24/07/2023
🌸ატროფიული ვულვოვაგინიტი🌸
🌸გვესაუბრება ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი
თსუ-ს დოქტორანტი ნინო დავიდოვა👩⚕️🌸
🌸ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ, ამავდროულად, საკმაოდ დიდი დისკომფორტის მიზეზია საშოს ლორწოვანის ატროფია
🌸ატროფიული ვულვოვაგინიტი ან ურო-გენიტალური ატროფია ან ატროფიული ვაგინიტი დაკავშირებულია ჰორმონ ესტროგენის დეფიციტთან, რომელიც ვითარდება მენოპაუზური ასაკის და ზოგჯერ ახალგაზრდა ქალებში
🌸ახალგაზრდა ასაკში ის განპირობებულია საკვერცხეების ან ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის სხვადასხვა დარღვევასთან
🌸მენოპაუზური ასაკის ქალბატონებში ატროფია, რომელიც ვლინდება პოპულაციის 1/3-ში, დაკავშირებულია საკვერცხეების განლევასთან, რაც ასაკობრივი ნორმაა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ის სიმპტომი, რომელიც ახლავს ამ ცვლილებას, საჭიროებს სათანადო მკურნალობას
🌸ყველაზე ხშირი ჩივილი, რომლითაც ქალები მოგვმართავენ არის წვა და შემაწუხებელი ქავილი გენიტალიების არეში, თუმცა გარდა ამისა ხშირია ისეთი სიმპტომები, რომელსაც ქალი არ უკავშირებს ატროფიას და სხვადასხვა საშუალებით ცდილობს პრობლემის მოგვარებას
🌸ასეთი სიმპტომები შეიძლება იყოს: საშოს სიმშრალე, სიმხურვალის შეგრძნება საშოში, მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი, უსიამოვნო გამონადენი სასქესო გზებიდან, სისხლიანი ან მოვარდისფრო გამონადენი სასქესო გზებიდან, მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა, დისკომფორტი შარდვის დროს და ზოგჯერ ჰემატურია (სისხლის წვეთები შარდში)
🌸გამოკვლევები მოიცავს გინეკოლოგიურ გასინჯვას, რომლის საშუალებითაც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი დიაგოზის დასმა, ასევე აუცილებელია ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა, რომლითაც დადგინდება ჩივილების ინფექციური მიზეზი. გარდა ამისა, საჭიროა პაპ ტესტის ჩატარება, რომელიც გამოავლენს ატროფიით ან სხვა მიზეზით გამოწვულ უჯრედულ ცვლილებებს საშოში
🌸რადგან ატროფიული ვულვოვაგინიტი განპირობებულია ესტროგენდეფიციტით, შესაბამისად, მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ესტროგენის შემცველი პრეპარატები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პოსტმენოპაუზურ პერიოდში აღნიშნული მედიკამენტების გამოყენება დაკავშირებულია გვერდით მოვლენებთან და ასევე აქვს უკუჩვენებები, საწყის ეტაპზე გამოიყენება სხვადასხვა დამატენიანებელი ვაგინალური სანთლები, გელები, ლუბრიკანტები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია
🌸ამ თვალსაზრისით დამსახურებული პირველი ადგილი უკავია ჰიალურონის მჟავის შემცველ პრეპარატებს, რაც არაერთი კვლევითაა დადასტურებული
🌸ჰიალურონის მჟავა ატენანებს საშოს ლორწოვანს, აღადგენს საშოს pH, ამცირებს ეპითელიუმის (საშოს მფარავი გარსის) ატროფიას და საბოლოოდ, ესტოგენის მსგავსად, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს, ხოლო დროთა განმავლობაში ალაგებს ჩივილებს
🌸ძვირფასო ქალბატონებო! ნუ მოითმენთ ატროფიით გამოწვეულ ვაგინალურ ჩივილებს, რადგან არსებობს საშუალებები, რომლებიც მოგიხსნიან ჩივილებს და მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს
🌸ევა რესთორის🌸 ვაგინალური სანთლები - ჰიალურონის მჟავის მაღალი კონცენტრაციით, რძემჟავის, პრებიოტიკის და მცენარეული კომპონენტების შემადგენლობით სწრაფად მოგიხსნით ვაგინალური ატროფიით გამოწვეულ სიმპტომებს
👀იკითხეთ პსპ და ავერსის სააფთიაქო ქსელში👀
👩⚕️ქალბატონ ნინოსთან კონსულტაციისთვის გადადით ფეისბუქ გვერდზე
👇👇👇
Nino Davidova
ექიმთან კონსულტაციისთვის და პრეპარატზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში💌
#ვაგინალურიატროფია
#ატროფიულივულვოვაგინიტი
#საშოსსიმშრალე