება?
ისევ ვაანალიზებთ დღიურს. ვეძებთ სავარაუდო პროდუქტს.
ვხსნით ეჭვმიტანილ პროდუქტს 2- 4 კვირით.

ყველაფერი გაუმჯობესდა? გამონაყარი აღარ ჩნდება?
შესანიშნავია - სავარაუდოდ, აღმოვაჩინეთ ალერგენი.

თუმცა აუცილებელია პროდუქტის განსაზღვრული დოზით კვლავ მიცემა (ე.წ. პროვოკაციული ტესტი) - თუ კვლავ გამოიწვია რეაქცია, ეს უკვე დადასტურებული საკვები ალერგენია.

სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს სისხლის ანალიზი სპეციფიურ IgE-ზე ამ პროდუქტზე.

შემდეგ პროდუქტი მოვაცილოთ მინიმუმ 6 თვით, შემდეგ კი ტარდება სასინჯი შესვლა - თუ რეაქცია აღარ არის, ბავშვს ალერგია გადაატარა.
ვუბრუნდებით ჩვეულ კვებას, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ კანის დატენიანებას!

3) ვარიანტი მესამე - უფრო უარესი სცენარი.
პროდუქტი ამოვიღეთ, მაგრამ გამონაყარი მაინც გრძელდება.
გამოდის, ვცდებით. პროდუქტს ვაბრუნებთ რაციონში. ვაგრძელებთ დღიურის წერას. ვეძებთ სხვა მიზეზს.

ასე, ეტაპობრივად, ცდებისა და შეცდომების გზით ვპოულობთ რეალურ ალერგენებს.

თუ ,,ეჭვმიტანილი’’ პროდუქტი რამდენიმეა, ვიწყებთ ყველაზე გავრცელებულებით: რძე, კვერცხი, ხორბალი, თხილი.
შემდგომში შესაძლებელია სისხლის ანალიზის გაკეთება სწორედ ამ კონკრეტულ პროდუქტებზე.

რთულად გეჩვენებათ ეს რჩევები ? - დიახ, რთულია. თანაც ძალიან, მაგრამ უმართავი ატოპიური დერმატიტი გაცილებით რთულია ბავშვისთვის.

გაცილებით მარტივია ყველაფერი აკრძალო,
მაგრამ ეს არასწორია. ასეთი მიდგომა ვნებს ბავშვს და ზღუდავს მის კვებით განვითარებას.

უნდა გახსოვდეთ:
ატოპიური დერმატიტის მართვა - ეს არის სისტემური დაკვირვება, მოთმინება და თანმიმდევრული ნაბიჯები.
და რაც მთავარია - დატენიანება, ყოველდღე, ხშირად და დიდხანს.
ვაგონი ემოლენტების . სხვა რა გზაა?!

დაგაინტერესათ თემამ? გავაგრძელო?

ჭეშმარიტი  ალერგენები  - ეს ის პროდუქტებია, რომლებზეც ორგანიზმი რეაგირებს განსაკუთრებულად, ხშირად „გადახრილი“ იმუნური პა...
25/07/2025

ჭეშმარიტი ალერგენები

- ეს ის პროდუქტებია, რომლებზეც ორგანიზმი რეაგირებს განსაკუთრებულად, ხშირად „გადახრილი“ იმუნური პასუხით.
კვებითი ალერგია ყოველთვის იწვევს იმუნური სისტემის ( ასე ვიტყვოდი) ,,აფორიაქებას’’ (რაც ცუდია) და ყოველთვის უკავშირდება ცილებს.

„ტკბილზე ალერგია“ არ არსებობს - ტკბილეული ძირითადად შედგება ნახშირწყლებისგან, ასე რომ მოჭარბებულ ბახშირწყლებზე ხშირია არანორმალური იმუნური პადუხი.

ჭეშმარიტი კვებითი ალერგია ვლინდება როგორც კანის ქავილით და წამოწეული (ურტიკალური) გამონაყარით ,
ასევე სახესა და ტანზე ანგიონევროტიკული შეშუპებებით სახესა და ტანზე .

ამ სიმპტომების გამოვლენა ხდება ალერგენული პროდუქტის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში და ყოველთვის განმეორდება, თუნდაც უმცირესი დოზით მიღებისას.

დღევანდელი ინფორმაციით, არსებობს 14 ძირითადი ალერგენი (რძე, არაქისი, კვერცხი, თევზი, სოია და სხვ.), რომლებიც შეადგენს ყველა საკვები ალერგიის 90%-ს.
ატოპიური დერმატიტი ზოგიერთ შემთხვევაში მძიმდება და მწვავდება ნამდვილი ალერგენების მიღების ფონზე, თუმცა კანის რეაქცია უფრო გვიან ვითარდება – შესაძლოა 48 საათი შემდეგ .

ატოპიური დერმატიტი არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც უკავშირდება ორგანიზმის სპეციფიკურ მექანიზმებს და ვლინდება კანის სიმშრალით.
ატოპიური დერმატიტის დროს საკვები ალერგია დამატებით თანხმლები მდგომარეობაა. ალერგენის არსებობა ამძიმებს დერმატიტის მიმდინარეობას და ართულებს მკურნალობას, მიუხედავად იმისა , რომ ხშირად ზოგიერთი ავტორი არ აკავშირებს კვებასა და ატოპიურ დერმატიტს.

ცრუალერგენები ( პსევდოალერგენები) - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც შეიცავს ან იწვევენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ჰისტამინი, ციტოკინები, პროტეაზები და სხვ.) გამოყოფას.

მათი რაოდენობა ბევრია პროდუქტებში , როგორიცაა , მაგალითად: ცირტრუსები , შოკოლადი, მარწყვი, საკვები საღებავები და სხვა.

რეაქცია ცრუალერგენებზე არ იწვევს იმუნური სისტემის გააქტიურებას (რაც კარგია).
ამ ტიპის რეაქცია ინდივიდუალურია და დოზაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი მოერგო კონკრეტულ რაოდენობას , შეუძლია პროდუქტის მიღება ყოველგვარი გართულების გარეშე.

ცრუალერგია ვლინდება:
• ქავილით,
• სიწითლით,
• გამონაყარით,
• ატოპიური დერმატიტის გამწვავებით,
იშვიათად - დიარეით ან ურტიკარიით.

საკვების აუტანლობა - ეს არის პროდუქტის არასრულფასოვანი გადამუშავება და არ უკავშირდება იმუნურ სისტემას.

მაგალითებია:
• ლაქტოზას აუტანლობა (ლაქტაზის დეფიციტი),
• გლუტენის აუტანლობა (ცელიაკიისგან განსხვავებული ფორმა).

საკვების აუტანლობა ვლინდება სხვადასხვა სიმპტომებით : მუცლის შებერილობა, ბოყინი, ნაწლავების ტკივილი, დიარეა და სხვ.
ეს არის ის შემთხვევა, როცა რძის მიღების შემდეგ ადამიანს აქვს ნაწლავური დისკომფორტი, მაგრამ არა ალერგია.

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა და ხშირად იკვლევენ გენეტიკურ ანალიზებს, (IgG) ლაქტოზასა და გლუტენზე და ამ შედეგებზე დაყრდნობით გაუმართლებლად სვავენ დიაგნოზს – საკვებზე ალერგია.
შედეგად, ბევრი პაციენტი (მათ შორის ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვები) გადაჰყავთ გაუმართლებელ, მკაცრ დიეტებზე.

საკვების აუტანლობა - არ ნიშნავს საკვებზე ალერგიას! და არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც დერმატოლოგიური პრობლემების უნივერსალური ახსნა.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 21:00
Tuesday 11:00 - 21:00
Wednesday 11:00 - 21:00
Thursday 11:00 - 21:00
Friday 11:00 - 21:00
Saturday 12:00 - 20:00

Telephone

+995511134443

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Skin Medical posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Skin Medical:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category