27/09/2023
ვეძებთ ქირით/იჯარით ძველ სასტუმროს ან სანატორიუმს ან ბანაკის ტერიტორიას მედიტაციის კურსისთვის, რომელსაც ვატარებთ წელიწადში ორჯერ, 45 დღის განმავლობაში - ჯამში 90 დღე/წელიწადში, სამომავლო ზრდის პერსპექტივით. (თარიღებზე მოლაპარაკება შეგვიძლია, მაგ.: როცა თქვენთვის არასეზონია)
გ ა ნ თ ა ვ ს ე ბ ა :
უნდა იტევდეს 90-150 ადამიანს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ, ნაკლებ ადგილიანებმა არ მოგვწეროთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასტუმრო სრულად უნდა დაიხუროს სხვა სტუმრებისთვის ამ პერიოდში, ამიტომ მეტ ადგილიანებსაც ვერ განვიხილავთ.
სასურველია განთავსება მოხდეს ერთ-ადგილიან საწოლებში (ორადგილიანი საწოლიც ერთად ითვლება, რადგან ორ ადამიანს ერთად ვერ ვაწვენთ). ორსართულიანი საწოლებიც მიიღება.
ბ ი უ ჯ ე ტ ი :
თითო ადამიანზე ბიუჯეტი გვაქვს დაახლოებით 10-15 ლარი/ღამე.
ეს მხოლოდ ღამისთევის საფასურია და დამოკიდებულია რამდენი ადამიანის დატევა შეუძლია სასტუმროს.
მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი :
- ცარიელი დიდი დარბაზი, ან ცალკე შენობა, რომელსაც სამედიტაციოდ გამოვიყენებთ და ერთდროულად შევძლებთ 90-150 ადამიანის დასმას იატაკზე (თითო ადამიანზე დაახლოებით 1.5-2კვმ) - სკამები და ავეჯი არ გვჭირდება.
- კომერციული ტიპის სამზარეულო, რომლის გამოყენებაც შეგვეძლება
- სისუფთავე და მინიმალური პირობები - აუცილებლად ცხელი წყალი (გრაფიკითაც მისაღებია).
- შემოღობილი ეზო სასეირნო ტერიტორიით.
თუ მსგავსი რამ მოიძებნება საქართველოში, გთხოვთ მესინჯერში მოგვწეროთ და გამოგვიგზავნოთ ლინკები და ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე შეგიძლიათ იმეილით დაგვიკავშირდეთ: vipassanage@gmail.com
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ყველა მოთხოვნა, სანამ დაგვიკავშირდებით.
Send a message to learn more