Promotion of Rights of Children with Diabetes

Promotion of Rights of Children with Diabetes დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა
(1)

'საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი'-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ბავშვების უწყ...
09/02/2026

'საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი'-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ბავშვების უწყვეტი მხარდაჭერა 💙

კოლეჯ „სპექტრში“ გამართული კერამიკის მასტერკლასი წარმოადგენს იანვარში ჩვენი ორგანიზებით ჩატარებული დიაბეტური ბანაკის მნიშვნელოვან გაგრძელებას, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია 🌱

მსგავსი ინიციატივები ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას თანაბარ გარემოში იყვნენ 🤝, გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები 🎨, გააძლიერონ სოციალური ურთიერთობები და უკეთ გაუმკლავდნენ სტრესს 🌈

დიდ მადლობას ვუხდით კოლეჯ „სპექტრს“, პედაგოგებს, ინიციატივის ავტორ მშობლებსა და თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის 🙏

გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში ✨

29/01/2026

გთხოვთ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს თქვენზე მორგებული დიაბეტური ბანაკის დასაგეგმად

ძვირფასო მშობლებო,მადლობას გიხდით ვინც უკვე მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა - საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეთ...
16/01/2026

ძვირფასო მშობლებო,

მადლობას გიხდით ვინც უკვე მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა - საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეთ, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.

ვისაც ჯერ არ მიგიღიათ მონაწილეობა, გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ კითხვარი - სულ 2-3 წუთს წაგართმევთ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdNDEr0TGgwS9waq0-XPsFArQGD3btn5NH--2Egn1M3d8QyfQ/viewform?usp=header

გთხოვთ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს თქვენზე მორგებული დიაბეტური ბანაკის დასაგეგმად

დიაბეტური ბანაკი არ შემოიფარგლა მხოლოდ სესიებითა და შიდა აქტივობებით ❄️☀️ბავშვები და მშობლები ასევე აქტიურად ატარებდნენ ...
11/01/2026

დიაბეტური ბანაკი არ შემოიფარგლა მხოლოდ სესიებითა და შიდა აქტივობებით ❄️☀️

ბავშვები და მშობლები ასევე აქტიურად ატარებდნენ დროს შენობის გარეთ - თოვლში ერთობოდნენ - გუნდაობდნენ და ციგაობდნენ.

გარე ფიზიკური აქტივობები ბანაკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო — მოძრაობა, სუფთა ჰაერი, სიცილი და ერთმანეთთან ურთიერთობა ქმნიდა დაუვიწყარ მომენტებს.

ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ სწავლასთან ერთად ბავშვებს და მშობლებს თავისუფლად, მხიარულად და უსაფრთხოდ ეაქტიურათ.

The diabetes camp was not limited to sessions and indoor activities only ❄️☀️
Children and parents spent time outdoors together — playing in the snow, having snowball fights, sledding, and enjoying active moments.

Outdoor physical activities were an important part of the camp experience.

Movement, fresh air, laughter, and shared joy created memorable moments and reminded us how valuable active time together truly is.

როგორც ავღნიშნეთ, დიაბეტურ ბანაკში მხოლოდ ბავშვები არ იყვნენ აქტიურები — მშობლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი ენერგია და იუმო...
11/01/2026

როგორც ავღნიშნეთ, დიაბეტურ ბანაკში მხოლოდ ბავშვები არ იყვნენ აქტიურები — მშობლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი ენერგია და იუმორი 🎄✨

მათ მიერ წარმოდგენილი საშობაო სპექტაკლი ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და ემოციურ აქტივობად იქცა.

სიცილი, სითბო და ერთიანობის განცდა — ზუსტად ის, რაც ასეთ ბანაკს განსაკუთრებულს ხდის.

At the diabetes camp, not only the children were active — the parents joined in as well 🎄✨
Their Christmas performance turned into one of the most fun and heartwarming activities.
Laughter, warmth, and a strong sense of togetherness — moments that make the camp truly special.

დიაბეტურ ბანაკში გაიმართა მნიშვნელოვანი და შინაარსიანი სესია, რომელიც ჩაატარა დიაბეტის მქონე ბავშვის მშობელმა — ნანა ვერ...
11/01/2026

დიაბეტურ ბანაკში გაიმართა მნიშვნელოვანი და შინაარსიანი სესია, რომელიც ჩაატარა დიაბეტის მქონე ბავშვის მშობელმა — ნანა ვერულაშვილი.
სესიის თემა იყო „არაფორმალური განათლება – წიგნიერება“, სადაც საუბარი შეეხო ცოდნის, გამოცდილების და ყოველდღიური პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას. სესიის ბოლოს ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ახალგაზრდა პოეტის ნიკა ფუტკარაძის ლექსების კრებული.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებში აქტიურად ერთვებიან თავად დიაბეტიანი ბავშვების მშობლები — ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რეალური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მათი ჩართულობა ბანაკს კიდევ უფრო ღირებულს ხდის ბავშვებისთვის.

'საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი' მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ასეთ მშობლებთან და მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას.

An important and meaningful session was held at the diabetes camp, led by a parent of a child living with diabetes — Nana Verulashvili.
The session focused on “Non-formal Education – Literacy”, highlighting the value of shared knowledge, lived experience, and everyday learning.

The active involvement of parents of children with diabetes is especially important. Their real-life perspective and engagement make activities like this more practical, supportive, and impactful for the children.

Georgia NCD Alliance will continue active collaboration with such parents and support similar educational initiatives in the future.

დიაბეტურ ბანაკში გაიმართა კიდევ ერთი ინტელექტუალური და ამავე დროს სახალისო აქტივობა — „შექმენი შენი კომპანია“ 💡📊ბავშვებმ...
10/01/2026

დიაბეტურ ბანაკში გაიმართა კიდევ ერთი ინტელექტუალური და ამავე დროს სახალისო აქტივობა — „შექმენი შენი კომპანია“ 💡📊
ბავშვებმა და მშობლებმა გუნდურად იმუშავეს იდეებზე, დაგეგმეს საკუთარი კომპანია, შექმნეს ლოგოები, პროდუქტები და წარმოადგინეს თავიანთი ხედვა.
კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება და თანამშრომლობა ერთ სივრცეში.

An intellectual activity at the diabetes camp — “Create Your Company” 💡📊
Working in teams, the kids together with parents developed business ideas, designed logos and products, and presented their vision.
Creativity, critical thinking, and teamwork all in one place.

დიაბეტური ბანაკის კიდევ ერთი შემოქმედებითი აქტივობა — „ფანტაზია და მარჯვე ხელები“ ✂️🎨ფერადი ქაღალდები, პატარა დეტალები დ...
10/01/2026

დიაბეტური ბანაკის კიდევ ერთი შემოქმედებითი აქტივობა — „ფანტაზია და მარჯვე ხელები“ ✂️🎨
ფერადი ქაღალდები, პატარა დეტალები და დიდი წარმოსახვა.
ბავშვები ქმნიან, სწავლობენ და ერთდროულად ერთობიან.

Another creative activity at the diabetes camp — “Imagination and Skillful Hands” ✂️🎨
Colorful paper, small details, and big imagination.
Kids create, learn, and have fun at the same time.

დიაბეტური ბანაკის მორიგი სახალისო აქტივობა — „შექმენი შენი თეფში“ 🍽️სწავლა, თამაში და ჯანსაღი არჩევანი ერთდროულად.Anothe...
10/01/2026

დიაბეტური ბანაკის მორიგი სახალისო აქტივობა — „შექმენი შენი თეფში“ 🍽️
სწავლა, თამაში და ჯანსაღი არჩევანი ერთდროულად.

Another fun activity at the diabetes camp — “Create Your Plate” 🍽️
Learning, playing, and making healthy choices together.

📣 ძვირფასო მშობლებო,იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ თქვენი მოსაზრებები დიაბეტურ ბანაკთან დაკავშირებით და ზუსტად მოვარგოთ ის ...
09/01/2026

📣 ძვირფასო მშობლებო,

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ თქვენი მოსაზრებები დიაბეტურ ბანაკთან დაკავშირებით და ზუსტად მოვარგოთ ის თქვენს საჭიროებებს, გადავწყვიტეთ პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ.

გთხოვთ, უპასუხოთ რამდენიმე მარტივ შეკითხვას.

👉 გამოკითხვაში მონაწილეობა შეგიძლიათ აქ:
🔗

გთხოვთ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს თქვენზე მორგებული დიაბეტური ბანაკის დასაგეგმად

ოფიციალური განცხადება – გაზაფხულის დიაბეტური ბანაკი 2026ძვირფასო მშობლებო,გმადლობთ გაზაფხული დიაბეტურ ბანაკთან დაკავშირე...
09/01/2026

ოფიციალური განცხადება – გაზაფხულის დიაბეტური ბანაკი 2026

ძვირფასო მშობლებო,

გმადლობთ გაზაფხული დიაბეტურ ბანაკთან დაკავშირებით თქვენი გამოხმაურებისათვის. თუმცა რადგან პოსტების ნაწილში გამოჩნდა საკითხის არასრულყოფილი და რიგ შემთხვევებში არასწორი გაგება, საჭიროდ ჩავთვალეთ ამ განცხადების გაკეთება.

„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი“ ბოლო წლების განმავლობაში ატარებს დიაბეტურ ბანაკებს დიაბეტის მსოფლიო ფონდის (World Diabetes Foundation) ფინანსური მხარდაჭერით, რაც გვაძლევს საშუალებას პროგრამა სრულად დაფინანსებული ყოფილიყო მონაწილეებისთვის.

გასულ წელს ბანაკს ესტუმრნენ დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლები. შეხვედრების დროს მშობელთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი ბანაკი გაგრძელებულიყო თუნდაც ფასიანი ფორმატით, რადგან ბავშვებისთვის ეს გამოცდილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა. ამავე შეხვედრაზე, ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის ბანაკების მდგრადობისთვის მიზანშეწონილია მშობლების მხრიდან ანაზღაურებადი მოდელის გამოცდაც, რათა ინიციატივა არ შეჩერდეს გრანტის დასრულების შემდეგ.

შესაბამისად, მიმდინარე წელს გადავწყვიტეთ ბანაკის ჩატარება თვითღირებულებითი ფორმატით, რათა შევინარჩუნოთ მისი უწყვეტობა და მაღალი ხარისხი.

980 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მოიცავს მხოლოდ რეალურ ხარჯებს, მათ შორის:

4-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება (7 დღე / 6 ღამე);

4-ჯერადი კვება;

მონაწილეთა ტრანსპორტირება;

ტრენერების, ექიმებისა და ფსიქოლოგების ანაზღაურება;

საგანმანათლებლო მასალების, აქტივობებისა და სხვა ლოგისტიკურ ხარჯებს.

ორგანიზაცია ამ ბანაკიდან ფინანსურ სარგებელს არ მიიღებს. ყველა შემოსავალი მოხმარდება უშუალოდ ბანაკის ხარჯებს და მონაწილეთა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბანაკში დასაქმებული ტრენერები და სპეციალისტები არ არიან ჩვენი ალიანსის თანამშრომლები. ისინი მოწვეულები არიან საქართველოს წამყვანი კლინიკებიდან, რომლებიც დიდი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და ზრუნვით უდგებიან ბავშვებსა და მშობლებს. მათი შრომა და ენერგია სწორედ ის საფუძველია, რაც ამ ბანაკს წარმატებულს ხდის — ის არ არის მხოლოდ დასვენება, არამედ რეალური სწავლა, მხარდაჭერა და შთაგონება. ამას ჩვენს მიერ ყველა ჩატარებული ბანაკის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები უნდა იყოს მუდმივად სახელმწიფო ან დონორული მხარდაჭერის ქვეშ, და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა მომდევნო ბანაკები კვლავ დაფინანსებული ან ნაწილობრივ მაინც თანადაფინანსებული გახდეს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

იმ მაღალი სარგებლიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ყოფილ მონაწილეებში ვხედავთ, ჩვენი მიზანია დიაბეტური ბანაკების ტრადიციის შენარჩუნება და განვითარება — გამჭვირვალედ, ღირსეულად და საერთო სიკეთეზე ორიენტირებულად.

გმადლობთ ნდობისთვის, გულწრფელობისთვის და იმ ერთგულებისთვის, რასაც ყოველდღიურად ამ თემისადმი გამოხატავთ. 💙

პატივისცემით,
საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი

ზამთრის დიაბეტური ბანაკი 2026 გრძელდება ☃️✨🎄🌟👩‍🏫მხიარული ვიქტორინა "რა? სად? როდის?"🧠🎉Winter Diabetic Camp 2026 continue...
09/01/2026

ზამთრის დიაბეტური ბანაკი 2026 გრძელდება ☃️✨🎄🌟

👩‍🏫მხიარული ვიქტორინა "რა? სად? როდის?"🧠🎉

Winter Diabetic Camp 2026 continues! ☃️✨🎄🌟

👩‍🏫 Funny and exciting quiz — “What? Where? When?” 🧠🎉

Address

#117a Tsereteli Avenue
Tbilisi
0119

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Promotion of Rights of Children with Diabetes posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Promotion of Rights of Children with Diabetes:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram