კახეთი იონი / Kakhetie Yonne

კახეთი იონი / Kakhetie Yonne French non profit medical center operating through compassion, dedication and innovation

სამედიცინო ცენტრის ,,კახეთი-იონი“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 2006 წლის 14 ივნისს. ეს არის საფრანგეთის, იონის დეპარტამენტის საჩუქარი საქართველოსათვის, კერძოდ კახეთის მოსახლეობისათვის.

სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებაა დაავადებათა ადრეული, კომპლექსური დიაგნოსტიკა და მისი შემდგომი მკურნალობა. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით, ასევე მოგემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდი. მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხდება დედაქალაქისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.

სამედიცინო ცენტს ხშირად სტუმრობენ ფრანგი წამყვანი ექიმები, რომელთა კონსულტაციები ხელმისაწვდომია პაციენტებისათვის.

,,კახეთი-იონი“-ს კლინიკა პაციენტებს მომსახურებათა ფართო სპექტრ სათავაზობს:
- ოჯახის ექიმი
- პედიატრია
- კარდიოლოგია
- გინეკოლოგია
- უროლოგია
- ოფთალომოლოგია
- ანგიოლოგია
- სტომატოლოგია
- ნევროლოგია
- ნეფროლოგია
- ენდოკრინოლოგია
- თერაპია
- ფიზიოთერაპია
- ლაბორატორია
- ოტო-რინო-ლარინგოლოგია
- ალერგოლოგია
- ენდოსკოპია
- პროქტოლოგია
- მამოლოგია
- ონკოლოგია / ქიმიოთერაპია
- დიალიზი
- რადიოლოგია / ექოსკოპია
- რენტგენოგრამა / მამოგრაფია
- მიკროქირურგია

სამედიცინო ცენტრის მიზანია პაციენტზე ზრუნვა, მისი მკურნალობა ვიზიტის პირველივე წუთიდან - მკურნალობის ბოლო წუთამდე და მის შემდგომ პერიოდშიც.

🌍 17 სექტემბერს პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე ღინიშნება✨ ყოველწლიურად ამ დღეს ვახსენებთ, რომ პაციენტის უსაფრთხოება ...
17/09/2025

🌍 17 სექტემბერს პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე ღინიშნება

✨ ყოველწლიურად ამ დღეს ვახსენებთ, რომ პაციენტის უსაფრთხოება არის საერთო პასუხისმგებლობა:
👩‍⚕️ ექიმების, 👨‍⚕️ მედპერსონალის, 🫶 პაციენტებისა და მათი ოჯახების.

📌 2025 წლის მთავარი გზავნილია:
💫 "პაციენტის უსაფრთხოება იწყება თქვენით"

🔑 გახსოვდეთ:
✔️ იკითხეთ თქვენს ჯანმრთელობაზე – ინფორმირებული პაციენტი უფრო დაცულია
✔️ გაუზიარეთ ექიმს ყველა სიმპტომი – გახსნილი კომუნიკაცია წარმატებული მკურნალობის საფუძველია
✔️ იმოქმედეთ გუნდურად – უსაფრთხო ჯანდაცვა იცავს სიცოცხლეს

🤝 ერთად შეგვიძლია შევამციროთ რისკები და უზრუნველვყოთ უფრო უსაფრთხო მომავალი.

💛უსაფრთხო პაციენტი ჯანმრთელი მომავალის გარანტიაა.

#პაციენტისუსაფრთხოება #ფრანგული #სამედიცინო #ცენტრი #კახეთი #იონი

🎒  🌈 ვემზადებით სკოლისთვის და ბაღისთვის! 🍂 მოდით ახალი სასწავლო წელი  დავიწყოთ ზრუნვით, თავდაჯერებულობით და ჯანმრთელობით...
09/09/2025

🎒 🌈 ვემზადებით სკოლისთვის და ბაღისთვის!

🍂 მოდით ახალი სასწავლო წელი დავიწყოთ ზრუნვით, თავდაჯერებულობით და ჯანმრთელობით.

💫სასწავლო წლის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი პატარას ჯანმრთელობა წესრიგშია.

📢იმისათვის, რომ მშვიდად იყოთ და თქვენი პატარა მზად იყოს ახალი აღმოჩენებისთვის, გთავაზობთ ჩვენი პედიატრების მიერ რეკომენდირებულ გამოკვლევებზე 10%-იან ფასდაკლებას 15 სექტემბრამდე.

✅️სისხლის საერთო ანალიზი
✅️რკინის განსაზღვრა
✅️ვიტამინი D
✅️ვიტამინი B12
✅️TSH

🔬 რატომ არის ეს ანალიზები საჭირო ?
✔️ სისხლის საერთო ანალიზი – აჩვენებს ბავშვის ზოგად ჯანმრთელობას, ჰემოგლობინის დონეს, ანემიას, ინფექციების ნიშნებს.
✔️ რკინის განსაზღვრა სისხლში – მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ჰქონდეს ყურადღება, ენერგია და სწავლისთვის საჭირო ძალა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ანემიის პრევენციისთვის, რომელიც ხშირად სკოლამდელ და სკოლის ასაკში გვხვდება.
✔️ ვიტამინი D – საჭიროა ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის და ძლიერი იმუნიტეტისთვის.
✔️ ვიტამინი B12 – აუცილებელია ტვინისა და ნერვული სისტემის სწორად მუშაობისთვის.
✔️ TSH ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ზრდასა და ენერგიაზე. იგი აკონტროლებს მეტაბოლიზმსა და ზრდას; მისი დისბალანსი შეიძლება ენერგიის, კონცენტრაციისა და სწავლის უნარზე აისახოს.

💛 ჩვენ გონივრული მიდგომისთვის ვართ, ყურადღებით და ზრუნვით თითოეულ ბავშვზე.
✨ ჯანმრთელობა, სიხარული და თავდაჯერებულობა ახალი სასწავლო წლისთვის!

📍 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე:
551 71 71 95

✨გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს 💫🗓 უქმე დღეების განრიგი აგვისტოში: 28 ,29 და 30 აგვისტოს კახეთ-იონში დასვენების დღეებია...
25/08/2025

✨გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს 💫
🗓 უქმე დღეების განრიგი აგვისტოში:
28 ,29 და 30 აგვისტოს კახეთ-იონში დასვენების დღეებია.
📍 მიუხედავად უქმე დღეებისა, პაციენტებს სრულად შეუნარჩუნდებათ წვდომა დიალიზის სამედიცინო მომსახურებაზე.
✅️ გადაიმოწმე ჯანმრთელობა კახეთ-იონის ფრანგულ სამედიცინო ცენტრში
☎️ 551 71 71 95

✅ როდესაც არჩევანი ჯანმრთელობაზე გადის – სანდოობა უმთავრესია.👩‍🔬 ონკოლოგ-მამოლოგი თინათინ დუნდუა, პროფესიულად ხელმძღვანე...
22/08/2025

✅ როდესაც არჩევანი ჯანმრთელობაზე გადის – სანდოობა უმთავრესია.
👩‍🔬 ონკოლოგ-მამოლოგი თინათინ დუნდუა, პროფესიულად ხელმძღვანელობს პაციენტების გზას — ადრეული დიაგნოსტიკიდან სრულყოფილ მკურნალობამდე:
👉რეკომენდებულია ქალებმა მამოლოგთან ვიზიტი ჩაიტარონ პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით 40 წლის ასაკის შემდეგ. ეს ხელს უწყობს სიმსივნეების ან პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკას!
🔸თუ თვითგასინჯვით მკერდის შიგნით ან იღლიის არეში შეიგრძნობა კვანძები ან სიმაგრეები;
🔸თუ გამონადენი აღენიშნება >50 წლის ქალს (აუცილებლად);
🔸თუ გამონადენი აღენიშნა

🦶 პოდაგრა — როცა ტკივილი მოულოდნელად მოდის!📌 რა არის პოდაგრა?მეტაბოლური დარღვევა, რომლის დროსაც სისხლში შარდმჟავა იმატებ...
12/08/2025

🦶 პოდაგრა — როცა ტკივილი მოულოდნელად მოდის!

📌 რა არის პოდაგრა?
მეტაბოლური დარღვევა, რომლის დროსაც სისხლში შარდმჟავა იმატებს და მისი კრისტალები გროვდება სახსრებში.

⚠️ როგორ ვლინდება?

* ძლიერი, უეცარი ტკივილი (ხშირად ღამით)
* შეშუპება და სიწითლე
* ტკივილი მოძრაობისას
* ზოგჯერ თირკმლის დაზიანება და კენჭები

🧪 როგორ ისმება დიაგნოზი?
სისხლში შარდმჟავას დონის შემოწმებით.

💡 რჩევა:
თუ მოულოდნელად დაგეწყოთ ძლიერი სახსრის ტკივილი — ნუ დაელოდებით, მიმართეთ ექიმს დროულად!

🍃დატვირთული დღის ფონზე ხშირად გვავიწყდება საკუთარი ჯანმრთელობა, 💫დაუთმეთ რამდენიმე წუთი საკუთარ თავს და ისარგებლეთ ჩვენი...
02/08/2025

🍃დატვირთული დღის ფონზე ხშირად გვავიწყდება საკუთარი ჯანმრთელობა,
💫დაუთმეთ რამდენიმე წუთი საკუთარ თავს და ისარგებლეთ ჩვენი შეთავაზებით👈

📍 გაიკეთეთ კრეატინინის და ალბუმინის ანალიზი
25 ლარად (5 აგვისტოს ჩათვლით)
📍 საისხლის საერთო ანალიზი და ამილაზა მხოლოდ
30 ლარად (12 აგვისტოს ჩათვლით)
📍 ALP მოცემული ტესტით დგინდება, პაციენტს აქვს თუ არა ღვიძლის ან ძვლების დაავადებები.
აკონტროლე ჯანმრთელობა მხოლოდ 5 ლარად (7 აგვისტოს ჩათვლით)

🔁გაუზიარეთ მეგობრებს, რათა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა 💚

✨გახსოვდეთ, ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი - იონი, მუდამ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზეა

რა არის სკრინინგი? 🔍 👉 ძუძუს კიბოს სკრინინგი არის მარტივი, უსაფრთხო, სწრაფი პროცედურა, რომელიც გულისხმობს სიმსივნის ძიებ...
30/07/2025

რა არის სკრინინგი? 🔍
👉 ძუძუს კიბოს სკრინინგი არის მარტივი, უსაფრთხო, სწრაფი პროცედურა, რომელიც გულისხმობს სიმსივნის ძიებას სიმპტომების გამოვლენამდე. ის დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
ამ სამედიცინო კვლევას პრევენციული მნიშველობა აქვს ჯანმრთელობისთვის. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემა სანახევროდ მოგვარებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
📊 სტატისტიკის თანახმად, იმ პაციენტების 99%, რომელმაც საწყის სტადიაზე შეიტყო, რომ ძუძუს კიბო ჰქონდა, სრულად გამოჯანმრთელდა.

🎗️ არ გადადო — დაიცავი შენი თავი და იზრუნე შენს მომავალზე — გაიარე სკრინინგი დროულად.

📌 ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

23/07/2025

🌡️ სიცხის ტალღები და მზარდი საფრთხე ჯანმრთელობისთვის.
WHO-ს მონაცემებით, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიცხის ტალღები სულ უფრო ხშირი, ხანგრძლივი და ინტენსიური ხდება. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის, ევროპა და ცენტრალური აზია დაექვემდებარება მაღალი სიხშირს სიცხის ტალღებს, 81 პროცენტი დაექვემდებარება უკიდურესი ხანგრძლივობის სიცხის ტალღების ზემოქმედებას, ხოლო 28 პროცენტი - მაღალი ინტენსივობის მქონე სიცხის ტალღების ზემოქმედებას.
🟠 ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციები:
📍 სითხის მიღება – დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი მთელი დღის განმავლობაში. მოერიდეთ ალკოჰოლურ და ზედმეტად ტკბილ სასმელებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის გამოშრობას.
📍 სივრცის გაგრილება – ხშირად გაანიავეთ ოთახები დილით ან გვიან საღამოს. გამორთეთ ზედმეტი ტექნიკა, რომელიც სითბოს გამოყოფს. გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფარდები ან ჟალუზები, რომ შეამციროთ სითბოს დაგროვება შენობაში.
📍 მზისგან დაცვა – ატარეთ მსუბუქი, თავისუფალი და ღია ფერის ტანსაცმელი. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.
🆘 მიმართეთ დახმარებას, თუ თქვენ ან სხვას აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
- მკვეთრად სწრაფი გულისცემა
- მკვეთრი დაბნეულობა
- სხეულის ტემპერატურის სწრაფი მატება
- გულისრევა, დაბალი წნევა ან გონების დაკარგვა

#მედიცინა #ჯანმრთელობა #ფრანგულისამედიცინოცენტრი #ზრუნვა

🎯 პრევენცია, სიზუსტე, ნდობა ...🏥 პირველადი დიაგნოსტირებისა და ეფექტური მკურნალობისთვის აირჩიეთ ფრანგული სამედიცინო ცენტრ...
21/07/2025

🎯 პრევენცია, სიზუსტე, ნდობა ...

🏥 პირველადი დიაგნოსტირებისა და ეფექტური მკურნალობისთვის აირჩიეთ ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი–იონი.

✨ ჩვენი პროფესიონალთა გუნდი პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას აერთიანებს ცოდნასა და გამოცდილებასთან.
ჩვენ თქვენთან ვართ ჯანმრთელობის დაცვისა და მკურნალობის ყოველ ეტაპზე — ყურადღებით, მზრუნველობით და მაღალი სტანდარტებით.💚

📍 ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი – იონი,
ქ.გურჯაანი, რუსთაველის ქ #22

📞 დაგვიკავშირდით დღესვე ჩასაწერად
551 71 71 95

🍃 თქვენი ჯანმრთელობა — ჩვენი პრიორიტეტია

17/07/2025

ჩვენი გუნდი გულით გეგებებათ ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთ-იონში ❤️

დაჯავშნეთ ვიზიტი მარტივად:
📱 მოგვწერე WhatsApp-ზე ან პირად შეტყობინებაში სოციალური ქსელის საშუალებით
📞 დაგვირეკეთ : 551 71 71 95

ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ და გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე ან საკითხზე 👩‍⚕️✨

🌿 ჯანმრთელობა ხომ ასე მნიშვნელოვანია — ზრუნვა საკუთარ თავზე აქ იწყება.

#ჯანმრთელობა #ვიზიტი #ჯავშანი #ფრანგულისამედიცინოცენტრი #მედიცინა

14/07/2025

🇫🇷 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია 1880 წლიდან. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას უერთდება ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი -იონის გუნდი 🎆

🎉 14 ივლისის სპეციალური შეთავაზება !

✅ საერთო ბილირუბინის განსაზღვრა + ქოლესტერინი (საერთო) -30ლ ნაცვლად 🔟ლ; მოქმედების ვადა 17 ივლისამდე
✅ რკინის განსაზღვრა + სისხლის საერთო-40ლ ნაცვლად 3️⃣0️⃣ლ; მოქმედების ვადა 16 ივლისამდე
✅ კალციუმის განსაზღვრა სისხლში (საერთო) + ვიტამინი D - 70ლ ნაცვლად6️⃣0️⃣ ლ; მოქმედების ვადა 23 ივლისამდე;
✅ გაზები და ელექტროლიტები-50ლ ნაცვლად 3️⃣0️⃣ლ-მოქმედების ვადა 30 ივლისამდე.

ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთ- იონი , ადგილი სადაც თქვენი ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია.

👉დაგვიკავშირდით დღესვე და ისარგებლეთ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურებით!

📲 551 71 71 95
📧 kakhetieyonne@gmail.com
💌 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

Address

რუსთაველის 22
Gurjaani
1500

Opening Hours

Monday 08:30 - 17:00
Tuesday 08:30 - 17:00
Wednesday 08:30 - 17:00
Thursday 08:30 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:30 - 15:00

Telephone

+995551717195

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კახეთი იონი / Kakhetie Yonne posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კახეთი იონი / Kakhetie Yonne:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category