Sui Generis

Sui Generis Sui Generis [სუ´ი გე´ნერის] - აღნიშნავს უნიკალ?

💫 უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვეული აზრებისა და გრძნობების ტრიალით ერთი და იგივე რეალობას ვქმნით, ისინი კი თავის მხრივ, იმავე ...
27/09/2022

💫 უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვეული აზრებისა და გრძნობების ტრიალით ერთი და იგივე რეალობას ვქმნით, ისინი კი თავის მხრივ, იმავე ემოციებს იწვევენ.

🔮 ტვინისა და სხეულის ურთიერთქმედების მარეგულირებელი 3 ჯგუფი არსებობს:

1. ნეირომედიატორები- ქიმიური შუამავლები ტვინისა და ცნობიერების დონეზე;

2. ნეიროპეპტიდები- ტვინსა და სხეულს აკავშირებენ, რის შედეგადაც ჩვენ აზრების თანაფარდი გრძნობები გვეუფლება;

3. ჰორმონები- სხეულის დონეზე იწვევენ შეგრძნებებს;

🪄 ნეირონების გარკვეული ქსელების აქტივაციის შემდეგ, ტვინი ჩვენი აზრების სრულად შესატყვის სხვეულებრივ შეგრძნებებს იწვევს.

🫶🏻 ანუ, ჩვენი გუნება-განწყობისა და რეალობის წარმართვა ჩვენს ხელშია!

💡 როგორ დავამარცხოთ შემოდგომის მელანქოლია? 🔆 ემოციები:  მიეცით საკუთარ თავს  ემოციების სრულად გამოხატვის უფლება, იქნება ...
20/09/2022

💡 როგორ დავამარცხოთ შემოდგომის მელანქოლია?

🔆 ემოციები:

მიეცით საკუთარ თავს ემოციების სრულად გამოხატვის უფლება, იქნება ეს ტირილის, სიბრაზის თუ რაიმე სხვა ნეგატიური ემოცია.

🔆 საკუთარ თავთან საუბარი:

💭 « დღეს უბრალოდ ცუდ ხასიათზე ავდექი, ხდება ხოლმე.»

💭 « ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება.»

💭 « უნდა დავისვენო, თუკი დასვენება მჭირდება.»

🔆 დაგეგმეთ აქტივობა:

🧺 იქნებ ძველი ნივთების/ტანსაცმელების გადარჩევის დროა

💡 სულ მცირე ფიზიკურ აქტივობასაც კი შეუძლია ისეთი ჰორმონების გააქტიურება როგორიცაა: დოფამინი, ენდორფინი და სეროტონინი- რომლებიც განწყობის ამაღლებას უწყობენ ხელს.

🔆 გაატარეთ დრო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად:

ადამიანი ადამიანისთვის ხომ დღეა ❤️‍🩹

⚡️ გიზიარებთ 3 ფილმს თანადამოკიდებული ურთიერთობების შესახებ.მესამე თვალით სიტუაციის აღქმა ბევრად მარტივია, ვიდრე მაშინ, ...
27/08/2022

⚡️ გიზიარებთ 3 ფილმს თანადამოკიდებული ურთიერთობების შესახებ.

მესამე თვალით სიტუაციის აღქმა ბევრად მარტივია, ვიდრე მაშინ, როდესაც მთავარი გმირი თავად ხარ.

1. My king (2015) - გადმოცემულია განსხვავება სიყვარულსა და თანადამოკიდებულ ურთიერთობას შორის.

2. The painted veil (2006) - თანადამოკიდებული ადამიანის ცხოვრება.

3. A star is born (2018) - ფილმი თანადამოკიდებულ ურთიერთობაზე, სადაც ერთ-ერთი გმირი მუდმივად მხსნელის როლშია.

გისურვებთ ბედნიერ და ჯანსაღ ურთიერთობებს 🫶🏻

მხსნელი -> აგრესორი -> მსხვერპლი ⚡️ თანადამოკიდებული ადამიანი თავის ცხოვრებისეულ სცენარს ამ სამი როლით ათამაშებს. 🫂 მხსნ...
25/08/2022

მხსნელი -> აგრესორი -> მსხვერპლი

⚡️ თანადამოკიდებული ადამიანი თავის ცხოვრებისეულ სცენარს ამ სამი როლით ათამაშებს.

🫂 მხსნელის როლი გამომდინარეობს თანადამოკიდებულის გადამატებული მოთხოვნით იზრუნოს სხვაზე, მოაგვაროს სხვისი პრობლემები და ისევ და ისევ იცხოვროს სხვისი ცხოვრებით, ვინაიდან:

1. საკუთარი აღარ გააჩნია;
2.მხოლოდ ამ როლში გრძნობს თავს საჭიროდ;
3.ფიქრობს რომ მხოლოდ ასე დაიმსახურებს სხვა ადამიანის სიყვარულს.

🥊 თუმცა, როდესაც მისი შრომა და გარჯა დაუფასებელი რჩება და მოლოდინი არ უმართლდება, მხსნელი გადის თამაშიდან და იღვიძებს აგრესორი.

აგრესორი ჩხუბითა და ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას და როდესაც არც ამას აქვს შედეგი..

🥁 საბოლოოდ რჩება მსხვერპლი, რომელიც თავს უბედურად, ცხოვრებისგან დაჩაგრულად, უსარგებლოდ გრძნობს.

მსხვერპლის როლში ყოფნისას ხშირია დეპრესია და სუიციდური აზრები.

⚡️ ჯოჯოხეთის ამ დონეებს გადის თანადამოკიდებული ადამიანი ყოველდღიურად, სანამ არ გაიაზრებს პრობლემის არსებობას და არ გადაწყვეტს მის გამოსწორებას.

⚡️ ამ ბოლო დროს გახშირდა ურთიერთობის იმ ფორმაზე საუბარი, რომელიც ფსიქოლოგიაში თანადამოკიდებულებით განისაზღვრება. და მაინ...
24/08/2022

⚡️ ამ ბოლო დროს გახშირდა ურთიერთობის იმ ფორმაზე საუბარი, რომელიც ფსიქოლოგიაში თანადამოკიდებულებით განისაზღვრება.

და მაინც რა არის ეს თანადამოკიდებული ურთიერთობა?

⚡️ არაჯანსაღი მიჯაჭვულობა და ლტოლვა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს შენს ცხოვრებაში.

⚡️ პარტნიორის ტოტალური კონტროლის სურვილი.

⚡️ საკუთარი ინტერესების, მისწრაფებების, მიზნებისა და იდენტობის გაქრობა.

⚡️ მუდმივი შფოთვა და არასრულფასოვნების განცდა.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ მახასიათებლების, რაც თანადამოკიდებულ ურთიერთობას ახლავს თან.

აკვიატებული გრძნობა რთული სამართავია და ხშირ შემთხვევაში თავს ნამდვილ სიყვარულად ასაღებს.

თანადამოკიდებული ადამიანი გაუცნობიერებლად რამდენიმე როლს ითავსებს საკუთარ პიროვნებაში, რაზეც დაწვრილებით შემდეგ პოსტში ვისაუბრებთ ➡️

⚡️ რას ნიშნავს რთული ხასიათის ადამიანი? - ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობაა რთულითუ- ადამიანი, რომლის მართვაც არის რთული?
23/08/2022

⚡️ რას ნიშნავს რთული ხასიათის ადამიანი?

- ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობაა რთული

თუ

- ადამიანი, რომლის მართვაც არის რთული?

⚡️ თუკი მუდმივად ცოდნის დაგროვების რეჟიმზე ხართ და არასდროს  პრაქტიკულად გამოყენების; ⚡️ თუკი მუდმივად გგონიათ რომ კიდევ...
22/08/2022

⚡️ თუკი მუდმივად ცოდნის დაგროვების რეჟიმზე ხართ და არასდროს პრაქტიკულად გამოყენების;

⚡️ თუკი მუდმივად გგონიათ რომ კიდევ ერთი კურსი/ტრენინგი/ მასტერ კლასი უნდა გაიაროთ იმისათვის, რომ რეალურად შეძლოთ ამა თუ იმ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება;

⚡️ და თუკი უბრალოდ საკუთარ თავს მუდმივად არასაკმარისად გრძნობთ, ამ შემთხვევაში იმპოსტერის ანუ თვითმარქვიას სინდრომთან გვაქვს საქმე.

- იმპოსტერის სინდრომი ძირითადად ვითარდება რამდენიმე მიზეზით, ესენია:

🪨 ბავშვობაში უფროსებისგან დაკისრებული გადაჭარბებული მოლოდინი;

🪨 როლების იერარქია: როდესაც ბავშვობიდანვე მოგანიჭეს გარკვეული ადგილი, რომლის იქეთ არ შეგეძლოთ მოქმედება;

🪨 შეცდომის დაშვების შიში;

როგორ ვაჯობოთ ამ სინდრომს?

🧊 რეალობის ინდიკატორები:

- როდესაც საკუთარი გონებისა და დამახინჯებული წარმოსახვის ხაფანგში აღმოვჩნდებით, აუცილებელია რაიმე გამოსაფხიზებელი სიგნალი.

ანუ, გონების მიერ ნაკარნახევ მცდარ მოსაზრებებს საკუთარი უუნარობის შესახებ უნდა დავუპირისპიროთ რეალური მაგალითები განვლილი ცხოვრებიდან, სადაც ვაღწევდით დასახულ მიზნებს.

🧊 ,,ცოცხალი მე”

- უნდა მივცეთ საკუთარ თავს საკუთარ თავად ყოფნის უფლება 😅
დავუშვათ შეცდომები და შემდეგ მოვძებნოთ მათი გამოსწორების გზები.

🧊 ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

- როდესაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით სხვა ადამიანს ეხმარებით რაიმე ამოცანის გადასაჭრელად, ამით არამხოლოდ კარგ საქმეს აკეთებთ, არამედ საკუთარ თავსაც უმტკიცებთ რომ რეალურად რაღაც შეგიძლია.

🧘🏻‍♀️✨🫶🏻
22/08/2022

🧘🏻‍♀️✨🫶🏻

თვითმყოფადობა ეს არის შინაგანი ძალა, ერთგვარი უხილავი ფარი, რომელიც 9 მთას გადაგალახინებს და ნებისმიერ დრაკონს დაგამარცხ...
22/08/2022

თვითმყოფადობა ეს არის შინაგანი ძალა, ერთგვარი უხილავი ფარი, რომელიც 9 მთას გადაგალახინებს და ნებისმიერ დრაკონს დაგამარცხებინებს 🤺

თვითკმარობა თავის თავში მოიაზრებს ფსიქიკურ, ფიზიკურ სიჯანსაღეს, აღმოჩენილ და გამოვლენილ პოტენციალს, დაუბროკელებელ, ჰარმონიულ კავშირს შინაგან მესთან 🧘🏻‍♀️

თვითმყოფადობა ბრილიანტის მსგავსია.

მისი მოპოვება არც ისე მარტივია, ისევე როგორც ალმასის მოპოვება და დამუშავება იმისათვის რომ ის ბრილიანტი გახდეს.

თუმცა, კიდევ ერთხელ- თვითმყოფადობა ის უხილავი ფარია, რომელიც ნებისმიერ დრაკონს დაგამარცხებინებს 🤺

Sui Generis [სუ´ი გე´ნერის] - აღნიშნავს უნიკალურობას, თვითმყოფადობას. ბლოგის მთავარი მიზანიც თვითმყოფადობისკენ გზის გაკვ...
22/08/2022

Sui Generis [სუ´ი გე´ნერის] - აღნიშნავს უნიკალურობას, თვითმყოფადობას.

ბლოგის მთავარი მიზანიც თვითმყოფადობისკენ გზის გაკვალვაა 🫶🏻

Address

Batumi
6010

Telephone

+995593710196

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sui Generis posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram