22/03/2017
Doppelherz OMEGA-3 junior N30 (323 მგ) საღეჭი კაფსულა, ლიმონის არომატით.
Omega-3 მიღებულია ორაგულისგან.
* EPA- 25 მგ *DH- 130 მგ *A+D+E+C
Omega-3 არის უჯერი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც არ წარმოიქმნება ორგანიზმში და მისი მიღება უნდა მოხდეს გარედან. Omega-3 შედის თევზის და ზღვის პროდუქტების შემადგენლობაში.
Omega-3 არის თვალისა და თავის ტვინის უჯრედების საშენი მასალა, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს გულ- სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, მისი დეფიციტისას ვითარდება კანის დაავადებები ( დიათეზი და კანის სიმშრალე).
კვლევებით დადგენილია რომ, Omega 3-ის მიღებისას უმჯობესდება:
* ყურადღება და კონცენტრაცია
* კითხვა და მართლწერა
* IQ დონე მაღლდება
* მცირდება აგზნებადობა, ნერვული სისტემა მდგრადი ხდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ.
* იცვლება გუნება- განწყობილება
* უზრუნველყოფს ჯანმრთელ თმას, კანს, ფრჩხილებსა და კბილებს.
Omega-3 თან ერთად ბავშვის სხეულის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია ვიტამინები, როგორიცაა A, C, D, E.
ვიტამინი A მონაწილეობს: ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ძვლისა და კბილის ფორმირებაში, ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში ( იცავს ორგანიზმს გაციებისა და გრიპისგან, სასუნთქი გზების, საყლაპავი ტრაქტისა და საშარდე არხების ინფექციებისაგან). ბავშვის სისხლში A ვიტამინის შემცველობა, წითელასა და ჩუტყვავილას ადვილად გადატანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ვიტამინი A კარგად მოქმედებს ლორწოვან გარსზე, ეპითელური უჯრედის ფუნქციაზე და, დანამატის სახით, კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთ (წყლული, კოლიტი) დაავადებაზე.
ვიტამინი C ხელს უწყობს: ორგანიზმის ზრდას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ასკორბინის მჟავა მონაწილეობას იღებს მრავალ ბიოქიმიურ პროცესებში, ძირითადად კი ჟანგვის პროცესში. იგი აუცილებელია ქსოვილოვანი სუნთქვისათვის.
ვიტამინი D ეხმარება ორგანიზმს: კალცის შეთვისებაში. დღიური ნორმა კალცისა და D ვიტამინის ეხმარება ორგანიზმს ძვლების სიძლიერეში, რაც თავიდან აგაცილებთ მათ გამყიფებას და ოსტეოპოროზს. ბავშვებს ეს ვიტამინი იცავს რაქიტისა და ფეხის ძვლების გამრუდებისგან. ეს ვიტამინი დიდ როლს თამაშობს ტვინის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. დადგენილია, რომ D ვიტამინის დიდი დოზა ამცირებს დეპრესიის სინდრომებს.
ვიტამინი E - გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ერთი კაფსულა შეიცავს:
-323 მგ თევზის ქონი
- 25 მგ ეიკოზაპენტანის მჟავა
- 130 მგ დოკოზაჰექსანის მჟავა
- 200 მგ ვიტამინი A
- 1.25 მგ ვიტამინი D
- 2.5 მგ ვიტამინი E
-30 მგ ვიტამინი C
მიღების წესი: ომეგა 3- ის სადღეღამისო დოზა არის: 2 წლიდან 6 წლამდე 200 მგ- 250 მგ დღე-ღამეში.
6 წლიდან 10 წლამდე 250-300 მგ. მიიღება 1 კაფსულა დღეში.
1 კაფსულა შეესაბამება 5 კკალ.