4U Multimedia

4U Multimedia Interest areas
The interest areas of 4U platform are tourism, art, sports, lifestyle, health, business, new technologies and society.

მულტიმედია ჯგუფი
4U წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი, ქმნის საინტერესო და აქტუალურ კონტენტს პლატფორმისთვის 4U.ge.

ერთადერთი და უნიკალური
2018 წლიდან მულტიმედია პლატფორმა 4U მომხმარებელს აწვდის უნიკალურ მასალას და აძლევს საშუალებას 4 ენაზე გაეცნოს ინფორმაციას შემდეგი საშუალებებით - აუდიო, ვიდეო, ტექსტი, ფოტო.

ინტერესის სფეროები
4U-ს ინტერესის სფეროებს წარმოადგენს ტურიზმი, ხელოვნება, სპორტი, ცხოვრების წესი, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ახალი ტექნოლოგიები საზოგადოება. GBTIMES
4U არის საერთაშორისო მედია ჰოლდინგ GBTIMES-ის წევრი, რომელიც წარმოადგენს ხიდს ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, არის კულტურათა გაცვლისა და კომუნიკაციის წყარო. Multimedia Group
4U represents a unique multimedia group, whitch unites three radio stations JAKO FM, LIFE FM and SHOKOLADI, creating interesting and current content for the 4U.ge platform. Unique
From 2018, the 4U multimedia platform will allow its users to get acquainted with a wide range of new information in four languages (English, Russian, Chinese and Georgian), using audio, video, text and photo resources. GBTIMES
4U is a member of the international media holding GBTIMES, which functions as a bridge between China and the rest of the world, it is the platform for communication and cultural exchange.

🇬🇪საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო ...
26/11/2025

🇬🇪საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ჩინური ენის სწავლების მასშტაბების ზრდის პარალელურად საჭირო კადრების გადამზადების, სკოლებში ციფრული საკლასო ოთახების მოწყობის, სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების საჭიროებასა და პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების აუცილებლობას.

თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოში ჩინური ენის სწავლების განვითარების მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისთვის და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებით სრული მზაობა გამოთქვა.🇨🇳

📷 ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

🇬🇪🇨🇳ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ...
19/11/2025

🇬🇪🇨🇳ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე Huawei-ს სათავო ოფისს ესტუმრა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ჩენგ ტაოს შეხვდა.

ვიცე-პრეზიდენტმა მინისტრს კომპანიის საქმიანობა, უახლესი გამოგონებები და ის ინოვაციური პროექტები გააცნო, რომელსაც Huawei სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Huawei-ს მიერ საქართველოს სკოლებში სმარტ კლასების მოწყობაზე, რაც სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან პარტნიორობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას.
საუბრის დასასრულს მხარეები არსებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

🇬🇪🇨🇳საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფ...
18/11/2025

🇬🇪🇨🇳საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნო.

გივი მიქანაძე ინსტიტუტის პრეზიდენტ იე ჭიჟუეისა და კანცლერ ხე სინგჩუნს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა.

საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტსა და საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. მისი თქმით, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნის ურთიერთგაზიარება ხელს უწყობს სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, სიმულაციური სწავლების ინტეგრირებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

🇬🇪🇨🇳საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების...
15/11/2025

🇬🇪🇨🇳საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობას და აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთობების გაძლიერებაზე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

გივი მიქანაძემ სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განახლების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით დოკუმენტი, რომელიც 2001 წელს გაფორმდა, ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და შეცვლას საჭიროებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს დაიწყება განახლებულ დოკუმენტზე მუშაობა.

შეხვედრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში ჩინური ენის სწავლების მასშტაბების ზრდის პარალელურად საჭირო კადრების გადამზადებას, სკოლებში ციფრული საკლასო ოთახების მოწყობას, სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას, უნივერსიტეტებში კონფუცის ინსტიტუტების ამოქმედებას და პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას.

აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინური ენის სწავლების განვითარების კუთხით საქართველოში ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისთვის და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და ენის განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

პეკინში ჩინური ენის მსოფლიო კონფერენცია მიმდინარეობს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივ...
15/11/2025

პეკინში ჩინური ენის მსოფლიო კონფერენცია მიმდინარეობს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის ჰუაი ძინფენგის მოწვევით კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენცია 14-16 ნოემბერს იმართება და მის ერთ-ერთ მთავარ თემას ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სფეროში ინტეგრაცია წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო საგანმანათლებლო-კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ განათლების მინისტრები, საგანმანათლებლო სფეროს ლიდერები და უნივერსიტეტების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები 160 ქვეყნიდან.
🇬🇪🇨🇳

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინ...
14/11/2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის ჰუაი ძინფენგის მოწვევით, მონაწილეობს ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც პეკინში იმართება.

მინისტრმა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემის რეფორმაზე, დანერგილ სიახლეებსა და ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების სისტემის განვითარების კუთხით საქართველოსთვის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, რაც დადებითად აისახება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებზე.

,,საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ არაერთ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით.

კონფერენცია მოსაზრებებისა და იდეების გაზიარების კარგ შესაძლებლობას ქმნის, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე, მონაწილე ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა გივი მიქანაძემ საუბრისას.

კონფერენცია 14-16 ნოემბერს იმართება და მის ერთ-ერთ მთავარ თემას ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სფეროში ინტეგრაცია წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო საგანმანათლებლო-კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

კონფერენციაში მონაწილეობენ განათლების მინისტრები, საგანმანათლებლო სფეროს ლიდერები და უნივერსიტეტების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები 160 ქვეყნიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 🇬🇪

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინში, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფ...
14/11/2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინში, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინფენგს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.

გივი მიქანაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთში მოწვევისთვის და უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

თავის მხრივ, ჰუაი ძინფენგმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოხატა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 🇬🇪

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ...
14/11/2025

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება.

ჩინეთის დედაქალაქთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგია, რომლის ფარგლებში სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ. მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით და ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით.

ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებზე. ავიარეისები თბილისსა და პეკინს შორის კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

ინფორმაციას საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო ავრცელებს.

პრეზიდენტ სი ძინპინმა გუანჯოუში, გუანდუნის პროვინციაში, ოფიციალური შეხვედრა გამართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IO...
14/11/2025

პრეზიდენტ სი ძინპინმა გუანჯოუში, გუანდუნის პროვინციაში, ოფიციალური შეხვედრა გამართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მოქმედ პრეზიდენტ კირსტი კონვენტრიასთან და ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტ თომას ბახთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სპორტული თანამშრომლობის გაგრძელება და ჩინეთსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის პარტნიორობის განმტკიცება.

🇨🇳🇪🇸ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და ესპანეთის მეფემ, ფილიპე მეექვსემ პეკინში გამართული შეხვედრის დროს რამდენიმე შეთა...
12/11/2025

🇨🇳🇪🇸ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და ესპანეთის მეფემ, ფილიპე მეექვსემ პეკინში გამართული შეხვედრის დროს რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს.

ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩინეთში ესპანეთის მონარქის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იყო. როგორც შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, ჩინეთს სურს, იმუშაოს ესპანეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად. საპასუხოდ, ესპანეთის მეფემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ ნდობაზეა დაფუძნებული.

🇨🇳 ჩინეთის ეროვნულ თამაშებზე IOC-ის საპატიო პრეზიდენტი თომას ბახი უშუს ფინალურ შეჯიბრს დაესწრო. თომას ბახმა მონაწილეობა ...
11/11/2025

🇨🇳 ჩინეთის ეროვნულ თამაშებზე IOC-ის საპატიო პრეზიდენტი თომას ბახი უშუს ფინალურ შეჯიბრს დაესწრო. თომას ბახმა მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ცერემონიალში და სპორტსმენებს მედლები გადასცა.🏅

On November 10, IOC Honorary President Thomas Bach watched wushu finals at the China’s National Games, presenting awards to the wushu athletes.

🇬🇪🇨🇳საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თე...
11/11/2025

🇬🇪🇨🇳საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თეიმურაზ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რეპუბლიკაში ხაინანის პროვინციას ეწვია.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შალვა თადუმაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილესთან, სიუ ძიააისთან.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამომავლო აქტივობებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოვების მნიშვნელობას, მათ შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების მიმართულებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა, ასევე, მიიღო კატასტროფის რისკის შემცირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე გამართულ „სარტყელისა და გზის“ 2025 წლის მინისტერიალში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Address

26 მაისის მოედანი #1
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322430630

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 4U Multimedia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram