მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი M.Iashvili Batumi Maternal and Child Central Hospital

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა.

საავადმყოფოში პედიატრიული, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, ნეონატოლოგიური, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებია, კლინიკა უზრუნველყოფს როგორც ორსულობის პერიოდის მკურნალობას, ასევე მშობიარობას და გინეკოლოგიურ ოპერაციებს.

კლინიკაში ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი, ამერიკულ სტანდარტებზე დაფუძნებული გადაუდებელი დახმარების განყოფილება. განსაკუთრებულ შემთხვევებში დაუყოვნებლივ ხდება პაციენტების რეფერალი თბილისში, სადაც მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს “მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” ან “ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა”.

💫ვულოცავთ მშობლებს პატარას დაბადებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ყოველივე საუკეთესოს♥️
06/11/2025

💫ვულოცავთ მშობლებს პატარას დაბადებას.
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ყოველივე საუკეთესოს♥️

🔖მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის სტომატოლოგი ნანი კონცელიძე პასუხობს ხშირად დასმულ ...
03/11/2025

🔖მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის სტომატოლოგი ნანი კონცელიძე პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს კბილების მოვლასთან დაკავშირებით
❓რამდენჯერ უნდა გავიხეხოთ კბილები დღეში?
-კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ: დილით, გაღვიძებისთანავე, საუზმემდე, ხოლო საღამოს-ძილის წინ.
❓რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს კბილების ხეხვა?
-კბილები უნდა ვიხეხოთ 2-3 წუთის განმავლობაში.
❓რა ტიპის ჯაგრისი სჯობს და
რომელი პასტაა საუკეთესო ბავშვებისთვის?
-უმჯობესია კბილის პასტა და ჯაგრისი ინდივიდუალურად შეარჩიოთ თქვენს სტომატოლოგთან ერთად.
❓საჭიროა თუ არა კბილებს შორის ძაფის გამოყენება?
-კბილების ძაფის, იგივე ფლოსის გამოყენება რეკომენდებულია კბილთაშორის სივრცეების გამოსასუფთავებლად. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კბილთა მჭიდრო დგომა.
❓როგორ ვასწავლოთ ბავშვს კბილების სწორად ხეხვა?
-კბილების სწორად ხეხვის სწავლა შეგვიძლია სტომატოლოგთან გაცნობითი ხასიათის ვიზიტის დროს, ასევე დაგვეხმარება სახალისო ანიმაციური ვიდეორგოლები.
❓როდის უნდა წავიყვანოთ ბავშვი პირველად სტომატოლოგთან?
-პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან სასურველია კბილის ამოჭრიდან 6 თვის შუალედში. ამ დროს ფასდება ღრძილის, კბილისა და ზოგადად პირის ღრუს მდგომარეობა. ასევე მშობელს ვასწავლით სწორად მოვლის წესებს.
☎️ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად და ვიზიტის დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით
0322052070

🏥ასთმასა და გრიპის ვაქცინაციის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ალ...
26/10/2025

🏥ასთმასა და გრიპის ვაქცინაციის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ალერგოლოგი, პროფესორი ვახტანგ ბერიძე.
🔖ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა — VaxigripTetra (SANOFI WINTHROP INDUSTRIE), რომელიც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ.
________________________________________
❓რა უკუჩვენებები აქვს VaxigripTetra-ს ვაქცინას?
📌VaxigripTetra არ უნდა დაენიშნოს იმ პირებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ:
მძიმე ალერგიული რეაქცია კვერცხის ცილაზე (კვერცხი ან კვერცხის პროდუქტები), ქათმის ცილაზე ან ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე;
• მძიმე ალერგიული რეაქცია VaxigripTetra-ს ან მსგავსი შემადგენლობის ვაქცინის წინა დოზის შემდეგ.
ვაქცინაციის ჩატარება უნდა გადაიდოს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღენიშნება საშუალო ან მძიმე სიმძიმის ცხელებით მიმდინარე ინფექციური ან მწვავე დაავადება.
________________________________________
❓რა არის ვაქცინების გავრცელებული გვერდითი მოვლენები?
📌გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს:
• ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინექციის ადგილზე,
• მსუბუქი ცხელება, მსუბუქი გამონაყარი, დაღლილობა ან ზოგადი დისკომფორტი.
ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში და ნორმალური იმუნური პასუხის ნიშანია.
მძიმე ალერგიული რეაქციები იშვიათია.
თუ თქვენ ან თქვენს შვილს ჰქონია სერიოზული ალერგიული რეაქცია წინა დოზაზე — აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
________________________________________
❓რა უნდა გავაკეთო, თუ ვაქცინის ინგრედიენტებზე ალერგია მაქვს?
📌თუ ალერგიის ან მედიკამენტურ ურთიერთქმედებაზე გაქვთ შეშფოთება, მიმართეთ ექიმს ან იმუნოლოგს.
ვაქცინაცია უსაფრთხოა ასთმის სამკურნალო საშუალებების უმეტესობასთან ერთად, მათ შორის:
• ინჰალატორებთან,
• მოკლევადიან ორალურ სტეროიდებთან.
თუმცა სტეროიდების ხანგრძლივმა ან მაღალი დოზით მიღებამ შეიძლება შეასუსტოს იმუნური პასუხი — ასეთ შემთხვევაში ექიმი შეიძლება გირჩიოთ ვაქცინაციის გადადება.
თუ იღებთ ბიოლოგიურ პრეპარატებს, რეკომენდებულია დაახლოებით 72-საათიანი ინტერვალი COVID-19 ვაქცინასა და ბიოლოგიურ მკურნალობას შორის.
მნიშვნელოვანია: არ შეწყვიტოთ ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები ვაქცინაციამდე ან მის შემდეგ ექიმის გარეშე.
ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელ მედიკამენტებს იღებთ.
________________________________________
❓რა უნდა ვქნა, თუ ვაქცინებზე ან ასთმის მკურნალობაზე მარტივი წვდომა არ მაქვს?
📌თუ გაგიჭირდათ ვაქცინაციაზე ან მკურნალობაზე წვდომა:
• მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ექთნებს, ისინი დაგეხმარებიან ინფორმაციის მიღებაში;
• დაუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რათა გაიგოთ მეტი იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც გეხმარებათ ვაქცინებისა და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობაში.
________________________________________
❓არის თუ არა ოდესმე ვაქცინაციის არასასურველი დრო?
📌ვაქცინაციამდე აუცილებელია ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე, რათა დაცული იყოთ შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც რესპირაციული ინფექციების გავრცელება მატულობს.
სხვა ვაქცინები — მაგალითად COVID-19, ბუსტერები ან პნევმოკოკური ვაქცინა — შეიძლება გაკეთდეს წლის ნებისმიერ პერიოდში, თუ ეს რეკომენდებულია.
________________________________________
❓სად შემიძლია გავიკეთო ვაქცინაცია?
📌ვაქცინაცია ხელმისაწვდომია:
• ოჯახის ექიმის კაბინეტებში,
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლინიკებში
• და ზოგიერთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
________________________________________
❓უსაფრთხოა თუ არა ვაქცინები ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის?
📌დიახ. ვაქცინების უმეტესობა უსაფრთხოა და რეკომენდებულია ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის.
ექიმი დაგეხმარებათ:
• სწორად შეარჩიოთ ვაქცინები,
• განსაზღვროთ მათი მიღების საუკეთესო დრო,
• შეაფასოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასთმის კონტროლის დონე და გამოყენებული მედიკამენტები.
ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება თქვენს ჯანმრთელობას.
________________________________________
❓როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ოჯახებს ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მიღება?
📌ბევრ სამედიცინო დაწესებულებას ჰყავს მრავალენოვანი პერსონალი და აქვს ინფორმაციული მასალები სხვადასხვა ენაზე, რაც დაეხმარება პაციენტებს უკეთ გაიგონ ვაქცინაციის მნიშვნელობა და პროცედურები.

☎️ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად და ვიზიტის დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით
0322052070

🗓️ 25 ოქტომბერს, მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კონსულტაციას ჩაატარებს👇👨‍⚕️ საქართვ...
19/10/2025

🗓️ 25 ოქტომბერს, მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კონსულტაციას ჩაატარებს👇
👨‍⚕️ საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი ანდროლოგი, რეპროდუქტოლოგი - თეიმურაზ გაგნიძე.
➡️ვიზიტის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ:
📊 სპერმოგრამის ანალიზი და მიიღოთ
👨‍⚕️ ინდივიდუალური კონსულტაცია.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით
574682299
+995 599 193 565
📍 ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

🏥მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბავშვთა ნევროლოგი ქეთევან ჩავლეიშვილი - პასუხობს ხ...
17/10/2025

🏥მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბავშვთა ნევროლოგი ქეთევან ჩავლეიშვილი - პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს ეკრანდამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
❓რას ნიშანვს ეკრანდამოკიდებულება?
ეკრანდამოკიდებულება ნიშნავს ბავშვის მიერ ეკრანული მოწყობილობების (მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი) გადაჭარბებულ ან არაკონტროლირებად გამოყენებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მის ფიზიკურ, ემოციურ, სოციალური და ინტელექტუალურ განვითარებაზე.
❓რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანთან?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ეკრანთან გასატარებელი რეკომენდებული დრო ასაკის მიხედვით განსხვავდება. ითვლება რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეკრანთან საერთოდ არ უნდა ატარებდეს დროს.
2-5 წლის ასაკის ბავშვი დღეში არაუმეტეს 1 საათისა.
6+ წლის ასაკის მოზარდებში 1-2 საათი.
❓როგორ მოქმედებს ზედმეტი ეკრანის დრო ბავშვების ჯანმრთელობაზე?
ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში სხვადასხვა სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს:
- აგზნება და გაღიზიანება ეკრანის გამორთვის იძულების საპასუხოდ.
- ინტერესის დაკარგვა როგორც რეალური თამაშების, ასევე რეალური ურთიერთობების მიმართ
- ყურადღების დეფიციტი
- მეტყველების განვითარების შეფერხევა ადრეულ ასაკში
- ძილის დარღვევები
- ცუდი აკადემიური მოსწრება სკოლაში.
აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია მშობელმა მიმართოს სპეციალისტს.
❓როგორ შევამციროთ ეკრანთან ყოფნის დრო?
მშობელს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია გამოიყენოს შემდეგი მიდგომები:
- იყავით მაგალითი ბავშვისთვის (მასთან ერთად ყოფნისას ნაკლები დრო გაატარეთ ეკრანთან)
- დააწესეთ ეკრანთან ყოფნის მკაფიო საზღვრები (შეგიძლიათ ეკრანის ჩართვის დროს გამოიყენოთ წამზომი)
- შექმენით ადგილები სადაც ეკრანს მკაცრად არ გამოიყენებთ (საძინებელი, სამზარეულო-კვების დროს და ა.შ)
- აუცილებლად შესთავაზეთ ბავშვს ალტერნატივა (თამაშები, ხატვა, ძერწვა, ლეგოს აწყობა)
- განიხილეთ ეკრანზე ნანახი სიუჟეტი, ჩართეთ ბავშვი ამ პროცესში
☎️ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდეთ
032 205 20 70

მ. იაშვილის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, პედიატრი...
11/10/2025

მ. იაშვილის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ბახტაძე მონაწილეობდა ევროპის რესპირატორული საზოგადოების საერთაშორისო კონგრესზე (ERS Congress 2025).

Tamar Bakhtadze

📣13 ოქტომბერს  მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კონსულტაციებს ჩაატარებს  ბავშვთა ენდ...
06/10/2025

📣13 ოქტომბერს მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კონსულტაციებს ჩაატარებს ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე.
🔖ენდოკრინოლოგთან ვიზიტი და მკურნალობა აუცილებელია, თუ ბავშვს/მოზარდს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:
📌ზრდა-განვითარების შეფერხება
📌სქესობრივი განვითარების დარღვევები (ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება)
📌გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, წონაში კლება
📌ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევები
📌აგზნებადობა ან ადინამია, წონაში მატება ან კლება, ყაბზობა, კანის სიმშრალე, გონებრივი და/ან ფიზიკური განვითარების შეფერხება
📌ჭარბი წონა და სიმსუქნე
📌ჭარბთმიანობა
📌ოფლიანობა
☎️ კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
+995 32 2 052 070
ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, №64

🫀29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა.🌎ეს დღე ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას იმ საფრთხის შესახებ, რომლის მატარებელიცაა...
29/09/2025

🫀29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა.
🌎ეს დღე ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას იმ საფრთხის შესახებ, რომლის მატარებელიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
პრევენცია და რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვაცილებს სერიოზული გართულებებს.
გაუფრთხილდით გულს🫀
გისურვებთ ჯანმრთელობას
#მსოფლიოგულისდღე
#29სექტემბერი

🔖 ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ალერგოლოგი, პროფესორი ვახტანგ ბერიძე, გიზიარებთ რჩევებს ასთმის გამწვავე...
19/09/2025

🔖 ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ალერგოლოგი, პროფესორი ვახტანგ ბერიძე, გიზიარებთ რჩევებს ასთმის გამწვავების შესახებ, რომელიც სექტემბრის თვეში განსაკუთრებით აქტუალურია.
🔹ყოველწლიურად, გლობალურად, ფიქსირდება ე.წ. „სექტემბრის ასთმის გამწვავების პიკი“ — როგორც წესი, სექტემბრის მესამე-მეოთხე კვირას.
🔹სწორედ ამ პერიოდში ბავშვებში ასთმასთან დაკავშირებული მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება.
🔹ჩვენი მიზანია მშობლებსა და პედაგოგებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა გაიზარდოს ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნების ალბათობა როგორც სექტემბერში, ისე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში
❓რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
📌დაგეგმეთ თქვენი შვილის შემოწმება ჯანდაცვის სპეციალისტთან, რათა დარწმუნდეთ, რომ ასთმა კონტროლს ექვემდებარება.
📌უზრუნველყავით, რომ თქვენს შვილს ყოველთვის ჰქონდეს წვდომა თავის შემამსუბუქებელ ინჰალატორზე და იცოდეს მისი სწორად გამოყენება.
📌ესაუბრეთ თქვენს შვილს ასთმის შესახებ: რა არის, როგორ ვლინდება და როგორ უნდა იმოქმედოს სიმპტომების გაჩენისას.
📌აუხსენით, რა ფაქტორები იწვევს ასთმის გამწვავებას და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება.
📌აცნობეთ თქვენი შვილის პედაგოგს მისი ასთმის შესახებ: სიმპტომები, გამომწვევი ფაქტორები და საჭირო დახმარების გზები.
📌მიაწოდეთ პედაგოგს ინფორმაცია, რომ ინჰალატორი ყოველთვის უნდა ჰქონდეს თან.
დარწმუნდით, რომ მასწავლებელმა იცის, როგორ იმოქმედოს ასთმის შეტევის დროს და იცნობს თქვენი შვილის მკურნალობის სამოქმედო გეგმას.
პედაგოგებისთვის აუცილებელი ცოდნა პედაგოგებმა უნდა იცოდნენ ძირითადი საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს ასთმით დაავადებული მოსწავლეების უსაფრთხოებას.
🔖ასთმის შეტევის ადრეული ნიშნებია:
📌შეტევითი ხასიათის ხველა ან ხიხინი,
📌 დაღლილობა, მოუსვენრობა ან გაღიზიანება,
📌ჩუმი და უსიცოცხლო მდგომარეობა,
📌სუნთქვის გაძნელება,
📌 წინადადებების დასრულების შეუძლებლობა.
პედაგოგის ქმედებები ასთმის შეტევისას:
1. მოასვენეთ მოსწავლე და უზრუნველყეთ, რომ სწორად ზის.
2. დაუყოვნებლივ სთხოვეთ ინჰალატორის გამოყენება (ჩვეულებრივ, ლურჯი). თუ არის შესაძლებელი, გამოიყენეთ სპეისერი.
3. თუ სიმპტომები არ ქრება ან მძიმდება, დარეკეთ 112-ზე და აცნობეთ სკოლის ექიმს ან ექთანს (თუ ასეთი არის). განაგრძეთ ინჰალატორის გამოყენება ყოველ 5–15 წუთში, სანამ მოვა სამედიცინო დახმარება.
4. დაუკავშირდით ბავშვის მშობელს და აცნობეთ მომხდარის შესახებ.
როდესაც მოსწავლეს აღარ ექნება ხიხინი, ხველა ან ქოშინი, მიეცით მას საშუალება მშვიდად დაისვენოს, დარწმუნდით რომ მშობელი ასთმის შეტევის შემდეგ დაგეგმილ ვიზიტს გეგმავს ჯანდაცვის სპეციალისტთან, რათა ხელახლა შეფასდეს კონტროლი და თავიდან იქნას აცილებული მომავალი საგანგებო სიტუაციები.
✍️ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით
☎️0322052070

Address

ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 64
Batumi
6000

Telephone

+995322052070

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

ჩვენ შესახებ

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. საავადმყოფოში პედიატრიული, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, ნეონატოლოგიური, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებია, კლინიკა უზრუნველყოფს როგორც ორსულობის პერიოდის მკურნალობას, ასევე მშობიარობას და გინეკოლოგიურ ოპერაციებს.

კლინიკაში ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი, ამერიკულ სტანდარტებზე დაფუძნებული გადაუდებელი დახმარების განყოფილება. განსაკუთრებულ შემთხვევებში დაუყოვნებლივ ხდება პაციენტების რეფერალი თბილისში, სადაც მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს “მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” ან “ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა”.