IDC Kids • აიდისი ქიდს

IDC Kids • აიდისი ქიდს ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი

09/06/2024
არ შეიძლება ბავშვთან მიმართებაში გამოვიყენოთ იგივე მიდგომები, როგორც ბიზნეს დაგეგმარებისას. ბავშვებს იმისთვის არ ვაჩენთ,...
07/06/2024

არ შეიძლება ბავშვთან მიმართებაში გამოვიყენოთ იგივე მიდგომები, როგორც ბიზნეს დაგეგმარებისას. ბავშვებს იმისთვის არ ვაჩენთ, რომ ჩვენი იმედები გაამართლონ და ჩვენი გეგმის მიხედვით იცხოვრონ. ცხოვრებაში მათ თავიანთი მიზნები აქვთ. ბავშვი არა ჩვენი გაგრძელება, არამედ დამოუკიდებელი პიროვნებაა. მშობლის ამბიცია და სურვილი, როგორი უნდა იყოს ბავშვი , ხელს გვიშლის დავინახოთ, თუ როგორია ბავშვი სინამდვილეში.

მშობლის კონტროლი მრავალნაირია. არსებობს დამცავი, მიმართულების მიმცემი, მხუთავი, შემბორკველი , გამაღიზიანებელი და გარიდებ...
06/06/2024

მშობლის კონტროლი მრავალნაირია. არსებობს დამცავი, მიმართულების მიმცემი, მხუთავი, შემბორკველი , გამაღიზიანებელი და გარიდების მაპროვოცირებელი მშობლის კონტროლი. ნებისმიერი მათგანი ადვილად გადადის მეორეში , თუ მშობელს არ გააჩნია უკან დახევისა და კონტროლის შესუსტების უნარი.

როდესაც დედა პირველ სემესტრში პირველკლასელის სკოლის ჩანთის ჩალაგების პროცესს აკონტროლებს- ეს ნორმალურია, ბუნებრივი და ადეკვატური კონტროლია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს კონტროლით ვასწავლოთ თვითკონტროლის მეთოდები : "კიდევ ერთხელ შეამოწმე, ყველაფერი თუ ჩადე. მოდი გაკვეთილების ცხრილს შევადაროთ: მათემატიკა- სახელმძღვანელო და რვეული ადგილზეა?"... მაგრამ თუ ბავშვი უკვე მესამე კლასშია და მშობელი ძვრება მის ჩანთაში კითხვით : "ფერადი ფანქრები ჩადე?"- ეს უკვე მხუთავი კონტროლია. ხატვის გაკვეთილისთვის ფერადი ფანქრების წაღება- ეს უკვე ბავშვის პასუხისმგებლობის ზონაა. თუნდაც არ ჩაედო, ეს არ არის საშინელება. მივა გაკვეთილზე ფერადი ფანქრების გარეშე და თავისი გულმავიწყობის შედეგს იგრძნობს. თვითონ შეეცდება გამოსავლის პოვნას, მაგალითად, რამდენიმე ფანქარს სთხოვს გვერდით მჯდომს. დასკვნას გააკეთებს : " აწი ყურადღებით უნდა ჩავალაგო ჩანთა".

დამოუკიდებლობის განვითარებისთვის იდეალური პირობაა : უსაფრთხო გარემო + ბავშვის პირადი მოტივაცია ( ინტერესი, მოთხოვნილება)...
02/06/2024

დამოუკიდებლობის განვითარებისთვის იდეალური პირობაა : უსაფრთხო გარემო + ბავშვის პირადი მოტივაცია ( ინტერესი, მოთხოვნილება) + უფროსების რწმენა.

როდესაც ცოლ-ქმარს თბილი გრძნობები აკავშირებს და არა ურთიერთდამოკიდებულება, მათთვის უფრო ადვილია მისცენ შვილს თავისუფლება...
25/05/2024

როდესაც ცოლ-ქმარს თბილი გრძნობები აკავშირებს და არა ურთიერთდამოკიდებულება, მათთვის უფრო ადვილია მისცენ შვილს თავისუფლება, რადგან მათ აქვთ სასაუბრო თემები და შეუძლიათ ერთად, შვილის გარდა, დაკავდნენ საინტერესო რამით. ამიტომ შვილის დამოუკიდებლობაზე მუშაობა მნიშვნელოვანია დავიწყოთ საკუთარი თავით. პირველ რიგში, ვუპასუხოთ კითხვას : " მე დამოუკიდებელი ვარ?"

ბავშვები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი.რა არის ამაში სარგებელი მშობლებისთვის?უფროსები ასეთ შემთხვევაში იღებენ საკუთარი ზ...
21/05/2024

ბავშვები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი.
რა არის ამაში სარგებელი მშობლებისთვის?
უფროსები ასეთ შემთხვევაში იღებენ საკუთარი ზეფასეეულობის, მნიშვნელობის, შეუცვლელობის გარე დადასტურებას. ეს მაშინ ხდება, თუ მშობელს არ აქვს საკუთარი ფასეულობის შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაში ფრაზა - "მას უჩემოდ არაფერი შეუძლია"- შეგვიძლია ვთარგმნოთ შემდეგნაირად : "მე უიმისოდ არ შემიძლია, მხოლოდ ის მაძლევს მე საკუთარი ფასეულობის დადასტურებას.

თუ ბავშვი ჩვენზეა დამოკიდებული, ქვეცნობიერი ალაგებს თავის ლოგიკურ ჯაჭვს : "თუ ის უჩემოდ ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემგან არასდროს არსად წავა; ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ოცი წლის ასაკშიც და მერეც, მუდამ... მე მას ყოველთვის დავჭირდები, რაც იმას ნიშნავს, რომ არასდროს ვიქნები მარტო".

ხშირად ეს დედას ბოლომდე გააზრებულიც არ აქვს. ცნობიერების დონეზე დედა შეიძლება გულწრფელად განიცდიდეს, რომ შვილი ვერ ალაგებს თავის ცხოვრებას, მაგრამ არაცნობიერად ის თავად ქმნის ამ სცენარს.

როდესაც იცვლება მშობლების ქცევა, შესაბამისად იცვლება ბავშვების ქცევაც. თუ ყველაფერს ბავშვის ნაცვლად გავაკეთებთ, მას არ ე...
19/05/2024

როდესაც იცვლება მშობლების ქცევა, შესაბამისად იცვლება ბავშვების ქცევაც. თუ ყველაფერს ბავშვის ნაცვლად გავაკეთებთ, მას არ ექნება განვითარების სტიმული. და პირიქით, თუ უფროსები შეწყვეტენ ბავშვების ნაცვლად იმის კეთებას, რაც პატარებს თავადაც ხელეწიფებათ, ბავშვი იწყებს თავისი/ სხვების საჭიროებების დამოუკიდებლად რეალიზებას.

მშობლები გარშემომყოფებისგან (განსაკუთრებით, ნათესავებისგან, მეზობლებისგან, უცხო ადამიანებისგანაც ) ძალიან ბევრ რჩევა-დარ...
17/05/2024

მშობლები გარშემომყოფებისგან (განსაკუთრებით, ნათესავებისგან, მეზობლებისგან, უცხო ადამიანებისგანაც ) ძალიან ბევრ რჩევა-დარიგებებს ისმენენ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით..ზოგიერთი მათგანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თანამედროვე ჯანსაღ აღზრდის მეთოდებს. ასეთ დროს თავდაჯერებულ მშობელს შეუძლია უბრალოდ მოუსმინოს მოლაპარაკეს, შემდეგ გაუღიმოს თავაზიანად და უთხრას : " მადლობთ, მხედველობაში მექნება თქვენი რჩევა" და შემდგომ მოიქცეს ისე, როგორც თავად ჰგონია სწორი .

ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება რომ შევძლოთ, მათ პატივს უნდა ვცემდეთ და გარკვეული ცოდნით უნდა ვიყოთ შეიარაღებულები. ამი...
08/05/2023

ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება რომ შევძლოთ, მათ პატივს უნდა ვცემდეთ და გარკვეული ცოდნით უნდა ვიყოთ შეიარაღებულები. ამისთვის აუცილებელია :

🌼. საუბრის შინაარსი არ უნდა ლახავდეს არც ბავშვის და არც მშობლის თავმოყვარეობას.
🌼. რჩევებსა და დარიგებებს წინ უნდა უსწრებდეს იმის გამოხატვა, რომ მათი გვესმის.

👩‍👧‍👦🫶

სამწუხაროდ, მშობლებს არ ესმით, რომ ბავშვის ცუდი საქციელი მათი განცდების შედეგია.  ბავშვს რაღაც აწუხებს, რაც მის არასწორ ...
28/04/2023

სამწუხაროდ, მშობლებს არ ესმით, რომ ბავშვის ცუდი საქციელი მათი განცდების შედეგია. ბავშვს რაღაც აწუხებს, რაც მის არასწორ საქციელს იწვევს. ამიტომ, სანამ საქციელის გამოსწორებაზე ფიქრს დავიწყებთ, შვილის გრძნობებში უნდა გავერკვეთ. 🫂🩵

როდესაც ბავშვს გაგებით პასუხობენ, მას უმწეობისა და ტკივილის შეგრძნება უქრება, ხვდება, რომ  მშობელი მის მხარესაა, ესმის მ...
24/04/2023

როდესაც ბავშვს გაგებით პასუხობენ, მას უმწეობისა და ტკივილის შეგრძნება უქრება, ხვდება, რომ მშობელი მის მხარესაა, ესმის მისი და ამიტომ მისადმი სიყვარულიც უღრმავდება. მშობლის თანაგრძნობა მის განცდებს მალამოდ ედება.
თუკი გულწრფელად გავიზიარებთ , რომ ჩვენს შვილს მართლაც უჭირს და თანაგრძნობასაც გამოვხატავთ , ბავშვს საკმარისად მოემატება ძალა საიმისოდ, რომ თვალი გაუსწოროს თუნდაც მისთვის მწარე რეალობას.

Address

ჭავჭავაძის გამზ. 2/2. სად. V, სართ. 2
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IDC Kids • აიდისი ქიდს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to IDC Kids • აიდისი ქიდს:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category