08/02/2021
პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში.
“ვექტორის” მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაში მდგომარეობს, რისი მეშვეობითაც სამუშაო ინსტრუმენტს მოწესრიგებული რხევები გადაეცემა —- იგი მოძრაობს კონკრეტულად სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.
სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.
მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.
"ვექტორის” აპარატით მუშაობისას გამოიყენება არა მეტალის, არამედ კომპოზიტის დრეკადი ინსტრუმენტები, რაც ისეთი რთული ზედაპირების გაწმენდის საშუალებას იძლევა, როგორიცაა კბილის ფესვი და ღრმად მდებარე იმპლანტები.
ფაქტიურად, “ვექტორის” აპარატი უალტერნატივოა დღესდღეობით. მის მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ფაქტიურად არ აღენიშნებათ უსიმოვნო
შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ პაროდონტიტის მკურნალობას წამყვანი გერმანული წარმოების ფირმის "DÜRR DENTAL" ვექტორის აპარატით.