25/10/2025
🔹 საეკლესიო საავადმყოფო ქსენონში, ქუთაისში მოღვაწე რადიოლოგებისთვის განკუთვნილი სასწავლო ტრენინგი გაიმართა თემაზე: „თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის როლი ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დიაგნოსტიკაში“.
👇 სასწავლო პროგრამას უძღვებოდნენ:
👩⚕️ გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მიმოზა კანკია;
👩⚕️ რადიოლოგი, ულტრაბგერითი ელასტოგრაფიის კურსის ხელმძღვანელი, საქართველოს ულტრაბგერითი ელასტოგრაფიის ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, თეა გუბელაძე.
🔹 ტრენინგის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ულტრაბგერითი კვლევის თანამედროვე მიდგომები, მათ შორის ელასტოგრაფიის როლი ღვიძლისა და სანაღვლე სისტემის პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკაში. ღონისძიება მიზნად ისახავდა რეგიონში მოქმედი სპეციალისტების პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
▶️ აღსანიშნავია, რომ ქსენონი სულ რამდენიმე თვის წინ აღიჭურვა, უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტის Resona I9 Elite Edition ელასტოგრაფიის აპარატით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და უზრუნველყოფს პაციენტთა ჯანმრთელობის უფრო ეფექტიან მართვას.
📞 კვლევაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 598033030
📌 მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის #21.