17/09/2025
🌿 სიამაყით გიზიარებთ, რომ ჩვენს ცენტრს დაემატა სამკურნალო ევრითმიის სერვისი.
MENDI / მენდი პირველი სივრცეა დასავლეთ საქართველოში, სადაც ხელმისაწვდომია სამკურნალო ევრითმია — თანამედროვე თერაპიული მეთოდი, რომელიც რიტმული მოძრაობით ახდენს ნერვული სისტემის გაწონასწორებას და ფსიქო-სომატურ რეგულაციას.
👩⚕️ სესიებს ატარებს ია ტაბატაძე-ხვიტია — სამკურნალო ევრითმიის სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც მიღებული აქვს:
🎓 4-წლიანი საბაზისო განათლება ევრითმიაში (გერმანია)
🎓 2-წლიანი სპეციალიზაცია სამკურნალო ევრითმიაში (გერმანია)
🏥 პრაქტიკული გამოცდილება — პარაცელსიუსის კლინიკაში, მკურნალ ევრითმისტად
📚 ის მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტია, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში გერმანიასა და შვეიცარიაში
📌 საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტს აქვს სამკურნალო ევრითმიის სრული აკადემიური და კლინიკური კვალიფიკაცია. ის, რომ ია ტაბატაძე-ხვიტია საქმიანობას სწორედ ჩვენს ქალაქში, აუტიზმის ცენტრი - მენდი -ს სივრცეში აგრძელებს, ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ჩვენი ბენეფიციარებისთვის.
👶 სამკურნალო ევრითმია ხელმისაწვდომია 1 წლიდან ზევით ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც შესაძლოა საჭიროებენ მხარდაჭერას:
▪️ მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებაში
▪️ სხეულის სქემისა და სივრცის აღქმაში
▪️ ემოციური რეგულაციის ან ყურადღების მართვის პროცესებში
⏰ თითოეული სესია გრძელდება 45 წუთი, მიმდინარეობს ინდივიდუალურად და სრულად მორგებულია ბავშვის უნიკალურ საჭიროებებსა და დღის რესურსზე.
📞 ჩასაწერად და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
📍 ზუგდიდი, თბილისის ქ.N30
📲555 14 20 30
ჩვენს მიზანს წარმოადგენს — თბილი, სანდო და პროფესიული გარემო, სადაც ბავშვის მოძრაობას აზრი ეძლევა, რიტმს — სტაბილურობა და ნდობას — საფუძველი