Yogawill

Yogawill Ashtanga/Hatha Yoga Yogawill is a calm and cozy space for those interested in Yoga practice, beginners as well as advance students.

“Yogawill” არის მშვიდი და მყუდრო გარემო იოგას პრაქტიკით დაინტერესებულთათვის, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი იოგას პრაქტიკოსებისთვის. ვარჯიში მიმდინარეობს ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალური მიდგომა მორგებულია თითოეული მონაწილის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ჩვენთან შეძლებთ თქვენი პირადი იოგის გზის დაწყებას, განვითარებას, გაზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესის გაზიარებას.
იოგა ეს არის ენერგია, რომელიც აღვივებს სიცოცხლისა და ერთიანობის განცდას ჩვენში, და გვეხმარება ყოველდღიური ცხოვრების მსუბუქად და ჰარმონიულად წარმართვაში. Practice is conducted within the groups, also the individual approach is adjusted to each student’s physical capacity. With us you can start your own yoga path, develop, grow, and most importantly, can share the process with others. Yoga is energy, calling life and perception of union within us, helping to deal with our everyday life with the insight of simplicity of harmony.

30/01/2026

💫 One-hour sound bath
with .chago & .atom

💫 Full session — link in bio

💫Thank you guys for your energy 🤍🙏🏻

29/01/2026
13/01/2026

იოგური პრაქტიკა, გვეხმარება
გონების დამშვიდებაში და სხეულის დაძაბულობის შემცირებაში,აჯანსაღებს ხერხემალს, გვეხმარება სახსრების დაზიანებისას 🤍🙏🏻

რეგულარული პრაქტიკის დროს:
•ჩვენი სხეული იწყებს გაჯანსაღებას
•ნერვული სისტემა იწყებს რეგულაციას
•სხეულში მცირდება ქრონიკული დაძაბულობა
•ყურადღება უფრო სტაბილური ხდება
•გონება ეჩვევა დისციპლინას

იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში.
ის გვასწავლის, როგორ დავაკვირდეთ საკუთარ მდგომარეობას
და როგორ შევინარჩუნოთ სტაბილურობა ყოველდღიურ სტრესულ გარემოში.

დროთა განმავლობაში პრაქტიკა ქმნის სივრცეს,
სადაც სხეული და გონება აღარ მუშაობს დაძაბულად.

✨ საახალწლოდ ფასდაკლება იოგის აბონიმენტებზე
თუ გინდა ახალი წელი დაიწყო უფრო ხარისხიანად, ჯანსაღად,ეს კარგი მომენტია დასაწყებად.

-20% 1 თვიან აბონიმენტზე

აქცია გრძელდება მხოლოდ 2 დღე 13-14 იანვრის ჩათვლით 🤍🙏🏻

გელით სიყვარულით 🤍🙏🏻

29/12/2025

გარედან შემოსული სენსორული ინფორმაცია წარმოქმნის სხეულში შეგრძნებებს, რომლებიც წარსული გამოცდილების საფუძველზე იდენტიფიცირდება როგორც სასურველი ან არასასურველი. თუ ჩვენი ტვინი აღიქვამს ინფორმაციას არასასურველად სწორედ ამ შეფასებიდან იბადება ავტომატური რეაქციები — ბრძოლა, გაქცევა ან გაყინვა. ეს რეაქციები შემდეგ აკონსტრუირებს ჩვენს ფიქრებს, აღქმებსა და გადაწყვეტილებებს.

ჩვენი სასიცოცხლო რესურსის დიდი ნაწილი იხარჯება გადარჩენის რეჟიმში ყოფნაზე. ასეთ მდგომარეობაში ნერვული სისტემა მუდმივად მობილიზებულია თავდაცვისთვის და კრეატიულობას, თავისუფლებას აღარ რჩება არც ენერგია და არც სივრცე.

ფიქრებსა და პრობლემებს მხოლოდ ფიქრებით ვერ გადავწყვეტთ, რადგან თავად ფიქრები ხშირად გადარჩენის რეაქციების პროდუქტია. ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შევძლებთ დავინახოთ ის პირველადი შეგრძნებები და ავტომატური რეაქციები, რომლებიც ჩვენს სხეულში ჩნდება.

თუ შევძლებთ ამ შეგრძნებებს შევხვდეთ ისე, რომ არ ვებრძოლოთ მათ, არ გავექცეთ , ანუ შევწყვიტოთ ავტომატური რეაგირება, სწორედ ამ დროს იწყება რეგულაცია. ეს ქმნის პირობებს ნერვული სისტემის დამშვიდებისთვის, შინაგანი თავისუფლებისთვის და არასასურველი, ავტომატური ჩვევებისა და ქცევების თანდათანობით გაშვებისთვის.

განთავისუფლება და ცვლილება არ ხდება ძალისხმევით ან კონტროლით. ის ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სხეულში მიმდინარე გამოცდილებას ვაძლევთ არსებობის უფლებას, მივენდობით მას, დავნებდებით, შევძლებთ აღარ ვირეაგიროთ მასზე. მხოლოდ ამ გზით ხდება რეალური დამშვიდება და ინტეგრაცია.

სწორედ ამისთვის ამ შესაძლებლობისთვის ვიყენებთ იოგურ თუ მედიტაციურ პრაქტიკებს.

25/12/2025

იოგური პრაქტიკა, გვეხმარება
გონების დამშვიდებაში და სხეულის დაძაბულობის შემცირებაში,აჯანსაღებს ხერხემალს, გვეხმარება სახსრების დაზიანებისას 🤍🙏🏻

რეგულარული პრაქტიკის დროს:
• ჩვენი სხეული იწყებს გაჯანსაღებას
• ნერვული სისტემა იწყებს რეგულაციას
• სხეულში მცირდება ქრონიკული დაძაბულობა
• ყურადღება უფრო სტაბილური ხდება
• გონება ეჩვევა დისციპლინას

იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში.
ის გვასწავლის, როგორ დავაკვირდეთ საკუთარ მდგომარეობას
და როგორ შევინარჩუნოთ სტაბილურობა ყოველდღიურ სტრესულ გარემოში.

დროთა განმავლობაში პრაქტიკა ქმნის სივრცეს,
სადაც სხეული და გონება აღარ მუშაობს დაძაბვის რეჟიმში

✨ საახალწლოდ — ფასდაკლება იოგის აბონიმენტებზე
თუ გინდა ახალი წელი დაიწყო უფრო ხარისხიანად, ჯანსაღად,ეს კარგი მომენტია დასაწყებად.

-25% 1 თვიან აბონიმენტზე

-30% 3 და 6 თვიან აბონიმენტზე

გელით სიყვარულით 🤍🙏🏻

17/12/2025

💫შემოგვიერთდი კვირას ბგერითი თერაპიის სესიაზე.

💫სადაც გამოცდი სხვადასხვა ინსტრუმენტების, თასებისა და გონგის ჟღერადობას

💫 ნელი, რიტმული ბგერები ამცირებს ბეტა ტალღების აქტივობას (სტრესისა და ფიქრის რეჟიმი) და ზრდის ალფა და თეტა ტალღებს — მოდუნებისა და ღრმა დასვენების მდგომარეობას🤍🙏🏻

💫 ვიბრაციები პარასიმპათიკურ რეჟიმს ააქტიურებს:

შენი ფიზიკური სხეული იწყებს მოდუნებას 🤍🙏🏻

💫ჩვენ უნდა შევქმნათ რესურსი, უსაფრთხო სივრცე,რომ შევძლოთ მოგონებებს ,ინფორმაციას, რომელიც არასასურველია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაზღვრავენ ჩვენ არაცნობიერ ქცევებს, შეფასებებს, გადაწყვეტილებებს, განკარგავენ ჩვენს ემოციებს, შევხდეთ,გამოვცადოთ,სწორედ მაშინ შევიცნობთ საკუთარ თავს ისეთს როგორიც არის 🤍🙏🏻

💫ბგერითი თერაპია ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია ჩვენს შიგნით ამ უსაფრთხო სივრცის შექმნისთვის — სივრცე მიმღებლობისთვის. 🤍🙏🏻

15/12/2025

იოგურ ტრადიციაში იოგა არსებობდა როგორც ასკეტური და რიტუალური პრაქტიკა. ეს ასპექტი გარკვეულწილად დღევანდელ თანამედროვე იოგაშიც ჩანს — მაგალითად მაშინ, როცა ადამიანი განზრახ ტოვებს ყოველდღიურ სივრცეს და შედის სპეციფიკურ, ინტიმურ გარემოში პრაქტიკისთვის, სადაც პრაქტიკა სრულდება რიტუალის მსგავსად. ასეთი ჩარჩო ხელს უწყობს გონების დისციპლინას და ყურადღების გაწვრთნას.

იოგა შეიძლება აღვიქვათ როგორც გონებრივი, თვითშემეცნებითი პრაქტიკა, იქნება ეს სხეულზე დაფუძნებული თუ მედიტაციური. ამ პროცესში ჩვენ ვამცირებთ მაშტაბებს, რათა უფრო ნათლად დავაკვირდეთ საკუთარ ქცევებს, რეაქციებს და მათ გამომწვევ მექანიზმებს.

ამ გაგებით, იოგა არის გზა საკუთარი თავისკენ, მაგრამ ასევე ინსტრუმენტი იმ წინააღმდეგობების აღმოსაჩენად, რომლებიც ამ გზაზე გვხვდება — შინაგანი დაძაბულობები, ჩვევები, ავტომატური რეაქციები და იდენტიფიკაციები, რომლებიც გვაშორებს საკუთარ ბუნებას.

იოგას პრაქტიკა მიზნად ისახავს ამ წინააღმდეგობების თანდათანობით გაცნობიერებას და მოხსნას, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება უფრო უშუალო კავშირი საკუთარ თავთან, და ამავდროულად — ერთიანობის განცდა რეალობასთან და სამყაროსთან. 🤍🙏🏻

Address

Iuri Gagarini 13
Tbilisi
0160

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Yogawill posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Yogawill:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category