25/10/2025
☯️ თანამედროვე სამყაროში განათლება ფასობს - უნივერსიტეტები, დიპლომები, ხარისხები…
მაგრამ ხშირად გვავიწყდება მთავარი - განათლება ცოდნას აძლევს ადამიანს, აღზრდა კი მიმართულებას.
შეგიძლია იყო შესანიშნავი სპეციალისტი, მაგრამ თუ ელემენტარული ზრდილობა, პატივისცემა და ემპათია არ გაქვს, შენს ცოდნას სიღრმე არ ექნება.
განათლება გვასწავლის როგორ ვიმუშაოთ გონებით,
ხოლო აღზრდა გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ გულით.
ზრდილობა - ეს არ არის მხოლოდ ეტიკეტი ან ფორმალობა.
ეს არის შინაგანი კულტურა, უნარი მოსმენის, დათმობისა და სხვისი საზღვრების პატივისცემის.
სწორედ ეს თვისებები ქმნიან ნამდვილი ინტელექტუალის არსს.
შესაძლოა ვერასდროს მიიღო უმაღლესი ხარისხი, მაგრამ თუ გაქვს საშუალო აღზრდა და ელემენტარული ზრდილობა,
შენ უკვე იმაზე უფრო განათლებული ხარ, ვიდრე ბევრს ჰგონია.
#გონებისკოდი #ზეზვაჯაიანი #წიგნი #წიგნები