Güven Hospital

Güven Hospital Güven Hospital Ankara - თურქული მრავალპროფილური კლინიკის წარმომადგენლობა საქართველოში

20/09/2023
20/09/2023

🎁 GIVEAWAY ALERT! 🎁

Detox your way to a healthier you with our Special 21-day Detox Program!

We're thrilled to team up with the amazing to give this gift to 3 lucky winners! 🍃

To enter:
1️⃣ Follow
2️⃣ Follow
3️⃣ Tag a friend who would love this detox journey!
4️⃣ Fill out the form in our bio linktree for a chance to win.

Don't miss out on this fantastic opportunity to kickstart your wellness journey!

Good luck to all participants! 🌟

20/09/2023
31/07/2023
Güven Hospital Ankara -🇹🇷 თურქული მრავალპროფილური კლინიკა,რომელიც მდებარეობს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში , შესაძლებლობას...
18/04/2023

Güven Hospital Ankara -🇹🇷 თურქული მრავალპროფილური კლინიკა,რომელიც მდებარეობს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში , შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ მრავალპროფილური სამედიცინო მკურნალობა .
პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მომსახურება უმაღლესი განათლების მქონე ექიმებისგან და გამოცდილი პერსონალისგან.👩‍⚕️🧑‍⚕️
თბილისში არსებული ოფისის მეშვეობით შესაძლებელია მონაცემების გადაგზავნა თურქეთში რომელსაც შეაფასებენ თურქი ექიმები . 📧
გადაგზავნილი მონაცემების საფუძველზე მიიღებთ ინფორმაციას საჭირო მკურნალობის პროცედურებზე და სავარაუდო ხარჯებზე .(მომსახურება უფასოა)
ეს ხელს შეუწყობს პაციენტის გარკვეულ დონეზე ინფორმირებას და უზრუნველყოფს სერვისის გამარტივებას .
გისურვებთ ჯანმრთელობას🙏

ენდოსკოპიაცოტამ თუ იცის, რომ ადრეულ სტადიაზე კუჭის, მსხვილი ნაწლავის და პანკრეასის კიბოს მართვა შესაძლებელია ოპერაციის გ...
18/04/2023

ენდოსკოპია
ცოტამ თუ იცის, რომ ადრეულ სტადიაზე კუჭის, მსხვილი ნაწლავის და პანკრეასის კიბოს მართვა შესაძლებელია ოპერაციის გარეშე, თერაპიული ენდოსკოპიის საშუალებით. ენდოსკოპია იყენებს თხელ, მოქნილ ზონდს, რომელიც აღჭურვილია მინიატურული კამერით. ის შეჰყავთ პირის ღრუს ან სწორი ნაწლავის მეშვეობით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული პრობლემების შესასწავლად და დიაგნოსტირებისთვის. ბოლო დროს ენდოსკოპია შეიძლება გამოყენებულ იქნას სამკურნალოდაც: ობსტრუქციების ან სიმსივნეების მოსაშორებლად დიაგნოზის დასმის შემთხვევაში. ამას თერაპიული ენდოსკოპია ჰქვია და მას მოწინავე ტექნოლოგიები და გამოცდილი ექიმები სჭირდება. ეს მეთოდი არ საჭიროებს გაკვეთას. ამიტომ ის ამცირებს საავადმყოფოში ყოფნას 1 დღემდე და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
Güven Hospital Ankara-ში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეს პროცედურა გამოცდილ ექიმებთან 👩🏼‍⚕️👨🏻‍⚕️

PSMA: ᲞᲠᲝᲡᲢᲐᲢᲘᲡ ᲙᲘᲑᲝᲡ ᲛᲘᲖᲜᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲐ პროსტატის სიმსივნე მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა და სიმსივნის ს...
18/04/2023

PSMA: ᲞᲠᲝᲡᲢᲐᲢᲘᲡ ᲙᲘᲑᲝᲡ ᲛᲘᲖᲜᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲐ
პროსტატის სიმსივნე მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა და სიმსივნის სიკვდილიანობის მეორე მიზეზი.ეს ხდება მაშინ, როდესაც პროსტატის უჯრედები, კაკლის ზომის ჯირკვალი, მამაკაცებში შარდის ბუშტის ქვემოთ იწყებენ არანორმალურად განვითარებას და ქმნიან სიმსივნურ სტრუქტურებს. ყველაზე ხშირად ის დიაგნოზირებულია ხანდაზმულებში 65 წლის შემდეგ.
თუ დიაგნოზი და მკურნალობა დაგვიანებულია,სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს მიმდინარე ქსოვილებში და შემდეგ მას ხშირად აღწერენ, როგორც პროსტატის სიმსივნეს, პროსტატის მეტასტაზურ სიმსივნეს ან პროსტატის მეორად სიმსივნეს. ამ ეტაპზე მკურნალობა ვერ განკურნავს სიმსივნეს, მაგრამ მხოლოდ აკონტროლებს მას და ეხმარება სიმპტომების მართვაში.
Güven Hospital Ankara-ის გამორჩეული სპეციალისტების გუნდი მკურნალობს პროსტატის სიმსივნეს ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის და სხვა კლინიკური მეთოდების გამოყენებით.

ეპილეფსიაეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური პრობლემაა. ეს არის მოკლევადიანი, დროებითი, ქცევითი ან სენს...
18/04/2023

ეპილეფსია
ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური პრობლემაა. ეს არის მოკლევადიანი, დროებითი, ქცევითი ან სენსორული ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ტვინში უჯრედების არანორმალური, უეცარი გათიშვით. მას შეიძლება თან ახლდეს ცნობიერების დაკარგვა, უძილობა,ინფექციები, ცხელება და შეიძლება კრუნჩხვების მიზეზი იყოს ზოგიერთი მედიკამენტი.
ეპილეფსიის დიაგნოზი ისმება კლინიკურად. ყველა საეჭვო კრუნჩხვითი შმთხვევა უნდა შეფასდეს ნევროლოგის მიერ. უნდა გამოირიცხოს მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება ეპილეფსიის მსგავსი იყოს. დიაგნოზის საფუძველს წარმოადგენს დეტალური ისტორია და ფიზიკური გამოკვლევები. ტარდება რამდენიმე მარტივი სისხლის ტესტი. EEG (ელექტროენცეფალოგრაფია) და MRT (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია)
ეპილეფსიების უმეტესობას კარგი პროგნოზი აქვს.ხშირად საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში, ეპილეფსია შეიძლება გაგრძელდეს სიცოცხლის ბოლომდე. უმეტეს პაციენტებში კრუნჩხვები მცირდება ან დაავადება ქრება ასაკთან ერთად, თუმცა, პაციენტებს, როგორც წესი, მედიკამენტების გამოყენება სჭირდებათ რამდენიმე წლის განმავლობაში. მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, ეპილეფსიის სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება დიეტური მკურნალობა, ცთომილი (ვაგუსის) ნერვის სტიმულაცია და ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევები.
Güven Hospital Ankara-ში თქვენ შეგეძლებათ კონსულტაცია გაიაროთ საუკეთესო, გამოცდილ ნევროლოგებთან და მიიღოთ საჭირო მკურნალობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას 👩🏻‍⚕️🤍

ქოლელითიაზი – ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც, განურჩევლად სქე...
18/04/2023

ქოლელითიაზი – ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უმოწყალოდ გვესხმის თავს.
ნაღვლის ბუშტის კენჭები – ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელსაც ხშირად სომპტომები არ გააჩნია.
ნაღვლის ბუშტის კენჭები კრისტალური სტრუქტურებია, რომლებიც შესაძლოა ერთი ან რამდენიმე წარმოიქმნას.
არსებობს ორის სახის კენჭი: ქოლესტერინისა და პიგმენტური ქოლესტერინის კენჭები მეტწილად თეთრი ან ღია ყვითელია. მათი უმეტესობა (80%) ქოლესტეროლს შეიცავს.
პიგმენტური ქვები, ჩვეულებრივ, მუქი ფერისაა, შეიცავს ბილირუბინსა და კალციუმს და ასიდან 20 შემთხვევაში იჩენს თავს.
ნაღველკენჭოვანი დაავადება შეიძლება გართულდეს მწვავე ქოლეცისტიტით, მექანიკური სიყვითლით, რომელიც ვითარდება ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის გაჭედვის გამო და ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
ტკივილი, რომელიც ძირითადად მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში ვითარდება და მარცხენა მხარში ან ბეჭში გადაეცემა – უმეტესწილად ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღებას უკავშირდება, ან ხანგრძლივი სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, ფსიქოემოციური გადაძაბვის ფონზე აღმოცენდება.
ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭი შესაძლოა სადინარში გაიჭედოს. ამის შედეგად სადინარი იხშობა, ნაღველი იქიდან ვეღარ გადის და ბუშტშივე გროვდება. ნაღვლის ბუშტი თანდათანობით იზრდება – თუ ნორმაში 25 მლ ტევადობისა უნდა იყოს, ზოგჯერ 200 მლ-საც. აღწევს. ყოველივე ეს კი იწვევს ტკივილს.
ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები:
* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
* მემკვიდრეობითი ხასიათი,
* ჭარბი წონა,
* ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება.
* არასწორი დიეტა.
ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობის ყველზე ეფექტური და საიმედო საშუალება ოპერაციული ჩარევაა. თუ ნაღვლის ბუშტში არის ნალექი, წვრილი კრისტალების შეჯგუფება ან წმინდა ქოლესტერინული ანუ რბილი ქვა, რომელიც ადვილად იშლება, შესაძლებელია კონსერვატიული მკურნოლობა ეფექტური აღმოჩნდეს.
იმ დროს როცა ნაღვლის ბუშტში დიდი ქვაა, ეს ორგანო კარგავს ფუნქციას და გარდაიქმნება საწამლავად ორგანიზმისთვის, იწვევს გულის, სახსრების და სხვა დაავადებებს, ასევე ასაკში არის რისკი რომ გადაგვარდეს სიმსივნედ, დღეს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია აღარაა რთული და არც ოპერაციის შემდგომაა საჭირო ხანგრძლივი დიეტა.
Güven Hospital Ankara-ში ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს ოქროს სტანდარტია ლაპარასკოპიული ოპერაციით ნაღვლის ბუშტის ამოღება, პოსტოპერაციული პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტი ეწერება მეორე ან მესამე დღეს. ის თუ რამდენად სასწრაფოა ოპერაცია ექიმი განსაზღვრავს პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე
მეტი საიმედოობა - Güven hospital Ankara 👩🏻‍⚕️ 👨🏻‍⚕️

ღვიძლი-ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტრიღვიძლი, მოგეხსენებათ, ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა....
18/04/2023

ღვიძლი-ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტრი
ღვიძლი, მოგეხსენებათ, ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მას უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია აკისრია
: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების, ცილების, ვიტამინების წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი ან ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა – ანალიზების ჯგუფია, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. ამ გამოკვლევით ხდება ღვიძლის ჯანმრთელობის შეფასება, მისი დაზიანების გამოვლენა და ასევე, იმ პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ ღვიძლის რომელიმე დაავადება.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
* ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად;
* ღვიძლის დაზიანების გამოსავლენად. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტმა, ალკოჰოლმა და ღვიძლის დაავადებებმა;
* როდესაც ადამიანს ღვიძლის დაავადების ნიშნები აქვს, მაგ.სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, გულისრევა და ღებინება, ქავილი. აღსანიშნავია, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე ეს სიმპტომები ყოველთვის არ იჩენს თავს;
* როდესაც ადამიანს უკვე დადგენილი აქვს ღვიძლის დაავადება, ღვიძლის ფუნქციური სინჯები პერიოდულად ინიშნება, რათა ღვიძლის მდგომარეობა და მკურნალობის ეფექტურობა შეფასდეს;
* ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით.
ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისიხლი.
ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათი). ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ზუსტი დიაგნოზის მისაღებად კი შეგიძლიათ მიმართოთ Güven Hospital Ankara-ს 🩺🥼

Address

Chavchavadze Avenue 33
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:30
Tuesday 10:00 - 17:30
Wednesday 10:00 - 17:30
Thursday 10:00 - 17:30
Friday 10:00 - 17:30

Telephone

+995593506510

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Güven Hospital posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Güven Hospital:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category