Aleksandre Chakhunashvili - Positive and Transcultural Psychotherapist

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Aleksandre Chakhunashvili - Positive and Transcultural Psychotherapist

Aleksandre Chakhunashvili - Positive and Transcultural Psychotherapist პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპევტი -
ინდივიდუალური სესიები | ონლაინ კონსულტაცია

16/01/2026
🔊ბავშვი, რომელსაც ბულინგი განიცადა, ხშირად იგრძნობს:თვითშეფასების დაქვეითებასშიშს სკოლაში ან ჯგუფში🟢ფსიქოთერაპევტების გა...
16/01/2026

🔊ბავშვი, რომელსაც ბულინგი განიცადა, ხშირად იგრძნობს:

თვითშეფასების დაქვეითებას

შიშს სკოლაში ან ჯგუფში

🟢ფსიქოთერაპევტების გამოცდილებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები მშობლებისთვის არიან:

1️⃣ მოუსმინეთ ბავშვს – არ დაბლოკოთ ემოცია
2️⃣ დაამყარეთ უსაფრთხოება – ბავშვს უნდა ეგრძნოს, რომ სახლში დაცულია
3️⃣ ნუ შეარიგებთ “უბრალოდ გაუძელი” – ეს პრობლემას ვერ შლის
4️⃣ აქტიურად მოძებნეთ დახმარება – სკოლა, ფსიქოთერაპევტი, სოციალური პროგრამები.

🔊სესიებზე ხშირად მესმის ფრაზა:„სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დამეყვირა“.⚫ყვირილი, როგორც წესი, არ არის ბავშვის პრობლემა.ეს ...
16/01/2026

🔊სესიებზე ხშირად მესმის ფრაზა:
„სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დამეყვირა“.

⚫ყვირილი, როგორც წესი, არ არის ბავშვის პრობლემა.
ეს არის დაღლილი, გადატვირთული მშობლის რეაქცია.

⚫ბავშვის ნერვული სისტემა ვერ სწავლობს წესს მაშინ,
როცა ის მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაშია.
ის სწავლობს მხოლოდ ერთს —
როგორ დაიცვას თავი.

ხშირი ყვირილი ბავშვში აყალიბებს:

- შიშს შეცდომის მიმართ

- დაბალ თვითშეფასებას

- ან აგრესიულ პასუხს სამყაროსადმი

🟢დისციპლინა არ იწყება ხმამაღალი ხმით.
ის იწყება ურთიერთობით, სტაბილურობით და პროგნოზირებადობით.

⚜️ ძვირფასო მშობლებო, ბავშვებო და კოლეგებო, ახალი წელი ახალი იმედების, ახალი შესაძლებლობებისა და შინაგანი გაძლიერების და...
02/01/2026

⚜️ ძვირფასო მშობლებო, ბავშვებო და კოლეგებო, ახალი წელი ახალი იმედების, ახალი შესაძლებლობებისა და შინაგანი გაძლიერების დასაწყისია.
⚜️ გისურვებთ ფსიქიკურ სიმშვიდეს, ემოციურ ბალანსს და იმ ძალის აღმოჩენას, რომელიც უკვე თქვენშია.

🔆 გისურვებთ წელს, სადაც მეტი გაგება, სიყვარული და მიღება იქნება — ოჯახში, სკოლაში და საკუთარ თავთან.

სიყვარულით,
ალექსანდრე ჩახუნაშვილი

პ.ს. ბევრი კითხვებია შემოსული და აუცილებლად გავაკეთებთ ჩანაწერს.

01/01/2026

როცა ბავშვები ინტერესით უსმენენ, კითხვებს სვამენ
და საუბრის გაგრძელება თავად უნდათ —
ეს ნიშნავს, რომ მათ თავი უსაფრთხოდ და გაგებულად იგრძნეს.

ფსიქოთერაპევტთან საუბარი მათთვის გახდა სივრცე,
სადაც შეიძლება გულწრფელობა, ემოციების გაზიარება
და იმის განცდა, რომ „მე მნიშვნელოვანი ვარ“.

ბავშვების ღიმილი, ჩართულობა და ნდობა
ყველაზე დიდი დადასტურებაა,
რომ ასეთ შეხვედრებს ნამდვილად აქვს ძალა 🌱

საუბარი, რომელიც ბავშვებს მოსწონთ,
ხშირად შიგნიდან აძლიერებთ მათ.

01/01/2026

⛔️ როცა ბავშვები ასეთ მძიმე თემას ახსენებენ, ეს არასდროს არის „უბრალოდ სიტყვები“.
ეს სიგნალია — კითხვების, შფოთვის, შიშის ან დაუნახავი ტკივილის.

✅ ️ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია:

✅ ️არ დავაიგნოროთ

✅ ️არ შევაშინოთ

✅️ და არ დავადუმოთ ბავშვები

🟢 საჭიროა მშვიდი მოსმენა, ემპათია და უსაფრთხო სივრცის შექმნა,
სადაც ბავშვი გრძნობს, რომ შეუძლია ილაპარაკოს და დახმარება მიიღოს.

🟣 მასწავლებლის, ფსიქოლოგისა და მშობლის ერთობლივი რეაგირება
შეიძლება გახდეს ის გადამწყვეტი ნაბიჯი,
რაც ბავშვს მარტოობისგან და მძიმე გადაწყვეტილებებისგან დაიცავს.

➡️ ბავშვების სიტყვები ყურადღებას ითხოვს.
დროული მოსმენა — სიცოცხლეს იცავს 💙

01/01/2026

🟡 აუდიტორიას კლასში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

➡️ კლასი მხოლოდ კედლები და მერხები არ არის.
🟢 აუდიტორია ქმნის იმ ემოციურ სივრცეს, სადაც ბავშვი სწავლობს, ლაპარაკობს და საკუთარ თავს ავლენს.

✅ ️როცა კლასში არის უსაფრთხო, მხარდამჭერი და პატივისცემაზე დაფუძნებული აუდიტორია,
მოსწავლე უფრო თამამია, ნაკლებად ეშინია შეცდომის
და სწავლა მისთვის სტრესის ნაცვლად განვითარებად პროცესად იქცევა.

✅ ️ჯანსაღი აუდიტორია ამცირებს შფოთვას, ბულინგის რისკს
და აძლიერებს როგორც აკადემიურ შედეგებს, ისე მენტალურ კეთილდღეობას.

✅ ️კლასის ატმოსფერო ხშირად წყვეტს იმას,
თუ როგორ გაიზრდება ბავშვი — ჩაკეტილად თუ თავდაჯერებულად 💙

29/12/2025

🔴 ბულერი ხშირად თავად არის შიშითა და ტკივილით სავსე.

🟢 და სწორ საუბარს და ქმედებას აქვს დიდი მნიშვნელობა.

🟢 როცა ბავშვი სწავლობს ემპათიას და ხედავს შედეგებს,
იქ ჩნდება ცვლილების შანსი.
🟢 დაცვა მსხვერპლისთვის და მუშაობა ბულერთან — ორივე აუცილებელია ჯანსაღი გარემოსთვის.

29/12/2025

✅ ️მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის მიმცემი.
ის ხშირად პირველი ზრდასრულია, ვინც ამჩნევს ბავშვის ტკივილს, შიშს ან სიჩუმეს.

✅️ ერთი ჰუმანური სიტყვა, გაგება, მოთმინება და მხარდაჭერა
შეიძლება გახდეს მოსწავლისთვის ის ძალა,
რაც გადაარჩენს შფოთვას, დაბალ თვითშეფასებასა და მარტოობის განცდას.

🟢 ბავშვი, რომელიც გრძნობს, რომ მას უსმენენ და აფასებენ,
უფრო მშვიდია, თავდაჯერებულია
და სწავლაც მისთვის უსაფრთხო სივრცედ იქცევა.

🟢ჰუმანური მასწავლებელი არა მხოლოდ საგანს ასწავლის —
ის ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობას იცავს 💙
#მივცეთსიმშვიდემოსწავლეებს
#თქვენწყვეტთმათჯამრთელობასმომავალს
#იფიქრეთმოსწავლისსიმშვიდეზე

29/12/2025

🔰ამ ვიდეოს ნახვისას შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, საიდან იცის ჩემს გულში რა ტრიალებსო.

🔆თუ ამ ვიდეომ ოდნავ მაინც დაგამშვიდა —
ეს ნიშნავს, რომ მან თავისი საქმე გააკეთა 🤍

29/12/2025

➡️საზეპირო‼️
#უმნიშვნელოვანესი
#მოსწავლეობისტრამვები

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Aleksandre Chakhunashvili - Positive and Transcultural Psychotherapist posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram