01/04/2026
🛑 შეაჩერეთ არაადამიანური სისასტიკე❗
მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება უმძიმესი და შემზარავი ინფორმაცია მიუსაფარი ძაღლების მასობრივი განადგურების, წამებით დახოცვისა და დაწვის შესახებ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ გორში ცხოველებს სავარაუდოდ კრემატორიუმში წვავენ.
ეს აღარ არის უბრალოდ სისასტიკე, ეს არის სრული კატასტროფა და არაადამიანობის პიკი❗
სად არის სახელმწიფო❓❗
დროა, მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა კეთილი ინებონ, გამოიღვიძონ და დაუყოვნებლივ მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება❗
მოვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა ის ჯალათი, ვინც ამ დანაშაულშია ჩართული. ცხოველების მიმართ გამოჩენილი უმოქმედობა და დუმილი დანაშაულის თანამონაწილეობაა❗
ჩვენთან ხშირად უყვართ წუწუნი და ერთმანეთისთვის კითხვა — „ეს რა გვჭირს❓“, „რატომ ვართ ასე❓“. ამაზე დიდი ბოროტება და დაცემა რა უნდა იყოს, როცა სრულიად უდანაშაულო, დაუცველ არსებებს ასე უმოწყალოდ ვუსწორდებით❓❗
სანამ საზოგადოება და სახელმწიფო ამხელა სისასტიკეზე თვალს ხუჭავს, მანამდე არაფერი გვეშველება.
ნუ გავჩუმდებით! ხმა ამოვიღოთ მათთვის, ვისაც თავის დაცვა და საუბარი არ შეუძლია.
📣 აქცია: 4 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან❗
#არაცხოველებისგენოციდს #დავიცვათმიუსაფარიცხოველები #საქართველო #შეაჩერესისასტიკე