22/09/2025
იოგა როგორც ინდური კულტურის ნაწილი წარმოადგენს კავშირს ინდივიდუმის და ღვთაებრივი ასპექტების.
მუდმივი პრაქტიკების შედეგად გონება ხდება უფრო მეტად სენსიტიური პლანეტარულ ცალებადობებთან.
ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს გარკვეული დღეები წელიწადში სადაც ემოციური ან მენტალური სხეული გაკრვეული ზეგავლენის ქვეშაა და ძალუძს სხვადახვა ძირეული ცვლილებების შეტანა აწმყოში- ყოველდღიურობაში.
თუკი რეზონირებს შეიძლება ცნობიერად , ინტერესის გამო ჩაიკითხო ან გამოიყენო კიდეც თუნდაც დასაკვირვებლად.
🌸 ნავარატრი
22 სექტემბრიდან იწყება ნავარატრი – ცხრა დღიანი განსაკუთრებული სულიერი პერიოდი, რომელიც ეძღვნება ღვთაებრივ დედას და სრულდება ვიჯაიდაშამით, გამარჯვების დღით ☀️
„ნავა“ – ცხრა, „რატრი“ – ღამე. ეს არის დრო, როდესაც ქალური იპოსტასის სხვადასხვა სახე – დურგა, ლაქშმი და სარასვატი – აღინიშნება როგორც ძალის, კეთილდღეობისა და ცოდნის წყაროდ
ცხრა დღე სიმბოლურად წარმოადგენს ადამიანის შინაგან მოგზაურობას: პირველი დღეები - შინაგანი ჩრდილების და დაბრკოლებების დაძლევა (დურგა); შემდეგ - სულიერი სიმდიდრისა და სიუხვის გაღვიძება (ლაქშმი); ბოლოს - ცოდნისა და სიბრძნის მიღება (სარასვატი)
მეათე დღეს, ვიჯაიდაშამზე, განისახიერებს შინაგან გამარჯვებას – სინათლის ბნელი ძალებზე
ვედურ ტრადიციაში ეს არის ღვთაებრივი დედის გამარჯვება დემონზე, რაც სიმბოლურად ნიშნავს ბოროტების, ეგოსა და უმეცრების დამარცხებას
ნავარატრის ყოველი დღე თავის ენერგიას ატარებს და ყველას თავისი ფერი შეესაბამება. ტრადიციის თანახმად, რეკომენდირებულია შესაბამის დღეს შესაბამისი ფერის ტანსაცმლის ტარება 💫
1 დღე (22 სექტემბერი) - თეთრი - სიწმინდე და ახალი დასაწყისი
2 დღე (23 სექტემბერიი) - წითელი - ძალა და სიცოცხლის ენერგია
3 დღე (24 სექტემბერი) - ლურჯი - სიბრძნე და ინტუიცია
4 დღე (25 სექტემბერი) - ყვითელი - სიხარული და სინათლე
5 დღე (26 სექტემბერი) - მწვანე- განახლება და ჰარმონია
6 დღე (27 სექტემბერი) - ნაცრისფერი - დაცვა და სიმტკიცე
7 დღე (28 სექტემბერი) - ნარინჯისფერი - სულიერი ტრანსფორმაცია
8 დღე (29 სექტემბერი) - მწვანე (ლურჯისკენ)- სიუხვე და სილამაზე
9 დღე (30 სექტემბერი) - ვარდისფერი - სიყვარული და თანაგრძნობა
✨ ფერები ქმნიან რეზონანსს ღვთაებრივ ენერგიასთან და აძლიერებენ ჩვენ ვიბრაციას
ტონი ნადერის (MD, PhD, Maharaja Adhiraj Rajaram) ნაშრომებში განმარტებულია, რომ ღვთაებრივი დედის სამი მთავარი ფორმა - სარასვატი, ლაქშმი და დურგა - მხოლოდ მითოლოგიური პერსონაჟები კი არა, არამედ ჩვენი სხეულის ფიზიოლოგიას წარმოადგენენ
სარასვატი - ცოდნა და სიბრძნე
მისი ადგილი არის ტვინი, ნერვული სისტემა. აქ იღვიძებს შემეცნება, სიბრძნე და შემოქმედება
ლაქშმი - კეთილდღეობა და სიუხვე
მისი ადგილი არის გული. აქ იბადება სიყვარული, თანაგრძნობა და სიცოცხლის ენერგია
დურგა - ძალისა და ენერგიის ღვთაება
მისი ადგილი არის საკრალური ძვალი (sacrum), კუნდალინის საწყისი ცენტრი. აქედან იღვიძებს შინაგანი ძალა
✨ როცა ეს სამი ღვთაებრივი ენერგია ჰარმონიაშია, ადამიანი ცხოვრობს ინტეგრირებულ, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელ ცხოვრებას
✨ ნავარატრი გვახსენებს, რომ ყოველი ჩვენგანის გულში არსებობს ღვთაებრივი დედის ენერგია – ძალა, სიბრძნე და სიყვარული 🙏🏽