Modern Medical Solution

  • Home
  • Modern Medical Solution

Modern Medical Solution სამედიცინო სახარჯი მასალების, იმპლანტებისა და აპარატურის მომწოდებელი ქართული კომპანია
(2)

💣 უკვე საქართველოში — რევოლუციური წინგადადგმული ნაბიჯი ნეიროქირურგიაში!📣 Modern Medical Solution-ის და ამერიკული კორპორა...
22/11/2025

💣 უკვე საქართველოში — რევოლუციური წინგადადგმული ნაბიჯი ნეიროქირურგიაში!

📣 Modern Medical Solution-ის და ამერიკული კორპორაცია Medtronic-ის მხარდაჭერით, საქართველოს ორ კლინიკაში დაინერგა რეგიონალური მასშტაბის მნიშვნელოვანი სიახლე.

კავკასიის მედიცინის ცენტრი და დასავლეთ საქართველოს მედიცინის ცენტრი არიან პირველი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებმაც ნეიროქირურგიის მიმართულებით გადაინაცვლეს ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე და დაიწყეს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტენსიური დანერგვა.

🔹 ინტრაოპერაციული ნეირონავიგაცია
🔹 ინტეგრირებული 3D იმიჯინგ სისტემა
🔹 Medtronic-ის მინიინვაზიური იმპლანტები

ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიები ნეიროქირურგებს აძლევს შესაძლებლობას ოპერაციის მიმდინარეობისას რეალურ დროში და მილიმეტრის სიზუსტით განსაზღვრონ პათოლოგიის ლოკალიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის წარმატებით წარმართვისა და პაციენტის უსაფრთხოების დონეს. ახალი სისტემები ქართულ კლინიკებს აახლოებს ინოვაციურ სამედიცინო პრაქტიკასთან, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ნეიროქირურგიულ ცენტრებში.

ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობები:

🔹 მაღალი სიზუსტე
🔹 მინიმალიზირებული ტრავმა
🔹 უსაფრთხო და ოპტიმიზირებული ნეიროქირურგიული დაგეგმვა
🔹 თავის ტვინის სიმსივნეებისა და კისტების ზუსტი ლოკალიზაცია და რეზექცია 3D ვიზუალის გამოყენებით
🔹 ფუნქციური უბნების (მეტყველება, მოძრაობა და სხვ.) მაქსიმალური დაცვა
🔹 ბიოფსიისას პათოლოგიური ქსოვილის ზუსტი მდებარეობის დადგენა
🔹 ხერხემლის ქირურგიაში პედიკულური ხრახნების ზუსტი ჩადგმა, განსაკუთრებით რთული ან დეფორმირებული ანატომიის (სქოლიოზი) დროს
🔹 რადიაციის შემცირება, მინიმალური ინვაზიურობა, ნაკლები ტკივილი და სწრაფი რეაბილიტაცია

ინოვაციის დანერგვით, ქართველ პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ იმავე ხარისხის ნეიროქირურგიული დახმარება, რაც ხელმისაწვდომია აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში.

👨🏻‍⚕️ნეიროქირურგი _ ნეიროქირურგი იაკობ ცერცვაძე • Neurosurgeon Iakob Tsertsvadze
👨🏻‍⚕️ნეიროქირურგი _ ლადო წიქარიშვილი

🏢 _ კავკასიის მედიცინის ცენტრი • Caucasus Medical Centre
🏢 _ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი • West Georgia Medical Center

Modern Medical Solution კვლავ აგრძელებს ქართულ მედიცინაში თანამედროვე ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ხარისხს და მის ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით.

📣 რევოლუციური ნაბიჯი ონკოლოგიური პაციენტების მართვაში🔉 წარმოგიდგენთ 𝐍𝐚𝐧𝐨𝐊𝐧𝐢𝐟𝐞® სისტემას, რომელიც შექმნილია 𝐀𝐧𝐠𝐢𝐨𝐃𝐲𝐧𝐚𝐦𝐢𝐜𝐬...
14/11/2025

📣 რევოლუციური ნაბიჯი ონკოლოგიური პაციენტების მართვაში

🔉 წარმოგიდგენთ 𝐍𝐚𝐧𝐨𝐊𝐧𝐢𝐟𝐞® სისტემას, რომელიც შექმნილია 𝐀𝐧𝐠𝐢𝐨𝐃𝐲𝐧𝐚𝐦𝐢𝐜𝐬 -ის მიერ და ეფუძნება შეუქცევად ელექტროფორაციას (𝐈𝐑𝐄) — უახლეს ტექნოლოგიას ინოპერაბელური სიმსივნეების მკურნალობაში.

✔️ 𝐍𝐚𝐧𝐨𝐊𝐧𝐢𝐟𝐞® განსაკუთრებულად ეფექტურია იმ შემთხვევებში, როდესაც სიმსივნის კერაში ჩათრეულია სისხლძარღვები, ნერვული სტრუქტურები ან ნაღვლისა და პანკრეასის სადინრები.
ასეთ შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა ხშირად დაუშვებელია, ასევე სხივური თერაპიაც შეუძლებელია.

✔️ 𝐈𝐑𝐄 ტექნოლოგია ქმნის ზუსტ ელექტრულ ველს სიმსივნის კერაში, რაც არჩევითად ანადგურებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, ხოლო მიმდებარე კრიტიკული სტრუქტურები რჩება დაუზიანებელი.
ამ მეთოდით მკურნალობა ეფექტურია უკიდურესად რთული კლინიკური შემთხვევების დროს.

✅ 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 განაგრძობს რევოლუციური სამედიცინო გადაწყვეტილებების დანერგვას ქართულ ბაზარზე, რაც აძლიერებს ქართულ მედიცინას და უზრუნველყოფს პაციენტების მაღალი სტანდარტით მკურნალობას.

📣 ჩვენ ვქმნით თანამედროვე მედიცინის ახალ ეტაპს საქართველოში.

✨ VenaSeal პროცედურა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს წამყვან კლინიკებში!აღმოაჩინე თანამედროვე, უმტკივნეულო და სწრაფი გზა...
04/11/2025

✨ VenaSeal პროცედურა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს წამყვან კლინიკებში!

აღმოაჩინე თანამედროვე, უმტკივნეულო და სწრაფი გზა ვარიკოზული ვენების მკურნალობისთვის – უსაფრთხოდ და ეფექტურად.

🕒 პროცედურა გრძელდება სულ 20 წუთი, ტარდება ამბულატორიულად, და დასრულებისთანავე პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს — არ საჭიროებს კომპრესიულ წინდებს.

📍 სად ტარდება პროცედურა:

🏥 თბილისი – ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი | ექიმი გიორგი კენჭაძე
🏥 ქუთაისი – კლინიკა L.J. | ექიმი გოჩა ჩანქსელიანი
🏥 ბათუმი – კლინიკა მედცენტრი | ექიმი მერაბ მიქელაძე

⚡️ მოასწარით ! მხოლოდ ნოემბრის ბოლომდე გაქვთ შესაძლებლობა DRG პროგრამის ფარგლებში ჩაიტაროთ აღნიშნული პროცედურა.

დაგვიკავშირდით ნომერზე:
☎️ 599 21 17 71

💜 VenaSeal – ინოვაციური გადაწყვეტა - ჯანმრთელი და ლამაზი ფეხებისთვის !

28/10/2025

🔔 10 და 11 ოქტომბერს „ამერიკული ჰოსპიტალ თბილისი“_ში წარმატებით ჩატარდა რიგით მე_18 საერთაშორისო ქირურგიული კონფერენცია!

⚜️ კონფერენციის ოქროს სპონსორი გახლდათ _Modern Medical Solution, რომელიც წლებია აქტიურად უჭერს მხარს ქართული მედიცინის განვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

⚕️ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა თანამედროვე მედიცინაში არსებული პრობლემები და მათი ქირურგიული გადაჭრის გზები.

11/08/2025

𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის 𝐕𝐞𝐧𝐚𝐬𝐞𝐚𝐥-ის სისტემა უკვე საქართველოშია!

ვარიკოზული ვენებისგან გათავისუფლება შეიძლება იყოს უმტკივნეულო, სწრაფი და ეფექტური – ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის გარეშე.

𝐕𝐞𝐧𝐚𝐬𝐞𝐚𝐥-ი გთავაზობთ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ გადაწყვეტას, რომელიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში წარმატებით გამოიყენება.

✨ რატომ 𝐕𝐞𝐧𝐚𝐬𝐞𝐚𝐥-ი?
✅ პროცედურას ესაჭიროება მხოლოდ 15–20 წუთი
✅ სწრაფი და უმტკივნეულო
✅ მინიმალური დისკომფორტი
✅ არ საჭიროებს კომპრესიული წინდების გამოყენებას
✅ ტარდება ამბულატორიულ პირობებში
✅ შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ვარიკოზული ვენების შემთხვევაში
✅ პროცედურის დასრულებისთანავე შეგიძლიათ სიარული
✅ ფიზიკურ აქტივობაზე შეზღუდვების გარეშე
✅ პოსტოპერაციული გართულებები პრაქტიკულად გამორიცხულია
✅ პროცედურის შემდეგ უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს

15/07/2025

💙 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜 - ის, უახლესი თაობის ინოვაციური სისტემა – 𝐎𝐧𝐲𝐱 𝐓𝐫𝐮𝐒𝐭𝐚𝐫 უკვე ავერსის კლინიკაშია!

ექიმი მურმან ქანთარია წარმატებით იყენებს აღნიშნულ ტექნოლოგიას.

🫀 პაციენტებისთვის, რომელთაც დღემდე ესაჭიროებოდათ კორონარული შუნტირება, ახლა შესაძლებელი გახდა სტენტირება მხოლოდ ერთი ჩხვლეტით — ენდოვასკულარული მეთოდით.

✨ 𝐎𝐧𝐲𝐱 𝐓𝐫𝐮𝐒𝐭𝐚𝐫-ის მთავარი უპირატესობები:
✔ მინიმალური ჩარევა;
✔ დაბალი გართულების რისკი;
✔ ორმაგი ანტიაგრეგაციული თერაპია ("სისხლის გამათხელებელი" მედიკამენტების მიღება) მხოლოდ 1 თვის განმავლობაში (საშუალოდ 6-12 თვის ნაცვლად).

💬 ეს ტექნოლოგია მკვეთრად ამცირებს სარისკო, ღია ოპერაციების საჭიროებას და პაციენტებს სთავაზობს უფრო მარტივ და ეფექტურ გამოსავალს.

📺 დეტალები იხილეთ გადაცემა „ექიმებში“

🫀2025 წლის 10 ივნისს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა, ექიმმა, ლაშა მოსიაშვილმა, ჩ...
27/06/2025

🫀2025 წლის 10 ივნისს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა, ექიმმა, ლაშა მოსიაშვილმა, ჩვენს რეგიონში პირველმა გამოიყენა ამერიკული კორპორაციის, 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის უახლესი კორონარული სტენტი 𝐎𝐧𝐲𝐱 𝐓𝐫𝐮𝐬𝐭𝐚𝐫-ი
✅𝐎𝐧𝐲𝐱 𝐓𝐫𝐮𝐬𝐭𝐚𝐫-ის ინოვაციური მიმტანი სისტემის დახმარებით, ინტერვენციონისტს უწვრილესი, კალციფიცრებული სისხლძარღვის უბნების გადალახვაც კი შეუძლია. კორონარული სტენტის ნომენკლატურა საშუალებას იძლევა, სანათურის დიამეტრი აღვადგინოთ როგორც უწვრილეს (2 და 2.25მმ), ისე - უმსხვილეს (5.5 და 6.0მმ) სისხლძარღვებში.
✅𝐎𝐧𝐲𝐱 𝐓𝐫𝐮𝐬𝐭𝐚𝐫-ი გვირგვინოვან არტერიაში ჩაყენების შემდეგ, ორმაგი ანტიაგრეგაციული (DAPT) თერაპიით, ანუ, „სისხლის გამათხელებელი“ საშუალებებით მკურნალობა გრძელდება მხოლოდ 1 თვის განმავლობაში, რაც უმნიშვნელოვანესია სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ: ონკოლოგიური პაციენტები, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ა.შ.)
✅𝐎𝐧𝐲𝐱 𝐓𝐫𝐮𝐬𝐭𝐚𝐫-ი არის პირველი და ერთადერთი სტენტი ბაზარზე, რომელიც განკუთვნილია ყველანაირი სირთულისა და ტიპის ბიფურკაციული სტენტირებისთვის.
💉კომპანია 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ი და 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ი მოხარულები ვართ, რომ საქართველოში პაციენტისთვის უმაღლესი სამედიცინო დახმარების გაწევა შეგვიძლია.

09/06/2025

Coming Soon...

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
26/05/2025

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

🫀კომპანია 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის და ამერიკული სამედიცინო კორპორაცია 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის ხელშეწყობით, ქუთაისში, თანამდეროვე ...
16/05/2025

🫀კომპანია 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის და ამერიკული სამედიცინო კორპორაცია 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის ხელშეწყობით, ქუთაისში, თანამდეროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში (𝐖𝐑𝐂), მედიცინის დოქტორმა, ინტერვენციულმა კარდიოქირურგმა ალექსანდრე ჩხოლარიამ ჩაატარა აორტის სარქვლის შეცვლა 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის 𝐓𝐀𝐕𝐈 სისტემა 𝐄𝐯𝐨𝐥𝐮𝐭 𝐏𝐑𝐎 𝐏𝐥𝐮𝐬-ის გამოყენებით. აღნიშნული სისტემა რევოლუციურ გავლენას ახდენს გულის დაავადებების მკურნალობაზე.

🫀𝐄𝐯𝐨𝐥𝐮𝐭 𝐏𝐑𝐎 𝐏𝐥𝐮𝐬 სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს, უზრუნველყოფს რა პაციენტებისთვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და უმოკლეს პერიოდში გამოჯანმრთელების შესაძლებლობას.

🫀ბაზარზე არსებული სხვა ალტერნატივები, მაგალითად, ბალონ-განშლადი სარქვლის სისტემების გამოყენება საშუალოდ არანაკლებ 5-ჯერ ზრდის თრომბოზის განვითარების რისკს, ხოლო 4-ჯერ (პაციენტების 48%) - სარქვლის დისფუნქციის განვითარების რისკს.

🫀აღნიშნული თანამედროვე სისტემების გამოყენება, კომპანია 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის და ამერიკული სამედიცინო კორპორაცია 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და ფართოდ ინერგება.

06/05/2025

✅კომპანია 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-მა ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში წარმატებით დანერგა შვეიცარიული პრემიუმ ხარისხის 𝐌𝐞𝐝𝐚𝐜𝐭𝐚-ს ენდოპროთეზირების სისტემებით, მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების მინიინვაზიური მეთოდი.

✅𝐌𝐞𝐝𝐚𝐜𝐭𝐚 -ს პროდუქცია მოიცავს იმპლანტების სრულ სპექტრს, მათ შორის, ორმაგი მობილობის პროტეზებს.

✅𝐌𝐞𝐝𝐚𝐜𝐭𝐚 -ს პროთეზი ნებისმიერ ანალოგს მნიშვნელოვნად აღემატება, ვინაიდან, მისი გამოყენების შემთხვევაში:

✅მცირდება ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა (არაუმეტეს 48 საათი);

✅რადიკალურად მცირდება რეაბილიტაციის პროცესის ხანგრძლივობა (პრაქტიკულად ოპერაციის დასრულებისთანავე პაციენტს შეუძლია სიარული);

✅რადიკალურად მცირდება(ფატობრივად არ არის) სისხლის დანაკარგი;

✅შესაძლებელია ოპერაციის ჩატარება ორივე - მარჯვენა და მარცხენა სახსარზე ერთდროულად;

✅პოსტოპერაციული გართულებების რისკი (მათ შორის ტკივილი) მინიმუმამდეა დაყვანილი;

✅ოპერაციის დროს არ ზიანდება კუნთი.

✅ნებისმიერ სხვა პროთეზთან შედარებით, უფრო სტაბილური, მტკიცე და გამძლეა. გააჩნია კვლევებით დადასტურებული 100% - იანი დადებითი შედეგი, ოპერაციიდან 27 წლის შემდეგაც კი;

✅პაციენტი, ოპერაციიდან უმოკლეს პერიოდში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს;

✅კვლევის შედეგების თანახმად, განმეორებითი ოპერაციის რისკი, ფაქტობრივად არ არსებობს.

✅ამ პროთეზის და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილ ინოვაციურ სისტემებზე, გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ ისაუბრეს კომპანია 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის კომერციულმა დირექტორმა რომან ლომიძემ და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ კვეტენაძემ.

💉𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის და ამერიკული კორპორაცია 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის მხარდაჭერით, 26-27 აპრილს, წყალტუბოში ჩატარდა "საქართვე...
01/05/2025

💉𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის და ამერიკული კორპორაცია 𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-ის მხარდაჭერით, 26-27 აპრილს, წყალტუბოში ჩატარდა "საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოების" მიერ ორგანიზებული “სპინალური ნეიროქირურგიის კონგრესი”.

💉ღონისძიება მიეძღვნა ხერხემლის ქირურგიაში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც, 𝐌𝐨𝐝𝐞𝐫𝐧 𝐌𝐞𝐝𝐢𝐜𝐚𝐥 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧-ის მიერ, წარმატებით ინერგება საქართველოში.

💉განხორციელდა ხერხემლის ისეთი მინიინვაზიური ოპერაციების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება საოპერაციოდან, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ექსკლუზიურად, მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ტარდება, ნეიროქირურგ იაგო ცერცვაძის მიერ.

💉კონგრესზე წარმოდგენილი და განხილული იქნა, თუ რა უპირატესობები აქვს მინიინვაზიურად ხერხემლის ოპერაციების ჩატარებას და თანამედროვე მიდგომებისა და სისტემების გამოყენებას, მათ შორის: ინფექციის რისკის ფაქტობრივად გამორიცხვა, პოსტოპერაციული ტკივილის არ არსებობა და ა.შ.

💉კონგრესს ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი ნეიროქირურგები და ორთოპედები.

Address

დავით თავხელიძის #1

0188

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995599211771

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Modern Medical Solution posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Modern Medical Solution:

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Modern Medical Solution

მოდერნ მედიქალ სოლუშენ“ დაარსდა ქალაქ თბილისში 2017 წლის 1 სექტემბერს, ბრიტანული საინვესტიციო ფონდის მხარდაჭერით. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს სამედიცინო სახარჯი მასალების, იმპლანტებისა და სამედიცინო აპარატურის იმპორტსა და სერვისს. სწორედ „მოდერნ მედიქალ სოლუშენის“ ინიციატივითა და ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი, საქართველოში მრავალი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა, მათ შორის კი ნამდვილად გამოსარჩევია: ენდოვასკულარული, ანუ სისხლძარღვშიდა მიდგომით იშემიური ინსულტის მკურნალობა, ხერხემლის მინი-ინვაზიური ქირურგია (მათ შორის რთული მოტეხილობებისა და სქოლიოზების დროს), ე.წ. „უნაკერო“ აორტალური სარქველების იმპლანტაცია, აღმავალი აორტისა და აორტის რკალის ენდოვასკულარული მკურნალობა სტენტ-გრაფტების იმპლანტაციით, სრულად დახშული სისხლძარღვების (როგორც კორონარული, ისე - პერიფერიული და ასევე აორტის ოკლუზიების) ენდოვასკულარული მკურნალობა, ინტრაოპერაციული ფლუორესცენციის დანერგვა ონკო-ქირურგიაში (მათ შორის ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ღრუს ონკოლოგიური დაავადებების დროს), საძილე არტერიებზე ოპერაციების ჩატარება უწყვეტი ნეირომონიტორინგის ქვეშ, ონკოლოგიური წარმონაქმნების მაღალშიხშირული ულტრაბგერით (რადიაციის გარეშე) დასხივება და ა.შ.

კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოში აღიარებულ სამედიცინო მასალებისა და აპარატურის მწარმოებელ წამყვან ორგანიზაციებთან, მათ შორის: Johnson & Johnson, Cardinal Health, GE, Olympus, Cordis, Hitachi, Cook Medical, Merit Medical, Biosensors, Vygon, LivaNova, Microport, Angiodynamics, Asahi-Intecc, Becton-Dickinson, Ziehm Imaging, Integra Life Sciences, Getinge, Steris, Penumbra, Balt, Geister Instruments, Thermo Scientific, Haag-Streit, Bentley-Innomed და სხვ. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა კი ,,მოდერნ მედიქალ სოლუშენისთვის’’ არის სანდოობისა და ხარისხზე ორიენტირებულობის გარანტი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ფოკუსირებული ვართ საქართველოს ჯანდაცვის სიტემაში უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვასა და ქართველი ექიმების ხელშეწყობაზე, კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი მიდგომებისა და მკურნალობის მეთოდების ათვისების კუთხით.

მუდმივი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები კი, ქართველ პაციენტებს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივად ისარგებლონ თანამედროვე მედიცინის მიღწევებით, საზღვარგარეთ გამგზავრების საჭიროების გარეშე.