მეგამედი/megamedi

მეგამედი/megamedi სამედიცინო მომსახურეობა

14/10/2022
🩺🩸👩🏻‍⚕️📌 რა არის D-დიმერი?D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი ფიბრინოლიზისის დროს (ანუ სისხლში კოლტებისა და თრომ...
18/02/2022

🩺🩸👩🏻‍⚕️
📌 რა არის D-დიმერი?
D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი ფიბრინოლიზისის დროს (ანუ სისხლში კოლტებისა და თრომბის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერება/ცილის ფრაგმენტი), რომელიც უჩვენებს თრომბოემბოლიური გართულების რისკს, მისი რეფერალური ზღვარია < 0,5 მკგ/მლ.
მას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს თრომბოზის დიაგნოსტიკაში, არის სენსიტიური, მაგრამ არასპეციფიკური დიაგნოსტიკის მეთოდი. დამტკიცდა, რომ D-დიმერის ტესტის უარყოფითი შედეგი გამორიცხავს ფილტვების მწვავე ემბოლიასა და ღრმა ვენების თრომბოზს, მაგრამ პოზიტიური ტესტი არ მიუთითებს ამ დაავადებების 100% იან არსებობაზე.
D- დიმერი მომატებულია:
🔹 ორსულობის
🔹ღვიძლის დაავადების, ღვიძლის სხვადასხვა სახის დაზიანების
🔹 ქრონიკული ჰიპერკოაგულაციის
🔹დისემინირებული სისხლძარღვსშიგა შედედების სინდრომის (დსშ-სინდრომი)
🔹 ონკოლოგიური დაავადებების
🔹 კარდიოვასკულარული დაავადებების (გულის მწვავე ინფარქტის, აორტის განშრევების/ ანევრიზმის და სხვა..)
🔹 ანთებითი პროცესების/სეფსისის
🔹 ინფექციური დაავადებების
🔹 ტრავმული დაზიანების
🔹 ზედაპირული ვენების გაგანიერების და ანთების
🔹 ოპერაციების შემდეგ პირველი 4-6 კვირის განმავლობაში
🔹 ლეიკემიის დროს
‼️‼️ სისხლში მომატებული ც-რეაქტიული პროტეინის დროს (6,5 მგ/დლ დან) D-დიმერები თითქმის ყოველთვის მომატებულია‼️‼️
D- დიმერის კონცენტრაცია იზრდება ასაკთან ერთად, ფილტვის ემბოლისსა და ღრმა ვენების თრომბოზის გამორიცხვისას მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის გათვალისწინება, ამიტომ გთავაზობთ კიდევ ერთხელ D-დიმერის ასაკთან ადაპტირების ანუ Cut-off ის ფორმულას:
Cut-off- ს ვითვლით შემდეგნაირად:
ასაკი x 0,01
ანუ, მაგალითად 71 წლის პაციენტის ნორმა იქნება 0,71 გ/ლ ანუ 710 მგ/ლ!! თუ 71 წლის პაციენტს დ-დიმერი აქვს 710 მგ/ლ და არ აქვს თრომბოზის არანაირი სიმპტომები ეს ნორმაა!
როგორც ვიცით საშუალოდ და მწვავედ მიმდინარე კოვიდ ინფექციისათვის დამახასიათებელია სისხლის შედედების მომატება და შესაბამისად თრომბოემბოლიის წარმოქმნის რისკი, კოვიდის პოსტინფექციურ პერიოდშიც ეს საშიშროება ხშირად გვხვდება, ამიტომ აუცილებელია სისხლის კოაგულაციის მაჩვენებლის გაკონტროლება ( ეხება უსიმპტომო პაციენტებსაც რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური განვითარების რაღაც რისკ ფაქტორი, თუნდაც ძალიან მცორე ) და ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შესაბამისი რეაგირება!
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას❤️

ინტრავენური ინფუზია – გადასხმა პაციენტს ეხმარება ორგანიზმში წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენაში, ასევე იზრდება ორ...
06/02/2022

ინტრავენური ინფუზია – გადასხმა პაციენტს ეხმარება ორგანიზმში წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენაში, ასევე იზრდება ორგანიზმში იმუნიტეტი.

ჩვენებები:

საკვებისმიერი ინტოქსიკაცია
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია
ვირუსული ინფექციები, Covid-19.....
როცა ხდება ორგანიზმის მიერ სითხის კარგვა (დიარეა, ღებინება),
სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციების დროს.დაგვიკავშირდით 592 07 25 45
მეგამედი გისურვებთ ჯანმრთელობას.

ექიმების და ექთნების მომსახურეობა ბინაზე.
19/12/2021

ექიმების და ექთნების მომსახურეობა ბინაზე.

09/12/2021

კოვიდის სიმპტომები ვლინდება დაინფიცირებიდან მესამე დღეს.

ესენია:
* მთლიანი სხეულისა და კუნთების ტკივილი
* თვალების წვა და ტკივილი
* თავის ტკივილი
* გულისრევა
* ფაღარათი
* სურდო ან "გაჭედილი" ცხვირი
* წვა შარდვისას
* მაღალი ტემპერატურა ან მისი მხოლოდ შეგრძნება
* ყელის სიმშრალე, ფხაჭვნა ან ტკივილი

პირველი სამი დღე დააკვირდით ამ სიმპტომებს და იმოქმედეთ, სანამ სიცხე აგიწევდეთ.
ყურადღება! მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება. უმჯობესია სუფთა სასმელი წყალი.

მე-4-დან მე-8 დღემდე გრძელდება მეორე ანუ ანთებითი ფაზა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
* გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა
* დაღლილობის შეგრძნება უმნიშვნელო მოძრაობისასაც კი
* ტკივილი გულმკერდის არეში
* ტკივილი თირკმლის არეში

კოვიდ-19 იკავებს (იკავშირებს) ჟანგბადს, ამიტომაც მცირდება მისი შემცველობა სისხლში და მთლიანად ორგანიზმში.

ანამნეზისას შეეცადეთ განასხვავოთ დაღლილობის შეგრძნება სუნთქვის უკმარისობისაგან.

* დაღლილობის შეგრძნება - ადამიანი ასრულებს უმარტივეს მოძრაობას და მაშინვე იღლება.
* სუნთქვის უკმარისობა - ადამიანს მოძრაობის გარეშე, მჯდომარე მდგომარეობაშიც კი უჭირს სუნთქვა.

მე-9 დღიდან იწყება მესამე ანუ გამოჯანმრთელების ფაზა, რომელიც მე-14 დღემდე გრძელდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა:

* მიეფიცხეთ მზეს 15-20 წუთით დღეში, რასაკვირველია, თუ ამის საშუალება არსებობს
* სვით 1,5 ლიტრი წყალი დღეში და მიიღეთ C ვიტამინი ან მისი შემცველი საკვები
* გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსის pH მერყეობს 5,5-დან 8,5- მდე, ამიტომ სასურველია ვიკვებოთ არა მჟავე, არამედ ალკალინური ანუ ფუძოვანი საკვებით.
აი, ასეთი ხილის მაგალითი:
* ბანანი, ლაიმი- pH 9,5
* ყვითელი ლიმონი - pH 8,2
* ავოკადო - pH 15,6
* მანდარინი - pH 8,5
* ფორთოხალი - pH 9,2
* ანანასი - pH 12,7.

Adresse

Democratic Republic Of The

Site Web

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque მეგამედი/megamedi publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Partager

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram