16/04/2022
16 აპრილს გაიმართა საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრების, შეხვედრა რომელიც ჰომეოპათთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ქართველმა ჰომეოპათებმა ისაუბრეს პანდემიის შემდეგ ახალი გამოწვევების შესახებ და განიხილეს კოვიდიინფიცირებულთა ჰომეოპათიური მკურნალობით მიღებული დადებითი შემთხვევების მაგალითები. ლიგის წევრები შეთანხმდნენ , რომ პრიორიტეტულია უახლოეს მომავალში გააქტიურდეს საზოგადოების ინფორმირებულობა კოვიდგადატანილთა რეაბილიტაციაში ჰომეოპათიით მკურნალობის როლის შესახებ, ასევე გაიზარდოს ზოგადად ორგანიზმის გაჯანსაღებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში ჰომეოპათიური საშუალებების ხელმისაწვდომობა. დასახულ იქნა სამომავლო გეგმები, რაც ითვალისწინებს უპირველესად ჰომეოპათიური თერაპიის პოპულარიზაციას ფართო მასებში და ასევე ურთიერთანამშრომლობის გააქტიურებას როგორც ადგილობრივ ჰომეოპათთა , ასევე საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის ევროპელ წარმომადგენლებთან.
Tornike Alashvili Nikoloz Gujabidze მარი იოსელიანი Keti Shavgulidze Lela Afrasidze Nino Mantskava Maia Shatirishvili Naia Iobashvili