16/11/2025
საყლაპავის ვარიკოზული ვენები ენდოსკოპიით
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება წარმოადგენს ვენების გადიდებას საყლაპავის ქვედა ნაწილში. საყლაპავი არის მილი, რომელიც ყელს კუჭთან აერთებს. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ძირითადად ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.
სისხლის ნაკადი, რომელიც ღვიძლის მიმართულებით მიედინება, ღვიძლში შექმნილი დაბრკოლებების გამო ( ღვიძლში ნაწიბუროვანი ქსოვილის ან სისხლის კოლტის მიერ) ნაწილდება საყლაპავის ვენებში, რომლებიც ღვიძლისთვის გათვლილ მაღალი წნევით მოდინებულ სისხლს ატარებს და ამის გამო განიცდიან გაგანიერებას. სისხლის ნაკადი ღვიძლში იწყებს შეკავებას, რაც ზრდის ღვიძლში მიმავალი ვენის (პორტული ვენა) წნევას. ეს წნევა (პორტული ჰიპერტენზია) აიძულებს სისხლს, მონახოს ალტერნატიული გზები მცირე ზომის ვენების სახით. ასეთი ვენები საყლაპავის ქვედა ნაწილში, მუცლის წინა კედელზე (ე.წ. მედუზას თავი) და სწორ ნაწლავში მდებარეობს. სისხლის დიდი მოცულობის გადასვლის შედეგად საყლაპავის ვენები იბერება, შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვებიდან სისხლის გაჟონვა ან სისხლძარღვების გახევა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც სისხლდენით რთულდება.
73 წლის მამაკაცს, რვა წლის წინ, აღენიშნა მისი პირველი სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან, რომელიც ალკოჰოლური ღვიძლის ციროზის შედეგად იყო გამოწვეული. იმ პერიოდში შესრულდა ლიგაცია.
ვიდეოში ჩანს ვარიკოზი, რომელიც წარმოადგენს ზუსტად იმ ადგილს, სადაც ვარიკოზმა სისხლდენა გამოიწვია. დამატებით, ჩანს ადრე შესრულებული ლიგატურის მკურნალობის კვალი.
ვრცლად 👇
https://share.google/tJZ5d9hio1oR8oVrv
https://mkurnali.ge/skhvadaskhva/sindromi/12267-rodis-da-ratom-vithardeba-saylapavis-venebis-varikozuli-gaganiereba.html
https://www.apollohospitals.com/ka/diseases-and-conditions/esophageal-varices
https://tbiliselebi.ge/ka/news/medicine/ra-unda-vitsodet-saklapavi-milis-varikozuli-gaganierebis-shesakheb