Selene Tarot

Selene Tarot ამ გვერდის საშუალებით, შეგიძლიათ ისა?

გადადით ლინკზე და ასევე ნახეთ ყველა ზოდიაქოს 2022 წლის ტარო პროგნოზი🤍✨
04/01/2022

გადადით ლინკზე და ასევე ნახეთ ყველა ზოდიაქოს 2022 წლის ტარო პროგნოზი🤍✨

ეს არის 2022 წლის ზოგადი ტარო პროგნოზი მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის♏️✨მიიღეთ ის რაც რეზონირებს, დანარჩენი გაუშ.....

გიზიარებთ დღევანდელი საჯარო გაშლის პასუხებს!💛რჩევა თქვენი მფარველი ანგელოზისგან, რომელიც ახლა გჭირდებათ!🌟1. ვინც პირველი...
17/01/2021

გიზიარებთ დღევანდელი საჯარო გაშლის პასუხებს!💛
რჩევა თქვენი მფარველი ანგელოზისგან, რომელიც ახლა გჭირდებათ!🌟

1. ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ, შესაძლოა ამ ეტაპზე ცოტათი ნერვიულობდეთ რაიმე საკითხზე, უფრო მეტად მატერიალური თვალსაზრისით. თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ, რომ კარგი იქნება თუ ამ ეტაპზე ფოკუსირდებით თქვენს სტაბილურობაზე, იმაზე რომ ყველაფერი თქვენს ხელშია და გაქვთ შესაძლებლობა ისე შეცვალოთ სიტუაცია როგორც თქვენ გინდათ. ასევე გეძლევათ რჩევა, რომ სავსებით სამართლიანი იქნება თუ დააწესებთ საზღვრებს და დაიცავთ თქვენს ენერგიას გარშემომყოფებისგან. გირჩევთ რომ ჩაიხედოთ თქვენს გულში და მიჰყვეთ მის ხმას, ასე ყველაფერი კარგად იქნება!თქვენი მფარველი ანგელოზი მუდამ თქვენთანაა და გეხმარებათ!🌟

2. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ, რომ ეს არის სერიოზული ცვლილებების პერიოდი და უნდა მოიკრიბოთ ძალა იმისთვის რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ. გირჩევთ რომ ნებისმიერი რამ, რაც გრძნობთ რომ თქვენთვის უსარგებლოა უბრალოდ გათავისუფლდეთ მისგან. შესაძლოა ამ ეტაპზე გრძნობდეთ, რომ თქვენს გარშემო უამრავი ცვილილებაა და ამას ვერ აკონტროლებთ, ამიტომ ის გირჩევთ რომ მიენდოთ ამ ცვლილებებს, რადგან მას კარგი რამისკენ მიყავხართ. შესაძლოა ამ ცვლილებების გზაზე რთული მომენტები იყოს და ამისათვის აუცილებელია რომ მოიკრიბოთ ძალები და მზად იყოთ ყველაფრისთვის!🌼

3. და ბოლოს, მესამე ვარიანტისთვის. შესაძლოა ამ ეტაპზე ცოტათი გულჩათხრობილი ხართ და რაიმე მიზეზით გული გაქვთ ნატკენი. თქვენი მფარველი ანგელოზი გირჩევთ რომ გათავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან, გაუშვათ ის რაც გთრგუნავთ. თუკი ყოყმანობთ ვინმეს გაშვებაზე ან ურთიერთობის დასრულებაზე, ჯობს რომ დაასრულოთ. თქვენ მისგან უამრავი რამ ისწავლეთ და შეგიძლიათ ამით მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღოთ. გარდაქმენით თქვენი ტკივილი რაიმე სახის ხელოვნებაში, გამოხატეთ ის რაიმეში, გათავისუფლდით მისგან. არავითარ შემთხვევაში არ დაიტოვოთ გულში ნეგატიური ფიქრები! გამოხატეთ საკუთარი თავი და არ ჩაიკეტოთ! თქვენი მფარველი ანგელოზი მუდამ თქვენთანაა და გეხმარებათ ამ ყველაფრის დაძლევაში, მთავარია ამის გჯეროდეთ!💛

მადლობა ყურადღებისთვის!
სიყვარულით, სელენი🌙

მოგესალმებით!💛ეს არის საჯარო გაშლა, თუ რა რჩევა გეძლევათ ახლა თქვენი მფარველი ანგელოზისგან!🌟დააკვირდით კარტებს და ინტუიც...
17/01/2021

მოგესალმებით!💛
ეს არის საჯარო გაშლა, თუ რა რჩევა გეძლევათ ახლა თქვენი მფარველი ანგელოზისგან!🌟
დააკვირდით კარტებს და ინტუიციურად აირჩიეთ ერთ-ერთი😊
პასუხებს დავდებ მოგვიანებით💛

დილამშვიდობისა! ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ!🌼სიყვარულით, სელენი🌙💛
21/11/2020

დილამშვიდობისა! ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ!🌼

სიყვარულით, სელენი🌙💛

დეკემბრის თვის რჩევები!💛 1.  პირველი ვარიანტისთვის დეკემბრის თვე ძალიან ბევრ სიახლეებთან და ემოციურობასთან იქნება კავშირ...
20/11/2020

დეკემბრის თვის რჩევები!💛

1. პირველი ვარიანტისთვის დეკემბრის თვე ძალიან ბევრ სიახლეებთან და ემოციურობასთან იქნება კავშირში. ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლებელია ის, რაც აქამდე დიდიხანი გინდოდათ ამ თვეში მოახდინოთ მისი მანიფესტაცია. ძირითადად ენერგია მიუთითებს იმაზე, რომ დეკემბრის თვეში მეტი თავდაჯერებულობა გექნებათ და მიხვდებით, რომ თუ აქამდე რაიმე მიმართულებით ნაბიჯს ვერ დგამდით, ახლა ყველაფერი გაქვთ იმისათვის, რომ ეს გააკეთოთ. გექნებათ უნარი, იმისა რომ დაინახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც რეალურად თქვენს წინაა. შეძლებთ მატერიალური და სულიერი სამყარო ერთმანეთს დაუკავშიროთ, დაიჭიროთ ბალანსი, რის შედეგადაც ცხოვრების ახალ ეტაპზე შეძლებთ გადასვლას. საბოლოო ჯამში დეკემბრის თვე, პირველი ვარიანტისთვის ძალიან მრავალფეროვანი და აქტიური იქნება.💛

2. ვინც მეორე ვარიანტი აირჩიეთ, დეკემბრის თვეში ემოციურად ძალიან სტაბილურად იგრძნობთ თავს, თქვენი ინტუიცია ძალიან გაძლიერებული იქნება. აქ ძირითადი აქცენტი თქვენს ქვეცნობიერზეა, რომ ძალიან ბევრ რამეს გაანალიზებთ და მიხვალთ იმ დონემდე რომ თქვენივე ჭარბი ემოციები, რომლებიც შესაძლოა აქამდე პრობლემასაც კი გიქმნიდათ, საერთოდ აღარ იქნება თქვენთვის შემაწუხებელი. დაიცავთ ბალანსს და თავს ძალიან სტაბილურად იგრძნობთ ნებისმიერი კუთხით. თქვენში მეტი ქალური ენერგიები დაიწყებს მოძრაობას და ეს ენერგიები გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც შესამჩნევი იქნება. საბოლოო ჯამში, მეორე ვარიანტისთვის დეკემბრის თვეში, შინაგანი სიმშვიდე და სტაბილურობაა წინ წამოწეული, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია!🌼

3. რაც შეგეხებათ თქვენ, ვინც მესამე ვარიანტი აირჩიეთ, აქ ძალიან კარგად ჩანს რომ შესაძლოა მოხდა თქვენს ცხოვრებაში რაიმე, რის გამოც შესაძლოა საკუთარ თავს ადანაშაულებდეთ, ზღუდავდეთ საკუთარ შესაძლებლობებს და ვერ იაზრებდეთ, რომ საკუთარი თავი გისოსებში თავადვე გამოკეტეთ. აუცილებლად გეძლევათ რჩევა, რომ თქვენს ინტუიციას მიენდოთ, მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას, რადგან შესაძლოა ის ხედავს იმას, რასაც თქვენი თვალები ვერ აღიქვამენ. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არ მისცეთ თქვენს თავს, თქვენს ფიქრებს და რა თქმა უნდა გარე ფაქტორებს უფლება თავდაჯერებულობა დაგაკარგინოთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი და მოუსმინეთ მას! გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს!🌟

გისურვებთ წარმატებებს!💛
სიყვარულით, სელენი!🌙

მოგესალმებით!💛ეს არის გაშლა, რა რჩევა გეძლევათ დეკემბრის თვისთვის! დააკვირდით კარტებს და აირჩიეთ ინტუიციურად ერთ-ერთი😊პა...
20/11/2020

მოგესალმებით!💛
ეს არის გაშლა, რა რჩევა გეძლევათ დეკემბრის თვისთვის!
დააკვირდით კარტებს და აირჩიეთ ინტუიციურად ერთ-ერთი😊
პასუხებს ცოტა მოგვიანებით დავდებ!
წარმატებებს გისურვებთ!🌙💛

მოგესალმებით🌙 მინდა შემოგთავაზოთ ამ კვირის პროგნოზის ზოგადი გაშლა☺️ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა რაიმე ახალი საქმის და...
12/10/2020

მოგესალმებით🌙
მინდა შემოგთავაზოთ ამ კვირის პროგნოზის ზოგადი გაშლა☺️

ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა რაიმე ახალი საქმის დაწყებას გეგმავდეთ, ან პირიქით რაიმე საქმის უკან მოტოვებას აპირებდეთ, რომელსაც შესაძლოა მიხვდით, რომ თქვენთვის სარგებელი არ მოჰქონდა. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მერკური რეტროგრადულია, დიდი შანსებია იმისა, რომ ძველმა დაუსრულებელმა საქმეებმა ან წარსულმა პიროვნებებმა თავი იჩინოს. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს შეიძლება იყოს წარსული პიროვნება, რომელსაც ურთიერთობის კვლავ აღდგენა სურს და გთხოვოთ პატიება, ან პირიქით, თქვენ გქონდეთ ამის სურვილი. კარიერული კუთხით, შესაძლოა რაიმე მკვეთრი ცვლილება განახორციელოთ, რაიმე ახლისკენ გადადგათ პირველი ნაბიჯები და დიდი მოტივაციაც გქონდეთ. შესაძლოა ახალი იდეები მოგივიდეთ და არ იცოდეთ როგორ განახორციელოთ, ამ მხრივ კარგი იქნება თუ თქვენს გრძნობებს და ინტუიციას ენდობით, ის მიგიყვანთ იმ გზამდე, რომელიც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა წარსულზე ფიქრებმა თავგზა აგირიოთ და კარგი იქნება თუ მაქსიმალურად ეცდებით ამ ფაქტმა არ შეგიქმნათ დაბრკოლებები.

მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებას!🤍

12/10/2020

🧐როგორ ხდება პირადი კონსულტაცია ტაროთი?
1. პირველ რიგში მომმართეთ პირად შეტყობინებაში.
2. გაშლა ხდება თანხის ჩარიცხვის შემდეგ.
3. დამისვით სასურველი შეკითხვა და პასუხს მიიღებთ წერილობით ჩატში.
4. რა არის კონსულტაციის საფასური?
🌙ერთი შეკითხვა ან თემა (ქვეკითხვებით) - 20₾
🌙ერთი თვის პროგნოზი (კარიერა, სასიყვარულო, ზოგადი და ა.შ) - 25₾
🌙სამი თვის პროგნოზი (კარიერა, სასიყვარულო, ზოგადი და ა.შ) - 55₾
🌙რჩევა კონკრეტულ საკითხზე - 15₾

მადლობა ყურადღებისთვის 🤍
გაითვალისწინეთ, რომ ტარო გეხმარებათ სიტუაციის უკეთ გაანალიზებაში და გაძლევთ რჩევას, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული. ☺️

გისურვებთ წარმატებას! 🤍🌙

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Selene Tarot posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram