ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი Informações para nos contatar, mapa e direções, formulário para nos contatar, horário de funcionamento, serviços, classificações, fotos, vídeos e anúncios de ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, Health/Medical/ Pharmaceuticals, Poti.

📌დღეს ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით,     მერიისა და საკრებულოს ხელშე...
13/11/2025

📌დღეს ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით ვაქცინაცია ჩატარდა. ქ. ფოთის მერმა ბატონმა ბექა ვაჭარაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდა და რეკომენდაციების დაცვა უსურვა.
📌გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ფოთის იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ ყველა დაწესებულებაშია შესაძლებელი.
📌გრიპის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდირებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში (ბავშვებში 6 თვიდან), განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებისთვის!
რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ: ორსულები, მოხუცები, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები!
📌აცრა უფასოა!

📌სეზონურ გრიპთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა საჯარო სკოლ...
13/11/2025

📌სეზონურ გრიპთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა საჯარო სკოლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამართეს და მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდეს!

07/11/2025

თუ გაქვთ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, საჭიროა იზოლაცია.

პაციენტმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას დაავადების პროგრესირებისას ან იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 72 საათის შემდეგ;

სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება აუცილებელია ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ძილიანობა, ხოლო ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა.

კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.
გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა - აიცერი და დაიცავი!
#გრიპი #ვაქცინაცია #აიცერიდადაიცავი #პრევენცია

05/11/2025
31/10/2025

ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. სერვისი ხელმისაწვდომია შემდეგ დაწესებულებებში: https://ncdc.ge/ #/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128
მაღალი აქტივობის გამო, მათთვის ვინც ვერ ახერხებს სამუშაო დღეებში ვაქცინაციას, შეგიძლიათ მიმართოთ შაბათობით შემდეგ დაწესებულებებს მითითებულ საათებში: https://ncdc.ge/ #/pages/file/ff45f3ab-8155-426a-b3f3-1971512086e7
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 116 001

15/10/2025

დღეს, ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები.

რეკომენდაცია უსაფრთხოებისათვის:
თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ გარე სივრცეში გადაადგილებას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 21:00 საათიდან.

13/10/2025

🩷 „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

🩷 საქართველოში, მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოზე უფასო გამოკვლევას.

🩷 ყოველწლიურად, დაახლოებით 2,3 მილიონი ახალი შემთხვევით, ძუძუს კიბო, ქალებში, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოა.

🩷 საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს - 2024 წელს, ქვეყანაში, ქალებში რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1,995 ახალი შემთხვევა, რაც ქალებში, რეგისტრირებული კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 30.7%-ს შეადგენს.

👉 ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პროფილაქტიკით

👉 დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა, ჩაიტარე სკრინინგი 🩷

📞დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 1505 ან 116001

#ვარდისფერიოქტომბერი #სკრინინგი #ადრეულიაღმოჩენა #ჯანდაცვა2025

10/10/2025

🔹ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

🔹იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

🔹განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

🔹აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

🌐 დაწესებულებების ბმული: https://ncdc.ge/ #/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

↘️დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 116 001

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა სამედიცინო ცენტრ „დიომედში„ გამართეს. სა...
06/10/2025

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა სამედიცინო ცენტრ „დიომედში„ გამართეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე 2025 წლის მონაცემებით, გადამდები და არაგადამდები დაავადებების შესახებ რეკომენდაცია გაეწია, ექიმთა ჯგუფს, რომლებიც, უშალოდ პასუხისმგებლები არიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადამიანთა ჯანმრთელობასა და კონტროლის უსაფრთხოებაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ზინაიდა გაგუამ ასევე
სამედიცინო ცენტრის ექიმებს, დადგენილ ვადაში, დადგენილი წესით, ბენეფიციართა გადამოწმება, უბნების მიხედვით, დაავალა.

ფოთში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ეპიდზედამხედველობის, C ჰეპატიტის ელიმინაციის ს...
01/10/2025

ფოთში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ეპიდზედამხედველობის, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოჯახის ექიმებთან გამართეს. სამუშაო შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც, განხილული იქნა ადმინისტრაციული საკითხები.

Endereço

Poti, CE

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com A Prática

Envie uma mensagem para ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი:

Compartilhar

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram