U S A I D Health Care Improvement Project in Georgia

U S A I D Health Care Improvement Project in Georgia the USAID HCI project implements a 2-year project to improve quality, consistency and continuity of patient medical care in Georgia

The USAID Health Care Improvement Project (HCI) is USAID’s global mechanism for technical leadership and assistance to improve the quality of health care delivery and health workforce capacity and performance in USAID-assisted countries.The project managed by the U.S.-based University Research Company (URC). Georgia Health Care Improvement (HCI) project will address the problems in quality of clinical service delivery in Georgia. The project started in October, 2011 and will continue for 2 years (2011-2013). The project will apply a Collaborative Improvement (CI) model (developed by Institute for Healthcare Improvement in the U.S.) to improve quality, consistency and continuity of clinical care in a demonstration region (Imereti) with a strong focus on upgrading knowledge and clinical skills of physicians in targeted region in both outpatient as well as inpatient facilities. This approach simultaneously improves both clinical content and processes of service delivery to achieve reliable consistent delivery of priority “best-buy” high impact medical services leading to achievement of the highest quality of care possible. Clinical focus areas have been selected based on known disease burden in Georgia, demonstrated poor quality of care (prior facility assessments), and potential for dramatic improvements in quality of care (adult: cardiovascular disease (CVD) & risk factors; COPD/asthma & risk factors and children: pneumonia & asthma). In addition to the Collaborative Improvement interventions in the Imereti demonstration region, the project will implement wide range activities at national level to improve access to and use of evidence based medical information. The USAID Georgia HCI Project by agreement and close collaboration with MoLHSA will arrange involvement of US Diaspora Georgian Physicians in health care efforts for Georgia that would be considerable contribution to HCI project.

ჟურნალ „JAMA Cardiology“ -ის 2016 წლის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯისა (ACC) და ამერიკის გული...
15/08/2016

ჟურნალ „JAMA Cardiology“ -ის 2016 წლის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯისა (ACC) და ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) 2016 წლის განახლებული გაიდლაინი, რომლის რეკომენდაციები ეხება კორონარული არტერიების დაავადებების მქონე პაციენტებში ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის (DAPT) ხანგრძლივობას.
ACC/AHA -ს 2014 წლის გაიდლაინების მიხედვით, თრომბოციტების P2Y12 რეცეპტორების ინჰიბიტორები (კლოპიდოგრელი, ან ტიკაგრელორი, ან პრასუგრელი) ასპირინთან ერთად, 6, ან 12 თვის განმავლობაში უნდა მიეღო ყველა პაციენტს, სტენტის თრომბოზის განვითარების რისკის შემცირებისთვის, უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში.
ბოლო პერიოდში მცირე რაოდენობით მოიპოვებოდა ისეთი რანდომული კონტროლირებადი კვლევები, რომლებიც აფასებდა აღნიშნული თერაპიის ხანგრძლივობას. ერთ-ერთი სტატია, რომელიც ეხებოდა ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის ხანგრძლივობის გავლენას დაავადების კლინიკურ გამსავლებზე და ეფუძნებოდა ჩატარებული სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის შედეგებს, დაიბეჭდა ჟურნალ "Annals of Internal Medicine" -ს 2015 წლის მაისის ნომერში (აღნიშნული კვლევის შედეგები მიმოხილულია ჩვენს ვებ-გვერდზე).

განახლებული გაიდლაინის ახალი რეკომენდაციების საფუძველზე:
- პაციენტებმა, გულის სტაბილური იშემიური დაავადებით (SIHD), რომელთაც დანიშნული აქვთ ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია, კლოპიდოგრელი უნდა მიიღონ ლითონის შემცვლელი სტენტის იმპლანტაციიდან სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში (I კლასის რეკომენდაცია, A დონის მტკიცებულება - რანდომული კვლევებიდან მიღებული მაღალი ხარისხის მტკიცებულებების მიხედვით), ხოლო წამლით დაფარული სტენტის შემთხვევაში - კლოპიდოგრელი, არანაკლებ ექვსი თვის მანძილზე (I კლასის რეკომენდაცია, B დონის მტკიცებულება - რანდომული კვლევებიდან მიღებული ზომიერი ხარისხის მტკიცებულებების საფუძველზე);
- გულის სტაბილური იშემიური დაავადებების მქონე პაციენტებთან, რომელთაც არ აქვთ სისხლდენების განვითარების მაღალი რისკი, კარგად იტანენ DAPT თერაპიას, არ უვლინდებათ სისხლდენებთან დაკავშირებული გართულებები, კლოპიდოგრელით ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია მიზანშეწონილია 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობით - ლითონის შემცვლელი სტენტის იმპლატანტაციიდან, ხოლო 6 თვეზე მეტი დროით - წამლით დაფარული სტენტის შემთხვევაში (II b დონის რეკომენდაცია, A დონის მტკიცებულება - რანდომული კვლევებიდან მიღებული მაღალი ხარისხის მტკიცებულებების მიხედვით);
- ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია 12 თვეზე მეტი ხანგრძლივობით გამართლებულია მწვავე კორორნარული სინდრომების მქონე იმ პაციენტებთან, რომელთაც არ აქვთ სისხლდენების განვითარების მაღალი რისკი, კარგად იტანენ DAPT თერაპიას, არ უვლინდებათ სისხლდენა და მასთან დაკავშირებული გართულებები, იმპლანტირებული აქვთ კორონარული სტენტი, ან ჩატარებული აქვთ მკურნალობა, რევასკულარიზაციისა და ფიბრინოლიზური აგენტების მიღების გარეშე, ან აღენიშნებათ ST -სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი და უტარდებათ მკურნალობა ფიბრინოლიზური პრეპარატებით (II b დონის რეკომენდაცია, A დონის მტკიცებულება - რანდომული კვლევებიდან მიღებული მაღალი ხარისხის მტკიცებულებების მიხედვით).
აღნიშნულმა განახლებულმა გაიდლაინმა ჩაანაცვლა ორმაგი ანტითრომბოციტული მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არსებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “JAMA Cardiology” -ის ვებ-გვერდზე:
http://cardiology.jamanetwork.com/article.aspx?articleid=2543305&utm_source=FBPAGE&utm_medium=social_jn&utm_term=544329096&utm_content=content_engagement|article_engagement&utm_campaign=article_alert&linkId=27633746

This Clinical Guideline Synopsis summarizes a 2016 ACC/AHA focused guideline update on duration of dual antiplatelet therapy in patients with coronary artery disease.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა პროტოკოლები, რომლებიც მოიცავს შემდეგი კლინიკ...
09/08/2016

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა პროტოკოლები, რომლებიც მოიცავს შემდეგი კლინიკური მდგომარეობების მართვას:
- თავის ტვინის დახურული მცირე ტრავმის (ტვინის შერყევის) დიაგნოსტიკა და მართვა;
- დიუშენის კუნთთა პროგრესული დისტროფიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- შაკიკის მართვა;
- ფებრილური გულყრის დიაგნოსტიკა და მართვა;
- იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიური სინდრომების დიაგნოსტიკა და მათვა;
- ნეონატალური გულყრების დიაგნოსტიკა და მართვა.
პროტოკოლის მიზანია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციების მიწოდება, ამბულატორული და სტაციონარული სერვისის მიმწოდებელი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის (პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების, პედიატრების, ბავშვთა ნევროლოგების, ნევროლოგების, ნეონატოლოგების, აგრეთვე, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის/გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებისთვის, ანესთეზიოლოგების, რეანიმატოლოგების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის), რათა დროულად მოხდეს დაავადების ამოცნობა, სწორად შეფასდეს არსებული პრობლემა, ჩატარდეს შესაბამისი კვლევები, მოხდეს პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტირება, შეირჩეს ადექვატური თერაპია და თავიდან იყოს აცილებული არასასურველი გართულებების (ადრეული, თუ გვიანი) განვითარება.
ზემოთაღნიშნული პროტოკოლები განთავსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე:

http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=68

იმ ინდივიდებთან, რომლებიც თავისუფალ დროს უთმობენ  ფიზიკურ აქტიურობას, მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც გულ-სისხლძარღვთა...
24/05/2016

იმ ინდივიდებთან, რომლებიც თავისუფალ დროს უთმობენ ფიზიკურ აქტიურობას, მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის, ისე, კიბოს სხვადასხვა სახეობის განვითარების რისკებიც, - აღნიშნულია ჟურნალ "JAMA Internal Medicine" -ს 2016 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების საფუძველზე.

ბოლო პერიოდში ჩატარებული ობსერვაციული კვლევების შედეგები მიუთითებს ფიზიკური აქტიურობის მნიშვნელოვანი სარგებელის თაობაზე კიბოს განვითარების პრევენციისთვის. რადგან მკვლევართა მიერ ზუსტად არ იყო დადგენილი ზემოთაღნიშნული აქტიურობის გავლენა კიბოს სხვადასხვა სახეობის განვითარების რისკის შემცირებაზე, ექსპერტებმა განსაზღვრეს თავისუფალ დროს არსებული ფიზიკური აქტიურობისა და კიბოს 26 სახეობის განვითარების რისკებს შორის ასოციაციის არსებობა და შეისწავლეს აღნიშნული კავშირის ცვალებადობა თამბაქოს მოხმარების სტატუსსა და სხეულის მასის ინდექსთან დამოკიდებულებაში.
მკვლევარებმა გააანალიზეს აშშ -ისა და ევროპის თორმეტი პროსპექტული კოჰორტული კვლევის (1987-2004 წწ.) შედეგი. მონაწილეთა ფიზიკური აქტიურობა განისაზღვრა მეტაბოლური ექვივალენტით (ფიზიკური აქტიურობის ინტენსიურობის გამომხატველი - METs), ხოლო შეფასდა - თვითშეფასების კითხვარებით.ზომიერი ინტენსიურობის ფიზიკური დატვირთვა განისაზღვრა, როგორც 3, ან მეტი METs. საშუალო აქტიურობა ექვივალენტური იყო კვირის განმავლობაში 150 წთ-იანი ზომიერი ინტენსიურობის ფიზიკური ვარჯიშის, ან 75 წუთიანი ძლიერი ინტენსიურობის აქტიურობისა, ან მისი ექვივალანტური კომბინაციისა.
მთავარ გამოსავალს წარმოადგენდა კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში კიბოს ახალი შემთხვევების გამოვლენის სიხშირე.
კვლევაში ჩართული იყო 1,44 მილიონი მონაწილე (საშუალო ასაკით - 59 წ.), რომელთა 57% -ს ქალბატონები შეადგენდნენ. კვლევის 11 წლის განმავლობაში გამოვლინდა კიბოს 186 932 ახალი შემთხვევა.

- თავისუფალ დროს განხორციელებული მაღალი ფიზიკური აქტიურობა ასოცირებული იყო 13 სახეობის კიბოს განვითარების დაბალ რისკთან, კერძოდ,: საყლაპავის ადენოკარცინომის (შანსების თანაფარდობის მაჩვენებელი- HR- 0.58), ღვიძლის (HR- 0.78), ფილტვების (0.74), თირკმელების (0.77), კუჭის კარდიალური ნაწილის (0.78), ენდომეტრიუმის კიბოს (0.79), აგრეთვე, მიელოიდური ლეიკემიის (0.80), მიელომის (0.83), კოლინჯის (0.84), თავისა და კისრის კიბოს (0.85), სწორი ნაწლავის (0.87), შარდის ბუშტისა (0.87) და მკერდის კიბოს (0.90) განვითარების დაბალ რისკებთან;
- აღნიშნული კავშირის არსებობამ დადებით გავლენა არ მოახდინა პროსტატის სიმსივნისა (1.05) და მელანომის მალიგნიზაციის (1.27) განვითარების რისკებზე. შემდგომი ანალიზით დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ აშშ -ის რეგიონისთვის, სადაც მაღალია ულტრაიისფერი გამოსხივების დონე (HR -1.26);
- მკვლევარებმა ისიც მიუთითეს, რომ დაბალი აღმოჩნდა ნაღვლის ბუშტის, წვრილი ნაწლავების კიბოსა და არაჰოჯკინის ლიმფომის განვითარების რისკებიც;
- რაც შეეხება სმი ინდექსს, მისი კორეგირებით შემცირდა რამდენიმე სახეობის კიბოს განვითარების რისკი, კერძოდ, მოდიფიცირების შემდეგ, კიბოს 13-დან 10 სახეობასთან აღმოჩნდა მისი კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი;
- თამბაქოს მოხმარების მოდიფიცირებით შემცირდა ფილტვის კიბოს, მაგრამ არა კიბოს სხვა სახეოებების განვითარების რისკი, რომელთა ხელშემწყობი რისკ-ფაქტორს, ასევე, თამბაქო წარმოადგენს.

ამრიგად, ფიზიკური აქტიურობა, რომელსაც ეთმობა თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი, მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს სხვადასხვა სახეობების განვითარების რისკს.

http://archinte.jamanetwork.com/article.aspx?articleid=2521826

This study of pooled data from 12 US and European cohorts examines the association of leisure-time physical activity with incidence of 26 common types of cancer and whether the associations vary by body size and/or smoking.

03/05/2016
08/04/2016

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) - "პარენტერალური კვება ინტენსიურ თერაპიაში (რეანიმაცია)".
პროტოკოლის რეკომენდაციები ეხება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ იმ მოზრდილ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შენარჩუნებისთვის საჭიროა სრული, ან ნაწილობრივი პარენტერალური კვების უზრუნველყოფა და პარენტერალური მიწოდების გზით, მათი ენერგეტიკული და ნუტრიციული მოთხოვნილებების გაუმჯობესება.
აღნიშნული პროტოკოლი განკუთვნილია როგორც ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ასეთვე, ქირურგების, თერაპევტების, პალიატიური მედიცინის სფეროში მოღვაწე ექიმებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

http://www.moh.gov.ge/files/01_GEO/jann_sistema/gaidlaini/gaidlain-protokol/216.pdf

14/03/2016

"მშობიარობის შემდგომი სისხლდენა - საწყისი სარეანიმაციო ნაბიჯები და საშვილოსნოს ჰოპო - ატონური სისხლდენის მართვა", - ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესში ჩართული ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის (სამეოანო-გინეკოლოგიური სერვისის მიმწოდებელი და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის) გამოქვეყნდა პროტოკოლი, რომლის რეკომენდაციები დამხმარეა ადრეული ლოგინობის პერიოდში განვითარებული სისხლდენის დროული გამოვლენის, სისხლის დანაკარგის ზუსტი შეფასება/კლასიფიცირების, პრობლემის ადექვატური მართვისა და არასასურველი გამოსავლების განვითარების პრევენციისთვის.

მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველადი სისხლდენა მშობიარობის ყველაზე ხშირ გართულებას და დედათა ავადობისა და სიკვდილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. სისხლდენის გამომწვევის მიზეზებიდან ყველაზე ხშირი, შემთხვევათა 70-80% -ში, საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითებაა. მშობიარობის (განსაკუთრებით, მესამე პერიოდის) აქტიური მართვით, თანმიმდევრული არაოპერაციული, თუ ქირურგიული ინტერვენციების გამოყენებით, შესაძლებელია, სისხლდენის განივთარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება და არასასურველი გამოსავლების თავიდან აცილება. გამოსავლების გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
სისხლდენის განვითარების ხელშემწყობი რისკ-ფაქტორების დროული გამოვლენა როგორც მშობიარობამდე, ისე მის შემდგომ პერიოდში. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის განვითარების ალბათობა რისკ-ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც.
მშობიარობის პერიოდის მართვაში ჩართული ჯანდაცვის პროფესიონალთა გუნდის მიერ შემუშავებული სისხლდენის პრევენციისა და მართვის ადექვატური გეგმა უნდა მოიცავდეს ცოდნას რეანიმაციული უნარ-ჩვევებისა და მკურნალობის არაოპერაციული და ქირურგიული მეთოდების თაობაზე.

აღნიშნული პროტოკოლი შემუშავდა USAID/SUSTAIN, JSI -ის მხარდაჭერით.
პროტოკოლი გამოქვეყნდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

http://www.moh.gov.ge/files/01_GEO/jann_sistema/gaidlaini/gaidlain-protokol/215-1.pdf

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა გრიპის მართვის ზოგადი რეკომენდაციე...
02/02/2016

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა გრიპის მართვის ზოგადი რეკომენდაციები (2016 წ.), რომელიც განთავსებულია როგორც აღნიშნული ორგანიზაციის, ისე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ინფექციის - გრიპის ეპიდემია, ყოველწლიურად იწვევს დაავადების 3-5 მილიონი მძიმე შემთხვევის გავნითარებას, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფებში - ხელს უწყობს არასასურველი გამოსავლების ჩამოყალიბებას.
2015- 2016 წლებში საქართველოში ძირითადად ცირკულირებს გრიპის A/H1p ქვეტიპი. აღნიშნული შტამი გავრცელებული იყო 2009 - 2010- 2011 წლებშიც და მისი პრევალენტობის პიკური მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე შეადგენდა 800 შემთხვევას.
აღნიშნული ვირუსი გახდა გრიპის პანდემიის მიზეზი 2009 წელს (მოსახლეობას ჰქონდა სუსტი იმუნიტეტი ახალი გამომწვევის - A(H1N1) -ის მიმართ), რამაც ხელი შეუწყო გლობლური ეპიდემიისა და ყოველწლიურად სიკვდილობის 100 000-დან 400 000 შემთხვევის განვითარებას. მას შემდეგ აღნიშნული გამომწვევი ცირკულირებს ევროპასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ამჟამად, ის სეზონური გრიპის სახით გვევლინება.
გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური გამოვლინება მოიცავს უსიმპტომო, მსუბუქი და ზომიერიდან - მძიმე და გართულებებით მიმდინარე ფორმებს. ამასთან, ხელს უწყობს თანმხლები ქრონიკული პათოლოგიების გამწვავებას და მათი მიმდინარეობის დამძიმებას.
ჯანდაცვის მსოფლიო რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალება დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელიც უმჯობესია ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე, სულ მცირე, 2 კვირით ადრე. აცრა რეკომენდებულია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ინდივიდისთვის (ბავშვები 6 თვის ასაკიდან), განსაკუთრებით, მაღალი რისკის მქონე პირებისთვის.
გრიპის კლინიკური მართვა შესაძლებელია განხორციელდეს ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ, როგორც პირველადი ჯანდაცვის (მსუბუქი და გაურთულებელი ფორმების), ისე ჰოსპიტალურ დონეზე (დაავადების მძიმე და გართულებული მიმდინარეობის შემთხვევაში).

http://www.ncdc.ge/Home/Article/4393

12/11/2015

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO,) გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), მსოფლიოს ბანკის ჯგუფისა (World Bank Group) და გაეროს მოსახლეობის დივიზიის (United Nations Population Division) ექსპერტებმა განაახლეს და სისტემურად შეფასეს დედათა სიკვდილობის მაჩვენებლები 1990, 1995, 2000, 2005 და 2015 წლებში.
დედათა სიკვდილობა განისაზღვრება ორსულობის, მშობიარობის, ან მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში განვითარებული ლეტალობის შემთხვევებით.
ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან (Millennium Development Goal) მე-5 მიზანი გულისხმობს დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და 1990 -2015 წლების მანძილზე მათი სიკვდილობის მაჩვენებლის 3/4 -ით (75% -ით) შემცირებას
გლობალურად, მთელს მსოფლიოში, 1990 - 2015 წლებში დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი -Maternal Mortality Ratio-MMR) შემცირდა 44% -ით (532 000 -დან - 303 000 შემთხვევამდე). ზემოთაღნიშნული ციფრები შეესაბამება ყოველ 100 000 ცოცხლად დაბადებულ ახალშობილზე 216 დედის სიკვდილის მაჩვენებელს, მაშინ როდესაც,1990 წლის პერიოდისთვის, ეს ციფრები ყოველ 100 000 ცოცხლად დაბადებულ ახალშობილზე დედათა სიკვდილობის 385 შემთხვევას მოიცავდა.
გლობალური გაუმჯობესების მიუხედავად, 1990- 2015 წლებში, მხოლოდ ცხრა ქვეყანაში (ბუტანში, კაბო-ვერდეს, კამბოჯას, ლაოსში, აგრეთვე, მალდივის კუნძულებზე, მონღოლეთში, რუანდასა და აღმოსავლეთ ტიმორში), სულ მცირე, 75 %-ით შემცირდა დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ჩამოთვლილთაგან ზოგიერთ სახელმწიფოში, აღნიშნული მაჩვენებელი, გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით, მაინც მაღალი დარჩა.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევები თითქმის განახევრდა, რაც რეალურ პროგრესს წარმოადგენს.
2012 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, გაეროს მოსახლეობის ფონდმა და მათმა პარტიონებმა შექმნეს "დედათა სიკვდილობაზე მეთვალყურეობისა და საპასუხო რეაგირების სამსახური" (Maternal Death Surveillance and Response), რომლის მიზანია, დედათა სიკვდილობის გამოვლენა და ყველა შემთხვევის დროული შეტყობინება, გამომწვევ მიზეზთა დადგენა და სიკვდილობის პრევენციის საუკეთესო მეთოდის შერჩევა.
დღეს სულ უფრო მეტად იზრდება დაბალი- და საშუალო შემოსავლების იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც აქტიურად დანერგეს ზემოთაღნიშნული მიდგომა.
ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში ესენციური სამედიცინო ისეთი ინტერვენციების განხორციელება, როგორიცაა: ჰიგიენური რეჟიმის დაცვა, ინფექციების განვითარების პრევენციისთვის, საინექციო ოქსიტოცინის დაუყოვნებელი მიწოდება, მშობიარობის შემდგომ პერიოდში ძლიერი სისხლდენის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ორსულობით ინდუცირებული არტერიული ჰიპერტენზიის - პოტენციურად საშიში და ფატალური გართულების, აგრეთვე სიცოცხლისთვის არასასურველი სხვა გამოსავლების დროული პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე (მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ხელს უწობს დედათა სიცოცხლის შენარჩუნებას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან აუმჯობესებას.

http://who.int/reproductivehealth/publications/monitoring/maternal-mortality-2015/en/

The page or file you are trying to access cannot be found. This is because the web address is incorrect or the file has been moved or deleted.

30/10/2015

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) - "ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში".
აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები ეხება ბავშვთა ჯანსაღი კვების, ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი კვების დაბალანსებული რაციონის გამოყენებას, ჯანსაღი კვების პირამიდის შესაბამისად, ყველა საჭირო საკვები ნივთიერების მოხმარებას, აგრეთვე, სასკოლო კვების ორგანიზებასა და სასკოლო კვების სტანდარტების დაცვას.
გაიდლაინი შემუშავებულია საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებებისა და თანამშრომლების მონაწილეობით.
აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და გაერთიანებული სამეფოს დოკუმენტს - "სკოლაში კვების სტანდარტებს".

http://www.moh.gov.ge/files//2015/Failebi/29.10.15-1.pdf

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა "ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმ...
04/10/2015

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა "ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ახალი გლობალური სტრატეგია (2016- 2030 წწ.)", რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული ინდივიდების ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველაზე მაღალ სტანდარტებამდე გაუმჯობესებას, მათი სიცოცხლის გადარჩენას და 2030 წლისთვის ყველა ახალშობილისა და ბავშვის, აგრეთვე, დედების უკეთესი ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
მსოფლიოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი რჩება:
- დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი - ყოველწლიურად ის 289 000 შემთხვევას შედაგენს;
- 2,8 მილიონია მკვდრადშობადობის ყოველწლიური მაჩვენებელი;
- 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი 5,9 მილიონს შეადგენს, რომელთაგან 2,7 მილიონი შემთხვევა ახალშობილთა სიკვდილობაზე მოდის;
- რაც შეეხება მოზარდთა ლეტალობის მაჩვენებელს, ის 1,3 მილიონი შემთხვევით იფარგლება.
როგორც ექსპერტები მიუთითებენ, აღნიშნული სიკვდილობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ინდივიდებისთვის ხელმსაწვდომი რომ ყოფილიყო ესენციური, კარგი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, შექმნილიყო მათი ჯანმრთელობისთვის შესაბამისი სანიტარული პირობები, ჯანსაღი გარემო, უზრუნველყოფილიყო სუფთა სასმელი წყალისა და ადექვატური კვების პროდუქტების მიწოდება, აღმოფხვრილიყო ასეთი მზარდი რაოდენობის ძალადობის და დისკრიმინაციის შემთხვევები.
ზემოთაღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება სტრატეგიის განხორციელებისას 2010 წელს მიღწეულ წარმატებას და გლობალურ მოძრაობას - "Every Woman Every Child movement", ამასთან, ახალი სტრატეგია დამხმარეა "ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან" ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მიზნის მიღწევაში წარმატებისთვის და ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს გაეროს მდგრადი განვითარების ახალი მიზნების - UN Sustainable Development Goals - განხორციელებისთვის.

http://who.int/life-course/partners/global-strategy/global-strategy-2016-2030/en/

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ტუბერკულოზის მართვის ახალი გაიდლაინები და ...
24/09/2015

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ტუბერკულოზის მართვის ახალი გაიდლაინები და პროტოკოლები, რომლებიც ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციებს და განკუთვნილია როგორც ამბულატორულ, ასევე, ჰოსპიტალურ ქსელში მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის (ოჯახის ექიმების, შინაგანი მედიცინის სპეციალისტების, ფთიზიატრ-პულმონოლოგების, პულმონოლოგებისა და ინფექციონისტებისთვის).
გაიდლაინების რეკომენდაციები დამხმარეა ექთნებისთვისაც, ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების შეფასების, მათი განსწავლისა და დაავადების ადექვატური მართვისთვის.
ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი მომზადდა აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ხელშეწყობით.

- ტუბერკულოზის მართვა (გაიდლაინი);
- ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევის მართვა (პროტოკოლი);
- ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა (პროტოკოლი);
- რეგულარული ტუბერკულოზის მკურნალობა (პროტოკოლი);
- რეგულარული ტუბერკულოზის მკურნალობის მონიტორინგი და პირველი რიგის მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვა (პროტოკოლი);
- რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა (პროტოკოლი);
- რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მონიტორინგი და მეორე რიგის მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვა (პროტოკოლი);
- ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის გამოვლენა და მკურნალობა (პროტოკოლი);
- ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის მართვა (პროტოკოლი);
- ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მურნალობა (პროტოკოლი);
- ინფორმაცია ბედაქილინის შესახებ;
- აგრეთვე, ინფორმაცია სერვისის მომხმარებლებისთვის.

აღნიშნული გაიდლაინები განთავსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე:

http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=68&info_id=1486

პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

WHO, UNICEF and the World Bank Group release new joint report on child malnutrition estimates for the 1990 to 2014 perio...
22/09/2015

WHO, UNICEF and the World Bank Group release new joint report on child malnutrition estimates for the 1990 to 2014 period. It represents the most recent global and regional figures after adding 62 new surveys from 57 countries. This key findings report summarizes the new numbers, main messages and identifies some minor changes in methodology.

http://www.who.int/nutrition/publications/jointchildmalnutrition_2015_estimates/en/

EN Nutrition - Publications - Child growth standards - UNICEF-WHO-World Bank Group joint child malnutrition estimates 2015: Levels and trends in child malnutrition

Address

57 Shartava Str, Building 1
Tbilisi
0178

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when U S A I D Health Care Improvement Project in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram