21/10/2025
🟢Ს ტ ი გ მ ა ყოველთვის წარმოადგენდა სერიოზულ დაბრკოლებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
საზოგადოების დამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებებისადმი, ძირითადად, დაფუძნებული იყო შიშზე და არამეცნიერულ, ცრუ წარმოდგენაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. სამწუხაროდ, სტიგმა ხშირად მთავარი მიზეზია, თუ რატომ ერედებიან ადამიანები მკურნალობას და არ მიმართავენ დროულ დახმარებას.
🟢 კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია გათავისებული სტიგმა, ანუ თ ვ ი თ - ს ტ ი გ მ ა, რომელთან შეჭიდებაც უწევთ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. მათ უჭირთ ავადმყოფობის მიღმა არსებული ცხოვრების დანახვა. თვით-სტიგმას, როგორც საზოგადოებიდან გადმოღებულ აზრს, დიდი ზეგავლენა აქვს თავად პაციენტების თვალსაზრისსა და თვითაღქმაზე. საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება მათში სირცხვილის გაცდას იწვევს, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ პრობლემას და აფერხებს ადექვატური, დროული დახმარების მიწოდებას.
სტიგმა და თვით-სტიგმა უნდა იქნას გაგებული და შეფასებული. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, საზოგადოება უზრუნველვყოთ უახლესი ინფორმაციით ფსიქიკურ ჯანმრთელობის შესახებ და გავუწიოთ მხარდაჭერა ადამიანებს, რომელთაც უწევთ ბრძოლა სტიგმასთან და თვით-სტიგმასთან.
#ფსიქიკურიჯანმრთელობა #ასერტული #მენტალურიჯანმრთელობა