19/07/2025
მადლობა მილიონი ნახვისთვის! 😁
თქვენი ჰეითი ჩემი აუდიტორიის ზრდას უფრო უწყოფს ხელს, ვიდრე ნებისმიერი რეკლამა. 😂
წერენ: „იხვი“, „ქათმის უკანალი“, „ტუჩებით იშოვა“…
და თუ ჩემს ტუჩებს ამდენი ემოცია მოყვა — ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ 😘
გამოვიყურები ისე, როგორც მინდა. გამოვიმუშავებ ფულს ისე, როგორც ვიცი. და ვცხოვრობ ისე, როგორც ბევრი ოცნებობს.🥰
დიახ, Porsche-ს ფული ჩემი ხელით, ცოდნითა და შრომით გამოვიმუშავე. ტუჩებით? დიახ, ტუჩებით — იმიტომ, რომ კოსმეტოლოგი ვარ და ტუჩები ჩემი პროფესიის სავიზიტო ბარათია.👄💉
თუ თქვენი ასოციაციები მხოლოდ ვულგარულ აზრებზეა აგებული — ეს ჩემზე არ ამბობს არაფერს. ეს თქვენზე მეტყველებს.
სანამ თქვენ კომენტარებში ბოროტებას ანთხევთ, მე პაციენტებს ერთი თვით წინ ვწერ. 😄
შური — იაფფასიანი ემოციაა. Porsche — ძვირადღირებული მანქანა.
სანამ თქვენ ტუჩებზე ხუმრობთ — მე მათ ვაკეთებ და ამით ლამაზად ვცხოვრობ ❤️
ამბობთ, რომ „ტუჩებით იშოვა“?
დიახ. მაგრამ არა იმ გზით, როგორც თქვენ ფიქრობთ
თქვენ შურით და ბინძურად ფიქრს მიეჩვიეთ. მე კი — სუფთად გამოვიმუშავებ.☺️
თქვენ როგორც ღებულობთ წარმატებულ ქალს — ეს თქვენი კომპლექსების სარკეა.
თქვენ მე არ დამცინით — საკუთარ უიღბლობას მალავთ „ხუმრობებში“.