ქართველ ორთოპედ ქირურგთა ფორუმი არის ვებგვერდი სადაც შეგიძლით გაეცნოთ სხვადასხვა კლინიკებში მომუშავე ორთოპედი ქირურგების მიერ ატვირთულ კლინიკურ შემთხვევებს. შეიტყოთ მომავალი კონფერენციებისა თუ სიმპოზიუმების გამართვის დრო, ადგილი და თემატიკა. ეზიაროთ სიახლეებს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დარგში. დაუსვათ კითხვები ქირურგებს, შეხვიდეთ დისკუსიაში, ატვირთოთ საკუთარი კლინიკური შემთხვევები. გაეცნოთ თანამედროვე გაიდლაინებსა და კონკრეტული ნოზოლოგიის მართვის პროტოკოლებს. აღნიშნული ვებ-გვერდი ემსახურებოდა ჩვენს მიზანს შეგვექმნა „ელექტრონული ჟურნალი“, რათა შეგვევსო ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც გაჩნდა ქართულ ორთოპედიული ქირურგიის სივრცეში სპეციალიზირებული ბეჭვდითი პერიოდიკის არ არსებობის გამო, ხოლო მეორესმხრივ შეგვძლებოდა ოპერატიულად გვეწარმოებინა კორელაცია სხვადასხვა კლინიკების ორთოპედია-ტრავმატოლოგიურ განყოფილებებს შორის რათა შეგვძლებოდა გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის დაგროვილი გამოცდილება და სიახლეები „ელექტრონული ჟურნალის“ საშუალებით, ასევე ახალგაზრდა დამწყებ ორთოპედ-ტრავმატოლოგებს ჰქონოდათ საშუალება გასცნობოდნენ ფოტო და ვიდეო ვიზუალურად მდიდარ მასალას სპეციალიზაციის ასამაღლებლად. ჩვენი აზრით ზემოთაღნიშნული ხელს შეუწყობს იმ ტრადიციის აღდგენას, რომელიც მრავალი ათწლეულების განმავლობაში არსებობდა საქართველოში თბილისის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრში და გასვლითი კონფერენეციების ჩატარებისას, რასაც სათავე დაუდო მე-20 საუკუნის ცნობილმა ქართველმა ორთოპედ ტრავმატოლოგმა აკადემიკოსმა ბ-ნმა ოთარ ღუდუშაურმა. სასიამოვნო იქნება და მივესალმებით ყველა რჩევას და წინადადებას, რომელიც მოწოდებული იქნება თქვენს მიერ „ელექტრონული ჟურნალის“ დასახვეწად. გათვალისწინებული იქნება თქვენი სურვილები და შემოთავაზებები. რამეთუ ზემოთ აღნიშნული ყველა ეს ღონისძიება მიმართული იქნეს საქართველოს მოსახლების ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული დახმარების სერვისის დონის ასამაღლებლად მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტებამდე.