02/06/2025
თვითშესწავლის ჯგუფი
დიალექტიკური ბიჰევიორული თერაპია (DBT)
სასტარტო ინტრო-ვორქშოპი
✍ მიმდინარეობს DBT თვითშესწავლის ჯგუფის შეკრება.
DBT არის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მრავალკომპონენტიანი თერაპიული მიდგომა, რომელიც გამოირჩევა მაღალეფექტური შედეგებით. აღნიშნული მეთოდის სრული კურსი წარიმართება “Behavioral Tech Institute”-ის მიერ და წარმოდგენილია 6 თვიანი ინტენსიური კურსის სახით, რომლის განმავლობაში სპეციალისტები ეუფლებიან DBT-ის მეთოდოლოგიას. აღნიშნულ ინტენსიურ კურსზე სასწავლებლად BE Company გთავაზობთ მოსამზადებელ კურს თვითშემსწავლის ჯგუფის ფორმატში და გთავაზობთ მხარდაჭერას სწავლის პროცესში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითშესწავლის ჯგუფის გავლა არ გულისხმობს DBT თერაპევტის კვალიფიკაციის მიღებას.
თვითშესწავლის ჯგუფი - ჯგუფი წარმოადგენს მოტივირებული სპეციალისტებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც მიზნად ისახავს DBT-ის ერთობლივად შესწავლას და ინტენსიური კურსისთვის მომზადებას. ჯგუფის ფუნქციონირება სრულად ეფუძნება წევრთა კეთილ ნებასა და მოტივაციას. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის თვითშესწავლის პროგრამის დასრულების შემდეგ არ გაიცემა სერთიფიკატი ან რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს “Behavioral Tech Institute”-ის სპეციალიზირებულ პროგრამას. სწავლების პროცესში მონაწილეები მიიღებენ რეგულარულ მხარდაჭერას და დახმარებას BE Company-ის მხრიდან.
❗ ინტრო შეხვედრა თვითშესწავლის ჯგუფისთვის
სასტარტო ინტრო-ვორქშოპი: თვითშესწავლის ჯგუფის DBT უნარების ტრენინგის შესავალი – ეს არის სპეციალიზირებული გაცნობითი შეხვედრა. თითოეული თვითშესწავლის ჯგუფი იწყება 6 საათიანი ინტრო-ვორქშოპით, სადაც ხდება მონაწილეების ორიენტირება DBT ჩვენებებზე და მის საერთო სტრუქტურაზე, DBT თვითშესწავლის ჯგუფზე და DBT სრულ სასწავლო კურზე. ამ შეხვედრაზე თქვენ მიიღებთ ძირითად ინფორმაციას ჯგუფის მუშაობის შესახებ და რეკომენდაციებს.
ინტრო-ვორქშოპის შეხვედრის პირობები:
✅ღირებულება: 100 €
✅შეხვედრის ხანგრძლივობა: 6 საათი
✅შეხვედრის ადგილი: ონლაინ
🎤ინტრო-ვორქშოპს გაუძღვება: დიმიტრი პუშკარიოვი / Dmitry Pushkarev - DBT (Dialectical Behavioral Therapy) ambassador of Linehan Institute, a trainer/consultant at Behavioral Tech (the Linehan Institute subsidiary), and the Chief of DBT Training at BE Company – a training company that is an affiliate of LI|BTech.
ინტრო-ვორქშოპის გავლის შემდეგ ჯგუფი შეძლებს თვითშესწავლის პროცესის დაწყებას. თითოეული ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
-> ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა: 8 ადამიანი
-> ჯგუფის წევრების მაქსიმალური რეკომენდირებული რაოდენობა: 12 ადამიანი
-> ჯგუფი იკრიბება კვირაში ერთხელ (შეხვედრის ხანგრძლივობა 2.5-3 სთ)
📃 რით იწყებთ?
თვითშესწავლის ჯგუფში მოსახვედრად აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:
- გქონდეთ მოტივაცია, შეისწავლოთ და მომავალში იმუშაოთ DBT მიმართულებით. დაფიქრდით, გსურთ თუ არა იყოთ ამით დაკავებული.
- შეგიძლიათ შემოიტანოთ ინდივიდუალური განაცხადი (ჩვენ დაგეხმარებით იპოვნოთ და შეუერთდეთ თვითშესწავლის ჯგუფს)
- შეგიძლიათ შეკრიბოთ თქვენი ჯგუფი და შემოიტანოთ ჯგუფური განაცხადი (ხელმისაწვდომი იქნება ცალკე რეგისტრაცია)
- დაესწროთ გაცნობით შეხვედრას ჯგუფთან და მენტორთან. (აუცილებელი იქნება ლიდერის არჩევა ან დამტკიცება)
- დარეგისტრირდეთ და დაესწროთ სასტარტო ინტრო-ვორქშოპს (ინტრო).
მნიშვნელოვანია, ჯგუფის წევრი აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- კოგნიტურ ქცევით თერაპიაში (CBT) მომზადება. დამადასტურებელი სერთიფიკატები ნაკლებად მნიშვნელოვანია: ეს უნდა იყოს სპეციალიზირებული სასწავლო კურსი (არა უნივერსიტეტის კურსი ან გაცნობითი/საინფორმაციო შეხვედრა). მისაღებია: ბეკის ინსტიტუტის ონლაინ-კურსები https://psychwire.com/beck; საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მიერ ორგანიზებული კურსები.
- ქცევის გამოყენებითი ანალიზში (ABA) მომზადების კურსი და გამოცდილება.
- CBT ძირითადი ტექნიკების ფლობა და გამოყენების გამოცდილება.
- სუპერვიზირების მიღების გამოცდილება.
- მოტივაცია და პასუხისმგებლობა სწავლის მიმართ. DBT - არის სპეციალიზირებული თერაპია, შემუშავებული და განკუთვნილი ადამიანებისათვის რომელთაც აღენიშნება მძიმე ქცევითი დარღვევები: სუიციდური ქცევა, თვითდამაზიანებელი ქცევა, ფსიქოაქტიური ნივთიერების ბოროტად გამოყენება, ბულიმია… შესაბამისად, მოტივაციის ქვეშ ვგულისხმობთ მზაობას და მოტივაციას იმუშაოთ ადამიანებთან ასეთ პრობლემებით.
- ინგლისური ენის ან რუსული ენის ცოდნა.
სწავლების პროცესის განმავლობაში BE Company გთავაზობთ მხარდაჭერას და დახმარებას:
- სწავლების ყველა ეტაპზე, სასტარტო ვორქშოპიდან დაწყებული ინტენსივის დასრულებამდე თვითშესწავლის ჯგუფს ეყოლება მენტორი
- ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებათ თვითშესწავლის ჯგუფის შექმნასა და განვითარებაში, რომელიც იკრიბება რეგულარულად და ემსახურება უნარების გამყარებას და ჯგუფის წევრების მოტივაციის შენარჩუნებას.
- მონაწილეები მიიღებენ სასწავლო მასალებს (მასალები არის ინგლისურ და რუსულ ენაზე)
- მენტორი ხვდება ჯგუფს თვეში ერთხელ (შეხვედრის ხანგრძლივობა 1-1.5 საათამდე)
- მენტორი ახსენებს ჯგუფს რეგულარ შეხვედრების შესახებ
- მენტორი ეხმარება თვითშესწავლის ჯგუფს სწავლის პროსესში და პროტოკოლებით ხელმძღვანელობაში.
- აღნიშნავს კითხვებს და სირთულეებს რომელსაც ხვდება ჯგუფი შესწავლის პროსესში და მენტორების კრებაზე განიხილავს მათი გადაჭრის გზებს.
- მენტორი დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასწავლო პროცესის მიზნებს და კრიტერიუმებს, რათა დააკმაყოფილოთ DBT ინტენსიური კურსის მოთხოვნები.
- DBT ინტენსიური კურსისთვის მომზადება
(თვითშესწავლის ჯგუფი ანაზღაურებს მენტორთან შეხვედრებს ყოველთვიურად. ერთი შეხვედრის ღირებულება არის 100 €. აღნიშნული თანხა იყოფა ჯგუფის წევრებზე თანაბრად.)
Behavioral Tech Institute - https://behavioraltech.org/
BE Company - არის Behavioral Tech Institute პარტნიორი https://behavioraltech.org/international-affiliates/