22/03/2021
რა მაგარი რამეა გაუნათლებლობა ყველაფერი იცი😉.
მოკლედ ამ პანდემიამ ყველა შეგვაშფოთა თავისი მასშტაბებით, ყველას შეგვეხო და შეძლებისდაგვარად; ზოგი ვებრძოდით და ზოგი ვუძლებდით და ვუძლებთ ამდრომდე. ზოგიც ცდილობდა აღნიშნული მოვლენით საკუთარი თავის გაპიარებას ესეც რაღაც დოზით გასაგებია, მაგრამ მავნებლობა და სხვისი ჯანმრთელობით თამაში მე დაუშვებლად მიმაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე ე.წ. "ექიმმ ანტივაქსერებს მივმართო". ზოგს იმდენი სამუშაო ადგილი აქვს მითითებული გრაფაში თითო კვირა რომ ემუშავა ყველგან ასაკი არ ეყოფა და ზოგიც საკუთარი კლინის გახსნას რომ ესწრაფვის აი ისინი. თქვე დალოცვილებო, საკუთარ რეგალიებს რო გვიყვებით ყველა ვიდეოში და ლანძღავთ უმოწყალოდ პანდემიასთან მებრძოლებს, ხალხს აბრკოლებთ იმუნიზაციაზე და იქებთ საკუთარ დიდ თავებს, წინდაწინ ყოველი შემთხვევისთვის, სამედიცინოზე სწავლისდროს მაინც (თუ საერთოდ სწავლობდით) ბოცვაძის ინფექციური დაავადებების წიგნის შესავალი მაინც გადაგეკითხათ. განმარტებისთვის აღნიშნული წიგნის პირველი რედაქცია 1987წელს გამოვიდა ხოლო მეორე გამოცემა 2000წელს. წინასიტყვაობის ბოლოს ავტორი უთითებს რომ მკითხველის ყველა წინადადებას და შესწორებას მიიღებს მადლიერებით და გამოიყენებს შემდგომ გამოცემაში მაგრამ როგორც ჩანს სად გაქვთ წერის დრო, ლაივებია ჩასაწერი.
აღნიშნულ წინასიტყვაობაშივე მოყავს ავტორს საქართველოში 1990 იან წლწბის დასაწყისშივე გართულებული ეპიდ სიტუაცია იმუნიზაციის დროებითი ჩავარდნის გამო. და აღნიშნავს, რომ ისეთი დაავადებები, რომლებიც როგორც ეპიდემიოლოგიური პროცესი ათწლეულების განმავლობაში არ გვხვდებოდა ( დიფტერია, ყივანახველა, ყბაყურა და სხვა.) მოიმატა გართულებებმა და ლეტალობამ, დიფტერიის ლეტალობამ 10_15 %ს მიახწია, ე.წ " ბავშვთა ინფექციები " გავრცელდა ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით მოზრდილებში. აქვე (წინასიტყვაობაშივე) ავტორი გვამცნობს თუ რამდენად მჭიდრო კავშირშია ინფექციური დაავადებები და მისი მართვა ქვეყნის ეკონომიკურ კულტურული და სოციალურ განვითარებასთან. რამოდენიმე ისტორიული ცნობაც არ გაწყენდათ ფართო (მასობრივი) პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად მკვეთრად შემცირებული და საერთოდ გამქრალი დაავადებების შესახებ