Alzheimer Georgia

Alzheimer Georgia საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია
https://linktr.ee/GeoAlz

📣 რეგისტრაცია გახსნილია!დემენციის პროფესიონალ მომვლელთა სასწავლო პროგრამა💡 საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია იწყებს ახალ...
11/11/2025

📣 რეგისტრაცია გახსნილია!

დემენციის პროფესიონალ მომვლელთა სასწავლო პროგრამა

💡 საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია იწყებს ახალ სასწავლო კურსს, რომელიც განკუთვნილია დემენციის მქონე პირების მომვლელებისთვის. (პროგრამაში მონაწილეობა შუძლიათ, როგორც სამედიცინო განათლების მქონე პირების ასევე არა-სამედიცინო განათლების მქონე პირებსაც)

🎓 კურსის მიზანია, უზრუნველყოს დემენციის მქონე პაციენტების პროფესიული მოვლის სფეროში მომუშავე პირების ცოდნის, უნარებისა და ეთიკური მიდგომების განვითარება. მონაწილეები გაეცნობიან დემენციის ტიპებს, სიმპტომატიკას, მოვლის სტრატეგიებსა და კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დემენციის მქონე პაციენტებზე ზრუნვას უსაფრთხოდ, პროფესიულად და ემპათიურად.

📚 კურსი მოიცავს:

▫️თეორიულ ნაწილს (ონლაინ ფორმატში)

▫️პრაქტიკულ გაკვეთილებს (საველე/პირისპირ ფორმატში)

▫️შუალედურ გამოცდას

▫️საბოლოო ზეპირ და პრაქტიკულ გამოცდებს

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში - მონაწილეები მიიღებენ საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ოფიციალურ სერტიფიკატს.

📅 ხანგრძლივობა: 2 თვე
✅ კურსის დასაწყისი: 29 ნოემბერი, 2025 წელი
💰 ღირებულება: 400 ლარი
👥 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ დაწეროთ "საკითხების ველში" რეგისტრაციის ფორმაში, და ჩვენი გუნდი აუცილებლად გასცემს პასუხს თითოეულ მათგანს.

👉 რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/bUEot42KVszYyXMK7

For ENG - scroll down🧠✨ საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია აგრძელებს ცნობიერების ამაღლებას ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე...
05/11/2025

For ENG - scroll down

🧠✨ საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია აგრძელებს ცნობიერების ამაღლებას ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე და სამედიცინო განათლებაში აქტიური ჩართულობის მხარდაჭერას.

🎓 პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე, TMA Alzheimer Club-ის ფარგლებში, ასოციაციის მდივანმა და ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა კიკნაძემ წარადგინა ლექცია თემაზე „მეხსიერების მეცნიერება და ალცჰაიმერის დაავადება“.

🔎 ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისთვის მეხსიერების ბიოლოგიური მექანიზმების უკეთ გაგება და ალცჰაიმერის დაავადებისადმი ინტერესის, პასუხისმგებლობისა და ემპათიის გაღვივება. მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომავალი მედიკოსებისთვის, რომელთა როლიც გადამწყვეტია დემენციის პრევენციისა და პაციენტზე ორიენტირებული მოვლის განვითარებაში.

🤝 საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია მადლობას უხდის თბილისის სამედიცინო აკადემიას თანამშრომლობისა და ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერისთვის.

🙏 ერთად ვქმნით ცნობიერ და მზრუნველ საზოგადოებას, სადაც მეხსიერება ფასდება როგორც ადამიანის იდენტობის ნაწილი.

🧠 The Georgian Alzheimer’s Association continues its mission to raise awareness about neurodegenerative diseases and to support active involvement in medical education.

🎓 Within the framework of the TMA Alzheimer Club, a lecture was held at Petre Shotadze Tbilisi Medical Academy, where the Association’s Secretary and Head of the Youth Wing, Ana Kiknadze delivered a presentation on “The Science of Memory & Alzheimer’s Disease.”

🔎 The lecture aimed to help students deepen their understanding of the biological mechanisms of memory and to inspire interest, empathy, and responsibility toward Alzheimer’s disease and dementia care. Such initiatives play a vital role in preparing future medical professionals to promote prevention, early diagnosis, and patient-centered care in this field.

🤝 The Georgian Alzheimer’s Association sincerely thanks
Tbilisi Medical Academy for their collaboration and commitment to empowering young minds.

🙏 Together, we strive to build an informed and compassionate society, one that values memory as an essential part of human identity.

Memory Science and Alzheimer's Disease

📢 საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია აცხადებს ახალი წევრების მიღებას!თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი და შეიტანოთ წვლი...
06/10/2025

📢 საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია აცხადებს ახალი წევრების მიღებას!

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი და შეიტანოთ წვლილი დემენციის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაში - ახლა სწორედ თქვენი დროა! 💜

საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ ცნობიერების ამაღლებაზე, კვლევების ხელშეწყობაზე და იმაზე, რომ თითოეულ პაციენტსა და მათ ახლობელ ადამიანს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება.

ჩვენი ასოციაციის საქმიანობა:

🧠 ნეიროდეგენერაციული დაავადებები (დემენცია, ალცჰაიმერი)
🤝 სოციალური და საზოგადოებრივი პროექტები
💬 ცნობიერების ამაღლების კამპანიები
🎓 განათლება, კვლევა, პროფესიული განვითარება, სწორი მართვა და პრაქტიკა

👉 არსებული რეგისტრაცია განკუთვნილია, მოქმედი ექიმებისთვისა და პროფესიონალებისთვის;
👉 სტუდენტებისთვის მალევე დაგიბრუნდებით სიახლეებით! 🙏💜

გაწევრიანების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
✨ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი ასოციაციის ღონისძიებებსა და პროექტებში
✨ გახდეთ საერთაშორისო ქსელის ნაწილი
✨ მიიღოთ გამოცდილება ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში
✨ ისარგებლოთ ფასდაკლებებით ასოციაციაში არსებულ სერვისებზე

👉 შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა აქ: https://forms.gle/xjgrYxcJ9oEJ9dLN8

ველით თქვენს ჩართულობას! ერთად გავაძლიეროთ ბრძოლა დემენციის წინააღმდეგ და შევქმნათ მეტად ინფორმირებული საზოგადოება. 💜

🙏🏻💜
22/09/2025

🙏🏻💜

📣 დღეს გიზიარებთ დემენციის 10 გამაფრთხილებელ ნიშანს👉 ამ ნიშნების დროული ამოცნობა ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას, რომ დროულ...
21/09/2025

📣 დღეს გიზიარებთ დემენციის 10 გამაფრთხილებელ ნიშანს

👉 ამ ნიშნების დროული ამოცნობა ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას, რომ დროულად მიმართონ ექიმს 🩺

📝 გთხოვთ, გაეცანით, გაუზიარეთ და დაიმახსოვრეთ ეს ინფორმაცია – როგორც საკუთარი თავისთვის, ისე თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. 🙏

#დასვიკითხვებიალცჰაიმერზე #დასვიკითხვებიდემენციაზე

21/09/2025

For ENG scroll down.

📣 მსოფლიო ალცჰაიმერის დღე – ცნობიერების, მხარდაჭერისა და იმედისკენ ერთად

👉 21 სექტემბერი მსოფლიო ალცჰაიმერის დღეა - გლობალური მოწოდება, დავინახოთ ალცჰაიმერის დაავადებისა და სხვა დემენციების გავლენა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე. საქართველოში და მთელ მსოფლიოში ოჯახები ყოველდღიურად ხვდებიან რთულ გამოწვევებს, თუმცა ამავე დროს გამოხატავენ გამორჩეულ ძალასა და სიყვარულს. 💜

საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია გვერდში უდგას დემენციით მცხოვრებ ადამიანებს, მათ ახლობლებსა და პროფესიონალებს, რომლებიც იბრძვიან უკეთესი დიაგნოსტიკის, მოვლისა და კვლევისათვის.
დღეს ჩვენ ვერთიანდებით საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გავზარდოთ ცნობიერება, დავძლიოთ სტიგმა და ხელი შევუწყოთ ადრეულ აღმოჩენასა და თანაგრძნობით სავსე მხარდაჭერას.🙏

🤝 ერთად შეგვიძლია გავზარდოთ გაგება, გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და მივუახლოვდეთ მომავალს, სადაც დემენცია აღარ განსაზღვრავს ჩვენს საყვარელ ადამიანებს.

#დასვიკითხვებიდემენციაზე #დასვიკითხვებიალცჰაიმერზე
#მსოფლიოალცჰაიმერისთვე

📣 World Alzheimer’s Day – Together for Awareness, Support, and Hope

👉 September 21 marks World Alzheimer’s Day, a global call to recognize the impact of Alzheimer’s disease and other dementias on millions of lives. In Georgia and around the world, families face daily challenges, yet also show remarkable strength and love. 💜

The Georgian Alzheimer’s Association stands with those living with dementia, their caregivers, and the professionals who strive for better diagnosis, care, and research.
Today, we join the international community to raise awareness, fight stigma, and promote early detection and compassionate support. 🙏

🤝 Together, we can build understanding, improve quality of life, and move toward a future where dementia no longer defines our loved ones’ stories.

For ENG scroll down✨ სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო თვეა, ხოლო 21 სექტემბერი - ალცჰაიმერის მსოფლიო დღე.როგორც ყოველ წელს...
19/09/2025

For ENG scroll down

✨ სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო თვეა, ხოლო 21 სექტემბერი - ალცჰაიმერის მსოფლიო დღე.
როგორც ყოველ წელს, საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია აგრძელებს ტრადიციას და სათნოების სახლ „კათარზისში“ სადილს მართავს.

წელსაც პატივი გვქონდა გაგვეზიარებინა სითბო 450 ზე მეტი ბენეფიციარისთვის. 💜

ჩვენთვის ეს სადილი მხოლოდ სადილი არი არის - ეს არის შესაძლებლობა გავზარდოთ ცნობიერება, გამოვხატოთ მხარდაჭერა და ყველას შევახსენოთ, რომ დემენციის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები მარტო არ არიან.

დიდი მადლობა 🙏🏻„კათარზისის“ თანამშრომლებსა და ყველას, ვინც ამ ტრადიციას წლიდან წლამდე შესაძლებელს ხდის. ერთად შევძლებთ შევქმნათ მეტი თანაგრძნობა და მხარდაჭერა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 💜

✨ September is World Alzheimer’s Month, and September 21st is World Alzheimer’s Day.
As every year, the Georgian Alzheimer’s Association continues its tradition and hosts a dinner at the House of Charity “Catharsis.”

This year too, we had the honor of sharing warmth with more than 450 beneficiaries. 💜

For us, this dinner is not just a dinner — it is an opportunity to raise awareness, show support, and remind everyone that people living with dementia and their families are not alone.

A big thank you 🙏🏻 to the staff of “Catharsis” and to everyone who makes this tradition possible year after year. Together, we can create more compassion and support for those who need it most. 💜

For ENG Scroll Down🌍 მსოფლიო ალცჰაიმერის თვე 2025 სექტემბერი გვაძლევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ გავავრცე...
17/09/2025

For ENG Scroll Down

🌍 მსოფლიო ალცჰაიმერის თვე 2025 სექტემბერი გვაძლევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია,ავამაღლოთ ცნობიერება, ვებრძოლოთ სტიგმას და დავუდგეთ გვერდში ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხოვრობს დემენციით.წელს გლობალური გზავნილი მარტივი, ძლიერი და ხმამაღალია: #ვიკითხოთდემენციისშესახებ #ვიკითხოთალცჰაიმერისშესახებ

გაგება იწყება კითხვით. როცა ვსვამთ კითხვებს - ადრეულ ნიშნებზე, მოვლაზე, დახმარების გზებზე - ვხსნით კარს ადრეული დიაგნოსტიკისთვის, უკეთესი მხარდაჭერისა და გულისხმიერი საზოგადოებისკენ. 💜 საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია, წელსაც ტრადიციულად, თანამშრომლობს სათნოების სახლ -“კათარზისთან”,რომელიც ხანდაზმულ ადამიანებს უზრუნველყოფს - საკვებით, თბილი გარემოთი და ურთიერთობებით. თქვენი მცირედი ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიდი საქმისთვის, რომელსაც ალცჰაიმერის მხარდაჭერა ეწოდება. დავიწყოთ საუბარი. დავსვათ კითხვები. მოვუსმინოთ. ერთად შევქმნათ გარემო, სადაც დემენციით მცხოვრები ადამიანები მარტო არ რჩებიან.


🌍 World Alzheimer’s Month 2025

September gives us yet another important opportunity to share information, raise awareness, fight stigma, and stand beside everyone living with dementia.
This year’s global message is simple, strong, and clear: .
Understanding begins with a question. When we ask—about early signs, about care, about ways to help—we open the door to earlier diagnosis, stronger support, and a more compassionate society.

💜 This year, as tradition continues, the Georgian Alzheimer’s Association is partnering with the House of Charity “Catharsis,” which provides older adults with meals, a warm environment, and meaningful connection.
Even the smallest involvement from you is deeply important to this great cause of supporting people affected by Alzheimer’s.

Let’s start the conversation. Let’s ask questions. Let’s listen. Together we can create an environment where people living with dementia are never left alone.

30/05/2025

For ENG, Scroll Down 👇

🎬🧠 გულწრფელად ვუხდით მადლობას ჩვენს ოფიციალურ მედია-პარტნიორს PulseTV-ს 2025 წლის საერთაშორისო კონფერენციის – ნეიროდეგენერაციული დაავადებები: ცხოვრების ხარისხი და მართვა – მხარდაჭერისთვის.

თქვენმა პროფესიონალიზმმა და ხარისხიანმა გაშუქებამ გაავრცელა ჩვენი ღონისძიების ხმა და მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართო აუდიტორიამდე.

მადლობა, რომ იყავით ჩვენი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი. 🙏💜

🎬🧠 We extend our heartfelt gratitude to our official media partner, PulseTV, for their outstanding support during the 2025 International Conference – Neurodegenerative Diseases: Quality of Life and Management.

Your professionalism, coverage, and commitment helped us share the essence of this important event with a broader audience across Georgia and beyond.

Thank you for being an essential part of our journey. 🙏💜

🎤🌍 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპიკერებს და სტუმრებს!For ENG, Scroll Down👇ჩვენს მოწვეულ სპიკერებსა და ძვირფას სტუმრებს ...
29/05/2025

🎤🌍 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპიკერებს და სტუმრებს!

For ENG, Scroll Down👇

ჩვენს მოწვეულ სპიკერებსა და ძვირფას სტუმრებს — გიხდით გულწრფელ მადლობას, რომ მიიღეთ მონაწილეობა წლევანდელ საერთაშორისო ღონისძიებაზე.

თქვენი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და პირადი ისტორიები აქცევდა ამ ღონისძიებას სიღრმისეულ და შთამაგონებელ სივრცედ სწავლისა და თანამშრომლობისთვის. ინოვაციური კვლევებიდან დაწყებული რეალურ კლინიკურ შემთხვევებამდე — თითოეულმა გამოსვლამ გააღრმავა ჩვენი ცოდნა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე და ხაზი გაუსვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც გვევალება უკეთესი მოვლისა და ცხოვრების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა, ენერგია და შეგვახსენეთ, როგორი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ დიალოგსა და საერთო მიზანს.

🧠 საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია ამაყობს, რომ მასპინძლობდა ასეთ მრავალფეროვან და შთამბეჭდავ აუდიტორიას. თქვენი სიტყვები და გამოცდილება დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და მოტივაციის საწინდარი იქნება მომავალი პროექტების.

მადლობა!

🎤🌍 THANK YOU TO OUR SPEAKERS & GUESTS!

To our distinguished speakers and valued guests — we extend our heartfelt gratitude for being part of this year’s international conference in Tbilisi.

Your expertise, insights, and personal stories transformed our event into a powerful platform for learning, collaboration, and hope. From leading-edge research to real-world case experiences, every presentation and discussion contributed to a deeper understanding of neurodegenerative diseases and how we can improve the quality of life for those affected.

Thank you for traveling from near and far, for sharing your knowledge generously, and for inspiring action across disciplines.

🧠 The Georgian Alzheimer’s Association is proud to have hosted such an exceptional community of professionals, advocates, and thinkers. Your voices will echo long after the closing remarks.

Thank You!

🎨☕ სადაც ხელოვნება სურნელს ერწყმის – დიდი მადლობა! For ENG, Scroll Down 👇ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და თბილი ელემენტი წ...
28/05/2025

🎨☕ სადაც ხელოვნება სურნელს ერწყმის – დიდი მადლობა!

For ENG, Scroll Down 👇

ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და თბილი ელემენტი წლევანდელი კონფერენციისა იყო ხელოვნებისა და არომატის შერწყმა — გამოცდილება, რომელიც ყველა სტუმარს გულში დარჩება.

გულწრფელად ვუხდით მადლობას განსაცვიფრებელ მხატვრებს, რომელთა ნამუშევრებმა სივრცეს სიცოცხლე, ემოცია და სიღრმე შემატა. თქვენი ხელოვნება მხოლოდ კედლებზე არ ეკიდა — ის მოგვითხრობდა ისტორიებს მეხსიერებაზე, იდენტობაზე, სიცოცხლეზე და გამძლეობაზე.

ასევე განსაკუთრებული მადლობა Julius Meinl-ის ყავის არტისტებს, რომლებმაც თითოეული ფინჯანი აქციეს მყუდრო და შთაგონების მომენტად. თქვენი ხელოვნება ყავის ფინჯანში გახდა კონფერენციის დიალოგების, ფიქრებისა და ახლო კონტაქტების ენერგია.

გთავაზობთ ამ დაუვიწყარი მომენტების ფოტოებს — სადაც ტილო ხვდება ფინჯანს, და ხელოვნება — გულს.

🖼️☕ დიდი მადლობა, რომ შეგვახსენეთ: აღქმა და შეხება მხოლოდ ლექციებზე არ ხდება — ის არსებობს ფერებში, არომატში და გაჩერებულ წამებში.

🎨☕ WHEN ART MEETS AROMA – THANK YOU!

One of the most soul-soothing elements of this year’s conference was the harmony between fine art and fine coffee — a sensory experience we’ll never forget.

We extend our warmest thanks to the incredible painters who brought color, emotion, and depth to our space through their expressive works. Your paintings did more than decorate our venue — they told silent stories that echoed the very theme of this conference: life, memory, identity, and resilience.

Equally, we thank the talented coffee artists from Julius Meinl, whose skill and creativity turned each cup into a comforting ritual. From the first pour to the final sip, your coffee helped fuel conversations, reflections, and connections.

We’re proud to share these moments in photos — where canvas meets coffee cup, and art meets heart.

🖼️☕ Thank you for reminding us that healing and understanding don’t only happen in lecture halls — they also unfold in colors, aromas, and quiet moments in between.

🌟 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საოცარ გუნდს 🌟For ENG, Scroll Down👇ყველა თანამშრომელს, მოხალისეს, კოორდინატორსა და კულისე...
27/05/2025

🌟 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საოცარ გუნდს 🌟

For ENG, Scroll Down👇

ყველა თანამშრომელს, მოხალისეს, კოორდინატორსა და კულისებში მომუშავე გმირს — ეს კონფერენცია თქვენი შრომისა და ერთგულების გარეშე არ შედგებოდა!

თქვენი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და დაუღალავი შრომა უზრუნველყოფდა იმას, რომ თითოეული დეტალი ზუსტად და გულისხმიერად ყოფილიყო შესრულებული, თითოეული სტუმარი თბილად მიგეღოთ და ყოველი სესია — გამართული ყოფილიყო.

ლოჯისტიკის, რეგისტრაციის, სპიკერების დახმარებისა და მონაწილეების მხარდაჭერის მეშვეობით, თქვენ გახდით ამ ღონისძიების გული.

💬 საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის სახელით, მადლობას გიხდით თქვენი ენთუზიაზმის, მოთმინებისა და ძალისხმევისთვის 💜

🌟 THANK YOU TO OUR INCREDIBLE TEAM 🌟

To every single staff member, volunteer, coordinator, and behind-the-scenes hero — this conference would not have been possible without you.

Your dedication, professionalism, and tireless work ensured that every detail was handled with care, every guest felt welcomed, and every session ran smoothly. From managing logistics and registrations to assisting speakers and supporting participants — you were the heartbeat of this event.

Your teamwork turned a complex, multi-day international gathering into an inspiring, organized, and human-centered experience.

💬 On behalf of the Georgian Alzheimer’s Association, we thank you for your passion, patience, and strength. You made this event not just successful, but meaningful.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

322 2290671

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Alzheimer Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Alzheimer Georgia:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category