Samgori Medi Clinic კლინიკა სამგორი მედი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Samgori Medi Clinic კლინიკა სამგორი მედი

Samgori Medi Clinic კლინიკა სამგორი მედი კლინიკა სამგორი მედი - მრავალპროფილური სამედიცინო კლინაკა
(1)

🔈  ს ი ა ხ ლ ე  ჩ ვ ე ნ თ ა ნ !!!  "სამგორი მედი”ში   ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კაბინეტი, აღჭურვილი უახლესი ფიზიოთერაპ...
03/10/2025

🔈 ს ი ა ხ ლ ე ჩ ვ ე ნ თ ა ნ !!!
"სამგორი მედი”ში ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კაბინეტი, აღჭურვილი უახლესი ფიზიოთერაპიის აპარატურებით. თქვენ მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. 👉ტარდება შემდეგი სახის პროცედურები :
• ელექტროფორეზი
• ფონოფორეზი
• ლაზეროთერაპია;
• ელექტროსტიმულაცია

👉ფიზიოთერაპია - გულისხმობს ფიზიკური ფაქტორების, მუდმივი და ცვალებადი იმპულსური დენების, ელექტრო და მაგნიტური ველების, ლაზერის, ულტრაბგერის და სხვათა გამოყენებას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ როგორიცაა: • ოსტეოქონდროზი , ართროზები, ართრიტები,მოტეხილობების და ტრავმის შემდგომი პერიოდის დისკომფორტი და ტკივილები, სკოლიოზი მენჯ– ბარძაყის სახრის დისპლაზია და ამოვარდნლობები,ბრტყელ–ტერფიანობა,ვალგუსური და ვარუსული ( გამრუდებული) კიდურები, კისერმრუდობა ( კუნთოვანი) და ა.შ.

• პერიფერიულ ნერვული სისტემის, დერმატოლოგიური და ქირურგიული პათოლოგიები.
👉ხანგრძლივი მდგრადი ეფექტი ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას, მინიმალური სისტემური მოქმედება ორგანიზმზე და შესაბამისად, მინიმალური გვერდითი ეფექტები-ეს არის ფიზიოთერაპიის უპირატესობა. პროცედურები ტარდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით , ფ100 -ის წარმოდგენით!

👉ასევე ტარდება სამკურნალო მასაჟი,ბავშვებში და მოზრდილებში !
ჩაწერა წარმოებს წინასწარ!
📮მისამართი: ქ. თბილისი ნოე რამიშვილის 21
☎️2786777

🔈  ს ი ა ხ ლ ე  ჩ ვ ე ნ თ ა ნ !   " სამგორი მედში"  უკვე ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კაბინეტი.  აღჭურვილი უახლესი ფიზიოთ...
03/10/2025

🔈 ს ი ა ხ ლ ე ჩ ვ ე ნ თ ა ნ !
" სამგორი მედში" უკვე ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კაბინეტი. აღჭურვილი უახლესი ფიზიოთერაპიის აპარატურებით. თქვენ მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. 👉ტარდება შემდეგი სახის პროცედურები :
• ელექტროფორეზი
• ფონოფორეზი
• ლაზეროთერაპია;
• ელექტროსტიმულაცია

👉ფიზიოთერაპია - გულისხმობს ფიზიკური ფაქტორების, მუდმივი და ცვალებადი იმპულსური დენების, ელექტრო და მაგნიტური ველების, ლაზერის, ულტრაბგერის და სხვათა გამოყენებას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ როგორიცაა: • ოსტეოქონდროზი , ართროზები, ართრიტები,მოტეხილობების და ტრავმის შემდგომი პერიოდის დისკომფორტი და ტკივილები, სკოლიოზი მენჯ– ბარძაყის სახრის დისპლაზია და ამოვარდნლობები,ბრტყელ–ტერფიანობა,ვალგუსური და ვარუსული ( გამრუდებული) კიდურები, კისერმრუდობა ( კუნთოვანი) და ა.შ.

• პერიფერიულ ნერვული სისტემის, დერმატოლოგიური და ქირურგიული პათოლოგიები.
👉ხანგრძლივი მდგრადი ეფექტი ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას, მინიმალური სისტემური მოქმედება ორგანიზმზე და შესაბამისად, მინიმალური გვერდითი ეფექტები-ეს არის ფიზიოთერაპიის უპირატესობა. პროცედურები ტარდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით , ფ100 -ის წარმოდგენით!

👉ასევე ტარდება სამკურნალო მასაჟი,ბავშვებში და მოზრდილებში !
ჩაწერა წარმოებს წინასწარ!
📮მისამართი: ქ. თბილისი ნოე რამიშვილის 21
☎️2786777

01/09/2025

მშობელთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფი მოზარდებისათვის, საბავშვო ბაღებში და სკოლებში მისაღებად ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100 გაიცემა უფასოდ.

26/08/2025

პაციენტთა საყურადღებოდ!

29 და 30 აგვისტოს კლინიკა იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში - პარასკევს 9:30 დან 17 საათამდე, შაბათს 10 საათიდან 14 საათამდე.
ოჯახის ექიმებთან მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
რენტგენზე, ულტრაბგერითი, ლაბორატორიული და სხვა კვლევები წარმოებს ცოცხალი რიგით

📢 ს ი ა ხ ლ ე ❗️,, სამგორი მედი“ -ში თანამედროვე, ახალი აპარატით შეგიძლიათ ჩაიტაროთ სპირომეტრია — გარეგანი სუნთქვის ფუნქ...
13/08/2025

📢 ს ი ა ხ ლ ე ❗️
,, სამგორი მედი“ -ში თანამედროვე, ახალი აპარატით შეგიძლიათ ჩაიტაროთ სპირომეტრია — გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა, რომელიც გამოიყენება ფილტვისა და სასუნთქი გზების შესაფასებლად . იზომება შესუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა და მათი გამავლობის სიჩქარე . წარმოადგენს არაინვაზიურ, სრულიად უმტკივნეულო და ეფექტურ კვლევის ფუნქციონალურ მეთოდს.
👉 სპირომეტრული კვლევა სასურველია ჩაუტარდეს ყველა იმ ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ :
🔸 ქრონიკული ან მორეციდივე ხველა.
🔸 სუნთქვის გაძნელება.
🔸 ხმაურიანი სუნთქვა.
🔸 ქრონიკული სურდო.
‼ კომპიუტერულ სპირომეტრიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრონქული ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს.
❗ დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით
📞 ტელ: 2 786777
🔍 მის.: თბილისი, ნოე რამიშვილის 21

ორსულთა მონიტორინგის პროგრამა . 🤰  თუ ხართ 13 კვირამდე ორსული, ჩაერთეთ ორსულთა სახელმწიფო უფასო პროგრამაში ,, სამგორი მე...
19/07/2025

ორსულთა მონიტორინგის პროგრამა .

🤰 თუ ხართ 13 კვირამდე ორსული, ჩაერთეთ ორსულთა სახელმწიფო უფასო პროგრამაში ,, სამგორი მედი”-ში .

ორსულთა უფასო სახელმწიფო პროგრამის პირობები:

🔴9 უფასო ვიზიტი, მათ შორის მე-9 ვიზიტი უკვე მშობიარობიდან ორი კვირის განმავლობაში .
🔴10 უფასო ლაბორატორიული ანალიზი
🔴 3 უფასო ულტრაბგერითი გამოკვლევა. 🔴ორსულთათვის , რომლებიც არიან კლინიკის ბენეფიციარები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მოქმედებს 20% შეღავათი კვლევებზე , რომელსაც ორსულთა და საყოველთაო პროგრამა არ ფარავს !
გისურვებთ ბედნიერ დედობას!

ვგულშემატკივრობთ საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს!
09/07/2025

ვგულშემატკივრობთ საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს!

👩🏻‍⚕️ გაიცანით ჩვენი კლინიკის  თერაპევტი  ლია ერაძე  . 🔴 პაციენტის კონსულტირება: სრულყოფილი ანამნეზის შეკრება , ობიქტური...
17/06/2025

👩🏻‍⚕️ გაიცანით ჩვენი კლინიკის თერაპევტი ლია ერაძე .

🔴 პაციენტის კონსულტირება: სრულყოფილი ანამნეზის შეკრება , ობიქტური გასინჯვა საწყისი დიაგნოზის ჩამოყალიბების მიზნით.
🔴 დიაგნოსტიკა: ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ან ექიმ სპეციალისტთან ვიზიტის აუცილებლობის შეფასება .
🔴 კლინიკური შეფასების , ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევების შედეგების საფუძველზე დიაგნოზის ჩამოყალიბება.
🔴 საჭიროების შემთხვევაში ადეკვატური მკურნალობის კურსის დანიშვნა. სპეციალისტთან / ჰოსპიტალში რეფერირება (გადამისამართება). 📞 032 2 786777
📍 თბილისი, ნოე რამიშვილის 21

ს ი ა ხ ლ ე!ჩვენი კლინიკის ოფთალმოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ ბავშვებისა და  მოზრდილთათვის შემდეგი სახის კვლევებს :      ...
23/05/2025

ს ი ა ხ ლ ე!
ჩვენი კლინიკის ოფთალმოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის შემდეგი სახის კვლევებს :
🔺ვიზომეტრია - მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა თანამედროვე ოფთალმოლოგიური მრავალფუქციური მონიტორით. სპეციალური ცხრილების საშუალებით ხდება მხედველობის სიმახვილის სრულყოფილი განსაზღვრა . ასევე , თვალის მიერ ფერთა სრულფასოვანი აღქმის შეფასება. 🔺ავტოკერატორეფრაქტომეტრია. ეს არის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება რქოვანას სიმრუდის გასაზომად (კერატომეტრია) და თვალში სინათლის სხივის გარდატეხის ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) დასადგენად. 🔺ტონომეტრია -თვალის წნევის განსაზღვრა . 🔺ოფთალმოსკოპია - თვალის ფსკერის მდგომარეობის შეფასება.
📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2786777
📍 მის: ნოე რამიშვილის 21 ა

19/05/2025

დღეს სერიოზული შეფერხება შეექმნა სხვებთან ერთად ჩვენთან მომავალ პაციენტებს.... ერთ საათზე მეტი თითქმის შეუძლებელი იყო ნოე რამიშვილის ქუჩაზე მომხდარი ცენტრალური წყალსადენის მილის დაზიანების გამო ეზოში და ჩვენს დაწესებულებაში შემოსვლა.
მადლობა 112 ის ოპერატორებს სასწრაფოდ მიღებული ზომებისა და გაწეული დახმარებისათვის.
ამჟამად შეწყვეტილია წყლის ნაკადი და ჩვეულ რეჟიმში აღდგა მუშაობა.

📣 ს ი ა ხ ლ ე ❗️ჰოლტერის 24  და 48 საათიანი ეკგ-მონიტორირების ჩატარება  დღეიდან ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაშიც!👉 თუ გაწ...
16/05/2025

📣 ს ი ა ხ ლ ე ❗️
ჰოლტერის 24 და 48 საათიანი ეკგ-მონიტორირების ჩატარება დღეიდან ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაშიც!
👉 თუ გაწუხებთ:
🔹 გულისცემის აჩქარება ან პირიქით - გულისცემის შენელება
🔹 გულის ფრიალი, ან გულისცემის ,,ამოვარდნის“ შეგრძნება
🔹 თავბრუსხვევა, გონების კარგვის შეგრძნება ან თუ გაქვთ გონების კარგვის ეპიზოდები.
🔹 თუ გაწუხებთ ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, უჰაერობა.

🔺ჰოლტერის მონიტორინგს შეუძლია გამოავლინოს სიცოცხლისთვის საშიში არითმიები და ისეთი გართულებები, რომლებიც იწვევს ინსულტს ან უეცარ სიკვდილს.

🔶 გამოკვლევა ტარდება ამბულატორიულად. აპარატი არის მცირე ზომის მოწყობილობა. წებოვანი ელექტროდები მაგრდება გულმკერდზე, რომელიც სპეციალური კაბელების საშუალებით უკავშირდება უშუალოდ ჰოლტერის აპარატს. მონიტორირებისას პაციენტი ჩვეული ფიზიკური აქტივობის მხრივ არ იზღუდება.
გამოკვლევის დასრულების შემდეგ კარდიოლოგს კომპიუტერში შეჰყავს ჰოლტერის მონიტორინგის ჩანაწერი, რომელიც გადის პროგრამულ დამუშავებას. მიღებული დასკვნით თქვენ დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2786777
📍 მის: ნოე რამიშვილის 21 ა

Address

ნოე რამიშვილის ქუჩა 21
Tbilisi
0190

Telephone

+995322786777

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Samgori Medi Clinic კლინიკა სამგორი მედი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Samgori Medi Clinic კლინიკა სამგორი მედი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category