Salt.O • სალტ.ო

Salt.O • სალტ.ო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Salt.O • სალტ.ო, Food consultant, Tbilisi.

✨ ქეითერინგი - კორპორატიული ივენთები, ქორწილები, კერძო ვახშმები
✨ კონსულტაცია - კონცეფციის შექმნა, მენიუს ინჟინერია, სამზარეულოს ოპერაციები
✨ ⁠განსაკუთრებული პროექტები - ფოფ-აფ-ები, ბრენდებთან კოლაბორაცია, კულინარიული ინოვაციები

🔥 Craft Grill and Beer x Salt.O • სალტ.ო 🍻 Salt.O • სალტ.ო-სთან ერთად მარტივი ხდება კონცეფციის შემუშავება, სახასიათო კერ...
22/07/2025

🔥 Craft Grill and Beer x Salt.O • სალტ.ო

🍻 Salt.O • სალტ.ო-სთან ერთად მარტივი ხდება კონცეფციის შემუშავება, სახასიათო კერძების შექმნა და დამკვეთების ხედვის გაზიარება. რისი ერთ-ერთი მაგალითიც ჩვენი “კრაფტ გრილი და ლუდი”-ს პროექტია, რომელიც მოიცავს ქართული და ევროპული ელემენტების სინთეზს.

🎯 “კრაფტ გრილი და ლუდი”-ს კონცეფციიდან გამომდინარე მთავარი აქცენტი გაკეთებულია გრილზე და რაც ყველაზე მეტად სასიამოვნოა, კერძები მზადდება ღია სამზარეულოში, სტუმრების თვალწინ.

📍კრაფტში სტუმრებს დახვდებათ სალტ.ო-ს გუნდის მიერ შექმნილი უამრავი ლუდზე მისაყოლებელი კერძი, ხელნაკეთი ძეხვეული, ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანი და სტეიკები.

#სალტო

ნუცა ბაიაძე უკვე 8 წელია ასწავლის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში 🫶  მისი წვლილი განსაკუთრებული...
18/07/2025

ნუცა ბაიაძე უკვე 8 წელია ასწავლის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში 🫶

მისი წვლილი განსაკუთრებულია როგორც საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და განვითარების, ისე მათი წარმატებით განხორციელების პროცესში - იქნება ეს მზარეულობა თუ კულინარიისა და რესტორნის მენეჯმენტი ✨

ნუცა არის კულინარიულ მეთოდებში პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს თანაავტორი, რომელიც გამოიცა საქართველოს კულინარიის აკადემიისა და USAID-ის მხარდაჭერით და 2025 წლის ივნისიდან გაყიდვაშია. გარდა ამისა, ის წიგნი „ქართული გემოს“ თანაავტორია.

ნუცამ კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებსა და ლექტორებთან ერთად დააფუძნა Salt.O • სალტ.ო - ქეითერინგისა და კვების ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია.

ის ასევე წლების განმავლობაში იყო MasterChef Georgia-ის კულინარიული პროდიუსერი.

16/07/2025

𝐒𝐚𝐥𝐭.𝐎 𝐂𝐨𝐧𝐬𝐮𝐥𝐭𝐢𝐧𝐠 𝐚𝐧𝐝 𝐂𝐚𝐭𝐞𝐫𝐢𝐧𝐠-ის თანა-დამფუძნებელი ირკა ქელეხსაშვილი კრაფტის კონცეფციის შესახებ

Salt.O • სალტ.ო-ს დამფუძნებლების თანაავტორობით გამოცემული კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი წიგნი უკვე...
30/06/2025

Salt.O • სალტ.ო-ს დამფუძნებლების თანაავტორობით გამოცემული კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი წიგნი უკვე ხელმისაწვდომია ♥️

📘 ეს გახლავთ ერთობლივი პროექტი საქართველოს კულინარიის აკადემიის, აგრარული უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის, რომელიც ეძღვნება კახა ბენდუქიძეს.

წიგნის ერთ-ერთი განსაკუთრებული ღირებულება ის არის, რომ მისი ავტორები არიან კულინარიის აკადემიის ლექტორები: ახალგაზრდა მეცნიერები და სფეროს პრაქტიკოსი პროფესიონალები – შეფები, კვების ობიექტების დამფუძნებლები და კულინარიული პროდიუსერები. მათ შორის Salt.O-ს ოთხი წევრი: ირკა ქელეხსაშვილი, ანა ჯინჭარაძე, ნუცა ბაიაძე და თინა ვაშაკიძე.

პირველი ტომი წარმოადგენს კულინარიული საფუძვლების მეტად გამჭვირვალე, საგანმანათლებლო და პრაქტიკულ გზამკვლევს – პროდუქტების ქიმიიდან ბულიონებსა და სოუსებამდე.

📚 მომდევნო ტომები მიეძღვნება კულინარიის სხვა საკვანძო საკითხებს.

📍 წიგნის შეძენა შესაძლებელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

#სალტო

🌟გაიცანით ნუცა ბაიაძე, Salt.O • სალტ.ო-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი და შეფ-მზარეული.🎓ნუცამ გზა საქართველოს კულინარიის აკადე...
26/06/2025

🌟გაიცანით ნუცა ბაიაძე, Salt.O • სალტ.ო-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი და შეფ-მზარეული.

🎓ნუცამ გზა საქართველოს კულინარიის აკადემიაში დაიწყო, სადაც მზარეულის და კონდიტერის პროგრამა დაასრულა, შემდეგ კი კიევში გაგრძელა სწავლა — ჰექტორ ბრავოს აკადემიაში.

🔥ნუცა 8 წელია საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორია და ასევე, ის იყო ქართული კულინარიული შოუების, მათ შორის მასტერშეფის, კულინარიული პროდიუსერი.

💡ნუცა სალტ.ო-სთან ერთად თქვენთვის ქმნის დაუვიწყარ გემოებს

კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი გამოცემა უკვე გაყიდვაშია 🥹ეს წიგნი წარმოადგენს საქართველოს კულინარიი...
24/06/2025

კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი გამოცემა უკვე გაყიდვაშია 🥹

ეს წიგნი წარმოადგენს საქართველოს კულინარიის აკადემიის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს და ეძღვნება მათ დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს 🫶

პირველი ტომი მოიცავს კულინარიული მეთოდების საფუძვლებს და ისეთ თემებს, როგორიცაა: პროდუქტის შემადგენლობა, ბოსტნეულის, კვერცხის, ფრინველის ხორცის და ზღვის პროდუქტების დამუშავების მეთოდები, ბულიონების, სოუსებისა და სუპების მომზადების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. მომდევნო ტომები დაეთმობა სხვა საკვანძო საკითხებს.

წიგნი გამორჩეულია იმითაც, რომ მისი ავტორები არიან კულინარიის აკადემიის ლექტორები — როგორც ახალგაზრდა მეცნიერები სასურსათო ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სფეროში, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები: რესტორნების შეფმზარეულები, კვების ობიექტების დამფუძნებლები და კულინარიული პროდიუსერები.

წიგნზე მუშაობდნენ:

•⁠ ⁠იდეის ავტორი და მთავარი რედაქტორი - ნათია სამუშია
•⁠ ⁠ავტორები - ირკა ქელეხსაშვილი, ანა ჯინჭარაძე, ჟუჟა ხაჭაპურიძე, ნუცა ბაიაძე, გიორგი რთველიაშვილი, თინა ვაშაკიძე, ნატალია წერუაშვილი, ნინო გუგეშაშვილი, ნატა ღლონტი
•⁠ ⁠სარედაქციო ჯგუფი - ზაალ ჩხეიძე, ანა მილაშვილი, ანა ფხალაძე, ვატო ლეჟავა
•⁠ ⁠დაკაბადონება - ნატალია ღლონტი
•⁠ ⁠ფოტოები - ანა ლორთქიფანიძე
•⁠ ⁠ჩანახატები - თამარ იობიძე

წიგნის შეძენა შესაძლებელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში 💘

🍓 გაიცანით Salt.O • სალტ.ო-ს შეფ-მზარეულთა გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი — ირკა ქელეხსაშვილი✨ ირკა უკვე წლებია ქ...
23/06/2025

🍓 გაიცანით Salt.O • სალტ.ო-ს შეფ-მზარეულთა გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი — ირკა ქელეხსაშვილი

✨ ირკა უკვე წლებია ქმნის გემოვნებიან და თანამედროვე კერძებს, სადაც ყველა ინგრედიენტი ზუსტად იცის რატომაა იქ.

🔥 მას ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს სხვადასხვა პროექტისთვის კონცეფციის შემუშავებასა და მენიუს განახლებაში და ასევე, წვლილი მიუძღვის საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის პრაქტიკული ლექციების განახლებაში

🔥 Salt.O • სალტ.ო-ს ოთხი შეფ-მზარეულიდან დღეს თინა ვაშაკიძეს გაგაცნობთ ✨ მენიუები, კონცეფციები, დეტალები — უკვე წლებია თ...
19/06/2025

🔥 Salt.O • სალტ.ო-ს ოთხი შეფ-მზარეულიდან დღეს თინა ვაშაკიძეს გაგაცნობთ

✨ მენიუები, კონცეფციები, დეტალები — უკვე წლებია თინა ქმნის იმ ადგილებს, სადაც გემოს უკან ხედვა, ინტუიცია და სიყვარული დგას.

🌸 გაიცანით Salt.O • სალტ.ო-ს დამფუძნებლებიდან ერთ-ერთი შეფ-მზარეული, ანი ჯინჭარაძე. ♥️ ანიმ კულინარიის აკადემიის მზარეულ...
16/06/2025

🌸 გაიცანით Salt.O • სალტ.ო-ს დამფუძნებლებიდან ერთ-ერთი შეფ-მზარეული, ანი ჯინჭარაძე.

♥️ ანიმ კულინარიის აკადემიის მზარეულისა და კონდიტერის პროფესიული პროგრამები დაასრულა. გარდა ამისა, ის სწავლობდა იტალიაში, Italian Chef Academy-ში.

✨ ახლა კი, ანი Salt.O • სალტ.ო-სთან ერთად თქვენთვის ქმნის განსხვავებულ და განსაკუთრებულ გემოებს. ის ასევე არის საქართველოს კულინარიის აკადემიის პრაქტიკული ლექციების ლექტორი.

✨ See360 x Salt.O • სალტ.ოSee360-ში გემო ისეთია, როგორიც ატმოსფერო და ეს ზუსტად ის არის, რასაც Salt.O • სალტ.ო ქმნის:🌟უნ...
13/06/2025

✨ See360 x Salt.O • სალტ.ო

See360-ში გემო ისეთია, როგორიც ატმოსფერო და ეს ზუსტად ის არის, რასაც Salt.O • სალტ.ო ქმნის:
🌟უნიკალური კონცეფცია;
🌟განახლებული მენიუ;
🌟სამზარეულოს ოპერაციები.

ღორის ხორცის ბაო 🌟Pork Bao 🌟
10/06/2025

ღორის ხორცის ბაო 🌟

Pork Bao 🌟

This is how Salt.O • სალტ.ო shows up ✨
08/06/2025

This is how Salt.O • სალტ.ო shows up ✨

Address

Tbilisi
0159

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Salt.O • სალტ.ო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram