31/10/2025
💞წარმოგიდგენთ საყურადღებო ინფორმაციას ‼️‼️‼️
❗ „ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლის ჩართვის და რიგის მართვის კომისის“ უახლოესი, რიგით მე-13 სხდომა ჩატარდება 2025წლის 27 ნოემბერს. მიმდინარე წელს ეს იქნება ბოლო, დასკვნითი სხდომა. საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 26 ნოემბერი.❗ საბუთების მიღება დაწყებულია.
⛔2025წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ცენტრში შემოსვლას ელოდება დაახლოებით 80 ადამიანი.
❗ყველა პაციენტს,რომელთაც მიმდინარე წელს ჩატარებული კომისის მიერ მიეცათ დადებითი რეკომენდაცია და ჯერ არ ჩართულან პროგრამაში, აუცილებლად მიეცემათ ფილტვის ქრონიკული დაავადებების სახელმწიფო პროგრამით🇬🇪სარგებლობის საშუალება. კომისიების მიერ გაცემული დასკვნები ძალაშია 2026წლის თებერვლის თვის ჩათვლით.❗
🔴ბენეფიციართა შემოდინება ცენტრში განხორციელდება ეტაპობრივად. მათი მიღება ხდება კომისიაზე გატარების თარიღების შესაბამისად, რიგის მიხედვით, მეტად შემჭიდროებული გრაფიკით, რაც გარდა იმისა, რომ განაპირობებს ცენტრის პერსონალის მეტად დაძაბულ რეჟიმში მუშაობას, გარკვეულწილად უხერხულობას უქმნის ცენტრში შემოსვლის მომლოდინეთ.
🤔სამწუხაროდ ცენტრის შესაძლებლობები და გამტაუნარიანობა ობიექტურად რეგლამენტირებულია. მიუხედავად ამისა,ვეცდებით მაქსიმალურად მოვერგოთ ბენეფიციართა მოთხოვნებს.💞
☀️ "აბასთუმნის ფილტვის ცენტრში" ბენეფიციართა ამ ახალი ნაკადის მიღება შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად დეკემბრის დასაწყისიდან.
‼️‼️‼️ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი: 🎯 გასულ კომისიებზე გადმოგზავნილი განაცხადების თითქმის მესამედი იყო წარმოდგენილი მოთხოვნების შეუსაბამო ფორმით - მობილურით გადაღებული, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე თუ ინვენტარზე გადაფენილი,🤨 ყოველგვარი რიგის,ლოგიკის თუ თანმიმდევრობის გათვალისწინების გარეშე, ერთი დოკუმენტის პირველი გვერდი მეორე საბუთის ბოლოში ,ან პირიქით, აღრეულად იყო ატვირთული, კომისიას ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება ასეთი "სახით" ❌ წარმოდგენილი საბუთების გაშიფვრა-მოწესრიგებისათვის, რაც ძალიან აფერხებს და დროში წელავს კომისიის მუშაობას.
❤️ძალიან გთხოვთ პატივი ეცით პირველ რიგში თქვენს თავსა და ჯანმრთელობას, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი დახმარების სურვილის გამო უხდებათ ამ აბსურდულ რებუსებში გარკვევა და ასევე სხვა პაციენტებს,რომლებსაც თქვენი უპასუხისმგებლობის მიზეზით უგვიანდებათ თავის განაცხადზე პასუხის მიღება! 🧐
⛔ განმეორებით ვაცხადებთ, რომ საბუთების ის პაკეტი, რომელიც არ იქნება მოწოდებული სათანადო ფორმით-დასკანერებული სახით❗ (არა მობილურით გადაღებული),❗უკან დაუბრუნდებათ განმცხადებლებს იმავე ელფოსტაზე, საიდანაც იყო გადმოგზავნილი დოკუმენტები.‼️
⛔ ხაზგასმით აღვნიშნავთ, კომისიაზე წარმოდგენილი დოკუმენტები,რომლებიც არ იქნება შესაბამისობაში არსებულ კრიტერიუმებთამ (შინაარსით,წარმოდგენის ფორმით და ა.შ.)კომისიის მიერ არ იქნება განხილული,არც დაკორექტირებული,რადგანაც ეს დაკავშირებულია დიდ დროით და ადამიანურ რესურსთან,რის საშუალებაც კომისიას, წარმოდგენილი უამრავი განაცხადის განხილვისას, უბრალოდ არ გააჩნია. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუბრუნდებათ განმცხადებლებს იმავე ელფოსტაზე,საიდანაც იყო გადმოგზავნილი დოკუმენტები.‼️
📌 აუცილებელია მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია უკუკავშირისათვის,რადგანაც დიდი ნაწილი საბუთებისა იგზავნება მათი კონტროლის ქვვეშ არმყოფი კომპიუტერული ცენტრების ან სხვა დაწესებულების ელფოსტებიდან, რითაც შეუძლებელი ხდება შენიშვნის ან განაცხადზე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება❗
📌განმეორებით წარმოგიდგენთ სრულ ინფორმაციას "აბასთუმნის ფილტვის ცენტრში" ბენეფიციართა განთავსების საკითხთან დაკავშირებით.✅
☀️ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში
☀️ "აბასთუმნის ფილტვის ცენტრში" ბენეფიციარები სარგებლობენ ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის უფასო სახელმწიფო🇬🇪პროგრამით.
✅სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის ჩვენებებია:
1. ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის გარეშე;
2. ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის I-II ხარისხით;
3. რეაბილიტაცია სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიური დაავადებების გადატანის შემდგომ (მწვავე პროცესის ჩაცხრომიდან უნდა გავიდეს მინიმუმ 1 თვე);
❌ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის წინააღმდეგ ჩვენებები:
• ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის III-IY ხარისხით;
• ფილტვების აქტიური ტუბერკულოზი;
• ქრონიკული დაავადებები გამწვავების ფაზაში და ჩირქოვანი პროცესით გართულების არსებობისას;
• მწვავე და გადამდები ფორმის ვენერიული დაავადებები;
• სისხლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები გამწვავების არსებობისას;
• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდგომი პერიოდი;
• ავთვისებიანი სიმსივნეები;
• ყველა დაავადება, რომელიც მოითხოვს სტაციონარულ (მათ შორის ქირურგიულ) მკურნალობას;
• რეციდიული სისხლდენები ფილტვებიდან ან სისხლიანი ხველის ეპიზოდები;
• არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;
• მძიმე და არასტაბილური კარდიალური პათოლოგია;
• მწვავე ინფექციური დაავადებები;
• ქირურგიული ოპერაციების უახლოესი შემდგომი პერიოდი;
• ფსიქიური დაავადებები;
• კოგნიტიური არასტაბილური თანმხლები პათოლოგია;
• კახექსია;
• ორსულობა 26 კვირის და მეტი ხანგრძლიობის.
‼️👇 ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის უფასო სახელმწიფო🇬🇪პროგრამა მოიცავს პაციენტთა შემდეგ სოციალურ ჯგუფებს:‼️👇
ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები
ბ) იმ ოჯახის წევრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები
დ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები
ე) „მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებზე დასაქმებული პირები, რომლებსაც სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გამო აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადებები.
🧐სამუშაოთა ჩამონათვალი,რომლებზეც ვრცელდება ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის უფასო სახელმწიფო🇬🇪პროგრამა, საკმაოდ ვრცელია და მოიცავს სამეურნეო საქმიანობის მრავალ სფეროს. ეს ჩამონათვალი განისაზღვრება „მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით.
⬇️იხ. სამუშაოთა ჩამონათვალი,პუბლიკაციის ლინკი, საიდანაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ფაილი PDF ფორმატში 👇
https://matsne.gov.ge/ka/document/download/4277583/0/ge/pdf
✅სს.“ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში“ (მის.ქ.თბილისი,მარუაშვილის ქ. #50, ყოფილი „ხუდადოვის ქუჩა“) ფუნქციონირებს „ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლის ჩართვის და რიგის მართვის კომისია“,თავმჯდომარე ბატ. კახა ასათიანი.
✅კომისია იხილავს გამოგზავნილ დოკუმენტაციას, აფასებს მის შესაბამისობას სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის ჩვენებებთან და სოციალურ სტატუსთან. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იძლევა რეკომენდაციას სარეაბილიტაციო კურსის გავლის მიზანშეწონილობის შესახებ.
🔴 კომისიაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
❗❗❗კომისიაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალში მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი დაზუსტება,კერძოდ:👇
🔻ექვსწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით,სარეაბილიტაციის კურსის უკეთ წარმართვის, სამკურნალო პროცესში შესაძლო კლინიკური გართულებების პრევენციისა და მინიმალიზაციის მიზნით, სამედიცინო კომისიის მიერ აუცილებლად❗ იქნა მიჩნეული კომისიაზე წარმოდგენილ იქნას არა მხოლოდ კარდიოგრამის დასკვნა, არამედ❗ კარდიოლოგის სრულყოფილი კონსულტაცია პაციენტის სრული ანამნეზური და კლინიკური მონაცემების, ასევე მაღალმთიან კურორტზე რეაბილიტაციის პროცესის წინააღმდეგჩვენებების არ არსებობისა და შესაბამისი რეკომენდაციის დაფიქსირებით.❗
👇❗კომისიაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი ახალი ფორმულირებით:👇❗
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. განცხადება კომისიის სახელზე(იხ. ნიმუში პოსტის ბოლოს).
3. სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;(იხ.ჩამონათვალი ზევით).
4. სისხლის საერთო ანალიზი;
5. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის დასკვნა.
6. სპირომეტრიის დასკვნა და რუქა.
7. ელექტროკარდიოგრამის დასკვნა,კარდიოლოგის კონსულტაცია.
❗გამოკვლევები უნდა იყოს არახანდაზმული,პაციენტის ბოლოდროინდელი მდგომარეობის გამომხატავი.❗ ეს ყველაფერი უნდა აისახოს ახალ ფორმა #100-ში,სადაც ჩამოყალიბებული იქნება ფილტვების იმ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი,რაც აღენიშნება ამჟამად პაციენტს და რის გამოც ესაჭიროება რეაბილიტაციის კურსის ჩატარება,❗პაციენტის სრული ანამნეზური და კლინიკური მონაცემების ,ასევე მაღალმთიან კურორტზე რეაბილიტაციის პროცესის წინააღმდეგჩვენებების არ არსებობისა და შესაბამისი რეკომენდაციის დაფიქსირებით.❗
✅ თუ ფიზიკურად ვერ ხერხდება საბუთების წარდგენა კომისიისათვის (სს.“ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში“ (მის.ქ.თბილისი,მარუაშვილის ქ. #50, ყოფილი „ხუდადოვის ქუჩა“) შესაძლებელია❗ ეს დოკუმენტები საკონტაქტო ინფორმაციას ერთად გადმოაგზავნოთ, დასკანერებული სახით ერთიანად და არა ცალ-ცალკე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
📌abastumanilc@gmail.com 📌
❌მობილურით გადაღებული საბუთები, ასევე არასრული დოკუმენტაცია არ მიიღება.
✅ დამატებითი შეკითხვების არსებობისას შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს FACEBOOK გვერდზე ან დაგვირეკოთ:
599065437 - კახა ასათიანი, კომისიის თავმჯდომარე
591122177 – რეზო ჟღენტი, „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი.
☀️იმ პირებს,რომლებიც არ განეკუთვნებიან ზემოთჩამოთვლილ სოციალურ ჯგუფებს, ასევე საქართველოს მოქალაქეობის არმქონეთ, რომლებიც ასევე ვერ ერთვებიან უფასო სახელმწიფო პროგრამაში, შეუძლიათ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ სერვისი მიიღონ თვითდაფინანსებით, შიდა სტანდარტის შესაბამისად.
☀️ პაციენტის მიღება ხდება მინიმუმ 10 დღით.ამისათვის წინასწარ უნდა მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუკგვერდზე, ან ელფოსტაზე abastumanilc@gmail.com ,შედგეს სატელეფონო კომუნიკაცია ნომერზე 591122177, დაზუსტდეს მონაცემები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შემდგომ იმავე მისამართზე abastumanilc@gmail.com უნდა გადმოაგზავნოთ გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის ბოლოდროინდელი, უახლოესი პერიოდის დასკვნა.
✅ საჭიროა ცენტრში ჩამოსვლის დღის წინასწარ შეთანხმება მინიმუმ ორი კვირით ადრე.
🟥2024 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს შიდა სტანდარტის (თვითდაფინანსების) ახალი ფასები.
✅ მინიმალური პაკეტია 10 დღიანი კურსი.
მისი ღირებულება 2024წლის 1 ივლისიდან ერთი პირისათვის შეადგენს 1200(ერთი ათას ორასი)ლარს, ორი და მეტი ადამიანისათვის მოქმედებს ოჯახური (ჯგუფური) პაკეტის ფასდაკლება, ერთი პიროვნებისათვის ღირებულებას მინუს 10% ანუ 1080(ერთი ათას ოთხმოცი)ლარი ამ პაკეტით მოსარგებლე თითოეული პირისათვის.
შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის დღეების ღირებულების დამატება.(ერთი დღე ინდივიდუალური პაკეტით მოსარგებლეთათვის 120 ლარი, ჯგუფური პაკეტით მოსარგებლეთათვის 108 ლარი თითოეულისათვის).
✅ სახელმწიფო პროგრამის ანალოგიური - 20 დღიანი პაკეტის ღირებულება 2024წლის 1 ივლისიდან ერთი პირისათვის შეადგენს 2100(ორი ათას ასი) ლარს, ორი და მეტი ადამიანისათვის მოქმედებს ოჯახური(ჯგუფური) პაკეტის ფასდაკლება, ერთი პიროვნებისათვის ღირებულებას მინუს 15% ანუ 1780(ერთი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი ამ პაკეტით მოსარგებლე თითოეული პირისათვის.
შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის დღეების ღირებულების დამატება.(ერთი დღე ინდივიდუალური პაკეტით მოსარგებლეთათვის 105 ლარი, ჯგუფური პაკეტით მოსარგებლეთათვის 89 ლარი თითოეულისათვის).
👇სარეაბილიტაციო პაკეტები მოიცავს შემდეგს:
- ცხოვრება სასტუმროს ტიპის ოთახებში;
- 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა;
- 4-ჯერადი კვება,სპეციალური მენიუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის;
- ნომინალური: გამოკვლევები - სისხლის საერთო ანალიზი,გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში ჭამამდე და საკვების მიღების შემდეგ,კოაგულოგრამა,ეკგ;
- კარდიოლოგის კონსულტაცია;
- პულმონოლოგის კონსულტაცია;
- რეაბილიტოლოგის კონსულტაცია;
- ზოგადგამაჯანაღებელი, სპეციალური ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშები;
- სუნთქვითი ტრენაჟორები;
- კაპტოტრენერი - სწორი სუნთქვის ჩვევების გამომუშავების კურსი;
- საჭიროების მიხედვით, რეაბილიტოლოგის დანიშნულებით სხვადასხვა ფიზიოთერაპიული პროცედურები თანამედროვე,უნიკალური ფიზიოაპარატურით;
- საჭიროების შესაბამისად ზოგადი,ლოკალური მასაჟი;
- ფიტნეს დარბაზი;
- სიმპტომატიური მკურნალობა
(პროცედურების რაოდენობა-პაკეტის ხანგრძლივობიდან გამომდინარე).
☀️გისურვებთ ჯანმრთელობას!
💞იყავი ჯანმრთელი, შეისუნთქე ბედნიერება!
✅P.S. და ბოლოს წარმოგიდგენთ კომისიაზე წარსადგენი განცხადების ნიმუშს,რომელიც აქვე შეგიძლიათ დააკოპიროთ.
ფილტვის ქრონიკული დაავადებებით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვის კომისიას
მოქალაქე -----------------------------------------------------------
დაბ ----------------------------------------------------------------
პირადი ნომერი # --------------------------------------------------
მცხოვრები -----------------------------------------------------------
განცხადება
გთხოვთ განიხილოთ ჩემს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კურსის გავლის მიზანშეწონილობის განსაზღვრისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში ჩემი მოსარგებლედ ჩართვის საკითხი.
მოქალაქე --------------------------------------------
თარიღი:
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#აბასთუმანი
#სამცხეჯავახეთი
#რეაბილიტაცია
#ფილტვებისქრონიკულიდაავადებები
#ფილტვებისქრონიკულიდაავადებებისრეაბილიტაცია
#ტუბერკულოზისადაფილტვისდაავადებათაეროვნულიცენტრი
#მთისკურორტები
#დასვენებამთაში
#დასვენებაკომფორტით
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება