GT Evolution Center

GT Evolution Center Online Centre

არსებობს სიბრძნე, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.მესამე საუკუნეში, ათენში, ზენონ ციტიუმის მიერ დაარსებული სტოიკური ფილოსოფ...
22/10/2025

არსებობს სიბრძნე, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.

მესამე საუკუნეში, ათენში, ზენონ ციტიუმის მიერ დაარსებული სტოიკური ფილოსოფიის არსი ადამიანის პირადი პასუხისმგებლობისა და ნატურალისტური ლოგიკის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც აწმყო მომენტზე ფოკუსირების მნიშვნელობასა და ღირებულებას გამოკვეთს.

სიამოვნებისკენ სწრაფვისა და ტკივილის თავიდან აცილების ნაცვლად, სტოიკოსები ამტკიცებენ, რომ უმჯობესია ყოველი მომენტი ისეთად მივიღოთ, როგორიც არის.

ამ ფილოსოფიის მიზანი ადამიანის ბედნიერებაა.

გთავაზობთ სტოიკურ ციტატებს, რომლებიც გვეხმარება, წამით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ იმაზე, თუ სად ვართ ახლა. ამ ფილოსოფიის მამოძრავებელი გზავნილი შემდეგია — გადამწყვეტი არ არის გარეგანი პირობები, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებ მათზე.

✅️„დაბრკოლება ბიძგს აძლევს მოქმედებას. რაც გზაზე გვეღობება, ისევე გვევლინება გადაჭრის გზად.“
— მარკუს ავრელიუსი

ქვაც კი, რომელიც წინაღობად მომევლინა და წამაქცია, სწორედ ის მასალაა, რომელიც ჩემს სახლს სჭირდება — საძირკველში ჩასადებად, სიმყარისთვის, კედლების დასაშენებლად.

უნდა წაიქცე, თუ გინდა გაიქცე. გაიქცე არა საკუთარი თავიდან, არამედ იმ გზაზე, რომელიც წარმატებულს გაგხდის.

ყველა ადამიანი, ვინც ცხოვრების გზაზე გვხვდება, ჩვენი მასწავლებელია. არ არსებობს ცუდი ადამიანი, ცუდი მოვლენა ან პრობლემა — უბრალოდ, მოცემულ მომენტში არ გაგვაჩნია რესურსი მათთან გამკლავებისთვის. ისინი გვისარკევებენ ჩვენს თავს. გვტკივა, გვწყინს, ვბრაზდებით, ვნაღვლიანობთ, ვსევდიანობთ — რადგან ჩვენში არსებული ნაკლი და უსუსურობა გვაწუხებს.

იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავში ვიპოვოთ პასუხი, პასუხისმგებლობას ყოველთვის სხვას ვთხოვთ.

✅️„მე უიღბლოდ მიმაჩნიხარ იმის გამო, რომ უბედურება არასოდეს გამოგიცდია. თუ ცხოვრებაში მოწინააღმდეგე არ შეგხვედრია, ვერავინ — მათ შორის ვერც შენ — ვერასოდეს გაიგებს, რისი უნარი გაქვს.“
— სენეკა

✅️„თუ არ დაიტანჯები, სხვის თანადგომას ვერ ისწავლი; თუ გამოწვევების წინაშე არ დადგები, ვერც მის გადალახვას შეძლებ.“
— სენეკა

როცა გააცნობიერებ, რომ ყველა მოვლენა და ადამიანი შენთვის წყალობაა — რომელიც სამყარომ გამოგიგზავნა შენი სულიერი ზრდისა და ევოლუციისთვის — მაშინ პრობლემაც წყალობად გადაიქცევა.

✅️„თუ ადამიანს აქვს რატომ, გაუძლებს თითქმის ნებისმიერ როგორ-ს.“ ნიცშე

ყველა უარყოფითი მოვლენა აპრიორი დადებითს ინახავს — ისევე, როგორც მედალს მეორე მხარეც აქვს.

უნდა გაჩერდე, უნდა გაჩუმდე ცოტა ხნით, დააკვირდე და ჩაუფიქრდე: ეს მოვლენა ან ადამიანი რატომ კი არა, რისთვის გამოგიგზავნა სამყარომ? რისი თქმა, დანახვა და გაგება სურს შენთვის?

✅️„გზად შემხვედრი დაბრკოლება თავად ხდება გზა. არასოდეს დაივიწყო, რომ ყოველი დაბრკოლება ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.“
— ბუდისტური გამოთქმა

✅️„ჩვენ ორი ყური და ორი თვალი გვაქვს, პირი კი ერთი — იმაზე მეტი უნდა დავინახოთ და მოვისმინოთ, ვიდრე ვისაუბროთ.“
— ზენონ ციტიუმი

თუ ადამიანი ყველა მოვლენას მედლის მეორე მხრიდან შეხედავს და გააცნობიერებს, მაშინ გაჩნდება ნათელი აზრი, ნათელი ხედვა და სმენა. და სწორედ მაშინ გახდება შესაძლებელი იმ ჭეშმარიტი გზის დანახვა, რომელიც სახლში — ჩვენს უმაღლეს მე-სთან — მიგვიყვანს.

✅️„საბოლოოდ, ადამიანმა არ უნდა იკითხოს, რა არის მისი ცხოვრების აზრი. მან უნდა გაიაზროს, რომ ეს კითხვა სწორედ მას ევსმება. ერთი სიტყვით, თითოეულ ადამიანს ცხოვრება გამოცდის. მას კი პასუხის გაცემა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებით შეუძლია.“
— ვიქტორ ფრანკლი

სიყვარულით და მადლიერებით მოგიმზადათ
GT Evolution Center -ის ქოუჩმა
თინათინ ფსუტურმა
დერეკ პერესის წყაროს მიხედვით.

#სიყვარულიყველაფერია

ადამიანის ძალა განუსაზღვრელია.​ერთი ადამიანის ძალასაც კი შეუძლია სამყარო შეცვალოს და ასეთი მრავალი მაგალითი გვაქვს პოლიტ...
15/10/2025

ადამიანის ძალა განუსაზღვრელია.

​ერთი ადამიანის ძალასაც კი შეუძლია სამყარო შეცვალოს და ასეთი მრავალი მაგალითი გვაქვს პოლიტიკურ რეალობაში თუ წარსული ისტორიიდან.

​„თუ მე არა, მაშინ ვინ, და თუ ახლა არა, მაშინ როდის?"

​ახლა და ეს წუთი ის აწმყო მომენტია, სადაც ხდება ქმედება შედეგისთვის. დღევანდელი დღე ქმნის ჩემს ხვალინდელ დღეს, ანუ მომავალს. თუ დღეს დავთესავ ყვავილებს, ხვალ ყვავილები ამოვა, გამილამაზებს გარემოს და არა სარეველა ბალახი. ვინც ეს ქმედება უნდა განახორციელოს, თავად მე ვარ. ჩემი სიტყვა კი არის ის საშენი მასალა, რომელიც ქმნის ჩემს რეალობას, ჩემს აწმყოს.

​სიტყვა არის აზრი, რომელიც გადასულია ქმედებაში.

​„პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და იგი იყო ღმერთი".

​ანუ ჩემს სიტყვაში ვლინდება ღმერთი, ჩემი აზრისა და ძალის მეშვეობით. ან პირიქით, ვემიჯნები ღმერთს.
​სიტყვას როგორ წარმოთქვამ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შესაბამისი სიხშირით ვიბრირებს კვანტურ ველში და ახდენს მისივე შესაბამისი პოტენციალის მოზიდვას.

​მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შენი გული წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც 5000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე შენი ტვინის ელექტრომაგნიტური ველი. ამიტომ, თუ შენ ამბობ აფირმაციას ან ნებისმიერ განზრახვას გრძნობის გარეშე, ისინი არ იმუშავებენ და არ შექმნიან შენთვის სასურველ რეალობას.

​სიტყვები უნდა იყოს სავსე:
1.​ამაღლებული გულის ემოციებით
2.​მადლიერებით
3.​სიყვარულით
4.​სიხარულით
5.​აღფრთოვანებით

​თითოეული სიტყვის ძალა შენ უნდა იგრძნო შენი სხეულით; მისმა გულწრფელობამ და რწმენამ შენში უნდა გაიაროს. სწორედ ეს გამოიწვევს შენი გულის მაგნიტური ველის გაჭიმვას კვანტურ ველში და იმ კვანტური პოტენციალის შენკენ მოზიდვას. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, რასაც ამბობ, ეს არის რწმენა და იმედი, რაც აცოცხლებს და რეალურს ხდის შენს სურვილებს.

ყველა ადამიანი თავად არის ჯადოქარი, კეთილი ფერია, ქალ-ღმერთი, რაც გინდათ დაარქვით, ვინც თავისი ხელით ქმნის საკუთარ რეალობას.

​ყოველი სიტყვა, რომელიც ღვთის გონიდან, გაცნობიერებული ტვინიდან წამოვა და გულში გაივლის, მის სიხშირეზე დაიყვანება, რის შედეგადაც გული გონიერი და ბრძენი გახდება. ამ სიყვარულით, რწმენით, გონიერებით, სიბრძნით სავსე მარცვლის შიგთავსი შესაბამის ნაყოფს გამოიღებს.

​შენი სიტყვები არის ის საშენი მასალა, რომლითაც შენდება საკუთარი სახლი.

​სიყვარული სახლს შენში რომ იპოვის (შენ რომ იპოვი სიყვარულს კი არა), არამედ როცა შენ აღმოჩნდები სახლი მისთვის, შენში რომ შემოვა და შენი მასპინძელი გახდება, მაშინ გახდები ქალ-ღმერთი და საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. მაშინ აქცევ სამოთხედ შენს სამყაროს და რეალობაც რეზონანსული გექნება, რადგან რაც შიგნითაა, ის არის გარეთ.

​ერთი ადამიანი ცვლის სამყაროს და ყველა ერთი ჩვენ ვართ.
ჩვენში ხდება,
ჩვენიდან ხდება,
ჩვენგან ხდება,
ჩვენთვის ხდება,
ჩვენს გამო ხდება ყველაფერი სამყაროში.

სიყვარულით და მადლიერებით GT Evolution Center პიროვნული ზრდის ქოუჩი თინათინ ფსუტური

#სიყვარულიყველაფერი

მომავალი იწყება და იქმნებააქ ახლა და ამ წუთასდაიწყე შენი სიმშვიდის შექმნა…დაიწყე დაკვირვებითგააგრძელე განთავისუფლებითიმო...
08/10/2025

მომავალი იწყება და იქმნება
აქ ახლა და ამ წუთას

დაიწყე შენი სიმშვიდის შექმნა…
დაიწყე დაკვირვებით
გააგრძელე განთავისუფლებით
იმოქმედე ცნობიერად
გახდი შემო_ქმედი

და დატკბი არსებულით
ჩადნი და ჩალბი ღვთიურ ნეტარებში მიენდე ნაკადს…

ვიცი ამის სასწავლად ხარ აქ დედამიწაზე შენ კოსმიური სული

და დაიწყე, ახლა

💚დაიწყე ზრდისფაქტორით:

რეგისტრაცია 21 დღიან ონლაინ პროგრამაზე #ზრდისფაქტორი

https://bit.ly/4hxbiGB

ერთ სოფელში იმდენად ცნობადი ბრძენი ცხოვრობდა,რომ მასთან ჭკუის საკითხავად მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ. ერთი თანასოფლე...
08/10/2025

ერთ სოფელში იმდენად ცნობადი ბრძენი ცხოვრობდა,რომ მასთან ჭკუის საკითხავად მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ.

ერთი თანასოფლელი ბიჭი გადაწყვეტს,რომ თავადაც გახდეს პოპულარული და ყურადღების ცენტრში მდგომი.მან სცადა მოეფიქრებინა ისეთი რამე,რითაც ყურადღებას მიიქცევდა. დაეჭირა პეპელა და საჯაროდ ეკითხა ბრძენისთვის,ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
თუ ბრძენი იტყოდა ცოცხალია,ის უმნიშვნელოდ მოუჭერდა ხელს,ხოლო თუ იტყოდა მკვდარი,ხელს გაუშვებდა და ყველა გაიგებდა,რომ ბრძენს ყველა კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ასეც მოიქცა და საჯაროდ ჰკითხა:,,ბრძენო ხელში რომ პეპელა მიჭირავს ,ცოცხალია თუ მკვდარი?"
ბრძენი რა ბრძენია თუ არ უპასუხა ის პასუხი,რაც ყველასთვის ღირებულია: ,,ყველაფერი შენს ხელთაა"!

ეს იგავი კიდევ ერთხელ გვახსენებს,რომ დაჭერილი პეპელა ის რესურსია ,ის წყალობა და შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ხელში გვიჭირავს.ჩვენზეა დამოკიდებული ამ რესურს ჩავკლავთ თუ მივცემთ ახალ სიცოცხლეს,რომ იფრინოს ჩვენი და სამყაროს სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ. ნებელობა ჩვენ მოგვცა ღმერთმა,ჩვენს ხელთაა ,მთავარია რა გზას ავირჩევთ,როგორ განვავითარებთ ჩვენს პიროვნებას.მივცემთ ფრთებს საფრენად თუ ჩავკლავთ და დავასამარებთ.

ყველა არჩევანს ერთი კითხვა უნდა დავუსვათ,სანამ ქმედებაში გადავიყვანთ:
-ვინ ვარ ახლა და ვინ მინდა რომ ვიყო?!

ვინც ვარ ახლა ,იქიდან ერთი ნაბიჯი მაშორებს,ვინც მინდა ვიყომდე და ეს ნაბიჯი გამბედაობაა.

ცხოვრება არის ის,რასაც გაბედავ.

ყველას გისურვებთ თქვენი კეთილი ოცნებებისთვის ფრთები შეგესხათ და გაგებედოთ ცხოვრება ჭეშმარიტი,ნამდვილი
,,მე"-დან.რადგან ის არის ის სულის თვალი,ის ნათელი ცოდნა და სიბრძნე,რომელიც ბრძენ-კაცად და ბრძენ-ქალად გაქცევთ თქვენი ცხოვრებისა, რომლისთვისაც კითხვები აღარ იარსებებს,მხოლოდ პასუხები გექნებათ ,რადგან ღვთიური გონის და გულის სინთეზი მოხდება, რომელიც ნათელს ფენს ყველა სიბნელეს,
ცხადყოფს ყველა დაფარულს და
ფრთებს ასხავს ყველა სურვილს და ოცნებას.

სიყვარულით და მადლიერებით GT Evolution Center --ის პიროვნული ზრდის ქოუჩი თინათინ ფსუტური.

მალე დაიწყება #ზრდისფაქტორი,რომელიც გზამკვლევი,შუქურა აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მომცა შესაძლებლობა შემეცნო ჩემი ჭეშმარიტი ბუნება და არსი.რომელმაც დამანახა ჩემი შესაძლებლობები და მოცა წვდომა ჩემს სურვილებთან და ოცნებებთან.გისურვებთ თქვენც ამ საოცარ ტრენინგში მოგზაურობას.

#სიყვარულიყველაფერია

#ზრდისფაქტორი

#ცნობიერებისფილტრები

#ანაბანა

#თამარკვრაცხელია

https://bit.ly/4hxbyGB

ზრდისფაქტორის ახალი 46 სეზონი იწყება.....
05/10/2025

ზრდისფაქტორის ახალი 46 სეზონი იწყება.....

სხეულის ყოველი უჯრედის შიგნით შენახულია ინფორმაცია მთელ სამყაროზე.
შენ არ ხარ გამოყოფილი !
შენ ხარ ერთიანი ქსელის ნაწილი, ენერგეტიკული ველის ნაწილი....

ცნობიერება ფართოვდება...

ხედვა ღრმავდება და იწყებ საკუთარი თავისა და სამყაროს აღქმას არა როგორც შეზღუდული ადამიანი, არამედ როგორც უსაზღვრო არსება.

ტრანსფორმაციული პროცესები თან ახლავს ამ გააქტიურებას:
შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი სიმპტომები : თავის ტკივილი, გულის აჩქარება, ძვლებისა და კუნთების დაჭიმულობა, ძილიანობა ან გულისრევა.
ეს დროებითი პროცესებია, რომლებიც მიუთითებს, რომ უჯრედებიდან იხსნება ძველი პროგრამები და ენერგია თავისუფლდება, რათა ადგილი დაეთმოს უფრო ნათელ მდგომარეობას.

ამ ცვლილებების მიღება შესაძლებელია მადლიერებით.
მოუსმინე შენს ფიზიკურ სხეულს, მიაქციე ყურადღება მის საჭიროებებს და შეიყვარე ის, როგორც ფასდაუდებელი ინსტრუმენტი შენი მიწიერი გამოცდილებისთვის.
გაიხსენე შენი ნამდვილი არსი !
შენ ხარ ცნობიერება, რომელიც სამყაროს კანონებთან თანხვედრაში ვითარდება და საკუთარ თავს უსაზღვრო ერთიანობის ნაწილად აცნობიერებს.
ჩემი არსის გახსენებაში ძალიან მეხმარება ჩვენი ნათელი წინამძღოლი Tamar Kvaratskhelia ,მისი უნიკალური ტრენინგებით როგორიც არის
#ზრდისფაქტორი ახალი 46 სეზონი იწყება

#სამყაროსანაბანა
#ცნობიერებისფილტრები
მადლობა ,მადლობა, მადლობა

ინდივიდუალური სესიებითვის დაპლიუსდი
ან მომწერე პირადში

სიყვარულით და მადლიერებით თეა ორუჯოვი

✅️ერთადერთი ფრინველი ვინც ბედავს  თავს დაესხას არწივს,არის ყვავი.ის ბედავს არწივს შემოაჯდეს მხრებზე და კისერში ჩაუნისკარ...
01/10/2025

✅️ერთადერთი ფრინველი ვინც ბედავს თავს დაესხას არწივს,არის ყვავი.ის ბედავს არწივს შემოაჯდეს მხრებზე და კისერში ჩაუნისკარტოს.

✅️არწივი ინარჩუნებს სიმშვიდეს.ის არ იბრძვის,რადგან ეს ფუჭი ენერგიის ხარჯვად მიაჩნია.

✅️არწივი იწყებს მაღლა აფრენას.რაც უფრო მაღლა ადის ,ყვავი კარგავს თავის ძალას,რადგან იმ სიმაღლეს ვერ უძლებს რასაც არწივი და თავისით ეხსნება.მაგრამ არა იმის გამო ,რომ არწივმა იბრძოლა,არამედ იმის გამო,რომ ზევით აფრინდა.

✅️მორალი: არასოდეს იბრძოლო,უბრალოდ ამაღლდი!

✅️მრავალი ყვავი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში,რომელიც ეცდება ხელი შეგიშალოს წარმატების მიმავალ გზაზე.მრავალი ეცდება შენს განკითხვას, გაკიცხვას,
განსჯას.მრავალი გააუფასურებს შენს პიროვნებას,შენს არჩევანს,მაგრამ შენ არ უპასუხო,არ მისცე შენი ენერგია,ისწრაფე სიმაღლისაკენ ის მუდამ ვერ აგედევნება,რადგან არ ძალუძს მაგ სიმაღლეზე ასვლა.აფრინდი და დაანახე შენი ძალა.ის აგედევნება იქამდე,სადაც მისი შესაძლებლობები და ენერგია მთავრდება.

✅️ამიტომ არასოდეს იბრძოლო,უბრალოდ ამაღლდი!

სიყვარულით და მადლიერებით GT Evolution Center -ის პიროვნული ზრდის ქოუჩი თინათინ ფსუტური.

იმისათვის რომ ამაღლდე და შენი ძალა დაანახო ყვავებს, საუკეთესო საშუალება და გზაა
#ზრდისფაქტორი, რომელიც მალე დაიწყება.გისურვებთ წარმატებებს პიროვნულ ზრდაში.🙏❤️

ვისაც გსურთ ზღაპართერაპია და ემოციურ-ხატოვანი თერაპია შეგიძლიათ დაპლიუსდეთ.პირველი სესია უფასოა🙏❤️

👌ადამიანებს ვისაც კეთილი, ნათელი აზრები , ფიქრები და ემოციები გააჩნიათ,  შეუძლიათ გენერირება მოახდინონ ყოველგვარი სიმდიდ...
24/09/2025

👌ადამიანებს ვისაც კეთილი, ნათელი აზრები , ფიქრები და ემოციები გააჩნიათ, შეუძლიათ გენერირება
მოახდინონ ყოველგვარი სიმდიდრის, სიუხვის,სილამაზის ცხოვრებაში.როგორც ფუტკრებმა იკვებონ სილამაზიდან, სიტკბოება დაამზადონ და სხვებსაც გაუნაწილონ.

☝️ყველა როგორც აზროვნებს ,ისე ცხოვრობს.

☝️სადაც არის ჩემი ყურადღება იქ არის ჩემი ენერგია.

☝️თუ არ მომწონს ჩემი რეალობა ,უნდა შევიცვალო ხასიათი,რომ გადავწერო ჩემი ბედისწერა.

☝️აზრი უკე ქმედებაა.

☝️მუდმივი ქმედება აყალიბებს ჩვევას.

☝️ჩვევა ქმნის ხასიათს.

☝️ხასიათი კი ბედისწერას.

✅️ერთ ბუზს ჰკითხეს:აქ ახლომახლო ყვავილები ხომ არ გინახავსო.მას გაუკვირდება და იტყვის:აქვე ორმოში ფეკალიები და კონსერვის ქილებია ბლომადო.

✅️შემდეგ ფუტკართან მივიდნენ და ჰკითხეს:სადმე ფეკალიები და კონსერვის ქილები ხომ არ გინახავსო?
გაუკვირდება და იტყვის:ირგვლივ უამრავი ყვავილი ვნახეო.

✅️მორალი:ზოგი ადამიანი ბუზს გავს,ზოგიც კი ფუტკარს.ვინც რითი იკვებება, მხოლოდ იმას ხედავს.

☝️ბუზები ნებისმიერ გარემოში ცუდს ეძებენ და ამით არიან დაკავებილები.ეს არის მათი ენერგეტიკული საკვები.

☝️ხოლო ვინც ფუტკარს გავს,ისინი ნებისმიერ გარემოში სილამაზეს და სიკეთეს ამჩნევენ.მათ რაც არ უნდა უთხრა და დაინახონ,მაინც კეთილი ფიქრების და საქმეების კეთებას განაგრძობენ.

☝️თქვენ გაქვთ არჩევანი და თქვენ წყვეტთ ვინ გინდათ იყოთ,
ფუტკრები თუ ბუზები?

🙏როდესაც წამოვა უარყოფითი ,დესტრუქციული ფიქრი შეაჩერე,დაასტოპე,გაიაზრე, შენ არ ხარ ეს ფიქრი,შენ ხარ ის ვინც ამ ფიქრს აცნობიერებს.მაშინვე გაუშვი და თქვი: მე გიშვებ ჩემგან და გაბარებ სამყაროს.
მაშინვე შექმენი მისი იდეალური ვარიანტი და ეს დაიტოვე.
განაცხადე:მე ვარ სიყვარული,მე ვარ სინათლე და მე ვღებულობ მხოლოდ ნათელ აზრებს , ფიქრებს და არაფერს ღვთიურ სიყვარულზე და აზრზე დაბალს.

სიყვარულით და მადლიერებით GT Evolution Center ის პიროვნული ზრდის ქოუჩი თინათინ ფსუტური.

#სიყვარულიყველაფერია
#ცნობიერებისფილტრები

ხშირად შეუმჩნეველი გზა ჭეშმარიტი ცხოვრების სიხარულისკენ მიმავალ გზას ნიშნავს:ზუსტად იქ, შენს შიგნით, სადაც (ჯერ) სიხარულ...
22/09/2025

ხშირად შეუმჩნეველი გზა ჭეშმარიტი ცხოვრების სიხარულისკენ მიმავალ გზას ნიშნავს:
ზუსტად იქ, შენს შიგნით, სადაც (ჯერ) სიხარული არ არის, მიაპყარი ყურადღება.
სიყვარულით მიხედე მედიტაციაში შენს მწუხარებას, შენს რისხვას, შენს შიშს და სხვა გრძნობებს.
შეიგრძენი ისინი სიყვარულით.
ამ გზით ეს გრძნობები დროთა განმავლობაში სიხარულად გადაიქცევა.
რადგან სიხარული ეკუთვნის შენს ჭეშმარიტ პირველ ბუნებას.

სიყვარულით თეა ორუჯოვი

#ცნობიერებისფილტრები
#სიყვარულიყველაფერია

რა არის  ის ჩრდილოვანი ნაწილი,რომელსაც ვმალავთ, ვთრგუნავთ და უარყოფთ,რადგან ჩვენს ნაკლოვანებად მიგვაჩნია.შვეიცარიელი ფსი...
17/09/2025

რა არის ის ჩრდილოვანი ნაწილი,რომელსაც ვმალავთ, ვთრგუნავთ და უარყოფთ,რადგან ჩვენს ნაკლოვანებად მიგვაჩნია.

შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი და ფილოსოფოსი კარლ გუსტავ იუნგი ,რომელსაც საოცრად ესმოდა ადამიანის ფსიქიკა და მისი სული ამბობდა ,რომ ფსიქიკა არის სინათლისა და სიბნელის ბალანსი.ის ვინც არ იცნობს საკუთარ ჩრდილს ,მისი მსხვერპლი ხდება.კარგი ადამიანისთვის ჩრდილი მხოლოდ ნაკლოვანება კი არა, გამოუყენებელი ძალაცაა. ვინც იცნობს საკუთარ თავს თავისი სინათლითა და ჩრდილით იძენს ძალას, რომლის იგნორირება და არ დანახვა შეუძლებელია.

თუ თქვენ თრგუნავთ სიბნელეს,რისხვას,ეგოიზმს,თავდაცვის სურვილს,თქვენ კარგავთ წონასწორობას,ცალმხრივი ხდებით,ეს კი სისუსტეა.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს რომლებსაც შეუძლიათ საზღვრების დაწესება და ნეგატიური ემოციების გამოხატვა,იშვიათად განიცდიან გადაწვას და დეპრესიას.

❗️რისხვა-ზრდის თავდაჯერებულობას.

❗️მხსნელის როლზე უარის თქმა-ამცირებს სტრესს.

❗️საკუთარი არასრულყოფილების მიღება კი ნამდვილს გხდით.

☝️ჩრდილი მტერი კი არა მასწავლებელია ,ის გაჩვენებს სად ანგრევ საკუთარ თავს სხვების გულისთვის და გასწავლის, როგორ ააწყო თავი თავიდან.

☝️ადამიანებს ეშინიათ,რომ საკუთარი სიბნელის მიღებით დაკარგავენ თავიანთ არსს.

❓️რა უნდა გავაკეთოთ ახლავე,რომ მივიღოთ ჩვენი ჩრდილოვანი მხარე?

❗️ისწავლე გარჩევა სად არის საჭირო და სად ზედმეტია.სანამ სხვის დრამაში ჩაყვინთავ უნდა იკითხო,ახლა თავად რა გჭირდება?იქნებ ეს დასვენებაა,სიჩუმეა ან საკუთარ თავზე მუშაობა.
იუნგი ამბობდა:,,ის ვინც საკუთარ თავს არ შველის,ვერავის გადაარჩენს".

❗️მხსნელის როლზე უარის თქმა ეგოიზმი კი არ არის,არამედ სიბრძნეა.ადამიანები როდესაც მიხვდებიან, რომ არ ხართ მუდმივი ყავარჯენი,პატივისცემას დაიწყებენ.

❗️თქვი ,,არა" ,იქ სადაც ამბობდი ,,დიახ" .საზღვრები არაა სისასტიკე,არამედ საკუთარი მთლიანობის შენარჩუნების საშუალებაა.ნუ გაიმართლებთ თავს,როცა არ გსურთ იმის გაკეთება რაც გაღიზიანებთ.უბრალოდ უთხარით ახლა არ შეგიძლიათ,ზედმეტი ახსნების გარეშე.ნუ გეშინია იმ შენი ჩრდილის,რომელსაც შეუძლია თქვას ,,არა".

❗️მიეცი თავს არასრულყოფილების უფლება.ადამიანი ყოველთვის იდეალისკენ მიისწრაფვის.გინდათ იყოთ სანდო,კეთილი,სამართლიანი,მაგრამ იუნგი ამბობდა:სრულყოფილება ეს ეგოს ილუზიაა,არასრულყოფილებისკენ მიმავალი გზა.იდეალის დევნაში თქვენ თრგუნავთ თქვენს ჩრდილს,თქვენს სისუსტეებს,შეცდომებს,ბნელ აზრებს და ეს დაუცველს გხდით.რატომ?
იმიტომ რომ არავინ სცემს პატივს მათ,ვისაც წმინდანად მოაქვს თავი.როცა თქვენს ნაკლოვანებას მალავთ,თქვენ კარგავთ ნამდვილობას.ნამდვილი ძალა საკუთარი ორმაგობის მიღებაშია.

👌შეგიძლია იყო
კეთილი,მაგრამ არა ყოველთვის.

👌ხელგაშლილი,მაგრამ არა უსაზღვროდ.

👌რბილი,მაგრამ შიგნით მყარი ღერძით.

როგორ გამოვიყენოთ?

❗️შეწყვიტეთ ბოდიშის მოხდა იმის,რომ არ ხართ იდეალური.

❗️თუ შეცდომა დაუდვით აღიარეთ,რომ გააკეთეთ,მაგრამ გამოასწორებთ.

❗️თუ დაიღალე სიკეთით აღიარე,რომ დღეს არ ხართ სიკეთის კეთების ხასიათზე.იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვებთან.ეს არის ინდივიდუალიზმი,როდესაც ხდები საკუთარი თავი და არა ის იმიჯი,რომლის ჩვენებაც გინდა.

☝️ჩრდილი არა მხოლოდ ისაა რასაც ვმალავთ,არამედ ის რაც მთლიანს გვხდის.

❗️ზოგჯერ უნდა იყო ცუდი-არა ბოროტების მნიშვნელობით,არამედ სხვისი წესების თამაშზე უარის მნიშვნელობით.

რას ნიშნავს ეს?

☝️გაიხსენე სიტუაცია,სადაც გამცირებდნებ და ჩუმად იყავი,რადგან კომფლიქტი არ გინდოდა .შენი სიკეთე სისუსტე ხდებოდა.

☝️პატიობდი-ვინც გღალატობდა,რადგან მშვიდობას ინარჩუნებდი.

❗️თუ შენს ჩრდილს გასაქანს არ აძლევ,ის თავად გამოვა წყენის და სიძულვილის სახით.

❗️იყო ცუდი -ეს არის გამბედაობა,რომ ამას არ მოითმენთ.სხვის მოლოდინზე მაღლა დააყენო თავი.

☝️იუნგის რჩევები:
დააწესე საზღვრები,რომ დაიცვა თავი.

☝️მიიღე რისხვა,რომ ის შენი ფარი გახდეს.

☝️უარი თქვი ყველას გადარჩენაზე,რომ გადაარჩინო საკუთარი თავი.

☝️იყავი არასრულყოფილი,რომ იყო ცოცხალი და მიეცი საკუთარ თავს ცუდად ყოფნის უფლება როცა ეს საჭიროა,რომ მთლიანი დარჩეთ.

☝️თქვენი ცხოვრება არა დათმობების სერიაა,არამედ გზა რომელსაც თავად ირჩევთ.

სიყვარულით GT Evolution Center -ის პიროვნული ზრდის ქოუჩი თინათინ ფსუტური

#ქოუჩინგი
#ზრდისფაქტორი
#ანაბანა
#სიყვარულიყველაფერია
#ცნობიერებისფილტრები
#თამარკვარაცხელია

ამ დილით, როცა წიგნში ჩადებულ სანიშნს შევხედე, წარწერამ მიიქცია ჩემი ყურადღება „Wo immer du bist, sei ganz dort.“ — Eckh...
11/09/2025

ამ დილით, როცა წიგნში ჩადებულ სანიშნს შევხედე, წარწერამ მიიქცია ჩემი ყურადღება „Wo immer du bist, sei ganz dort.“ — Eckhart Tolle. დამთხვევამ გამაოცა, რადგან სწორედ ეს სანიშნი იდო ოშოს წიგნში, სადაც იგი წერს: „არ აირჩიო მარტოობა თუ ადამიანებთან ხარ, არამედ სადაც ხარ, იქ იყავი მთლიანად.“ ეს ორი თითქოს შემთხვევითი თანხვედრა ჩემთვის იქცა ერთგვარ სამყაროს გზავნილად .

ფილოსოფიური ჭრილიდან ეს გზავნილი ეხება ყოფიერებისა და დროის ბუნებას. ადამიანი ხშირად ცხოვრობს წარსულში ან მომავალში , მოგონებებში, გეგმებში, შიშებსა და მოლოდინებში. ამ პროცესში იგი კარგავს იმ რეალობას, სადაც სინამდვილეში ცხოვრობს — აწმყოს. არ გავექცეთ არც მარტოობას, არც ადამიანებში ყოფნას, არც გარემოებებს; არამედ ვიპოვოთ მთლიანობა იქ, სადაც ახლა ვართ.

თუ ამას კვანტურ-ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან შევხედავთ, მაშინ „აქ და ახლა ყოფნა“ ნიშნავს ცნობიერების სინქრონიზაციას იმ რეალობასთან, რომელიც ყოველი წამით იბადება.

ფსიქოლოგიურად ეს მდგომარეობა აღწერილია როგორც „Flow“ — შინაგანი მთლიანობა და პროცესში ჩაფლობა. Eckhart Tolle-სთვის ეს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტია, არამედ ცნობიერების უფრო ღრმა, ბუნებრივი მდგომარეობა, რომელსაც ვუბრუნდებით, როცა თავს ვაშორებთ მუდმივ ფიქრებსა და ემოციებთან გაიგივებას.

ჩემთვის ეს დამთხვევა სამყაროს გზავნილია :
არასოდეს ეძებო სხვა სივრცე, სხვა დრო ან სხვა პირობები. სადაც ხარ, იქ იყავი მთლიანად და იქვე აღმოაჩენ ყოფიერების ძალასა და სიმშვიდეს.

სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ
GT Evolution Center ის ქოუჩი თეა ორუჯოვი

#თამარკვარაცხელია
#ქოუჩინგი
#ფსიქოლოგია
#ზრდისფაქტორი
#ანაბანა
#ცნობიერებისფილტრები

„ყოველი ფიქრი არის ტალღა, რომელიც სამყაროში გაიგზავნება. თუ შენს ფიქრებს მოუსმენ, შენს რეალობასაც შეიცნობ.დღეს აირჩიე ის...
08/09/2025

„ყოველი ფიქრი არის ტალღა, რომელიც სამყაროში გაიგზავნება.
თუ შენს ფიქრებს მოუსმენ, შენს რეალობასაც შეიცნობ.
დღეს აირჩიე ისეთი ფიქრი, რომელიც სიმშვიდეს, ძალას და თავისუფლებას მოგიტანს.“

„ყველაფერი, რასაც ეძებ, უკვე აქ არის ამ წამში. 🕊️
როცა ცნობიერება ახლა-ზე კონცენტრირდება, შესაძლებლობები უსაზღვრო ხდება.
მხოლოდ ერთი ღრმა სუნთქვა საკმარისია, რომ დაინახო, როგორი ძლიერიც ხარ უკვე.

სიყვარულით თეა

#ცნობიერებისფილტრები

ცხოვრება ეს არის სულის მოგზაურობა დედამიწაზე.ადამიანი კი განსხეულებული სული ,რომელმაც უნდა გაიხსენოს მისი ჭეშმარიტი აზრი...
06/09/2025

ცხოვრება ეს არის სულის მოგზაურობა დედამიწაზე.
ადამიანი კი განსხეულებული სული ,რომელმაც უნდა გაიხსენოს მისი ჭეშმარიტი აზრი და არსი მყოფობისა.

ადამიანის სახე ,როგორც იდენტობის სიმბოლო ზედაპირს წარმოადგენს იმ სიღრმისას ,სადაც ჭეშმარიტი ცოდნა იმალება.
ყველა სიბრძნეს სიღრმე გააჩნია,სწორედ ამ სიღრმეში იმალება ჭეშმარიტების არსი.რაც უფრო ღრმად ჩადიხარ,მით უფრო სიმაღლეზე ადიხარ,რადგან სამყაროს გადმოსახედიდან სიღრმე ამოტრიალებული სიმაღლეა.

ის რაც თვალთახედვიდან იმალება ,ის გვგონია არარსებული.
ჩვენთვის არსებულია ის,რაც თვალთახედვიდან ჩანს.

რასაც ვხედავ იმას ვაფასებ.

რასაც ვფიქრობთ იმას წარმოდგენებად ვაქცევთ, ვიჯერებთ და ამ წარმოდგენებით ვცხოვრობთ მთელი ცხოვრება.წარმოდგენები ადამიანებზე ,ყველაზე და ყველაფერზე.სწორედ ეს წამოდგენები გვამყოფებს ჩვენს ილუზიურ სამყაროში მთელი ცხოვრება.ვიტანჯებით ჩვენივე გონებაში შექმნილი ფიქრების გამო,რომლებიც ჩვენივე ხელშეწყობით რეალობად ვაქციეთ.

ის რაც თვალთახედვის მიღმა იმალება, განსჯის მიღმაა, შეფასების მიღმაა,წარმოდგენების,აზრების,ფიქრების,ემოციების, შეუცნობელ სიჩუმეში,სადაც მხოლოდ მყოფობა და არსებობა განიცდება ,აქ და ახლა ამ წამის.სადაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი ,სადაც მხოლოდ ხარ,ხარ და იცი რომ ხარ, სივრცე ხარ,უსასრულობა ხარ ,არაფერი ხარ და ეს არაფერი ყველაფერი,სწორედ ეს არის შენი ნამდვილი ,,მე" ,იმ ყოველივეს მიღმა დარჩენილი.

ადამიანის გონების საზღვრებს მიღმა დანახული ნათელი ცოდნა არის სწორედ ის სიბრძნე,ის სულის თვალი რომელსაც შეუძლია გაარჩიოს ყალბი ჭეშმარიტებისაგან.ეს არის შენს ტაძარში ღვთის სადიდებლად დანთებული სანთელი,რომელიც შეიწირება და შეიწყალება. ეს არის შენი სულის ნავსაყუდარი,შენი ცათასასუფეველი სადაც ღმერთი განისვენებს,სადაც სიყვარული სახლობს.

შენი თვალთახედვის მიღმა,შენ'ში(ნ) არის შენი ნამდვილი არსი.შენ ხარ ის ვინც ამ თვალთახედვის მიღმაა,ის ნათელი ცოდნა,ღვთიური გონი და სიბრძნე,ის სულის თვალი ,რომელსაც შეუძლია გახდეს მეუფე და შემოქმედი სამყაროსი.

დარჩი ყოველთვის აქ და ამ წუთში,აქ განიცდება ყველა შეგრძნება,იცხოვრე ყოველი წუთით აწმყოობაში,შენი შინაგანი სიბრძნესთან ზიარებაში ,ჭეშმარიტ ,,მე"სთან მყოფობაში,რომელიც არის შენი ჰარმონია და ბალანსი.

სწორედ ჰარმონიული ყოფისთვის და დაბალანსებული ცხოვრებისთვის ვართ დედამიწაზე.ამას კი მხოლოდ ჭეშმარიტ ''მე"სთან ზიარებით მოახერხებ,რომელიც თვალთახედვის მიღმა და გონების საზღვრებს მიღმა არსებობს,შენ'ში(ნ).

GT Evolution Center -ის ქოუჩი
თინათინ ფსუტური.

სესიების მსურველები შეგიძლიათ დაპლიუსდეთ.

#სიყვარულიყველაფერია
#ანაბანა
#თამარკვარაცხელია

Address

თბილისი

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 14:00

Telephone

+995579737007

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GT Evolution Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to GT Evolution Center:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category