მენტალური ჰარმონია / Mental Harmony

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მენტალური ჰარმონია / Mental Harmony

მენტალური ჰარმონია / Mental Harmony Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მენტალური ჰარმონია / Mental Harmony, Psychotherapist, Tbilisi.

15/02/2025

სკოლა და მისი გამოწვევები

მასწავლებლის როლი ბავშვების ფორმირებაში 📚🏫

სკოლა ის სივრცეა, სადაც ბავშვები არამხოლოდ ცოდნას 🎓, არამედ მსოფლმხედველობას, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებსაც იძენენ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის როლი მხოლოდ საგნის სწავლებით არ შემოიფარგლება – ის გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. 🌱👩‍🏫

თუმცა, დღემდე ბევრ სკოლაში გვხვდება მასწავლებლები, რომლებიც მკაცრი, დამსჯელი და არაჰუმანური მიდგომებით ურთიერთობენ ბავშვებთან. ❌⚠️ ამის შედეგი კი მძიმეა – ბავშვები კარგავენ მოტივაციას, ემოციურად იკეტებიან და სწავლას საფრთხედ აღიქვამენ.

🔹 პრობლემები, რომლებიც სკოლაში დღემდე არსებობს 🚨

📌 არაჰუმანური მიდგომა და ემოციური ზეწოლა
ზოგიერთი მასწავლებელი ბავშვებზე ზეწოლას იყენებს დისციპლინის შესანარჩუნებლად – დამცირება, ზედმეტად მკაცრი ტონი, ემოციური მანიპულაცია, შეურაცხმყოფელი შეფასებები („შენი მომავალი უკვე დაღუპულია“, „შენგან არაფერი გამოვა“).
მსგავსი მიდგომა იწვევს ფსიქოლოგიურ ზიანს, და გავლენას ახდენს მოსწავლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. 🧠⚡

📌 არატოლერანტული დამოკიდებულება 🚫

დღემდე ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მასწავლებლები ბავშვს მისი განსხვავებულობის გამო აკრიტიკებენ – იქნება ეს მისი ოჯახური მდგომარეობა, ინტერესები, ვიზუალი, ჩაცმის სტილი 🎭👕, ქცევა თუ სხვა.
ბავშვი, რომელსაც სკოლაში არ აღიარებენ და არ იღებენ ისეთად, როგორიც არის, იზრდება გაუცხოებული, დაბალი თვითშეფასების მქონე , ან პირიქით – მეამბოხე და დაუმორჩილებელი.

📌 შიშზე დაფუძნებული აღზრდა
ბევრი მასწავლებელი კვლავ მიიჩნევს, რომ ბავშვი მხოლოდ შიშით ისწავლის და ცდილობს, სიმკაცრის დახმარებით გააკონტროლოს მოსწავლეები.

❌📢
მაგრამ ფსიქოლოგია გვაჩვენებს, რომ შიში არ ქმნის მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ პიროვნებებს – ის მხოლოდ დამყოლ და შინაგანად დაძაბულ ადამიანებს აყალიბებს. ⚠️💭

📌 საკუთარი შეცდომების ვერ აღიარება

ზოგი მასწავლებელი თავად არ ფიქრობს საკუთარ შეცდომებზე და ჩვევად აქვს მოსწავლეებისთვის იმის თქმა, რომ ყველა პრობლემა მხოლოდ მათგან მოდის.
სინამდვილეში კი, პედაგოგის სიტყვებსა და ქცევას შეუძლია ან მოტივაცია მისცეს ბავშვს, ან სამუდამოდ დააკარგვინოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. 🚀✨

📌 „მე ყოველთვის მართალი ვარ“ – მასწავლებლის შეუმცდარობის ილუზია 🚧
ზოგიერთ მასწავლებელს არ აქვს თვითრეფლექსიის უნარი – მათთვის ნებისმიერი სიტუაცია ერთმნიშვნელოვანია: მოსწავლე ყოველთვის ცდება, მასწავლებელი – არასდროს.
მაგრამ სასწავლო გარემო ცოცხალი პროცესია , სადაც შეცდომებს ყველა უშვებს – მათ შორის, მასწავლებლებიც. 🎯🧩

🔹 როგორ უნდა შეიცვალოს მასწავლებლის მიდგომა?
💡

✅ დასჯის ნაცვლად – ემპათია და კომუნიკაცია ❤️🗣️
ბავშვს რომ უსმინო, მნიშვნელოვანია მის პრობლემას დასჯით და კრიტიკით კი არ უპასუხო, არამედ გაიგო, რატომ იქცევა ასე. 🤝👂

✅ არატოლერანტობის ნაცვლად – მიღება და მხარდაჭერა 🤗🌎
ბავშვები განსხვავებულები არიან, და ეს ნორმალურია.
მათ არ უნდა ვაიძულოთ, ერთნაირები იყვნენ – პირიქით, უნდა დავეხმაროთ, იპოვონ საკუთარი ადგილი სამყაროში. 🌟

✅ შიშის ნაცვლად – ნდობა და მოტივაცია
🎯💛
როცა ბავშვი მასწავლებელს ენდობა, ის სწავლას ვალდებულებად კი არა, ინტერესად აღიქვამს. 📖🔍

✅ მასწავლებლის თვითრეფლექსია
„მე როგორი მასწავლებელი ვარ?“ – ეს შეკითხვა ყველა პედაგოგმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს. 📝💡

💬და ბოლოს

ყველა მასწავლებელმა უნდა გადადგას ნაბიჯი ჰუმანური, ემპათიური და ტოლერანტული განათლებისკენ. 💙👨‍🏫

⏳ დრო შეიცვალა – ბავშვები აღარ სწავლობენ შიშით და წნეხით.
ისინი სწავლობენ მაშინ, როცა გრძნობენ, რომ მათ ესმით, უგებენ და უჭერენ მხარს. 🤝📖🌍

⭕️სამწუხაროდ დღეს სკოლებში კრიტიკული სიტუაციაა , ძალაინ ბევრი მოსწვლეა მასწვლებლის მხრიდან დაზიანებული .

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი პროფესიონალია მასწავლებელი თავის საგანში – თუ მას არ აქვს ჰუმანური და ემპათიური მიდგომა, ის ბავშვისთვის ❗️❗️მავნებელია.

‼️‼️რაც არ უნდა ცოდნა ჰქონდეს, თუ მისი ურთიერთობა მოსწავლეებთან აგებულია შიშზე, ზეწოლაზე და დამცირებაზე, მისი პროფესიონალიზმის ღირებულება ნულს უტოლდება.

10/02/2025

⭕️სტერეოტიპული აზროვნების გავლენა საზოგადოებაზე

სტერეოტიპული აზროვნება არის ზოგადი, გამარტივებული და ჩარჩოში მოქცეული შეხედულება ადამიანთა ჯგუფებზე, მოვლენებზე ან სიტუაციებზე, რომელიც რეალობას არ ასახავს.

სტერეოტიპები ხშირად ტრადიციებზე, კულტურულ ნორმებზე ან საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებზეა დაფუძნებული და თაობიდან თაობას გადაეცემა.

❓როგორ მოქმედებს სტერეოტიპები ადამიანზე?

🔹 პიროვნულ განვითარებაზე -
სტერეოტიპები ზღუდავს პიროვნულ თავისუფლებას და განვითარებას.

🔹 სოციალურ ურთიერთობებზე – წინასწარი განწყობები ხელს უშლის ჯანსაღ კომუნიკაციას და იწვევს სტიგმას.

🔹 კარიერულ შესაძლებლობებზე –
სტერეოტიპები ზღუდავს კარიერულ არჩევანს და აფერხებს პროფესიულ განვითარებას.

სტერეოტიპების უარყოფითი შედეგები

❌ დისკრიმინაცია – მიკერძოებული დამოკიდებულება იწვევს უთანასწორობას.

❌ კონფლიქტები – წინასწარი განწყობები ხელს უშლის ურთიერთგაგებას.

❌სტერეოტიპები ამცირებს ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარს, რაც ხელს უშლის რეალობის ობიექტურ აღქმას.

სტერეოტიპები საქართველოში

საქართველოში სტერეოტიპები კვლავ არსებულ სოციალურ და კულტურულ ნორმებს უკავშირდება. თუმცა, თანამედროვე განათლება, მედია და გლობალიზაცია ამ შეხედულებებს ნელ-ნელა ცვლის.

📌 გენდერული სტერეოტიპები – საზოგადოებაში კვლავ არსებობს მოლოდინი, რომ ქალსა და მამაკაცს განსხვავებული სოციალური როლები უნდა ჰქონდეთ.
• „კაცი უნდა იყოს ძლიერი და ოჯახის მარჩენალი.“
• „ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახსა და შვილებზე ზრუნვაა.“
• „ქალისთვის კარიერა მეორეხარისხოვანია.“

გარდა ამისა, დიდი გამოწვევაა ლგბტქ+ თემის მიმართ არსებულ სტერეოტიპებში საზოგადოების ნაწილში კვლავ ფესვგადგმულია მცდარი შეხედულებები, რაც ხელს უშლის ტოლერანტობისა და ჰუმანური მიდგომების განვითარებას.

📌 პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპები – ზოგიერთი პროფესია კვლავ „ქალურ“ ან „მამაკაცურ“ საქმიანობად განიხილება, რაც ზღუდავს კარიერულ შესაძლებლობებს.

📌 კულტურული მოლოდინები – საზოგადოებაში ხშირად ნაკლებად მიიღება განსხვავებული შეხედულებები, რადგან ტრადიციული ღირებულებები დომინანტურია.

‼️ სტერეოტიპებისგან გათავისუფლება კრიტიკული აზროვნებითა და განათლებითაა შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ დამკვიდრებული შეხედულებები და შევქმნათ უფრო სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოება.

#სტერეოტიპები
#თავისუფლებაჩარჩოებისგარეშე #კრიტიკულიაზროვნება

✨ მოგესალმებით! ✨გიწვევთ ჯგუფურ სატრენინგო მოდულზე, რომელიც შექმნილია თქვენი ემოციური კეთილდღეობისთვის! 💙🔹 გრძნობთ სტრეს...
10/02/2025

✨ მოგესალმებით! ✨

გიწვევთ ჯგუფურ სატრენინგო მოდულზე, რომელიც შექმნილია თქვენი ემოციური კეთილდღეობისთვის! 💙

🔹 გრძნობთ სტრესს და ემოციურ დაძაბულობას?
🔹 გსურთ მეტი თვითშემეცნება და შიდა რესურსების გაძლიერება?
🔹 გაინტერესებთ პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

✨ ეს ტრენინგი სწორედ თქვენთვისაა! ✨

💡 რას მიიღებთ?
✔ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას – უსაფრთხო გარემოს სადაც შეძლებთ თქვენი განცდების გაზიარებას და უკეთ გააზრებას.
✔ თვითრეგულაციის ტექნიკებს – რაც დაგეხმარებათ ემოციების მართვასა და შინაგან ბალანსში.
✔ არტ თერაპიულ სავარჯიშოებს 🎨 – შემოქმედებითი მეთოდებით თვითგამოხატვისთვის.
✔ ჯგუფურ დისკუსიებს და გაზიარებას 🤝

🔆შეხვედრები ჩატარდება ონლაინ ფორმატში

📅 ტრენინგი დაიწყება მარტიდან
🌙 ჯამში 8 შეხვედრა ( კვირაში 1 შეხვედრა , 2 თვის განმავლობაში )
⏰ ხანგრძლივობა 2 საათი
💸სრული კურსის ღირებულება 70 ლარი
ჯგუფში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 10

🌸 გადადით ლინკზე დარეგისტრირდით
და მიიღეთ უნიკალური შესაძლებლობა

https://forms.gle/uXRkJk2v5FWwka6Z6

💙 ჩვენ დაგეხმარებით მოისმინოთ საკუთარი შინაგანი ხმა, გაიგოთ მეტი საკუთარ თავზე და გაიუმჯობესოთ ემოციური მდგომარეობა.

გელოდებით! ✨

✨ მოგესალმებით! ✨ გიწვევთ ჯგუფურ სატრენინგო მოდულზე, რომელიც შექმნილია თქვენი ემოციური და მენტალური კეთილდღეობ...

05/02/2025

პერსონალური განვითარების გამოწვევა

📆 1-კვირიანი ფსიქოლოგიური გამოწვევა:

✅ დღე 1: დაწერე სამი რამ, რისთვისაც მადლობელი ხარ.

✅დღე 2: იპოვე დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
დააკვირდი შენს ქმედებებს, სუნთქვას, ფიზიკურ შეგრძნებებს და ეცადე კონტაქტი დაამყარო შენს შინაგან მესთან (თუნდაც 15 წუთი).

✅დღე 3: ერთი დღე არ იწუწუნო – მხოლოდ პოზიტიური ფიქრები.

✅დღე 4: უთხარი ვინმეს გულწრფელი კომპლიმენტი.

✅დღე 5: სცადე მედიტაცია ან სუნთქვის ვარჯიში.

✅დღე 6: გააკეთე ის, რასაც დიდი ხანია აჭიანურებ.

✅დღე 7: აირჩიე ერთი ახალი კარგი ჩვევა, რომელიც შენს ცხოვრებას გააუმჯობესებს.

შედეგები გაგვიზიარეთ♥️

თვითშეფასებათვითშეფასება არის ჩვენი შინაგანი განცდა საკუთარი შესაძლებლობებისა და ღირებულების შესახებ. ძლიერი თვითშეფასებ...
05/02/2025

თვითშეფასება

თვითშეფასება არის ჩვენი შინაგანი განცდა საკუთარი შესაძლებლობებისა და ღირებულების შესახებ.
ძლიერი თვითშეფასება გვაძლევს ძალას, ვიყოთ თავდაჯერებული, გადავჭრათ სირთულეები და მივიღოთ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც ვართ.

🌙 თვითშეფასება გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ურთიერთიბებზე და წარმატებაზე

✅ როგორ გავიუმჯობესოთ თვითშეფასება?

🔹 იფიქრე შენს ძლიერ მხარეებზე – ჩამოწერე ისინი!
🔹 ნუ შეადარებ თავს სხვებს – თითოეულს თავისი გზა აქვს.
🔹 ისაუბრე საკუთარ თავზე პოზიტიურად – სიტყვებს დიდი ძალა აქვს.
🔹 აღიარე შენი წარმატებები, თუნდაც მცირედი.
🔹 ნუ შეგეშინდება შეცდომების – ისინი განვითარების ნაწილია.


გახსოვდეს, შენი ღირებულება არ განისაზღვრება მხოლოდ მიღწევებით.

👉 თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი დარეგისტრირდით კურსზე

🎯 რას გთავაზობთ? ჩვენი ტრენინგები მიზნად ისახავს ფსიქო-ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და მენტალური ჰარმო...

04/02/2025

🔹 თვითაღმოჩენის გზა 🔹

სატრენინგო ციკლი მენტალური ჰარმონიის
ფარგლებში

თუ გსურთ:
✨ შინაგანი რესურსების გაძლიერება.
✨ ემოციური ბალანსის შენარჩუნება.
✨ სტრესის მართვა და სიმშვიდის პოვნა.
✨ თვითშეფასებისა და თვითრწმენის გაძლიერება.
✨ ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ფსიქოთერაპიული ცენტრი “მენტალური ჰარმონია” გთავაზობთ სატრენინგო ციკლს, სადაც მიიღებთ:

✔ პრაქტიკულ სავარჯიშოებს,
✔ ფსიქოლოგიურ რჩევებს,
✔ სარელაქსაციო ტექნიკებს,
✔ ემოციების გაცნობიერებისა და მართვის მეთოდებს,


დარეგისტრირდით და იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე!
📌 დეტალებისთვის გადადით ლინკზე.

https://forms.gle/8ZvtUWpQa58WxC3T7

Psychotherapist

31/01/2025

სარელაქსაციო ტექნიკა ყოველდღიურობისთვის – სიმშვიდე წუთებში! ✨🧘‍♂️

თანამედროვე ცხოვრების სწრაფმა ტემპმა შეიძლება სტრესი, დაღლილობა და შფოთვა გაგვიძლიეროს.
🏃‍♀️💨 მაგრამ არსებობს მარტივი ხერხი, რომელიც ყოველდღიურობაში შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგვეხმარება
🌙სარელაქსაციო ტექნიკა!

🌀 ბოდისკანინგი – სხეულის მოდუნების მეთოდი
ეს ტექნიკა იდეალურია სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად.
მისი შესრულება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს – დილით გაღვიძებისთანავე, დღის განმავლობაში ან ძილის წინ. 🌙

🔹 როგორ შევასრულოთ?

1️⃣ მოირგეთ კომფორტული პოზა და დახუჭეთ თვალები.
2️⃣ გაამახვილეთ ყურადღება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ფეხის თითებიდან თავამდე.
3️⃣ შეიგრძენით დაძაბულობა და ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, როგორ გტოვებთ სტრესი და შინაგანი სიმძიმე.

გაიმეორეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

💡 სარგებელი:

✅ ამცირებს სტრესსა და შფოთვას
✅ აუმჯობესებს კონცენტრაციას
✅ ეხმარება ძილის გაუმჯიბესებას
✅ ხელს უწყობს ემოციურ ბალანსს

საკუთარ თავთან კონტაქტის დამყარება მნიშვნელოვანია ჰარმონიული ურთიერთიბებისთვის.

დღეში სულ რამდენიმე წუთიც კი საკმარისია, რომ უკეთ იგრძნოთ თავი! 🌿✨

გამოიწერეთ გვერდი ბევრი საინტერესო ინფორმაციისთვის
🤗💙
#რელაქსაცია #სტრესი #მენტალურიჯანმრთელობა

✨ მენტალური ჰარმონიის ფარგლებში გთავაზობთ სატრენინგო ციკლს! ✨💡 ჩვენი მიზანია:ფსიქო-ემოციური მდგომარეობის  გაუმჯობესება.🎯...
26/01/2025

✨ მენტალური ჰარმონიის ფარგლებში გთავაზობთ სატრენინგო ციკლს! ✨

💡 ჩვენი მიზანია:
ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება.

🎯 ტრენინგების ფარგლებში თქვენ მიიღებთ:

✅პრაქტიკულ სავარჯიშოებს ფსიქო- ემოციური ფონის გასაძლიერებლად.
✅ ფსიქოლოგიურ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში.
✅ თანამედროვე და სამეცნიერო მიდგომებზე დაფუძნებულ ინფორმაციას.
✅ სარელაქსაციო სავარჯიშოებს , რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

📌 ვისთვის არის განკუთვნილი?
განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

📅 ტრენინგები დაიწყება თებერვალში
⏰ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი.
შეხვედრები გაიმართება საღამოს საათებში.

დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია:

https://forms.gle/8ZvtUWpQa58WxC3T7

👉 კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

სოფიო აბულაძე🧍🏼‍♀️🌙ფსიქოლოგი,🌙 მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კურსის მონაწილე✨ ჩემს შესახებვმუშა...
25/01/2025

სოფიო აბულაძე🧍🏼‍♀️

🌙ფსიქოლოგი,

🌙 მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კურსის მონაწილე

✨ ჩემს შესახებ

ვმუშაობ ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან.

✅ჩემი მიზანია, თითოეულმა ადამიანმა იპოვოს ემოციური ბალანსი.

💡 სერვისები, რასაც ვთავაზობ:

🔹 ფსიქოლოგის კონსულტაცია ,
🔹ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოთერაპია,
🔹სხვადასხვა სახის ვორქშოფების დაორგანიზება,
🔹 ტრენინგ მოდულების ჩატარება.

💬 ჩემი მუშაობის ძირითადი პრინციპი

ყველა ადამიანი უნიკალურია, სწორედ ამიტომ, ჩემი მიდგომაც ინდივიდუალურია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა თავი იგრძნოს უსაფრთხო გარემოში.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით ან მომწერეთ პირად შეტყობინებაში .
599093963

💙 ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია .

25/01/2025

შფოთვა არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დაძაბულობით, შეშფოთებით და შიშით, რომელსაც ადამიანი განიცდის გაურკვეველი ან მომავალი საფრთხის მიმართ.
ხშირად მას არ აქვს რეალური საფუძველი

როგორ დავამარცხოთ შფოთვა?

🔹 შფოთვა ნორმალური რეაქციაა სტრესულ სიტუაციებში, მაგრამ თუ მას ხშირად განიცდით , შეიძლება გახდეს შემაფერხებელი.

👉 როგორ შევამციროთ მისი გავლენა?

1️⃣ სუნთქვა – ღრმად ამოისუნთქეთ და იგრძენით, როგორ გამოდევნით სხეულიდან დაძაბულობას, გაიმეორეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

2️⃣ ყურადღების გადატანა – სცადეთ ფოკუსირება იმაზე, რაც მოგწონთ ან იმაზე, რაც თქვენს ირგვლივ პოზიტიურია.

3️⃣ ფიზიკური აქტივობა – სხეულის მოძრაობა აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს შფოთვას.

4️⃣ დარწმუნება – დაფიქრდით იმაზე, რომ შფოთვა დროებითი მოვლენაა და რომ შეგიძლიათ ამის გადალახვა.

🔹 ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას შფოთვის მართვისთვის.

22/01/2025

💫 ფსიქოთერაპიული ცენტრი მენტალური ჰარმონია
შეიქმნა იმისთვის, რომ
• ადამიანებს დაეხმაროს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ემოციური ბალანსის აღდგენაში.
• შექმნას უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს საკუთარი გრძნობების და პრობლემების გაზიარებას.

ჩემი მიზანია, ცენტრი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი♥️

რას გთავაზობთ?
🔴 ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიებს

🔘 ჯგუფური თერაპია საშუალებას გაძლევთ გაიაზროთ, რომ მარტო არ ხართ თქვენი გამოწვევების წინაშე და სხვების გამოცდილებიდან ისწავლოთ.
ჯგუფური დინამიკა აძლიერებს ემპათიას, კომუნიკაციის უნარებს და თვითგამოხატვას. ეს პროცესი უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას და ემოციური ბალანსის მიღწევას.
🔘ინდივიდუალური თერაპიები : თქვენს პირად გამოწვევებზე და საჭიროებებზე ფოკუსირებული პროცესები.
🔴 ემოციების მართვის და სტრესთან გამკლავების ტრენინგები:
• სპეციალური პროგრამები, რომლებიც გაძლევთ ინსტრუმენტებს სტრესის, შფოთვისა და ემოციური დაძაბულობის დასაძლევად.

🔴და ძალიან ბევრი ვორქშოფი, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების გაძლიერებაზე , ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მენტალური ჰარმონიის შექმნაზე.⭐️⭐️⭐️

გამოიწერეთ გვერდი ,რადგან თვალყური ადევნოთ ბევრ საინტერესო სიახლეს ♥️

22/01/2025

მენტალური ჯანმრთელობა 🔅🔅🔅

მენტალური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს : ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

როგორ აისახება მენტალური ჯანმრთელობა:

✅ ემოციური მდგომარეობა:
▪️ჯანსაღი მენტალური მდგომარეობა ხელს უწყობს პოზიტიურ აზროვნებას, სტრესთან გამკლავებას და ემოციების მართვას.
▫️ პრობლემების არსებობის შემთხვევაში ადამიანი ხშირად განიცდის : შფოთვას, დეპრესიას ან აპათიას .

✅ ფიზიკური ჯანმრთელობა:
▪️მენტალური ჯანმრთელობა ხელს უწყობს ფიზიკურ აქტიურობას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
▫️ მენტალური პრობლემები შესძლოა გამოიხატოს იზოლაციით კონფლიქტებით ან კომუნიკაციის ნაკლებიბით

✅ ურთიერთობები:
▪️ემოციურად სტაბილური ადამიანი უკეთესი მეგობრული, ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას ახერხებს.

✅პროდუქტიულობა და კარიერა:
▪️მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი სამუშაოს შესრულებაზე, კონცენტრაციის უნარზე და მოტივაციაზე.
▫️სტრესის ან მენტალური დაძაბულობის პირობებში ადამიანი ნაკლებად პროდუქტიული ხდება.

✅ პერსონალური ზრდა და თვითშეგნება:
▪️ ჯანსაღი მენტალური მდგომარეობა ხელს უწყობს საკუთარი უნარების რეალიზებას, თვითდამკვიდრებას და პიროვნულ განვითარებას.
▫️ მენტალური პრობლემები კი დაბრკოლებას ქმნის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და მათი გამოყენებისთვის.

🔴მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. მის მიმართ ყურადღება, პრევენციული ზომები და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალური დახმარების მიღება გადამწყვეტია ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

#ფსიქოთერაპია
#მენტალურიჯანმრთელობა

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მენტალური ჰარმონია / Mental Harmony posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მენტალური ჰარმონია / Mental Harmony:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram