ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი

ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი, Psychologist, Tbilisi.

აქ ვარ შენი განვითარებისთვის და განკურნებისთვის... კლინიკური ფსიქოლოგი, კლინიკური არტთერაპევტი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი,
კონსულტაციისთვის დამიკავშირდი ...

თუ არ იცი როგორ იცხოვრო ყველა ადამიანი დაიწყებს შენზე ჭკუის სწავლებას...თუ საკუთარი თავისთვის არ აშენებ, შეიძლება სხვა ა...
07/08/2025

თუ არ იცი როგორ იცხოვრო ყველა ადამიანი დაიწყებს შენზე ჭკუის სწავლებას...

თუ საკუთარი თავისთვის არ აშენებ, შეიძლება სხვა ადამიანებმა დაიწყონ შენი მოხმარება...

თუ მიზნებისთვის არ შრომობ, შეიძლება დაიკარგო ყოველდღიურობაში,
მაგრამ თუ მხოლოდ მიზნებისთვის შრომობ შეიაზლება მიზნებში დაიკარგო და ცხოვრება გვერდით დაგრჩეს...

თუ საკუთარი თავისთვის დროს არ ნახულობ, ვერ განვითარდები...

თუ არ გრძნობ მადლიერებას, ყოველდღიურ ტანჯვაში მოგიწევს ცხოვრება...

თუ ფიქრობ რომ ყველაფერი იცი, თუნდაც რაიმე საკითხში, დაღუპული ხარ...

არ უნდა გაჩერდე, არ უნდა გაიყინო დროში, ერთ ტკივილზე ფოკუსირება ესაა დროში გაყინვა, საჭიროა ცვლილებები , სიცოცხლე ეს არის მუდმივი ცვალებადობა, ყველა ცვლილება კარგია...

თუ თავში იგივე აზრები გაქვს რაც წლების წინ, დიდი ალბათობით შენ არ ვითარდები, უბრალოდ კვდება და ძველდება ნელ-ნელა შენი სხეული, შენი გონება კი გაყინულია ...

მიეცი შენს არსებობას იმაზე დიდი მნიშვნელობა ვიდრე გგონია, მაგრამ არასოდეს იმაზე მეტი ვიდრე სხვა ადამიანის მნიშვნელობაა... ყველა ადამიანის სახლი დედამიწაა, და ყველას საერთო ბედი გვაქვს ამ მასშტატებით...
ამიტომ ნუ გაზრდით შვილს თითქოს და სხვის შვილებზე გამორჩეული იყოს, ამით დათესავთ ამპარტავნებას რომელიც ცრუა და არ არის ნამდვილი...

სიყვარულით თქვენი ანნა ♡

01/08/2025

მეგობრებო გვერდი აგვისტოს თვეში ნაკლებად იქნება აქტიური, კვირაში რამოდენიმე აქტივობას ელოდეთ,.,. თუმცა დარჩით ჩვენი ერთგული, სექტემბრიდან გაგრძელდება ყოველდღიური აქტივობები.,., 😊👌

28/07/2025

მეოცნებე ადამიანის ერთ ერთი სახე 😊👌
👇👇👇👇👇

გააზიარეატ ვიდეო, დააკომენტარეთ, მოიწონეთ

ყველაზე ძნელი იცით რა არის?..როცა ადამიანს რაღაც აწუხებს და არ იმჩნევს, გულში იკლავს, არავის უყვება, ცდილობს დამალოს და ...
20/07/2025

ყველაზე ძნელი იცით რა არის?..

როცა ადამიანს რაღაც აწუხებს და არ იმჩნევს, გულში იკლავს, არავის უყვება, ცდილობს დამალოს და არ შეიმჩნიოს, იღიმება, საუბრობს და ამ დროს შეიძლება უკიდეგანო სევდა ჰქონდეს, ან შფოთვა გულმკერდში, ან თავი ათასი აკვიატებული აზრით სავსე, ან თავს საშინლად მარტოსულად გრძნობდეს და კიდევ მრავალი სხვა...
ვერც წარმოიდგენთ, რამდენჯერ მომისმენია სიტყვები: „ვიღიმი, ვსაუბრობ, ვერავინ შემატყობს, როგორ ვარ, სინამდვილეში კი საშინლად ვარ...“
შეხედავ კონსულტაციაზე ამ ადამიანს და უმეტესად რაც სურათს ხედავ, არის გაღიმებული ადამიანი, რომელსაც თითქოს მართლაც ვერაფერს შეატყობ, თუმცა უკიდურესად ტანჯვაშია და განიცდის...

წარმოიდგინეთ, რა მძიმეა ყველაფერი იმასთან შედარებით, ვინც გამოთქვამს, ლაპარაკობს, წუწუნებს, მოთქვამს, თავზე ახვევია ხალხი, ქუჩაში ვისაც შეხვდება, იმასაც თავის ჭირვარამს აცნობს...

ის ადამიანი, ვინც უთქმელია, გულში ატარებს ყველაფერს — წარმოიდგინეთ, რა მარტოსულად გრძნობს თავს... შეიძლება ირგვლივ ათასი ადამიანი ეხვიოს, მეგობრებიც ჰყავდეს, მაგრამ ვერ აზიარებს და ვერ ყვება, ვერც ვერავინ ამჩნევს ვერაფერს...

ამას დამატებული ის, რომ რამდენი ენერგია ხმარდება იმას, რომ ითამაშო, რომ არ შეიმჩნიო, რომ გაიღიმო, რომ იცხოვრო ისე, თითქოს არაფერი ხდება...
დაღლილი დღის ბოლოს მარტო დარჩენილი, უაზროდ და გამოფიტულად გრძნობდე თავს შენს ტკივილთან ერთად...

და კიდევ მთავარი და მნიშვნელოვანი — ასეთი ადამიანი მუდმივად ცდილობს დამალოს ის, რასაც გრძნობს, მუდმივად გაურბის ემოციებს, ხდება ის, ვინც არ არის, რაც ემოციებთან მიმართებაში დამანგრეველია...

უნდა გრძნობდე იმას, რასაც გრძნობ და გამოხატავდე ამ ყველაფერს.
ავთენტურობა ნიშნავს სიჯანსაღეს — გამოხატო და იყო ის გარეგნულად, რაც ხარ შინაგანად.
შენ შინაგან არსს ატარებდე გარეგან ხასიათზეც — იყო ის, ვინც იმ მომენტში ხარ.

რადგან, როცა გაბრაზებული ხარ, მაგალითად, და არ იმჩნევ, იხვევ გულში — ეს ბრაზი ინახება შიგნით და თითქოს ლპება, ვერ ნეიტრალდება...
როცა რაღაცას განიცდი და ამას არ იმჩნევ, არ აძლევ საშუალებას, რომ ეს განცდა განეიტრალდეს.
რადგან უნდა იგრძნო, გამოხატო — და შემდეგ წავა.
ეს ერთი. და მეორეც — როცა არ აზიარებ, შენს გულში ჩახვეული და გამოუთქმელი, უფრო საშინელება გეჩვენება, ვიდრე არის.
გაზიარება მას სიმძიმეს აცლის...

ამიტომ, ასეთო ადამიანებო — წარმოუდგენლად საჭიროა თქვენთვის მინიმუმ ის, რომ თქვენს ფიქრებსა და გულისტკივილს ვიღაც ერთ ადამიანს მაინც უზიარებდეთ.
და ამის შემდეგ კი აუცილებელია იმუშაოთ იმ ნიღბის მოცილებაზე, რომელიც მოირგეთ — უდარდელის ან გულგრილის ნიღბის ან კიდევ სხვა...

ეს ნიღაბი სახეზე ახმება ადამიანს და კარგავს საკუთარ თავს...

თქვენ იმსახურებთ, რომ სამყარომ დაგინახოთ ის, ვინც ხართ.
არ ხართ სუსტები. არავინ შეწუხდება ამით. არავინ ისარგებლებს ამით... ყველაფერი რიგზეა — საფრთხე არ გელით.
მთავარია, იმუშაოთ ამაზე...

სიყვარულით, თქვენი ანნა ♡
ონლაინ კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში 📩

ნუ შეგეშინდებათ სევდისა და მოწყენილობის...ეს ისეთი მდგომარეობებია, რომ ადამიანმა უნდა იგრძნოს ზუსტად ისეთი ფორმით, როგორ...
18/07/2025

ნუ შეგეშინდებათ სევდისა და მოწყენილობის...
ეს ისეთი მდგომარეობებია, რომ ადამიანმა უნდა იგრძნოს ზუსტად ისეთი ფორმით, როგორიც არის. არ შეიძლება მასში ჩარევა, შეცვლა ან გადაკეთება. პირიქით — ბოლომდე უნდა იგრძნო, მოუსმინო და დარჩე სევდაში... ის აუცილებლად გაივლის, როცა ამის დრო იქნება. მთავარია, მისი ხასიათი ამოიცნო.
თუ ეს მოწყენილობის სევდაა, მაშინ, თუ ტელეფონს გადადებ და დარჩები კიდევ უფრო ღრმა, უკიდეგანო მოწყენილობაში, დაინახავ, როგორ დაიწყებს შენი ტვინი ნელ-ნელა ამუშავებას, იდეების გენერირებას. დაინახავ, როგორ დაგებადება აზრები და სურვილები, ფანტაზია ფრთებს მოისხამს და კრეატიული მოქმედებებისკენ მოგიწოდებს... შეიძლება კითხვა დაიწყო...
რა ჯობია, როცა უსაქმური ხარ, ვალდებულება არ გაქვს და ზიხარ, კითხულობ... უბრალოდ იძირები ამ სამყაროში...
აღარც კი მახსოვს ის ცხოვრება, როცა არსად მეჩქარებოდა და ვალდებულებაც არაფერი მქონდა... რა ტკბილი იყო მაშინ მოწყენილობა — როგორი მხატვრული...

როცა ადამიანი ზრდასრული ხდება, სულ ეჩქარება და სევდისთვისაც კი აღარ აქვს ადგილი — უბრალოდ, არ ცალია ამისთვის.
სევდა არის — განა არ არის?.. მაგრამ ვერ შეიგრძნობს, და რადგან ვერ შეიგრძნობს, ეს გრძნობა გადაგვარებული და შემაწუხებელი ხდება. რაღაც გაწუხებს და ვერც ხვდები — რა.
ვერ ეძებ შინაარსებს, რადგან შეიძლება არც კი ჰქონდეს. ფორმაც კი არა აქვს... შეიძლება იმასაც ვერ მიხვდე, რომ სევდაში ხარ...

ადამიანო, გირჩევდი:
ამ სიჩქარეში, ნევროზულ დაკავებულობაში, მოძებნო კვირაში ან თვეში ერთი-ორი დღე მაინც, როცა სრულიად უსაქმური იქნები — ყოველგვარი გაჯეტების გარეშე, საქმის გარეშე...
უბრალოდ იქნები და გააკეთებ იმას, რასაც იმ მომენტში შემოგთავაზებს სამყარო... იქნები ისე, როგორც ცხოვრობენ ბავშვები.

სწორედ ამიტომაა, რომ ბავშვის ეს უსაქმური და ტკბილი პერიოდი არ უნდა დატვირთო გაუთავებელი გაკვეთილებითა და წრეებზე სიარულით.
მათ უნდა მისცეთ და დაუტოვოთ ძვირფასი თავისუფალი დრო და სივრცე, რათა შეიგრძნონ თავიანთი სევდა და მათში დაიბადოს ის ნამდვილი სული, რაც არიან — და რაც შემდგომში მისცემს სიმშვიდეს.

რადგან ზოგი ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც რობოტი — და ზოგ ბავშვსაც ისე აცხოვრებენ, როგორც რობოტს...
ბავშვი სულის შეგრძნებას კარგავს და მომავალში ნევროტული ხდება.
ასეა ზრდასრულიც...
აბა ჩაფიქრდით — რამდენს გაქვთ სულის შეგრძნება დაკარგული?
რამდენი ცხოვრობთ ავტომატურად, ყოველგვარი ნატურალური შეგრძნებების გარეშე?..

ამ ყველაფრის შემდეგ ვიღებთ გაუთავებელ შფოთვას, რომელსაც დასასრული არ უჩანს, და სულის ფორიაქს, რომელიც განთავისუფლებას ესწრაფვის...

სიყვარულით, თქვენი ანნა ♡
ონლაინ კონსულტაციებისთვის მომწერეთ პირადში

სიმართლე კურნავსყველას გსმენიათ ეს გამოთქმა და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა ეთანხმებით კიდეც.თუმცა შეიძლება გქონდეთ...
14/07/2025

სიმართლე კურნავს

ყველას გსმენიათ ეს გამოთქმა და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა ეთანხმებით კიდეც.
თუმცა შეიძლება გქონდეთ კითხვა — „როგორ ვატყუებ ჩემს თავს?“ — გეტყვით, რომ ისევე, როგორც სხვა ადამიანს. დიახ, არ მოგესმათ. ადამიანის ფსიქიკას აქვს დაცვის მექანიზმები. რას ნიშნავს ეს? ავხსნათ მარტივად: ფსიქიკა, რომ აარიდოს თავი სტრესს, იყენებს დაცვის სისტემებს, რომლებიც ბლოკავს იმ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა ფსიქიკისთვის იყოს რთულად გადასახარში — ეს შეიძლება იყოს აზრი, მოგონება, ისტორია ან მოვლენა. მოკლედ, რაღაც სიმართლე, რომლისთვისაც ადამიანი ჯერ მზად არ არის.

ეს სისტემა ამ სიმართლეს ბლოკავს და ჩვენამდე არ უშვებს. მაგალითად, გქონიათ შემთხვევა, როცა ოჯახის წევრს რაღაცას უჩიჩინებთ და ვერ აგებინებთ? მის ყურამდე ეს არ მიდის. რას ნიშნავს ეს? იმას კი არა, რომ სულელია — არა. ნიშნავს იმას, რომ რაღაც სისტემა ცხრილავს და არ უშვებს ამ ინფორმაციას გონებამდე. მარტივად რომ ვთქვათ, გონება არ აცნობიერებინებს ადამიანს რაღაც მოვლენას, რაღაც რეალობას.

მაგალითი: როცა ქალი ეჭვიანობს, ფაქტებს პოულობს და თვალს არ უსწორებს ამ ამბავს — თითქოს ვერ ხედავს ფაქტებს და იჯერებს, რომ ეს არაფერია. თავს იტყუებს. რატომ? იმიტომ, რომ სიმართლისთვის ჯერ არ არის მზად. მისი დაცვის მექანიზმი ამაში ეხმარება — განდევნის და ავიწყებს ამ ფაქტს.

თუმცა ეს დავიწყებული ამბავი ფსიქიკაში რჩება. არ ხდება მისი ამოშლა. წარმოიდგინეთ კომპიუტერის მექანიზმი — რაღაც ინფორმაცია ინახება ისეთ ადგილზე, სადაც პოვნა ძნელია, თუმცა არ იშლება. ნაგვის ურნაში არ გადადის. და რადგან ვიცით, რომ ეს ინფორმაცია ფსიქიკისთვის რთულია, ის ატარებს ძლიერ ენერგიას, მუხტს. სწორედ ამიტომ, ეს ენერგია აწვება ადამიანს — რაღაც კარგად ვერ გრძნობს თავს, შეიძლება ძილი დაერღვეს, გაღიზიანებული იყოს, შფოთვები დაეწყოს ან დეპრესია — რაღაც გადამალული ამბიდან იწყება ნევროზი. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ძლიერად დამუხტული უნდა იყოს.

და ნახეთ — ადამიანს შეუძლია ეს განდევნილი ამბები ამოიყვანოს ცნობიერში, გაიაზროს და გადახარშოს. თუმცა ამას თავისი ძალა სჭირდება. თუ ეს ძალა არ აქვს — ტრავმას მიიღებს და ვერ გადალახავს. მაგრამ თუ რესურსები აქვს — გადალახავს და განთავისუფლდება. გამოათავისუფლებს გადამალულ სინამდვილეს.

წარმოიდგინეთ ასეთი მეტაფორა: სამზარეულოში, რომელიღაც კარადის კუნჭულში, ინახება გაფუჭებული და აყროლებული საკვები. თქვენ მას ვერ ხედავთ, მაგრამ სუნი გცემთ — საშინელი. სამზარეულოში შესვლა ნამდვილი კოშმარია — შეიძლება გულისრევის შეგრძნება მოჰქონდეს, გიშხამავდეთ გუნება-განწყობას. შესაძლოა, საძინებელში გაექცეთ ამ სუნს, მოშორებით სულს ითქვამდეთ და მშვიდდებოდეთ. თუმცა ესეც დროებითია — როცა მოგშივდებათ, სამზარეულოში აუცილებლად გახდებით გასასვლელი.

აი ასე მუშაობს განდევნა — თავის მოტყუებაც დავარქვით ამას.

თუმცა ცოტას განვმარტავ: არის ისეთი ამბები, რომელსაც ისეთი ძლიერი განდევნა და გადამალვა აქვს, რომ ადამიანს დამოუკიდებლად უჭირს მიხვდეს, სუნი საიდან მოდის და საერთოდაც — რისი სუნია. რა არის გადამალული? ამის გაკეთება ფსიქოთერაპიის კაბინეტში ხდება. ფსიქოლოგი ამას აკეთებს უმთავრესად — პოულობს გადამალულ ამბებს და ხსნის დაცვის მექანიზმებს, ანეიტრალებს მათ.

მაგრამ არსებობს უფრო სუსტი დაცვებიც — ახლოს მიმალული ამბები, რომლებსაც ადამიანი, თუ ცოტა მოინდომებს, მიაგნებს.

ეს პოსტი ამას ეხება: მიაგენით თქვენს გადამალულ ამბებს, გახსენით ისინი და განკურნეთ თქვენი თავები. დაფიქრდით და გაანალიზეთ - რას ვერ უსწორებთ თვალს, რისი გააზრება გაშინებთ, რას გაურბიხართ და იმუშავეთ იმაზე რომ გაიცნობიეროთ ეს ყველაფერი... ვერ შეგპირდებით, რომ მარტივი იქნება. გეტკინებათ. თუმცა ეს არის ხსნა — თქვენი თავის. ეს არის შვება გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის თავისუფალი ცხოვრება.

თავი დაიცავით იმისგან, რომ სიღრმის დონეზე მოატყუოთ საკუთარი თავი.

ხოლო რასაც დამოუკიდებლად ვერ გააკეთებთ — ეს უკვე თერაპევტთან გასაკეთებელი საქმეა.

სიყვარულით, თქვენი ანნა ♡

ჩაეწერეთ ონლაინ კონსულტაციაზე 📩 დეტალებისთვის მომწერეთ პირადში✉️

13/07/2025
---საკუთარი თავის სიყვარულზე მინდა მოგითხროთ...როცა ბავშვი ხარ, დედა გიყვარს — ის არის შენი სამყარო. დედის გამო ბავშვი ყ...
13/07/2025

---
საკუთარი თავის სიყვარულზე მინდა მოგითხროთ...
როცა ბავშვი ხარ, დედა გიყვარს — ის არის შენი სამყარო. დედის გამო ბავშვი ყველაფერს დათმობს.
ჩემმა მასწავლებელმა თქვა: „ხელსაც კი მოიჭრის დაუფიქრებლად ბავშვი დედის გამო“...
ადრეულ ბავშვობაში სიყვარული ასე გამოიხატება — დედა და მხიარულება...
ბავშვი ხალისობს, და თუ გაუმართლა და მეტნაკლებად მოსიყვარულე დედა ჰყავს, ბავშვს უყვარს სამყარო, ცხოვრება, უყვარს აღმოჩენები და თამაში... ეს არის მისი სამყარო — ტკბება ამით.

მომდევნო ასაკში სოციუმი — სკოლა — შემოდის, მაგრამ აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ბევრია.
ცოტა დათრგუნვა და ბავშვის შესწორება იწყება... ბავშვის ცხოვრებაში ამ ეტაპზე ხშირად შემოდის სევდა, დარდი, პრობლემები, ურთიერთობის სირთულეები...
მაგრამ ცხოვრება ისევ საინტერესოა...

შემდეგ იწყება მოზარდობის ხანა — აფეთქება, სიგიჟე, ოცნებები... თუმცა, ასევე — იმედგაცრუება, ტკივილი, ჩხუბი, ტანჯვა, ჩაკეტვა, დამალვა, კომპლექსები... მთელი სირთულეები აქ იჩენს თავს.
ზუსტად ამ ასაკში მოდის ადრეული ბავშვობის შეცდომების შედეგები — მშობლები იმკიან თავისას...
შვილები კი რაღაც ინსტინქტურად მოქმედებენ — ზოგჯერ თვითგანადგურების გზებით...

შემდეგ მოდის სიმშვიდის ფაზა და რაღაცნაირი დეპრესიული გათიშულობა.
გადაიარა ქარიშხალმა, თუმცა ემოციების გათიშულობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე თავად ქარიშხალი...
ამის შემდეგი ეპიზოდი უკვე გაცილებით დალაგებულია — შეიძლება დაქორწინდეს ადამიანი, კარიერულად წინ წავიდეს, აირჩიოს რაიმე საკეთებელი, ფულის შოვნა დაიწყოს, რაღაცეების გადახარშვა და სახელების დარქმევა...
უკვე ქრისტეს ასაკიდან კი მოიმკის იმას, რაც იშრომა — და თითქოს უკეთესია ცხოვრება...
თუმცა ზოგი მარტოსულია; ზოგს იმედგაცრუება აქვს; ზოგი ოცნებებს ვერ ისრულებს; ზოგი გარბის ან უპირისპირდება და ეს ყველაფერი პიკს აღწევს უკვე შუახნის კრიზისში (35-50) — როცა გადახედავ შენს ცხოვრებას და აღმოაჩენ ბევრ შეცდომას, ბევრ საშინელებას...
იწყებ გაანალიზებას, აკვირდები იმ შედეგებს, რაც გაქვს.
ხვდები, რომ თავი დაკარგე ამ დროის მანძილზე...
იწყებ კითხვების დასმას:
სად ვიყავი აქამდე? რატომ ვიზღუდავდი თავს?.. ნეტავ სხვაგვარად რომ გამეკეთებინა?.. ნეტავ, გამოვალ ამ მდგომარეობიდან? ვინ ვარ და რა მინდა? სად არის ის ოცნებები, რაც მქონდა?..

მტკივნეული დროა...
ამ დროს აკითხავენ უმეტესად ფსიქოლოგს.
შეიძლება ფსიქიატრის ვიზიტზეც არ თქვათ უარი...
რთულია ადამიანის ცხოვრება — სევდიანიც და ირონიულიც...
თუმცა...

გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ძალიან საინტერესოა და უამრავი შესაძლებლობით სავსე.

სინამდვილეში ადამიანს ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სირთულის დროს შეუძლია შეჩერდეს, გადახედოს, გაანალიზოს — სად მიდის, რომელ გზაზე დგას და სად მიიყვანს ეს გზა.
და ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლია შეცვალო.

დიახ, შეგიძლია შეცვალო.
თუ კითხვა გაქვს — ახლა ამის დროა? ან შენთვის გვიან ხომ არ არის? ან ადრე ხომ არ არის?
იცოდე — როცა შენ მოისურვებ, ყოველთვის არის ამის დრო.
ყოველთვის შეგიძლია დაატრიალო ქარიშხლები და შენი თავიდან საუკეთესო გამოძერწო.
დაემსგავსო საკუთარ თავს.
იპოვო ავთენტურობა...

უბრალოდ გადახედე შენს ისტორიას აი ასე — სწორხაზოვნად — და დაინახავ, რომ რაღაცის ჩაბღაუჭებას აზრი არ აქვს.
სიცოცხლე ხალისიცაა, მხიარულებაც და სასიამოვნო მოგზაურობაც — ტკივილებით სავსე, თუმცა...
შენ ყოველთვის შეგიძლია შეცვალო.
საკუთარ თავს შეგიძლია შესძახო — და თუ არ გესმის, შეგიძლია შეყვირო მთელი ხმით:

შე-ცვა-ლო!
ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო...

ჩაიდე ეს გონებაში.
და ამ აზრით იცხოვრე.
შენ იცოდე მხოლოდ — არ გაუმხილო შენს ახლობლებს.
ეს შენი საიდუმლოა, რომ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება ნებისმიერ დროს.

პ.ს. ცხოვრების ეტაპები პირობითია.

📩ონლაინ კონსულტაციისთვის - მომწერეთ პირადში✉️

სიყვარულით, თქვენი ანნა ♡

12/07/2024

გავიხსენოთ...👇👇👇

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995571023105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category