NATO in Georgia

NATO in Georgia NATO Liaison Office (NLO) Georgia Our Head of the Office is Alexander Vinnikov and Colonel Rusen Abidinoglu is the NATO Military Liaison Officer.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში (NLO) ოფიციალურად 2010 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. ჩვენ წარმოვადგენთ ნატოს საქართველოში, ხელს ვუწყობთ პოლიტიკურ/სამხედრო დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას გახდეს ალიანსის წევრი.

სამეკავშირეო ოფისის გუნდი შედგება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალებისგან ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც მზად არიან იმუშაონ ნატოსა და საქართველოს პარტნიორობის გასაღრმავებლად. ნატო-ს მისიის ხელმძღვანელია ალექსანდრე ვინიკოვი, ხოლო ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი გახლავთ პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ. ალექსანდრე ვინიკოვი და პოლკოვნიკი აბიდინოღლუ წარმოადგენენ ნატოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩათვლით.
____________________

NATO Liaison Office (NLO) in Georgia was formally opened on 1 October 2010. Our mission is to represent NATO in Georgia, facilitate political/military dialogue and practical cooperation under the NATO-Georgia Commission in support of Georgia's efforts to join the Alliance. The Head of the Office also serves as the NATO Liaison Officer for the South Caucasus, covering both Armenia and Azerbaijan as well. The NLO team consists of professionals both from Allied nations and Georgia, who are committed to take the Alliance’s agenda in Georgia forward.

🎄 ნატოს სამეკავშირეო ოფისი გილოცავთ ახალ წელს!__________________________🎄 Happy new year from the NATO Liaison Office in...
01/01/2026

🎄 ნატოს სამეკავშირეო ოფისი გილოცავთ ახალ წელს!

__________________________

🎄 Happy new year from the NATO Liaison Office in Georgia!

📍 8-11 დეკემბერს ნატოს საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის (International Military Staff) უსაფრთხოების საკითხებში თანამშრ...
23/12/2025

📍 8-11 დეკემბერს ნატოს საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის (International Military Staff) უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მიმართულების დირექტორი გენერალ-მაიორი ერაი უნგუდერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ შეხვედრაზე გენერალ მაიორ უნგუდერს, რომელიც მოცემულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა, ახლოს გააცნეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიმდინარე თუ სამომავლო საქმიანობა. განსახილველი თემები მოიცავდა თანამშრომლობის ყველა ინსტრუმენტს.

გენერალ მაიორი უნგუდერი ასევე ეწვია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ოფისს. ნატოს ძირითად გუნდთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა SNGP-ს მიმდინარე ინიციატივები.

პროგრამის ფარგლებში გენერალ მაიორმა უნგუდერმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ბ-ნ პაატა პატიაშვილთან და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან. მან ასევე მოინახულა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS).

დასასრულს, გენერალ-მაიორმა უნგუდერმა ოფიციალურად გახსნა ნატო-საქართველოს სამხედრო შტაბთა მოლაპარაკებები, რომელიც 2025 წელს უკვე მეოთხედ გაიმართა.

______________________________

📍From 8 to 11 December 2025, Major General Eray Üngüder, Director of the Cooperative Security Division of NATO's International Military Staff, conducted an official visit to Georgia.

During the visit, Major General Üngüder, who was appointed to his current position in August 2025, received comprehensive briefings on the ongoing and planned activities of the NATO Liaison Office in Georgia. The discussions highlighted cooperation across the full range of available partnership tools.

Major General Üngüder visited the Substantial NATO-Georgia Package (SNGP) Office, where he met with the NATO Core Team to exchange views on current initiatives implemented under the SNGP.

He also paid a courtesy call on Mr. Paata Patiashvili, Deputy Minister of Defence, and senior military leadership of the Georgian Defence Forces and visited the NATO-Georgia Joint Training and Evaluation Center (JTEC), and the Defence Institution Building School (DIBS).

Concluding his visit, Major General Üngüder officially opened the NATO-Georgia Military Staff Talks, held for the fourth time in 2025.

🔵 2025 წლის 18 დეკემბერს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, რადმილა შეკერინსკა, სომხეთს ეწვია, სადაც ის შეხვდა პრემიერ-...
22/12/2025

🔵 2025 წლის 18 დეკემბერს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, რადმილა შეკერინსკა, სომხეთს ეწვია, სადაც ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანს.

გენერალური მდივნის მოადგილემ გააზიარა თავისი შეხედულებები ისეთ თემებზე, როგორიცაა ნატო-სომხეთის ურთიერთობები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესი და ნატოს როლი შავი ზღვის რეგიონში.

წაიკითხეთ სრულად 👇

_______________________

🔵 On 18 December 2025, NATO’s Deputy Secretary General, Radmila Shekerinska, visited Armenia, where she met Prime Minister Nikol Pashinyan, Foreign Minister Ararat Mirzoyan, Defence Minister Suren Papikyan, and Speaker of the National Assembly Alen Simonyan.

The Deputy Secretary General shared her views on topics such as NATO-Armenia relations, the normalisation process between Armenia and Azerbaijan, and NATO’s role supporting stability across the Black Sea region.

Read more👇

On 18 December 2025, NATO’s Deputy Secretary General, Radmila Shekerinska, visited Armenia, where she met Prime Minister Nikol Pashinyan, Foreign Minister Ararat Mirzoyan, Defence Minister Suren Papikyan, and Speaker of the National Assembly Alen Simonyan.

🔵 2025 წლის 16-18 დეკემბერს ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში ნატოს ღია კარის დღეებს უმასპინძლა.ოფისის პოლიტიკური დ...
19/12/2025

🔵 2025 წლის 16-18 დეკემბერს ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში ნატოს ღია კარის დღეებს უმასპინძლა.

ოფისის პოლიტიკური და სახალხო დიპლომატიის გუნდის წარმომადგენლებმა მსმენელებს პრეზენტაციები წარუდგინეს, რამაც დამსწრეებს საშუალება მისცა, მეტი გაეგოთ ნატოს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მუშაობის შესახებ.

პროგრამა ასევე მოიცავდა ინტერაქციულ და პრაქტიკულ ჯგუფურ აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო გუნდებს შესაძლებლობა მიეცათ, მოენახულებინათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივა.

ყველას მადლობას გიხდით დაინტერესებისა და აქტიური მონაწილეობისთვის!

______________________________

🔵 From 16 to 18 December 2025, the NATO Liaison Office in Georgia hosted NATO Open Days.

Representatives of the Political and Public Diplomacy Team delivered presentations, giving attendees the opportunity to learn more about NATO, NATO–Georgia cooperation, and the work of the NATO Liaison Office in Georgia.

The programme also featured interactive team workshops, where the best-performing teams had the opportunity to visit one of the Substantial NATO–Georgia Package initiatives.

Thank you to everyone for your interest and active participation!

🔵 2025 წლის 3 დეკემბერს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.ვიზიტის ფარგლებში ...
11/12/2025

🔵 2025 წლის 3 დეკემბერს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ნატოს ისტორიას, მისიას, ძირითად ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობას. სესიას უძღვებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური და სახალხო დიპლომატიის გუნდის წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე ისაუბრეს ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობებზე. ლექციის შემდეგ გაიმართა ინტერაქციული კითხვა-პასუხის სესია. მოსწავლეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ვიქტორინაში და შეემოწმებინათ ახლად შეძენილი ცოდნა, რის შემდეგაც მიიღეს სიმბოლური საჩუქრები.

ჩვენ განვაგრძობთ ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა ისინი ინფორმირებულ და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

___________________________________

🔵 On 3 December 2025, the NATO Liaison Office in Georgia welcomed students from Tbilisi Public School No. 21.

During the visit, participants were briefed about NATO’s history, mission, core values, and the scope of NATO–Georgia cooperation. The session was led by representatives from the NLO Political and Public Diplomacy team, who also highlighted opportunities for youth engagement. The lectures were followed by a Q&A session and an interactive quiz to test their knowledge of NATO-related topics, after which students received small tokens of appreciation.

We look forward to continuing our work with young people across the country and contributing to the development of well-informed, active citizens.

სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა

ნატოს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) აცხადებს ახალ შესაძლებლობებს!მიიღე მონაწილეობა SPS პროე...
09/12/2025

ნატოს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) აცხადებს ახალ შესაძლებლობებს!

მიიღე მონაწილეობა SPS პროექტის და SPS ფოტოკონკურსის გამოწვევებში.

🚀 თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომელიც ნატოს სტრატეგიულ მიზნებსა და დღევანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს პასუხობს, მაშინ SPS პროექტის შესაძლებლობა შენთვისაა.

📸 თუ მონაწილეობდი SPS-ის მხარდაჭერილ აქტივობაში 2024 ან 2025 წლებში, ახლა გაქვს შესაძლებლობა გაგვიზიარო შენი გამოცდილება SPS ფოტოკონკურსში მონაწილეობით!

📝 მონაწილეობისთვის გაეცანი დეტალურ ინფორმაციას შემდეგ ბმულებზე:
• SPS პროექტი: https://bit.ly/3XFkaCT
• SPS ფოტოკონკურსი: https://natosps.grantplatform.com/

⏰ განაცხადების შემოტანა შესაძლებელია არაუგვიანეს:
• SPS პროექტი: 2026 წლის 31 იანვარი, 23:59
• SPS ფოტოკონკურსი: 2025 წლის 14 დეკემბერი, 23:59

📩 გამოიყენე ეს შესაძლებლობა და გამოაგზავნე განაცხადი დროულად!

________________________

NATO’s Science for Peace and Security (SPS) Programme is announcing new opportunities!

Take part in the SPS Project and the SPS Photo Contest.

🚀 If you have an innovative idea that addresses NATO’s strategic objectives and today’s security challenges, then the SPS Project opportunity is for you.

📸 If you participated in an SPS-supported activity in 2024 or 2025, you now have the chance to share your experience by taking part in the SPS Photo Contest!

📝 To participate, consult the rules of contests and the detailed information at the links below:
• SPS Project: https://bit.ly/3XFkaCT
• SPS Photo Contest: https://natosps.grantplatform.com/

⏰ Application deadlines:
• SPS Project: 31 January 2026, 23:59
• SPS Photo Contest: 14 December 2025, 23:59

📩 Make the most of this opportunity and submit your application on time!

We use cookies to personalise your account, to provide social media features, to analyse traffic, and so you can stay logged in. For more information, see our cookie policy.

📣 ყველა ადგილი შევსებულია!2025 წლის ნატოს ღია კარის დღის ყველა ადგილი შეივსო რეგისტრაციის დაწყებიდან ერთი საათის განმავლ...
05/12/2025

📣 ყველა ადგილი შევსებულია!

2025 წლის ნატოს ღია კარის დღის ყველა ადგილი შეივსო რეგისტრაციის დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში.

❗️მადლობას გიხდით ყველას დაინტერესებისთვის და ჩართულობისთვის.

მსგავსი სიახლებიის გასაგებად თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს.

________________

📣 All Spots Filled

All spots for NATO Open Day Georgia 2025 were filled within one hour of opening registration.

❗️We appreciate the interest and participation of everyone who registered.

Please stay tuned for future opportunities and activities.

❗️რეგისტრაცია დაიწყონატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში გიწვევთ ნატოს ღია კარის დღეებზე 16, 17 და 18 დეკემბერს.თითოეულ...
05/12/2025

❗️რეგისტრაცია დაიწყო

ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში გიწვევთ ნატოს ღია კარის დღეებზე 16, 17 და 18 დეკემბერს.

თითოეულ დღეს ვუმასპინძლებთ 40 მონაწილეს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ:

📣 შეიტყონ მეტი ნატოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე.
📣 ახლოდან გაეცნონ ნატოს სამეკავშირეო ოფისს და მის საქმიანობას საქართველოში.
📣 ჩაერთონ პრაქტიკულ ჯგუფურ აქტივობაში და წარადგინონ საინტერესო, ინოვაციური იდეები.

დღის ბოლოს, პრაქტიკული აქტივობის მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, 19 დეკემბერს მოინახულონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივა.

📍ადგილები შეზღუდულია. მონაწილეობას მიიღებენ ისინი, ვინც აპლიკაციას დროულად შეავსებენ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა აქტივობა გაიმართება ქართულ ენაზე.

გამოიყენე ეს შესაძლებლობა და დარეგისტრირდი ახლავე: https://forms.gle/Jch3JSbdyRJJizS16

_______________

❗️Registration now open

The NATO Liaison Office in Georgia is launching NATO Open Days on 16, 17 and 18 December.

Each day, we will host 40 participants at the NLO for the full day, where you will have the opportunity to:

📣 learn more about NATO and NATO–Georgia cooperation.
📣 discover how the NATO Liaison Office in Georgia works.
📣 join interactive discussions and participate in a hands-on teamwork exercise.

The best-performing teams will have an opportunity to visit a key initiative under the Substantial NATO-Georgia Package. The visit will take place on 19 December.

Places are limited and allocated on a first-come, first-served basis. All sessions will be conducted in Georgian.

Register now: https://forms.gle/Jch3JSbdyRJJizS16

🔵 2025 წლის 21 ნოემბერს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში, ნატოს საკონტაქტო საელჩოებთან, რუმინეთთან და ბრიტანეთთან...
04/12/2025

🔵 2025 წლის 21 ნოემბერს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში, ნატოს საკონტაქტო საელჩოებთან, რუმინეთთან და ბრიტანეთთან ერთად, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის ფარგლებში განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოების როლი და ალიანსის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში.

ლექციას უძღვებოდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი (სამხრეთ კავკასიის მანდატით), ალექსანდრე ვინიკოვი, რუმინეთის ელჩთან, რაზვან როტუნდუსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველთან, ალექსანდრა შეფარდთან ერთად.

📍 ლექციაზე დამსწრე სტუდენტებსა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები ნატოს როლის შესახებ სამხრეთ კავკასიაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ალიანსის პარტნიორობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანთან.

_______________________________

🔵 On 21 November 2025, the NATO Liaison Office in Georgia, together with the NATO Contact Point Embassies of Romania and the United Kingdom, held a public lecture at the Free University of Tbilisi. The lecture focused on NATO–Georgia relations, regional security developments, the role of the NATO Contact Point Embassies in Georgia, and the Alliance’s ongoing engagement in the South Caucasus.

The session was led by Mr. Alexander Vinnikov, Head of the NATO Liaison Office in Georgia (with a regional South Caucasus mandate, joined by H.E. Mr. Răzvan Rotundu, Ambassador of Romania, and Ms. Alexandra Sheppard, Political Counsellor at the British Embassy in Tbilisi.

📍 The event brought together students and faculty members for an open discussion, providing participants with the opportunity to raise questions and exchange views on NATO’s role in the South Caucasus region, NATO-Georgia relations, as well as NATO’s partnerships with Armenia and Azerbaijan.

🔵 ალიანსისა და მისი პარტნიორების წინაშე არსებული საფრთხეები საგრძნობლად გაიზარდა. თავდაცვისა და მედეგობის განმტკიცება სა...
03/12/2025

🔵 ალიანსისა და მისი პარტნიორების წინაშე არსებული საფრთხეები საგრძნობლად გაიზარდა. თავდაცვისა და მედეგობის განმტკიცება სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

🔹 2025 წლის 27 ნოემბერს ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ერევანში გამართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საზოგადოებრივი ჩართულობით ეფექტური თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს შეეხებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ექსპერტები.

ღონისძიება სიტყვით გახსნა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა (რომელიც ასევე არის აკრედიტებული სომხეთში), სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველმა, ანაჰიტ მანასიანმა, და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა, რომელმაც განიხილა სომხეთის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხედვა და მიმდინარე რეფორმები.

📍 მთავარ პანელურ დისკუსიაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ირენე ფელინი და სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველი, ანაჰიტ მანასიანი, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ინკლუზიური თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მნიშვნელობას. პანელური დისკუსიის დროს მოდერატორის როლს ასრულებდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური და სახალხო დიპლომატიის გუნდის ხელმძღვანელი, გვანცა ლოლაძე. შემდგომი პანელური სესიები შეეხო სამოქმედო გეგმებს და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას, რომლებიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში მედეგობისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

უსაფრთხოება ჩვენი საზოგადოებების მედეგობასა და ერთიანობას ემყარება. დღევანდელი არაპროგნოზირებადი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით საჭიროა სწორი ადამიანებისა და ინსტიტუციების თანამშრომლობა - ვინაიდან ყველას როლი მნიშვნელოვანია.

_______________________________________

🔵 The threats the Alliance and partners face have grown significantly. Enhancing defence and resilience demands a whole-of-government and whole-of-society effort.

🔹 On 27 November 2025, The NATO Liaison Office in Georgia, in close cooperation with the Human Rights Defender’s Office of the Republic of Armenia and UN Women, organised an international conference on effective defence and security through a whole of society approach in Yerevan, Armenia. The event brought together representatives of NATO Allied and partner countries, government institutions, civil society, and experts.

Opening remarks were delivered by the Head of the NATO Liaison Office in Georgia (co-accredited to Armenia), Mr. Alexander Vinnikov, the Human Rights Defender of the Republic of Armenia, Ms. Anahit Mansyan, and the UN Women Country Representative in Georgia and Liaison to South Caucasus, Ms. Kaori Ishikawa. Mr. Armen Grigoryan, Secretary of the Security Council of the Republic of Armenia, delivered a special address, outlining Armenia’s comprehensive security vision and ongoing reforms.

📍 A keynote discussion with the NATO Secretary General’s Special Representative for Women, Peace and Security and Human Security, Ms. Irene Fellin, and the Human Rights Defender of the Republic of Armenia, Ms. Anahit Manasyan, moderated by Ms. Gvantsa Loladze, Head of the Political and Public Diplomacy team at the NATO Liaison Office in Georgia, reinforced the importance of an inclusive and effective defence and security sector. Further panels focused on action plans, implementation and best practices to drive forward resilience and inclusivity in the security sector.

Security depends on our societies remaining resilient and united. Bringing the right people and institutions together to best prepare for the unexpected is essential—all have a role to play.

🔵 გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც განაცხადი შემოიტანა ნატოს 2026 წლის ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად! ჩვ...
27/11/2025

🔵 გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც განაცხადი შემოიტანა ნატოს 2026 წლის ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად! ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამდენი ნიჭიერი და მოტივირებულ ახალგაზრდა დაინტერესდა მონაწილეობით.

❗️ზამთრის სკოლისთვის შერჩეულ მონაწილეებს უკვე დავუკავშირდით.

წარმატებას ვუსურვებთ ყველას მომავალ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობაში და მოვუწოდებთ, რომ თვალი ადევნონ ჩვენს შემდგომ შესაძლებლობებს!

________________

🔵 We would like to thank everyone who applied for the NATO Winter School 2026. We received a tremendous number of applications and we greatly appreciate that so many talented and motivated young leaders expressed their interest.

❗️Successful applicants have already been contacted.

We wish everyone best of luck in their future academic and professional endeavors and encourage you to stay tuned for further opportunities!

🔹 2025 წლის 12 ნოემბერს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში, ნატოს პროექტების და ინიციატივების კურსდამთავრებულთა პირ...
17/11/2025

🔹 2025 წლის 12 ნოემბერს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში, ნატოს პროექტების და ინიციატივების კურსდამთავრებულთა პირველი კონფერენცია ჩაატარა, რომელსაც ახალგაზრდა პროფესიონალები, სტუდენტები, მომავალი ლიდერები და ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის ფარგელბში შეიქმნა ნატოს კურსდამთავრებულთა ქსელი.

📍ღონისძიება გახსნეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეთ უორდმა, და რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ. მათ ისაუბრეს ნატოს როლზე არსებულ გარემოში უსაფრთხოების მიმართულებით, ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიღწევებსა და გამოწვევებზე და თავიანთი ქვეყნების როლზე ნატოს ინიციატივებში.

✅კონფერენციის ფარგლებში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელებული ინიციატივები სახალხო დიპლომატიის მიმართულებით და ნატოს კურსდამთავრებულთა ქსელთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები. ნატოს კურსდამთავრებულთა ქსელის წევრებმა და ინიციატივების თანაროგანიზატორებმა ნატოს სამეკავშირეო ოფისთან საკუთარი, წარმატებული თანამშრომლობის ისტორიები გააზიარეს.

__________________

🔹On 12 November 2025, the NATO Liaison Office in Georgia hosted an inaugural NATO Alumni Conference in Tbilisi, bringing together young professionals, students, and emerging leaders who have participated in NATO-supported initiatives, alongside distinguished representatives from NATO Allied embassies in Georgia. The conference also marked the launch of the NATO Alumni Network.

📍The event was opened by Alexander Vinnikov, Head of the NATO Liaison Office in Georgia, Gareth Ward, Ambassador of the United Kingdom to Georgia, and Răzvan Rotundu, Ambassador of Romania to Georgia, who shared insights on NATO’s role in the current security environment, reflected on the achievements and challenges of the NATO-Georgia partnership, and presented their countries’ engagement in NATO initiatives.

✅ During the conference, representatives of the NATO Liaison Office presented an overview of the Office’s key public diplomacy initiatives implemented in Georgia, Armenia, and Azerbaijan, and discussed future opportunities for collaboration with the NATO Alumni Network. Success stories were also showcased, with network members and co-organisers of projects sharing their perspectives and experiences on working with, and learning from, initiatives organised by the NATO Liaison Office.

Address

N164, Tsinamdzgvrishvili Street
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NATO in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to NATO in Georgia:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram