14/02/2024
🔥ვალენტინობა
🟣ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი ამტკიცებდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდრე დაოჯახებული. ამიტომაც ქორწინება აკრძალა, ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა.
წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოახერხა, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა, სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ჯულია უსინათლო იყო და წმინდა ვალენტინის სასწაულით დაუბრუნდა თვალის ჩინი. (სავარაუდოდ აქედან მოდის გამოთქმაც- „სიყვარული ბრმაა“)
ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელსაც შემდგომში "ვალენტინად" მოიხსენიებენ.
269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი "სიყვარულისთვის" სიკვდილით დასაჯეს....
ის მოგვიანებით წმინდანად შერაცხეს....
ასტროლოგები ხშირად ვალენტინობის დღეს ვენერას დღედ მოიხსენებენ (Venusians day).
🟣ასტრომითოლოგიაში ვენერა არის სიყვარულის, ქორწინებისა და სილამაზის ქალღმერთი,(ასევე ფული, ცდუნება, მაგია) ის ოდითგანვე ერთერთი ყველაზე ცნობილი ოლიმპოელი ღვთაება იყო. მას ადამიანები სიყვარულს შესთხოვდნენ.
🟣ვენერას სიმბოლოდ ითვლება ვარდები, ისინი სიყვარულს გამოხატავენ.
ვენერა მარსის საყვარელი იყო (ასტროლოგიაში ეს კავშირი მზისა და მთვარის, ინისა და იანის მსგავსია). მათი სიყვარულის ნაყოფი კი ამურია.
მხატვრები ხშირად გამოსახავენ კუპიდონს (იგივე ამური) პატარა ბიჭად, რომელიც ჯადოსნურ ისრებს ისვრის და წამიერად აყვარებს ისრით „დაჭრილს“ პირველ შემხვედრს. ეს ჰგავს სიყვარულს ერთი ნახვით. (ძველ ასტროლოგიურ სახელმძღვანელოებში სწორედ ვენერა მარსის შეერთებით იქმნება ასეთი კავშირი.)
🟣როგორც ცნობილია ურანს მართვის სადავეები მისივე შვილმა კრონოსმა (იგივე სატურნი) ჩამოართვა, შემდეგ ის მამას ჩაუსაფრდა და ნამგლით დაასაჭურისა (სხვა მემკვიდრე, რომ არ ჰყოლოდა) ამ დროს „ზეცის ღვთაების თესლი“ მთელს დედამიწაზე გაიფანტა.... ოკეანეში განბნეული „თესლიდან“ კი, იშვა ვენერა, რომელსაც ბერძნები აფროდიტედ (სიყვარულის ქალღმერთად) მოიხსენიებდნენ.
მოამზადა ქეთი ოდიშელმა
👉შეგახსენებთ, რომ პირად სასიყვარულო თემატიკასთან დაკავშირებით კონსულტაციის დაჯავშნა ჩვენთან შეგიძლიათ💕 #17წუთი #17ლარად
#ომნია
#ომნიაგისმენთ
#ასტროლოგია
#ნუმეროლოგია
#სიმბოლოები