07/10/2025
რატომ შეიძლება შემცირდეს მენსტრუაციული ციკლის დღეების რაოდენობა❔
👇 ცვლილების შესაძლო მიზეზებია:
🔸 სტრესი და კორტიზოლის მატება: სტრესი ზემოქმედებს ჰიპოთალამუსზე, რომელიც არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს. სტრესის მატების შედეგად ციკლი შეიძლება დამოკლდეს.
🔸 ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები— როგორც ჰიპოთირეოზი, ისე ჰიპერთირეოზი ცვლის ციკლის ხანგრძლივობას.
🔸პროგესტერონის დეფიციტი ან ესტროგენის სიჭარბე. თუ ლუთეალური ფაზა (ციკლის მეორე ნახევარი) პროგესტერონის კლების ფონზე მცირდება, მენსტრუაცია უფრო მალე დგება. როცა ესტროგენი ჭარბობს პროგესტერონთან შედარებით, ენდომეტრიუმი უფრო მალე იზრდება და მისი ჩამოშლაც უფრო მალე ხდება, შესაბამისად მცირდება მენსტრუაციათა შორის ინტერვალი.
🔸სხეულის წონის მატება - გარდა იმისა რომ მკვეთრი კლება ან მატება არის დიდი სტრესი ორგანიზმისათვის, ცხიმი არის ჰორმონ წარმომქმნელი ორგანო, შესაბამისად წონის მკვეთრი ცვლილება პირდაპირ გავლენას ახდენს მენსტრუაციულ ციკლზე.
🔸 ინტენსიური ვარჯიში, უძილობა, არა-ჯანსაღი კვება და რკინის დეფიციტი.
🔸 პერიმენოპაუზა- როდესაც ოვულაცია არ არის რეგულარული, ციკლთა შორის ინტერვალი ხშირად მოკლდება.
🔸 მედიკამენტები როგორიცაა ჰორმონალური კონტრაცეპტივები შეიძლება გამოყენებული იყოს მენსტრუაციული ციკლის სამართავად.
🔸გინეკოლოგიური დაავადებები მაგალითისათვის პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS) — ზოგჯერ იწვევს როგორც გახანგრძლივებულ, ასევე შემცირებულ ციკლს.
🔸ინფექციები და სხვა ცვლილებები დაკავშირებული ენდომეტრიუმის ფუნქციასთან.
👇თუ ცვლილება იღებს რეგულარულ სახეს აუცილებელია ამ ცვლილების გამოკვლევა და დროულად მართვა, ამიტომაც ქალბატონებმა ყოველთვის უნდა ყურადღებით ადევნონ თვალი მენსტრუაციული ციკლის თავისებურებებს - ეს არის ერთგვარი საზომი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის.
📍კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ კომენტარი პოსტზე.
🌸ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი, ბიოლოგი ნატა ნაკაიძე..