ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, Medical and health, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5, Tbilisi.

ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით.

17/11/2025

👉 როგორ უნდა გავიგოთ, გვაქვს თუ არა არითმია?

👨‍⚕️ თემაზე საუბრობს ბოხუას ცენტრის რითმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, გურამ(გუგა) იმნაძე. რუპინ-ბრანდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის, რითმოლოგიური სამსახურის დირექტორი ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

🌎 14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღეაშაქრიანი დიაბეტი დღეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ მეტაბო...
14/11/2025

🌎 14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღეა

შაქრიანი დიაბეტი დღეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ მეტაბოლურ დაავადებად რჩება.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მისი გავრცელება წლიდან წლამდე იზრდება და საჭიროებს მუდმივ ყურადღებასა და ცნობიერების ამაღლებას.

💪 დროული პრევენცია, რეგულარული გამოკვლევები და ჯანსაღი ცხოვრების წესი - დიაბეტის განვითარების შემცირების და დაავადების მართვის მთავარი გზებია.

რეინოს ფენომენი არის მდგომარეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მცირე დიამეტრის სისხლძარღვების სპაზმი. მაპროვოცირებელი ფაქტორ...
07/11/2025

რეინოს ფენომენი არის მდგომარეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მცირე დიამეტრის სისხლძარღვების სპაზმი. მაპროვოცირებელი ფაქტორებია გარემოს დაბალი ტემპერატურა და ემოციური სტრესი.

🖐️ კლინიკურად ის ვლინდება ხელის ან ფეხის თითების ფერის ცვლილებებით, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, დაბუჟება და მგრძნობელობის დაქვეითება.

რეინოს ფენომენი არსებობს ორ ფორმად:

🔹 პირველადი (რეინოს დაავადება) - როცა მდგომარეობა დამოუკიდებელია და არ უკავშირდება სხვა პათოლოგიას.
უმეტესად გვხვდება ახალგაზრდებში (მოზარდები ან 30 წლამდე ასაკი) და ძირითადად ქალებში.
მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს ცხოვრების ხარისხის დაქვეითება. ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობა მსუბუქია და დროთა განმავლობაში შესაძლოა თავისთავად უკუგანვითარდეს.

🔹 მეორადი (რეინოს სინდრომი) - ვითარდება სხვა დაავადებების ფონზე, როგორიცაა:
- აუტოიმუნური დაავადებები (სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა)
- ჰემატოლოგიური დაავადებები (კრიოგლობულინემია, პარანეოპლაზიური სინდრომი)
- ჰიპოთირეოიდიზმი
- ათეროსკლეროზი, ვასკულიტი, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი
- გულმკერიდან გამოსვლის სინდრომი
- მაჯის გვირაბის სინდრომი
- მედიკამენტების გავლენა (კოკაინი, ნიკოტინი, ინტერფერონი, ქიმიოთერაპიის ზოგიერთი პრეპარატი)
- აუტოიმუნური ჰეპატიტები
- შაქრიანი დიაბეტი

🩺 რეინოს ფენომენის შემჩნევის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კონსულტაცია, რათა დადგინდეს მიზეზი და შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
📞 032 288 09 09
📍 მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

🫀 კორონარული სტენტირება, იგივე ანგიოპლასტიკა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება დახშული ან შევიწროებული კორონარული არტე...
30/10/2025

🫀 კორონარული სტენტირება, იგივე ანგიოპლასტიკა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება დახშული ან შევიწროებული კორონარული არტერიების სანათურის გასაფართოებლად.

პროცედურა გულისხმობს ბალონის საშუალებით არტერიის გაფართოებას და სპეციალური სპირალური ბადის - სტენტის - ჩადგმას, რომელიც მუდმივად რჩება სისხლძარღვში და ხელს უწყობს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას.

გულის მკვებავი არტერიების შევიწროება ან გამკვრივება (ათეროსკლეროზი) იწვევს გულის კორონარულ დაავადებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება არის სტენოკარდია - ტკივილი გულმკერდის არეში სისხლის ნაკადის შემცირების გამო.

🩺 რეკომენდაციები პროცედურის შემდეგ:

🔹 მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას - მათ შორის ვარჯიშს, სიმძიმის აწევას და ფიზიკურ შრომას.
🔹 დაისვენეთ და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (ზოგ შემთხვევაში ექიმის მითითების მიხედვით ეს რეკომენდაცია იცვლება).
🔹 დაიცავით დიეტური რეჟიმი ექიმის დანიშნულების მიხედვით.
🔹 მკაცრად დაიცავით მედიკამენტების მიღების სქემა.
🔹 დაგეგმეთ განმეორებითი ვიზიტი ექიმთან მითითებულ ვადებში.
🔹 მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

📞 032 288 09 09
📍მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ზრდის გულის შეტევისა ...
21/10/2025

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკს.

🩺 არტერიული წნევა არ არის მუდმივი - ის იცვლება დღის განმავლობაში, თუმცა, თუ მაჩვენებელი არაერთი გაზომვის შემდეგ აღემატება 140/90 მმ.ვწ.სვ., ეს შეიძლება მიუთითებდეს ჰიპერტენზიაზე.

ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა - მკურნალობა მიზნად ისახავს წნევის კონტროლს და არა მოკლე დროში განკურნებას. წამლების თვითნებურად შეწყვეტა იწვევს პრობლემის დაბრუნებას.

მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა:
🧂 მარილის შეზღუდვა
🚶‍♀️ რეგულარული ფიზიკური აქტივობა
🥗 დაბალცხიმიანი, ბალანსირებული კვება
🚭 თამბაქოზე უარის თქმა
⚠️ თუ მკურნალობის მიუხედავად წნევა კვლავ მაღალია, საჭიროა დამატებითი გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ე.წ. რეზისტენტული ჰიპერტენზია.

სწორი მონიტორინგი და ჯანსაღი ჩვევები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.

📞კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 288 09 09
📍მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

🩺 დღეს ანესთეზიოლოგიის მსოფლიო დღე აღინიშნება!ეს დღე ხაზს უსვამს ანესთეზიოლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე ...
16/10/2025

🩺 დღეს ანესთეზიოლოგიის მსოფლიო დღე აღინიშნება!
ეს დღე ხაზს უსვამს ანესთეზიოლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე მედიცინაში.

💉 თითოეული წარმატებული ოპერაციის უკან დგას პროფესიონალ ანესთეზიოლოგთა გუნდი.
ისინი პაციენტის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ. მათი პროფესიონალიზმი, სიზუსტე და პასუხისმგებლობა ოპერაციული პროცესის შეუცვლელი საფუძველია.

მადლობას ვუხდით ყველა ანესთეზიოლოგს თავდაუზოგავი შრომისა და პაციენტებზე ზრუნვისთვის.

🧠10 ოქტომბერი გვახსენებს მენტალური ჯანმრთელობის დიდ როლს პიროვნების მთლიანობასა და კეთილდღეობაში.🌎წელს,მსოფლიოს ფოკუსი გ...
10/10/2025

🧠10 ოქტომბერი გვახსენებს მენტალური ჯანმრთელობის დიდ როლს პიროვნების მთლიანობასა და კეთილდღეობაში.

🌎წელს,მსოფლიოს ფოკუსი გადატანილია კატასტროფებსა და საგანგებო სიტუაციებზე.მსგავს მდგომარეობაში,ადამიანებმა მეტი ემპათია და მხარდაჭერა უნდა იგრძნონ. სტრესის დაძლევის ჯანსაღი სტრატეგიები, საზღვრებს აფართოვებს და მეტ მნიშვნელობას იძენს.ის ბმაშია,ჩვენს ვინაობასთან,საკუთარი თავის ხედვასა და მოტივაცისთან, სხვის მიერ აღქმასთან და ა.შ.

რთულ მომენტებში ,როდესაც გადაწყვეტილებას ვერ იღებთ და იბნევით,თუ როგორ მართოთ სიტუაცია, გაითვალისწინეთ:
🔹გახსოვდეთ - მარტო არ ხართ.
🔹ყველაფერი ცვალებადია - ტალღა გადაივლის.
🔹თუ გრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ - ითხოვეთ ის.
🔹 კონცენტრირდით სამუშაოს პოზიტიურ მხარეზე.
🔹 მიეცით თავს უფლება დაისვენოთ ერთი დღე მაინც.

მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური.
ზრუნვა საკუთარ თავზე — სიყვარულის ყველაზე ძლიერი ფორმაა 🩷

🥼ქრონიკული ვენური უკმარისობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მსოფლიოში.მოსახლეობის 60-80%-ს აღენიშნება ვენური უ...
08/10/2025

🥼ქრონიკული ვენური უკმარისობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მსოფლიოში.
მოსახლეობის 60-80%-ს აღენიშნება ვენური უკმარისობის სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის ნაკადის დარღვევითა და ვენებში შეგუბებით.

📉 შედეგად ზიანდება ვენის კედელი და სარქველები, რაც იწვევს ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას, შეშუპებასა და სისხლძარღვთა ცვლილებებს.

რისკ-ფაქტორებია:
👉 ასაკი და მემკვიდრეობა
👉 მდედრობითი სქესი, ორსულობა
👉 ჭარბი წონა, ჰორმონალური თერაპია
👉 უმოძრაო ცხოვრების წესი და ხანგრძლივი ჯდომა
👉 არაბალანსირებული კვება და ყაბზობა

🩺 ადრეული დიაგნოსტირება და სპეციალისტთან დროული კონსულტაცია დაგიცავთ გართულებებისგან.

📞ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 288 09 09
📍მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

29 სექტემბერს მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება! 🫀ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ ...
29/09/2025

29 სექტემბერს მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება! 🫀

ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ საფრთხეებზე, რასაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს.

🩵 ჯანსაღი ცხოვრების წესი, ექიმის რეკომენდაციების დაცვა და პროფილაქტიკური შემოწმებები - ეს არის ნაბიჯები, რომლებიც გვიცავს სერიოზული გართულებებისგან და გვაძლევს საშუალებას, გულს დიდხანს შევუნარჩუნოთ ძალა და სიჯანსაღე.

🦶ტერფის პათოლოგიებს შორის,შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ პათოლოგიებს დიდი ადგილი უჭირავს.🌍აღნიშნული დაავადების გართულებებს ...
22/09/2025

🦶ტერფის პათოლოგიებს შორის,შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ პათოლოგიებს დიდი ადგილი უჭირავს.

🌍აღნიშნული დაავადების გართულებებს შორის ხშირია დიაბეტური ტერფის სინდრომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად , დაიბეტური ტერფი, ეს არის ინფექცია, წყლული , ასევე ქსოვილებზე ღრმა დესტრუქციული ცვლილებები. დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს:
🔹ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით ,
🔹სისხლის მიმოქცევის მოშლით
🔹 ნეიროპათიული მდგომარეობით.

💡გაითვალისწინეთ:
🔹დარწმუნდით, რომ წელიწადში ერთხელ მაინც (ან უფრო ხშირად) სტუმრობთ ანგიოლოგს, თუ რისკის ქვეშ ხართ.
🔹თუ თქვენ კიდური გიბუჟებათ ან ატყობთ მცირე ცვლილებებს – თქვენ მაღალი რისკის ქვეშ ხართ, რომ განგივითარდეთ წყლული.
🔹ისწავლეთ როგორ გაისინჯოთ და მოუაროთ კიდურებს.
🔹თქვენ უნდა დაითვალიეროთ ტერფები ყოველდღიურად, დაიცავით ჰიგიენის წესები და გაიმშრალოთ საგულდაგულოდ.

💡ატარეთ შესაბამისი ფეხსაცმელი.
🔹ქალების 50%, ხოლო მამაკაცების 27 %, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით ატარებენ ფეხსაცმელს, რომელიც სახიფათოა ტერფებისთვის

🔍პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე სპეციალისტთან დროული ვიზიტი მნიშვნელოვანია

📞ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 288 09 09
📍მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

10/09/2025

🔍 ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში დაინერგა უახლესი მეთოდი,რაც გულისხმობს ახალი სადიალიზო მიდგომის ფორმირებას პაციენტებში რომელთაც არ აქვთ სისხლძარღვოვანი მიდგომისთვის ადექვატური სისხლძარღვები და ვერ უზრუნველყოფენ ჰემოდიალიზს.

👉 ახალი თაობის მოწყობილობა HeRO Graft , უზრუნველყოფს მუდმივი სისხლძარღვოვანი მიდგომის ფორმირებას დიალიზის წარმოებისთვის.

💡 უკვე ჩატარდა 4 წარმატებული ოპერაცია თირკმლის ქრონიკული დაავადების, ტერმინალური სტადიით მყოფ პაციენტებში.

🔍📌ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში დაინერგა უახლეს მეთოდი,რაც გულისხმობს ახალი სადიალიზო მიდგომის ფორმირებას პ...
08/09/2025

🔍📌ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში დაინერგა უახლეს მეთოდი,რაც გულისხმობს ახალი სადიალიზო მიდგომის ფორმირებას პაციენტებში რომელთაც არ აქვთ სისხლძარღვოვანი მიდგომისთვის ადექვატური სისხლძარღვები და ვერ უზრუნველყოფენ ჰემოდიალიზს
🔍📌ახალი თაობის მოწყობილობა HeRO Graft , უზრუნველყოფს მუდმივი სისხლძარღვოვანი მიდგომის ფორმირებას დიალიზის წარმოებისთვის.
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში ჩატარდა ოთხი ოპერაცია,პაციენტებში თირკმლის ქრონიკული დაავადების, ტერმინალური სტადიით.

Address

ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
Tbilisi

Telephone

+995322880909

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram