07/10/2025
Sinocare CGM გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა
მწარმოებლის რეკომენდაციები:
1️⃣გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულებში , დიალიზის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში.
2️⃣სენსორის მოხმარება არ შეიძლება, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის , კომპიუტერული ტომოგრაფიის და რენტგენოლოგიური კვლევების დროს.
3️⃣მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული მიმაგრების ადგილი 2-დან 12 წლამდე ბავშვებში არის მუცლის წინა კედელი ჭიპიდან მარჯვნივ ან მარცხნივ 7-8 სმ-ის დაშორებით.. 4️⃣12 წლის ზევით მხრის უკანა ზედაპირი,მხრის სახსარსა და იდაყვს შორის. (პრიორიტეტი) , ან მუცლის წინა კედელი.სხეულის სხვა ნაწილებში სენსორის მიმაგრებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი მონაცემების მიღება.
5️⃣ გამხდარ პაციენტებში , რომელთაც ნაკლებად აქვთ გამოხატული ცხომოვანი ქსოვილი , მიმაგრების ადგილის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ზემოთ მოცემული ადგილებიდან იმ ადგილს რომელზეც უფრო მეტადაა გამოხატული ცხიმოვანი მასა, მწარმოებლის ინფორმაციით მიმაგრების ადგილას თუ ცხიმოვანი ქსოვილის სისქე არის 5-7 მმ და ნაკლები, არსებობს ალბათობა რომ მიღებული შედეგები იყოს არასწორი.
6️⃣სენსორის მოხმარების პირველ 24 საათში, აპარატი გადის ადაპტაციის პროცესს ორგანიზმთან , აქედან გამომდინარე იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია მცირედი უზუსტობა მონაცემებში.
7️⃣აუცილებლად გაიწმინდეთ მიმაგრების ადგილი სპირტის შემცველი საფენით, ან საპნით და გამდინარე წყლით. ასევე მოიცილეთ ზედაპირზე არსებული თმა. ერიდეთ ხალებს,სტრიებს და ნანემსარ ადგილებს.
8️⃣გამოყენებამდე აუცილებლად დაიბანეთ ხელი საპნით და გამდინარე წყლით.
გარანტიის პირობები :
SINOCARE iCAN i3 ზე საგარანტიო პირობა ვრცელდება ქარხნული წუნზე და ტექნიკურ გაუმართაობაზე,რომელიც გავლენას ახდენს სენსორის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
მაგ: ვერ მოხერხდა ხენსორის დაკავშირება მობილურ მოწყობილობასთან ან დაკავშირების მიუხედავად არ ხდება მონაცემების მიღება მობილურ აპლიკაციაში.
⭕️გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციების უგუვებელყოფამ, შესაძლებელია გამოიწვიოს სენსორის არასწორი მუშაობა და შესაბამისად არასწორი შედეგების მიღება.
⭕️პრეტენზიის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს ფოტო ან ვიდეო მასალა სადაც გარკვევით იქნება ასახული პრობლემის არსი.
⭕️შეფუთვის ფოტო სურათი (სერიული ნომრით)
✅აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ ჩვენ ოფიციალურ FB გვერდზე ან ელ ფოსტაზე:
info@medinserv.ge