Shape Up

Shape Up Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Shape Up, Health & Wellness Website, Tbilisi.

SHAPE UP helps you follow healthy lifestyle, achieve your fitness goals and desired body shape
I am Alex and I’m Internationally Certified
* Rehabilitation Fitness Trainer
* Gym Trainer
* Elite Personal Fitness Trainer
* Masseuse 3rd level * Customised personal workout programs are available upon request

* Daily private and mini group classes are available both in person and online (upon request)

19/12/2020

⭕ Hip Mobility

თეძოს კუნთების ელასტიურობა აუცილებელია როგორც სახსრებისთვის, ასევე ხერხემლის ჯანმრთელობისთვის.
მოცემული ვარჯიში თეძოს კუნთებს როგორც ელასტიურობას, ასევე გამძლეობას შეჰმატებს.

⏯ 3×8

⏳ სასურველია შესრულდეს ვარჯიშის დასრულებისას ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

#სახლშივარჯიში
#ჯამრთელიცხოვრებისწესი
#ჯამრთელობა
#სწორიკვება
#გაწელვები

15/12/2020

✴გთავაზობთ სახლის პირობებში მთლიანი სხეულის მაღალი ინტენსიობის ვარჯიშს.
🏋‍♂️მოცემული ვარჯიში დაგვეხმარება წონის კლებაში და სხეულის ფორმების გაუმჯობესებაში🍑 ასევე, შერჩეული ვარჯიშები მოგმატებთ ენერგიას და ხელს შეუწყობს ❤ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას.
♾გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი რომელიც ამ პერიოდში ყველაზე საჭიროა.

🏋‍♂️ვარჯიში სრულდება
⏯40x20
⭕3 წრე

🗣ვიწყებ! 35 დღეში უნდა დავიკლო დაახლოებით 7კგ ვარ 96.9კგ და მინდა ჩამოვიდე 90.0კგ-ზე💯კლების სრული პროცესი მოხდება ჯანსაღ...
14/12/2020

🗣ვიწყებ!
35 დღეში უნდა დავიკლო დაახლოებით 7კგ
ვარ 96.9კგ და მინდა ჩამოვიდე 90.0კგ-ზე

💯კლების სრული პროცესი მოხდება ჯანსაღი კვებითა და პერსონალურად
ჩემზე მორგებული გეგმით.

👬ამაში დამეხმარება ჩემი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაბაური.
გიორგი არის საერთაშორისო დონის სერთიფიცირებული Sports nutrition coach. გიორგი ეხმარება
ყველას (მათ შორის სპორტსმენებსაც), ვინც დაინტერესებულია სწორი კვებითა და წონაში კლება/მომატებით.

🍀ჩემი მთავარია მიზანია ჯანსაღად დავიკლოთ წონაში, რათა არ დავაზიანო მეტაბოლიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში,აღნიშნულმა პროცესმა შეიძლება სამომავლოდ ცუდად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე და უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, გიორგისთან ერთად ოპტიმალურად შევარჩიეთ არამხოლოდ საკვები პროდუქტები, არამედ პერიოდი რა დროშიც უნდა მოხდება წონის კლება.

💪 მისურვეთ წარმატებები

11/12/2020

დაიწყე დღე ენერგიულად და ლაღად 🧘🧘‍♀️

❓გსმენიათ თუ არა რამდენი რამ არის დამოკიდებული გაწელვებზე,
და რამდენი დადებითი თვისება ახასიათებს მას?!

🆕 შემდეგ პოსტში გაგიმხელთ გაწელვების საიდუმლოებას.

World Class Georgia
Manika Asatiani

წონის კლება და ვარჯიში - ❌ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს ამ ორი თემის ურთიერთკავშირის შესახებ. საინტერესოა, თქვენ რომე...
10/12/2020

წონის კლება და ვარჯიში - ❌ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს ამ ორი თემის ურთიერთკავშირის შესახებ. საინტერესოა, თქვენ რომელი გსმენიათ? დღეს ყველაზე გავრცელებულ მითებს გაგიმხელთ

1.“რაც მეტს ოფლიანობ ვარჯიშისას, უფრო მეტ ცხიმს წვავ”💦
ეს არის მსუყე ტყუილი! რაც უფრო მეტს ოფლიანობ, უფრო მეტ სითხეს კარგავ. ამან შეიძლება წონის კლება გამოიწვიოს სასწორზე სითხის ხარჯზე, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს ცხიმის წვასთან. ოფლიანობას ბევრი სხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ისეთები როგორიცაა, ასაკი, გენეტიკა და ოთახში არსებული ტემპერატურა. ამიტომ, ჩემი რჩევაა ოფლიანობის მოსამატებლად ნუ შემოიკრავთ პარკებს ან ჩაიცვამთ ბევრს
2. “რაც უფრო მეტს ივარჯიშებ, უკეთესი შედეგი გექნება”📌
ვარჯიშის ხარისხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ხანგრძლივობა. უფრო მეტიც, ვარჯიშის შემდგომი დასვენება აუცილებელია ორგანიზმში აღდგენითი პროცესებისთვის. ამიტომ თქვენს მიზნებზე მორგებული სავარჯიშო პროგრამის შერჩევისას აუცილებლად დაეკითხეთ რჩევა სპეციალისტს
3. “გახდომა მინდა და ვარჯიშს ვიწყებ”✅
თუ თქვენ ასე ფიქრობთ, იმედი უნდა გაგიცრუოთ. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში აქტიურად გამოიყენება წონის სამართავად, თქვენ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს თუ კვებაც არ დაარეგულირეთ. მხოლოდ ენერგიის ბალანსის დეფიციტის შექმნით, შეგვიძლია გამოვიწვიოთ წონის კლება. ამისთვის კი აუცილბელია ვიცოდეთ დღიურად მიღებული საკვების კალორია, ჩვენი მეტაბოლიზმის დონე და ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგია.
4. წონებით ვარჯიში გოგოებს გაასუქებს და დაკუნთავს💪
არა, არა და არა! მართალია ის, რომ წონით ვარჯიში ხელს უწყობს კუნთების ზრდას, მაგრამ აქ განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება რა ტემპით ასრულებ ვარჯიშს. ამასთანავე, მამაკაცთან შედარებით ქალის სხეული წარმოშობს ნაკლებ კუნთოვან ქსოვილს და აქვს ტესტესტერონის დაბალი დონე. შესაბამისად, ვარჯიშის სხვა თანაბარ პირობებში, ქალისთვის ფაქტიურად შეუძლებელია კუნთის იმ მასის ჩამოყალიბება, რისიც “ეშინიათ”. ამიტომ, გოგოებო, ნუ შეოიფარგლებით მხოლოდ კარდიო ვარჯიშებით.

08/12/2020

🏡ვარჯიშობთ სახლში? და თუ ვარჯიშობთ რა სახეობის ვარჯიშებს აკეთებთ ძირითადად?

💪დღეს შემოგთავაზებთ 3 სახეობის წრიულ ვარჯიშს. მთავარი აქცენტი core-ის კუნთებზეა, მაგრამ ასევე ჩართულია მკერდის, ზურგის და ხელის კუნთები.
შესრულებისთვის სულ რაღაც 10 წუთია საკმარისი.

✅ეფექტური პრაქტიკაა და შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს რუტინას ან
ცალკე შეასრულოთ
ვარჯიში სრულდება 3x 45x15

🏡Is tanyone out there who workouts at home? if yes, what kind of exercise you usually do?

💪Today I want to showcase 3 types of circular exercise. Main focus is on core muscles, but other breast, back and hand muscles are also included. You will just need 10 minute to complete the practice.

✅This is super effective and can be easily complimented to your usually routine as well as practiced separately
45 secs ON, 15 secs OFF
3 rounds

💦წყალი !!! წყალი უზმოზე, წყალი ჭამამდე, წყალი ძილის წინ, 2 ლიტრი წყალი, თბილი წყალი, ლიმნიანი წყალი, წყალი წყალი წყალი ....
07/12/2020

💦წყალი !!! წყალი უზმოზე, წყალი ჭამამდე, წყალი ძილის წინ, 2 ლიტრი წყალი, თბილი წყალი, ლიმნიანი წყალი, წყალი წყალი წყალი .. რამდენი მოსაზრება გაგიგიათ წყლის მიღებასთან დაკავშირებით? ამ პოსტში მინდა გაგიზიაროთ მარტივი რეალობა

♻️არსებობს ადამიანთა 3 კატეგორია, რომელსაც გასაზღვრავს გენეტიკა და ინდივიდუალიზმი: ერთნი, ვისაც სწყურდებათ პერიოდულად დღის განმავლობაში; ისინი, რომლებსაც შეიძლება არც კი გაახსენდეთ ერთი წვეთის დალევა და ბოლოს ყველაზე მონდომებულები, რომლებიც იძულებით იღებენ გარკვეული რაოდენობის სითხეს დღის განმავლობაში

💧პირველი კატეგორის ადამიანებმა წლის დალევა უნდა გააგრძელონ იმ რაოდენობით, რამდენის სურვილიც აქვთ.

🗣რაც შეეხება, მეორე და მესამე კატეგორიას, თქვენს ყურადღებას ვითხოვ. იცით ალბათ, რომ წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ შეგახსენებთ მიზეზებს, რათა უფრო გაცნობიერებულად შეძლოთ წყლის მიღების დარეგულირება:
👉წყალი არეგულირებს ორგანიზამის ტემპერატურას
👉გამოაქვს მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან
👉უჯრედებს ამარაგებს საკვები ნივთიერებით და ტვინს - ჯანგბადით
👉ეხმარება ორგანიზმს დაარეგულიროს და აითვისოს მინერალები, ამინო მჟავები, გლუკოზა და სხვა ნივთიერებები

🔵ამავდროულად, ალბათ გსმენიათ გამონათქვამიც 'ბევრი არაფერი არ ვარგაო’. წყალზეც იგივეა: დღის განმავლობაში ეცადეთ დალიოთ 1 ლიტრი წყალი და მეტი აღარ დააძალოთ თავს. დამატებით, თუ ფიზიკური აქტივობით ხართ დაკავებული, ვარჯიშის დროს სასურველია 10კგ ზე დალიოთ 100მლლ (ანუ თუ ხართ 50კგ, სვავთ 500მლლ). ეს დოზები - 1 საათიანი ვარჯიშის განმავლობაში.

📌შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ, როგორც გაუწყლოების დროს ხდება ორგანიზმში დეჰიდრატაცია, ასევე ჭარბად წყლის მიღების დროსაც იგივეა. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი სითხის გახშირებული გამოყოფაა ორგანიზმიდან და შარდის ფერის დაკარგვა, რამაც შესაძლებელია საბოლოოდ გამოიწვიოს მინერალების დაკარგვა.

🙏ვეცადოთ დავლიოთ მშიერ კუჭზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ოთახის ტემპერატურის წყალი 200-300 მლლ და გავიმეოროთ იგივე ყველა კვების წინ. დღეში მივირთმევთ საკვებს 3-4 ჯერ, ეს უკვე დაახლოებით 1 ლიტრი გამოდის

🗣ვაგრძელებთ წინა პოსტის თემას და შემოგთავაზებთ შემდეგ სამ სარგებელს რაც შეიძლება ვარჯიშით მივიღოთ.4️⃣ენერგიის მატება -  ...
06/12/2020

🗣ვაგრძელებთ წინა პოსტის თემას და შემოგთავაზებთ შემდეგ სამ სარგებელს რაც შეიძლება ვარჯიშით მივიღოთ.

4️⃣ენერგიის მატება - შეგიძლიათ გაგეცინოთ მაგრამ ვარჯიშისას ენერგიის ხარჯვით თქვენში ენერგიის განახლება ხდება. ფიზიკური აქტივობისას ორგანიზმში ქსოვილებს მიეწოდებათ ჯანგბადი და საკვები ნივთიერებები, რაც ხელს უწყობს გულსისძარღვთა სისტემას ეფექტურ მუშაობაში. შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში თქვენ თავს გრძნობთ უფრო მხნედ და ენერგიულად
5️⃣ძილი - ბავშვივით ღრმა ძილი მოგენატრათ? ვისაც ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ვარჯიში მისწრებაა
6️⃣სექსუალური ცხოვრება - კი, კი, არ მოგესმათ. იმის გარდა, რომ აქტიური ვარჯიში ზრდის ენერგიის დონეს და თვიშეფასებას, ის აძლიერებს ლიბიდოს და დადებითად მოქმედებს სექსუალური ცხოვრების ხასისხზე.

და თქვენ რას დაამატებდით❓

თუ გეცნოთ რომელიმე პუნქტში საკუთარი თავი, არ გადადოთ ვარჯიში. რამოდენიმეჯერ აღვნიშნე ტექსტშიც, ვარჯიშის დროს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენზე მორგებული პროგრამა და მოძრაობების სისწორე. ამიტომ თუ ეჭვი გეპარებათ, არ იცით ან დახმარება გჭირდებათ, ჯობია მიმართოთ პროფესიონალს! ჯანმრთელობას გისურვებთ

🗣Let’s continue our topic in the last post. Here are few other benefits of exercise listed below.

4️⃣Energy - Exercise delivers oxygen and nutrients to your tissues and helps your cardiovascular system work more efficiently. So after the workout your energy flows are refreshed , so you can actively tackle daily chores.
5️⃣Sleep - Physical activity can help you fall asleep faster, get better sleep and deepen your sleep.
6️⃣Sex Life - Besides the fact that regular physical activity can improve energy levels and increase your confidence about your physical appearance, it also enhances libido, that usually boost your s*x life

What would you add❓

If any of those points above feel familiar and you can relate to them, it’s high time to get started with your workout routine. As I have mentioned already, consistency and accuracy of your exercise routine is the key! So seek assistance if you need one. Healthy Regards from me

👨‍🎓ყველამ ვიცით მარტივი ჭეშმარიტება “ვარჯიში კარგია”. მაგრამ თუ დაფიქრებულხართ რა დოზით და კონკრეტულად რა სარგებლობა შეუ...
05/12/2020

👨‍🎓ყველამ ვიცით მარტივი ჭეშმარიტება “ვარჯიში კარგია”. მაგრამ თუ დაფიქრებულხართ რა დოზით და კონკრეტულად რა სარგებლობა შეუძლია მოგიტანოთ სწორად შესრულებულმა (“სწორად შესრულებულმა” - ეს საკვანძოა სიტყვებია) ვარჯიშმა? აქ ჩამოგითვლით რამოდენიმე მათგანს:
1️⃣წონის კონტროლი - იგულისხმება, როგორც წონის კლება, ასევე მატება
2️⃣ჯანმრთელობა: გულის დაავადებები გაწუხებთ? მაღალი წნევა? იქნებ ხერხემალი გაქვთ ცუდ დღეში ან სახსრები. შეიძლება დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს. სწორად შედგენილი ვარჯიშის პროგრამა დაგეხმარებათ ამ პრობლემებს გაუმკლავდეთ
3️⃣განწყობა - ყველას გვაქვს ცუდი დღეები, როცა ყველაფერი გეზარება, ძალიან გადაღლილი ხარ, თავს უიღბლოდ გრძნობ ან გაურკვეველ სიტუაციაში ხარ. ამ დროს ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გააკეთო არის ამ ემოციებს აყვე. ასეთ დროს, ჯობია, ძალა მოიკრობო და ფიზიკური აქტივობით დაკავდე. დამტკიცებულია, რომ ვარჯიში ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს თვით შეფასებას და დადებითად მოქმედებს განწყობაზე.

📌დანარჩენი სარგებელი განვიხილოთ შემდეგ პოსტში. მანამდე კი, თუ გეცნოთ რომელიმე პუნქტში საკუთარი თავი, არ გადადოთ ვარჯიში. ერთხელ აღვნიშნე კიდეც ტექსტში, ვარჯიშის დროს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენზე მორგებული პროგრამა და მოძრაობების სისწორე. ამიტომ თუ ეჭვი გეპარებათ და დახმარება გჭირდებათ, ჯობია მიმართოთ პროფესიონალს!

It’s simple truth that “Exercise is good for you”. However have you ever wondered HOW good? Here are few benefits
that are hard to ignore.
1️⃣Controls weight - Exercise can both help prevent excess weight gain or help maintain weight loss
2️⃣Health conditions - Worried about heart disease? Hoping to prevent high blood pressure? you may even be diagnosed with diabetes (type 2) or Arthritis. Regular customised personal exercise program helps prevent or manage those health problems
3️⃣Mood - Need an emotional lift? Or need to blow off some steam after a stressful day? Physical activity stimulates various brain chemicals that may leave you feeling happier and relaxed with more confidence and improved self-esteem.

Lets discuss other benefits in next post. Meanwhile if any of those points above feel familiar and you can relate, it’s high time to get started with your workout routine. Consistency and accuracy is the key! So seek assistance if you need one.

საუზმე 😋 და თქვენ რას მიირთმევთ საუზმეზე? ალბათ გაგიგიათ, მთელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საუზმეა. იცით, რატომ? ...
05/12/2020

საუზმე 😋 და თქვენ რას მიირთმევთ საუზმეზე?

ალბათ გაგიგიათ, მთელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საუზმეა. იცით, რატომ? დილაობით ჩვენს სისხლში არის ყველაზე მცირე რაოდენობით შაქარი.
🍯 შაქარი კი ენერგიის წყაროა და გვეხმარება ვიყოთ აქტიურები ... 🏃‍♀️ ის გვჭირდება როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ აქტივობებში

ამიტომ მნიშვნელოვანია არ გამოვტოვოთ საუზმე და შაქრის რაოდენობა სისხლში ავწიოთ ჯამრთელი პროდუქტებით 🍌

კარგია თუ საუზმის ულუფა სხვა კვებებისგან განსხვავებით იქნება გაჯერებული ფრუქტოზით, თაფლით და მაღალ კალორიული საკვებით. შემდეგ კი დღის განმავლობაში ულუფებს შევამცირებთ

ასევე, სწორად შერჩეული საუზმე დაგეხმარებათ მთელი დღის განმავლობაში იყოთ კარგ ხასიათზე და კონცენტირებული. ❌ ეცადეთ უარი თქვათ სწრაფი ნახშირწყლებით საუზმობაზე

♻️ ხშირად ალბათ გსმენიათ ან შეიძლება თქვენც ყოფილხართ დილით უმადოდ. ეს იმის მანიშნებელია რო წინა ღამეს გვიან ჭამეთ და დაგროვილი ენერგია დილამდე გაგყვათ. ამიტომ ეცადეთ, ბოლო ჭამა იყოს მსუბუქი და დაძინებამდე 3-4 საათით არე

🔄 მეტი ინფორმაციისთვის დაელოდეთ შემდეგ პოსტებს. მზად ვარ თქვენს კითხვებსაც ვუპასუხო

Breakfast 😋 What do you usually have for breakfast?

Probably You have already heard that breakfast is the most important meal of the day. But have you wondered why? In the mornings, when we wake up the blood sugar in our body is at its lowest level. On the other hand, it is a energy source and your muscles and brain need glucose (energy) to get going.

As Breakfast helps replenish the energy bank, it’s important not to skip breakfast and start a day with healthy food.

It’s always good idea to have the biggest meal rich with fructose and high fat products in the morning and decrease the meal-size gradually as the day goes on.

Good breakfast also helps you to maintain good mood, stay focused and improve memory. Try to say no to fast carbs

One of the most common reason for skipping breakfast is no appetite in the morning. It could mean that you have had a late dinner and you still have high blood sugar levels. In this case, you should decide to have lighter meal by end of the day, at least 3-4 hours before going to bed
#ჯანსაღიკვება #ჯანსაღიცხოვრებისწესი #საუზმეთბილისი

🤔 იცით თუ არა რომ ვარჯიშის ყველაზე რთული ნაწილი მისი დაწყებაა?! ✅ დიახ, დიახ დაწყება. 👂ყველას გსმენიათ ალბათ ან თქვენც გ...
04/12/2020

🤔 იცით თუ არა რომ ვარჯიშის ყველაზე რთული ნაწილი მისი დაწყებაა?!
✅ დიახ, დიახ დაწყება.
👂ყველას გსმენიათ ალბათ ან თქვენც გითქვამთ მსგავსი ფრაზები: 🗣 “ორშაბათიდან დავიწყებ ვარჯიშს”, “შემდეგ ხელფასსზე ვიწყებ”, “რომ გავხდები, მერე”, “ჯერ არა, სად მცალია?!” “გადავაგორებ ახალ წლებს და მერე”.
❣გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და ვაღიაროთ რომ რეალური მიზეზი სიზარმაცე და კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიშია.
🧞‍♂️ გთავაზობთ რამდენიმე ნაცად ხრიკს ამ სირთულის გადასალახად.
⌚დაისახეთ მიზნად კონკრეტული შედეგი - დროში გაწერილი და მიღწევადი
👫 აიყოლიეთ მეგობარი, თანამშრომელი, და/ძმა ვისთანაც ვარჯიში სასიამოვნო იქნება.
🚵‍♂️ შეარჩიეთ ვარჯიშის ის სტილი და სივრცე, რომელიც ყველაზე მეტად გაწყობთ
💯 მოტივაციისთვის და ვარჯიშების სწორად დასაგეგმად აიყვანეთ პირადი მწვრთნელი
💵გაწიეთ ხარჯი - შეიძინეთ სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი თუ აქსესუარი
🎁 აუცილებლად დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი ვარჯიშის დაწყებისთვის

🤔 Did you know that hardest part of exercise routine is getting started!
✅ yes, yes - It’s to START!
👂 You have all heard or probably even said phrases like:
🗣 “I will start on Next Monday”, “after I loose some weight, then I will go to the gym”, “…on the next payroll” “ don't have time for it now… ” “After the holidays ..”
❣Let’s be honest to ourselves and admit that behind all these phrases stands our fear of getting out of the comfort zone.
🧞‍♂️ Now I would love to share few hints to overcome this challenge
⌚Set a goal to achieve specific results -time and achievable
👫 Partner up with a friend, college, sibling or anyone with whom you will enjoy the process
🚵‍♂️ Choose the style and space for workouts that best fit you
💯 Hire a personal trainer for extra motivation and guidance
💵Spend some money on sport shoes, apparel or accessories
🎁Promise and give yourself a gift after you get started

Shape Up - ეს არის ონლაინ სივრცე, რომელიც გეხმარებათ მიჰყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და სხეულის ...
04/12/2020

Shape Up - ეს არის ონლაინ სივრცე, რომელიც გეხმარებათ მიჰყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და სხეულის სასურველ ფორმებს

♻️ Shape Up გთავაზობთ
✅ მრავალფეროვან ვარჯიშებს
✅ სხეულის მრავალფეროვან გაწელვებს
✅ ჯამრთელი კერძების იოლად და მარტივად მომზადების გზებს

👨‍🎓 ‍ მე ვარ ალექსანდრე ჯელაძე, World Class Georgia ის elite სტატუსის სერთიფიცირებული პერსონალური მწვრთნელი 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ასევე Shape Up დამფუძნებელი...

როცა საქმე ვარჯიშსა და სწორ კვებას ეხება, ბევრ დაუზუსტებელ ინფორმაციას შეიძლება გადავაწყდეთ ინტერნეტ სივრცეში. ასეთ დროს რთულია გაარკვიო რა არის სიმართლე და რას შეიძლება ენდო. არსებობს ბევრი დეტალი, რომელსაც გგონიათ სწორად აკეთებთ. სინამდვილეში კი, დამიჯერეთ, ზუსტად ეს დეტალები ხელს გიშლიან მიზნების მიღწევაში. უფრო მეტიც,ზოგჯერ ბევრი თქვენგანი აზიანებთ თქვენს ჯანმრთელ სხეულს.

🌍 ჩემი მიზანია Shape Up- ის საშუალებით გაგიზიაროთ პროფესიული ცოდნა, საერთაშორისო გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები. ასევე შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ ინდივიდუალურ პროგრამას, რათა შეძლოთ მარტივად და დროულად მიაღწიოთ იმ მიზანს, რაც ასე ძალიან და რა ხანია გინდათ.

-----
♻️ Shape Up is THE space that helps you follow healthy lifestyle, achieve your fitness goals and desired body shape.

Shape Up offers:

✅ variety of workouts
✅ stretching exercises
✅ easy and fast healthy food recipes

👨‍🎓 I am Alexandre Jeladze, certified, personal trainer with elite status at WorldClass. I have 10 years of working experience and I am a founder of Shapeup

When one talks about workout routine and healthy diet, there is tons of information in the internet. It becomes harder to differentiate right from wrong and sometimes you end up doing things you believe is effective. However, trust me, those little details sets you far from your goals. Additionally, you can even hurt your healthy body.

🌍 My mission with Shape up is to share professional knowledge, international and modern approaches and techniques. I can also develop personalised workout program for you so you can Shape Up faster and easier.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Shape Up posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Shape Up:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram