საქართველოში, პირველი საერთაშორისო დიაგნოსტიკური ჰაბი
„საერთაშორისო რადიოლოგიური ცენტრი“( IRC ) არის საქართველოს მასშტაბით პირველი დიაგნოსტიკური ჰაბი, სადაც პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ადგილზე ჩაიტარონ ექსპერტული კლასის, 640-შრიან კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ აპარატზე- Toshiba Aqulion One Vision ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის გამოკვლევა (მათ შორის გულისა და კორონარული არტერიების კტ);
ალბათ დაგაინტერესებთ, რით განსხვავდება აღნიშნული რადიოლოგიური
ცენტრი სხვა დიაგნოსტიკური ცენტრებისგან?
საერთაშორისო რადიოლოგიურ ცენტრში (International Radiology Center) ქართველ
კოლეგებთან ერთად თქვენს რადიოლოგიური კვლევის მონაცემებს შეისწავლიან
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული უცხოელი ექიმი-
რადიოლოგები.
პაციენტი თავად გადაწყვეტს თუ რომელი კლინიკის ექიმმა დაწეროს მის
კვლევაზე დასკვნა:
1. London King's College Hospital (არაბთა გაერთიანებული საამიროები);
4. Biruni University Hospital (თურქეთი) და სხვ.
ამავე ცენტრში შესაძლებელია მიიღოთ მეორე სამედიცინო აზრი (SECOND OPINION) - თქვენ მოგაქვთ ნებისმიერ კლინიკაში/დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩატარებული კვლევის მონაცემები, რომლებზეც დასკვნებს დაწერენ უცხოელი ექსპერტი ექიმი-რადიოლოგები.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია: თითოეული ორგანოს ან სისტემების კვლევისას დასკვნას დაწერს შესაბამისი პროფილის ექიმი (მაგალითად: გულისა და კორონარული არტერიების კვლევისას დასკვნაზე იმუშავებს გულის კვლევითი ცენტრის ექიმი-რადიოლოგი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების რადიოლოგიური კვლევის პროცესში ჩართული იქნება ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრის ექიმი-რადიოლოგები, ონკოლოგიური კვლევის დიაგნოსტირებაში მონაწილეობას მიიღებს ონკოლოგიური მუტლიდისციპლინური გუნდის წევრი ექიმი რადიოლოგები და ა.შ.)
საერთაშორისო რადიოლოგიური ცენტრს ხელმძღვანელობს ამავე ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი-რადიოლოგი - ვასილ გერგედავა.
საერთაშორისო რადიოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებს „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი თბილისის“ ბაზაზე, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვაჟა-ფშაველას 76-ბ ნომერში.
გელით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები, კომფორტული, თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მორგებული გარემო.